საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მეცნიერებმა დედობისთვის საუკეთესო ასაკი გამოავლინეს

გიორგი ურუშაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-04 19:33:00

აღზარდო შვილი, ეს ცხოვრების საუკეთესო გამოწვევა, რომელსაც თავის დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. მნიშვნელოვანია, რა ასაკში გადაწყვეტთ დედობას, რადგან ასაკი ასეთ შემთხვევებში გადამწყვეტ მნიშვნელობას თამაშობს. და მაინც, რა ასაკია ყველაზე კარგი დედობისთვის? მეცნიერებმა ახალი კვლევა ჩაატარეს და დაადგინეს, რომ დედობა ყველაზე კარგი 35 წლის შემდეგაა.

ქალები 30-40 წლის ასაკში უფრო რეალიზებულები არიან და იციან რა უნდათ, ასევე, მომწიფებულებიც არიან და მზად არიან დედობისათვის. აქამდე, ითვლებოდა რომ დედობა 35 წლის შემდეგ რისკებთან იყო დაკავშირებული. თუმცა, მეცნიერებმა დაადგინეს რომ 35 წლის შემდეგ დედობას, უფრო მეტი ბენეფიტი აქვს.

35 წლის შემდეგ მშობიარობა სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის. სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევებმა აჩვენა რომ დედობა 35 წლის შემდეგ, მშობლის გონებრივ შესაძლებლობებსაც აუმჯობესებს.

მკვლევარებმა ტესტი 830 ქალს ჩაუტარეს. ისინი დაგეგმვაში, ვიზუალურ აღქმაში, სიტყვიერ მეხსიერებაში, კონცეტრაციასა და ყურადღების მოკრებაში გამოსცადეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ იმ დედებს, რომლებმაც ბავშვი 24 წლის შემდეგ გააჩინეს, უფრო მეტი გონებრივი შესაძლებლობები, პრობლემების გადაწყვეტის მოქნილი სისტემა და გაუმჯობესებული ვერბალური უნარები აქვთ. ეს უნარები უფრო ნაკლებად აქვთ განვითარებული იმ ქალებს, ვინც ბავშვი 15-24 წლის ასაკში გააჩინეს. ხოლო იმ ქალებს, ვინც ბავშვი 35 წლის შემდეგ გააჩინეს, ამ ყველა ღირსებასთან ერთად, უფრო კარგი ვერბალური მეხსიერება და გაუმჯობესებული შემეცნების უნარები აქვთ.



 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ბათუმში 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა
ბათუმში 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა
ბათუმში 59 წლის ქალსა და 61 წლის კაცს პირ
წაკითხვა
სოფელ მანდაეთში ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა
სოფელ მანდაეთში ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში გუშინ ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. &l
წაკითხვა
ქალმა ბავშვობაში გაყინული საკვერცხის დახმარებით შვილი გააჩინა
ქალმა ბავშვობაში გაყინული საკვერცხის დახმარებით შვილი გააჩინა
ქალმა ბავშვობაში გაყინული საკვერცხის ქსოვილის დახმარებით, შვილის გაჩენა შეძლო. BBC-ის ინფორმაციით, მას საკვერცხე ორგანიზმიდან იქამდე ამოაცა
წაკითხვა
საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს სიმსუქნის მაღალი შანსი აქვთ - ახალი კვლევა
საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს სიმსუქნის მაღალი შანსი აქვთ - ახალი კვლევა
საკეისრო კვეთის გზით დაბადებულ ბავშვებს ს
წაკითხვა
პერინატალური რეგიონალიზაცია - კონფერენცია ქუთაისში
პერინატალური რეგიონალიზაცია - კონფერენცია ქუთაისში
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქუთაისში პერინატალური რეგიონალიზაციის თემაზე კონფერენცია გაიმართა. 
წაკითხვა
საქართველოს პრეზიდენტს ვაჟი შეეძინა
საქართველოს პრეზიდენტს ვაჟი შეეძინა
საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და მის მეუღლეს, მაკა ჩიჩუას ვაჟი შეეძინათ. 
წაკითხვა
თბილისში 56 წლის ქალმა იმშობიარა
თბილისში 56 წლის ქალმა იმშობიარა
დედა-შვილი სამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.თბილისის პირველი სამშობიარო სახლის გენერალურ დირექტორ ზაზა ავალიანის განცხადებით, ეს არის უნიკალური შემთხვევა და ეს არ
წაკითხვა
55614

უახლესი