საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ადამიანის სხეულში ახალი ორგანო აღმოაჩინეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-04 19:32:00

მკვლევრებმა ადამიანის ორგანიზმში ახალი ორგანო აღმოაჩინეს, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში საჭმლის მომნელებელ სისტემაში იმალებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ვიცით ახალი ორგანოს სტრუქტურა, მწირადაა შესწავლილი მისი ფუნქცია; ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს  კვლევა, რაც შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს აბდომინალური და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებების მკურნალობაში.

ადამიანის საჭმლის მომნელებელ სისტემაში აღმოჩენილი ახალი ორგანო ჯორჯალის სახელითაა ცნობილი და დიდი ხნის მანძილზე მიაჩნდათ, რომ იგი შედგებოდა ფრაგმენტირებული, განცალკევებული სტრუქტურებისგან. თუმცა, როგორც ბოლო კვლევებმა აჩვენა, სინამდვილეშ იგი ერთი, სრული ორგანოა.

ორგანოს რეკლასიფიკაციის მტკიცებულებები The Lancet Gastroenterology & Hepatology-ში გამოქვეყნდა.

„სხეულში ჩვენ გვაქვს ორგანო, რომლის შესახებაც ამ დრომდე ბევრი არაფერი ვიცოდით. ბოლო 100 წლის განმავლობაში დამკვიდრებული ანატომიური აღწერილობა არასწორი აღმოჩნდა. ეს ორგანო შორსაა ფრაგნემტულობის ან კომპლექსურობისგან. იგი უბრალოდ ერთი მთლიანი, ცალკეული ორგანოა“, — ამბობს ირლანდიის ლიმერიკის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მკვლევარი ჯეი კელვინ კოფი, რომელმაც პირველმა აღმოაჩინა, რომ ჯორჯალი ცალკე ორგანო იყო. 

უკვე განახლდა და ახალი ორგანოს განმარტება შევიდა მსოფლიოში ყველაზე ცნობილ სამედიცინო სახელმძღვანელოებში, მათ შორის გრეის ანატომიაში.

რა არის ჯორჯალი? ეს გახლავთ პერიტონეუმის (მუცლის ღრუს თხელი გარსი) ორმაგი ნაკეცი — მუცლის ღრუს სარჩული, რომელიც ჩვენს ნაწლავებს მუცლის ღრუს კედლებზე ამაგრებს და ყველაფერს ადგილზე ჩაკეტილს ინარჩუნებს. 

ჯორჯალის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული აღწერა ლეონარდო და ვინჩის ეკუთვნის; საუკუნეთა მანძილზე იგი იგნორირებული იყო და ერთ-ერთ უმნიშვნელო დანამატად მიიჩნეოდა. გასულ საუკუნეში, ექიმები, რომლებიც ჯორჯალს სწავლობდნენ, დარწმუნებულნი იყვნენ, რომ იგი განცალკევებული სექციებისგან შემდგარი ფრაგმენტირებული, უმნიშვნელო სტრუქტურა იყო. 

თუმცა ყველაფერი 2012 წელს შეიცვალა, როდესაც კოფიმ და მისმა კოლეგებმა დეტალური მიკროსკოპული ცდების შედეგად აჩვენეს, რომ ჯორჯალი სინამდვილეში ცალკე სტრუქტურა იყო.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მათ შეაგროვეს დამატებითი მტკიცებულებები, რომელთა მიხედვითაც ჯორჯალი ცალკეულ, სხვა ორგანოდ უნდა კლასიფიცირებულიყო, რაც ოფიციალურად მხოლოდ ახლა მოხდა.

შეგიძლიათ იხილოთ ახალი ორგანოს ილუსტრაცია:


მიუხედავად იმისა, რომ ეს არ ცვლის სტრუქტურას, რომელიც ისედაც იყო ჩვენს სხეულებში, რეკლასიფიკაციას თან მოჰყვება სამედიცინო მეცნიერების სრულიად ახალი ველი, რაც მნიშნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენი ჯანმრთელობის გამოსავლიანობას.

„როდესაც მას ისე მივუდგებით, როგორც თითოეულ სხვა ორგანოს, აბდომინალური დაავადებების კატეგორიზაცია ამ ორგანოს მიხედვით შეგვეძლება“, — ამბობს კოფი.

ეს კი იმას ნიშნავს, რომ მკვლევრები ახლა უკვე შეისწავლიან თუ რა როლს თამაშობს ჯორჯალი აბდომინალურ დავაადებებში, ამის განსაზღვრა კი მეცნიერებს აძლევს იმედს, რომ პაციენტთათვის უკეთეს შედეგებს მოიტანს. 

მომზადებულია www.ul.ie-სა და ScienceAlert-ის მიხედვით 


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კომოდოს ვარანის სისხლი შესაძლოა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის დამარცხებაში დაგვეხმაროს
კომოდოს ვარანის სისხლი შესაძლოა ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის დამარცხებაში დაგვეხმაროს
მკვლევართა დასკვნით, კომოდოს ვარანის სისხლში არსებულ ცილების ფრაგმენტებს ანტიმიკრობული თვისებ
წაკითხვა
ეპიდემია, რომელიც შესაძლოა აცტეკების ცივილიზაციის დამხობის მიზეზი გახდა
ეპიდემია, რომელიც შესაძლოა აცტეკების ცივილიზაციის დამხობის მიზეზი გახდა
1519 წელს, როდესაც ესპანელები მექსიკას მი
წაკითხვა
რა აღმოაჩინა NASA-მ? პრესკონფერენცია, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
რა აღმოაჩინა NASA-მ? პრესკონფერენცია, რომელსაც მთელი მსოფლიო ელოდა, დასრულდა
წაკითხვა
დედამიწის ახალი კონტინენტი - „ზელანდია“
დედამიწის ახალი კონტინენტი - „ზელანდია“
ბავშვები ხშირად ფიქრობენ, რომ არსებობს შვ
წაკითხვა
ამაზონის ჯუნგლების ასობით „სტოუნჰენჯის“ საიდუმლო ამოხსნილია
ამაზონის ჯუნგლების ასობით „სტოუნჰენჯის“ საიდუმლო ამოხსნილია
დასავლეთ ბრაზილიაში აღმოჩენილია 450 უზარმ
წაკითხვა
აღმოჩენილია მკვდარი ზღვის ხელნაწერთა კიდევ ერთი მღვიმე
აღმოჩენილია მკვდარი ზღვის ხელნაწერთა კიდევ ერთი მღვიმე
მკვდარი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირებთან
წაკითხვა
მეცნიერებმა ავსტრალიის სანაპიროსთან ისტორიაში უდიდესი წყალქვეშა მეწყერი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა ავსტრალიის სანაპიროსთან ისტორიაში უდიდესი წყალქვეშა მეწყერი აღმოაჩინეს
დიდ ბარიერულ რიფთან, მეცნიერებმა აღმოაჩინ
წაკითხვა
 არქეოლოგიური აღმოჩენა სოფელ ვაჩნაძიანში
არქეოლოგიური აღმოჩენა სოფელ ვაჩნაძიანში
აღმოჩენა სოფელ ვაჩნაძიანში. მიწის დამუშავებისას უძველესი ნაგებობის ფრაგმენტს, ადამიანის ძვლებსა და თიხის ჭურჭელს მიაკვლიეს. 
წაკითხვა
13591

უახლესი