საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

3069

NBA All Star-ის პირველი შუალედური შედეგების მიხედვით, ზაზა ფაჩულია მეორე ადგილზეა

გამოქვეყნებულია 2017-01-05 23:47:00

NBA All Star-ის პირველი შუალედური შედეგები ცნობილია - "გოლდენ სტეიტის" ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია 439 675 ხმით მეორე ადგილზეა. პირველ ადგილს ფაჩულიას თანაგუნდელი კევინ დურანტი 541 209 ხმით იკავებს, ხოლო მესამე ადგილზე 341 240 ხმით სან ანტონიოელი კავაი ლეონარდია.

გასულ წლებთან შედარებით, როდესაც სასტარტო ხუთეულების გამოვლენა მხოლოდ გულშემატკივართა პრეროგატივა იყო, შერჩევის ახალი პრინციპის მიხედვით ხმების 50% გულშემატკივართა აქტიურობიდან გამოთვლიან, ხოლო 25-25% კალათბურთელებისა და მედიის წარმომადგენლების ხმებით გადანაწილდება.

ქართველ გულშემატკივარს საყვარელი კალათბურთელის მხარდასაჭერად ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ, შემდეგი მეთოდებით შეუძლია:

NBA.com/vote ან ანდროიდისა და IOS-ისთვის შექმნილი ნაციონალური საკალათბურთო აპლიკაციის მეშვეობით;

Twitter - #NBAVOTE და სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარი (მაგალითად #NBAVOTE ZazaPachulia);

Facebook - #NBAVOTE და სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარი (მაგალითად #NBAVOTE ZazaPachulia);

Google Search - მოძებნეთ NBA Vote All-Star ან NBA Vote Golden State და გააკეთეთ არჩევანი.

თბილისის დროით, 25 დეკემბრის 20:00-დან 16 იანვრის ჩათვლით, ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ არის შესაძლებელი.

შარშან, All Star-ის გამოკითხვის შედეგებით, ზაზა ფაჩულიას მატჩზე მოსახვედრად ძალიან ცოტა დააკლდა.


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ზაზა ფაჩულია სარეაბილიტაციო კურსს გადის
ზაზა ფაჩულია სარეაბილიტაციო კურსს გადის
ზაზა ფაჩულია სარეაბილიტაციო კურსს გადის. საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანი დღეს გამთენიისას გუნდთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა. 
წაკითხვა
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ექიმი - ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულია მწყობრში უნდა იყოს
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ექიმი - ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულია მწყობრში უნდა იყოს
ევროპის ჩემპიონატზე ზაზა ფაჩულია მწყობრში უნდა იყოს, - ამ განცხადებას საქართველოს საკალათბურთ
წაკითხვა
ზაზა ფაჩულია საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა
ზაზა ფაჩულია საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა
ზაზა ფაჩულია საქართველოს საკალათბურთო ნაკრებთან ერთად საბერძნეთში გაემგზავრა. ნაკრების კაპიტანი “აკროპოლისის თასს” ტრავმის გამო გამოტოვებს.
წაკითხვა
ზაზა ფაჩულია ეროვნულ ნაკრებს საბერძნეთში გაყვება
ზაზა ფაჩულია ეროვნულ ნაკრებს საბერძნეთში გაყვება
ზაზა ფაჩულია ეროვნულ გუნდთან ერთად, საბერ
წაკითხვა
ზაზა ფაჩულიამ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო
ზაზა ფაჩულიამ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს ტრავმა მიიღო
საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები
წაკითხვა
ზაზა ფაჩულია - იმედია, ეს ჩვენი საუკეთესო ევრობასკეტი იქნება
ზაზა ფაჩულია - იმედია, ეს ჩვენი საუკეთესო ევრობასკეტი იქნება
საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტან
წაკითხვა
ზაზა ფაჩულია - საწყენია, რომ ევრობასკეტზე ბურჯანაძე ვერ ითამაშებს
ზაზა ფაჩულია - საწყენია, რომ ევრობასკეტზე ბურჯანაძე ვერ ითამაშებს
ბექა ბურჯანაძე ჩვენი ნაკრებისთვის დიდი ძალაა და საწყენია, რომ ასეთ მნიშვნელოვან დროს, ასეთ ტუ
წაკითხვა
ზაზა ფაჩულია - მეტი კომუნიკაცია და დაცვაში კარგი თამაში გვჭირდება
ზაზა ფაჩულია - მეტი კომუნიკაცია და დაცვაში კარგი თამაში გვჭირდება
კარგია, რომ მეტოქეს ვაჯობეთ და თბილისში პირველი მატჩი მოვიგეთ, მაგრამ ცოტა მეტი კომუნიკაციაა
წაკითხვა