საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

„ჰაბლმა“ დააფიქსირა ულამაზესი გალაქტიკა, რომელიც უზარმაზარი ლაზერივით მოქმედებს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2017-01-03 22:37:00

ჰაბლის კოსმოსურმა ტელესკოპმა ამ დრომდე ყველაზე დეტალური ფოტო გადაუღო იდუმალებით მოცულ გალაქტიკა IRAS 16399-0937-ს, რომელიც გიგანტური, ასტრონომიული ლაზერივით მოქმედებს.

თუმცა, ეს არ გახლავთ თქვენი, ჩვეულებრივი ლაზერი. ხილვადი სინათლის ნაცვლად, გალაქტიკა მუდმივად გამოასხივებს ინტენსიურ მიკროტალღურ რადიაციას. „ამ გალაქტიკას ყველა სხვა გალაქტიკისგან განსხვავებული, ამაღელვებელი და ფუტურისტული კლასიფიკაცია აქვს — მას გააჩნია მეგამაზერი“, — ხსნის NASA (მიკროტალღა + ლაზერი = მეგამაზერი). 

მაზერები სამყაროში ბევრგანაა, სადაც კი მტვრის მოლეკულური ღრუბლები ზრდის, აძლიერებს და აფოკუსირებს სხვა მხარეს გამოყოფილ და მათში გავლილ მიკროტალღურ რადიაციას.

რამდენიმე მაზერი ჩვენს გალაქტიკაშიცაა, თუმცა IRAS 16399-0937-ის მეგამაზერი გაცილებით კაშკაშაა — 100 მილიონჯერ უფრო კაშკაშა და თითქმის მთლიანი გალაქტიკა მოქმედებს როგორც მაზერი. 

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწიდან 370 მილიონი სინათლის წლის მოშორებით მდებარე ამ გალაქტიკის შესახებ მეცნიერებმა უკვე დიდი ხანია რაც იციან, ჰაბლის მიერ გადაღებული ფოტო მისი შიდა სტრუქტურის ყველაზე უფრო დეტალური სურათია ამ დრომდე. გალაქტიკა არც ისე მშვიდია, როგორც ფოტოზე ჩანს, სინამდვილეში ეს გახლავთ მშფოთვარე გალაქტიკა.

IRAS 16399-0937 წარმოქმნილია ორი გალაქტიკის შეჯახების შედეგად, რომელთა ბირთვებიც ჯერ კიდევ შერწყმის პროცესში იმყოფება.

ეს ბირთვები ფოტოზე ნარინჯისფრადაა ასახული. მიუხედავად იმისა, რომ მთლიანი სისტემა საკმაოდ შეკრული, კომპაქტური ჩანს, ორი ბირთვი ერთმანეთისგან 11 000-ზე მეტი სინათლის წლითაა დაშორებული. შედარებისათვის, მზესთან უახლოესი ვარსკვლავი 4,3 სინათლის წლითაა დაშორებული.


გარდა ამისა, ორი გალაქტიკის ბირთვი ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებული ჩანს. ჩრდილოეთით მდებარეს IRAS 16399N ჰქვია, სამხრეთით კი IRAS 16399S. ეს უკანასკნელი ვარსკვლავებით გადაჭედილი რეგიონია, უზარმაზარი მაჩვენებლით მიმდინარეობს ახალი ვარსკვლავების დაბადება, ჩრდილოეთი ბირთვი კი სრულიად საპირისპირო თვისებებისაა, შეიცავს სუსტად იონიზებული ნეიტრალური გაზის უზარმაზარ ველს.

თუმცა, IRAS 16399N შეიცავს რაღაც ძალიან საყურადღებოს — ჰაბლის ფოტოებში ჩანს უზარმაზარი შავი ხვრელი, რომელიც ჩვენს მზეზე 100 მილიონჯერ მასიურია. 

თუ გსურთ ოდნავ მაინც წარმოიდგინოთ ამ შავი ხვრელის სიდიდე, უყურეთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოს და და მოამზადეთ გონება, რათა ეს ყოველივე აღიქვას.



მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჰაბლმა გადაიღო მკვდარი გალაქტიკა, რომელიც გალაქტიკათა ევოლუციის თეორიებს ეჭვქვეშ აყენებს
ჰაბლმა გადაიღო მკვდარი გალაქტიკა, რომელიც გალაქტიკათა ევოლუციის თეორიებს ეჭვქვეშ აყენებს
კოსმოსური „ბუნებრივი ლინზისა“ და NASA-ს ჰ
წაკითხვა
ვარსკვლავების ბობოქარი აკვანი - ჰაბლის ახალი ფოტო
ვარსკვლავების ბობოქარი აკვანი - ჰაბლის ახალი ფოტო
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებუ
წაკითხვა
ჰაბლი „ტაშს უკრავს“ ვალსის მოცეკვავე ყავისფერ ჯუჯებს
ჰაბლი „ტაშს უკრავს“ ვალსის მოცეკვავე ყავისფერ ჯუჯებს
ფოტოზე თქვენ ხედავთ წერტილებს, რომლებიც ს
წაკითხვა
ჩვენ ყველა გიგანტურ კოსმოსურ სიცარიელეში ვცხოვრობთ - ახალი კვლევა
ჩვენ ყველა გიგანტურ კოსმოსურ სიცარიელეში ვცხოვრობთ - ახალი კვლევა
ამჟამად, ხელთ გვაქვს კიდევ უფრო მეტი მტკიცებულება, რომ ჩვენი გალაქტიკა უზარმაზარი სიცარიელის
წაკითხვა
ჰაბლმა პარაზიტი გალაქტიკა „ხაფანგში გააბა“
ჰაბლმა პარაზიტი გალაქტიკა „ხაფანგში გააბა“
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი განთქმულია მის
წაკითხვა
ფიზიკოსები ჩვენი გალაქტიკის გულში ბუნების მეხუთე, ნაკლულ ძალას ეძებენ
ფიზიკოსები ჩვენი გალაქტიკის გულში ბუნების მეხუთე, ნაკლულ ძალას ეძებენ
ჩვენი ამჟამინდელი გაგების მიხედვით, სამყა
წაკითხვა
გალაქტიკათა ისტორიის შესასწავლად, ყველა დროის უდიდესი სიმულაციები ჩატარდა
გალაქტიკათა ისტორიის შესასწავლად, ყველა დროის უდიდესი სიმულაციები ჩატარდა
ათასობით პროცესორი, ტერაბაიტობით ინფორმაცია და კომპიუტერთან გატარებული თვეები — ამ ყველაფრის
წაკითხვა
ასტროფიზიკოსებმა ირმის ნახტომის ანტიმატერიის წარმოშობის საიდუმლო ამოხსნეს
ასტროფიზიკოსებმა ირმის ნახტომის ანტიმატერიის წარმოშობის საიდუმლო ამოხსნეს
ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო ჯგუფმა ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით, ჩვენი გ
წაკითხვა
7940

უახლესი