საზოგადოებრივი
104.5 FM
1591

ეროვნული ბანკი ოფიციალური კურსის დათვლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამატებს

გამოქვეყნებულია 2016-12-30 11:59:00

ეროვნული ბანკი ოფიციალური კურსის დათვლაში მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ამატებს, ამის შესახებ ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ბოლო პერიოდში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში გაზრდილი აქტიურობის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2017 წლის 3 იანვრიდან ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსის გაანგარიშებაში ასევე გაითვალისწინებს კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციების გარიგებებს. 

”დღეისათვის, ბლუმბერგით ოთხი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ვაჭრობს და მომავალში, სავარაუდოდ, მათი რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. 

ამავდროულად, ეროვნული ბანკი, თავის ვებგვერდზე ოფიციალური კურსების განთავსებას ოთხი ძირითადი ვალუტით იწყებს. მთავარ გვერდზე დოლარისა და ევროს კურსებს, თურქული ლირა და ფუნტი სტერლინგი დაემატება.

შეგახსენებთ, რომ ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი წარმოადგენს წინა სავაჭრო დღეს, სავალუტო ბაზარზე, ბლუმბერგის სავაჭრო სისტემაში დადებული გარიგებების საშუალო შეწონილ კურსს, რომელიც გამოიყენება საბუღალტრო აღრიცხვისათვის და ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისათვის”, - აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კობა გვენეტაძე - მთავარია, ქვეყანაში იყო ბაზრის მიერ შემოთავაზებული კურსი
კობა გვენეტაძე - მთავარია, ქვეყანაში იყო ბაზრის მიერ შემოთავაზებული კურსი
საქართველოში არის ლარის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ეროვნულ ბანკს არ აქვს კონკრეტული მაჩვენებელი გაცვლით კურსთან დაკავშირებით, ეროვნული
წაკითხვა
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილეს
ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს. 
წაკითხვა
რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკური სესხების შესახებ - ეროვნულმა ბანკმა საგანმანათლებლო ვიდეორგოლი მოამზადა
რა უნდა ვიცოდეთ იპოთეკური სესხების შესახებ - ეროვნულმა ბანკმა საგანმანათლებლო ვიდეორგოლი მოამზადა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, „ევროპული ფ
წაკითხვა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საზოგადოებას ფინანსური პირამიდების რისკების შესახებ აფრთხილებს [ვიდეო]
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი საზოგადოებას ფინანსური პირამიდების რისკების შესახებ აფრთხილებს [ვიდეო]
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ საზოგადოებას ფინანსური პირამიდების შესახებ საინფორმაციო ვიდეორგოლი წარუდგინა. ვიდეორგოლის მიზანი საზოგადოებაში დანაზოგების არაგონივრულ
წაკითხვა
2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ლარის კურსი 2.5 ნიშნულზეა
2018 წლის ბიუჯეტის პროექტში ლარის კურსი 2.5 ნიშნულზეა
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ლარის გაცვლითი კურსი ამერიკულ დოლართან მიმართებაში 2.5-ის ნიშნულზეა. სწორედ ამ კურსით გეგმავს მთავრო
წაკითხვა
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს
საქართველოს ეროვნული ბანკი მოქალაქეებს აფრთხილებს  და აცხადებს, რომ ინტერნეტსივრცეში - http://ubani.ge/ გავრცელდა ფასიანი ქაღალდების შეთავა
წაკითხვა
მურთაზ კიკორია - დეპუტატების შენიშვნების 99 პროცენტის შემთხვევაში შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
მურთაზ კიკორია - დეპუტატების შენიშვნების 99 პროცენტის შემთხვევაში შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი მურთაზ კიკორია ფიქრობს, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტთან მიმართებაში არსებო
წაკითხვა
ლევან კობერიძე - როდესაც იმუნიტეტის მოხსნაზე დეპუტატები ფიქრობენ, რატომ უნდა მიენიჭოს იმუნიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს
ლევან კობერიძე - როდესაც იმუნიტეტის მოხსნაზე დეპუტატები ფიქრობენ, რატომ უნდა მიენიჭოს იმუნიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან კობ
წაკითხვა