საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

პრემიერი ხანუქის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტს დაესწრო

გამოქვეყნებულია 2016-12-25 02:02:00


საქართველოს პრემიერმინისტრი თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ხანუქის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო კონცერტს დაესწრო. 

მთავრობის მეთაურმა ებრაელ ხალხს დღესასწაული მიულოცა და მათ წინსვლა და კეთილდღეობა უსურვა. 

„მინდა ჩვენს მოძმე ებრაელ ერს მივულოცო ხანუქას დღესასწაული. ეს არის განახლების, სამართლიანობის დღესასწაული, რაც თავისთავად გულისხმობს სინათლის ბნელზე გამარჯვებას. ამ ყველაფერში უდიდესი სიმბოლიზმია ჩადებული. არ არსებობს დედამიწის ზურგზე სხვა ერი, რომელთანაც შეიძლება ამდენი საერთო ჰქონდეს საქართველოს. ეს არის ებრაელი ერი, რომელთანაც ათობით საუკუნის მეგობრობა გვაკავშირებს. ეს არის ის უძლიერესი ემოციონალური საწყისი, რომელზეც დგას ჩვენი მეგობრობა და ძმობა. არ არსებობს არც ერთი სხვა სახელმწიფო, რომლის გამოცდილებაც ასე მიესადაგება საქართველოს, არა მხოლოდ გამოწვევების, არამედ შესაძლებლობების კუთხით. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ 2017 წელი ყოფილიყოს იმ უდიდესი მეგობრობის, ძმობის, რომელიც ჩვენს ერებს შორის არსებობს; ასევე დიდ პარტნიორობაში და სახელმწიფოთა შორის ძალიან ფართო თანამშრომლობაში ტრანსფორმაციის წელი. ეს ყოფილიყოს დასაწყისი უდიდესი თანამშრომლობის, რომლის შედეგიც იქნება ჩვენი ორივე ქვეყნის უდიდესი წარმატება“, - განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას. 

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ისრაელი მსოფლიოში ცნობილია, როგორც სტარტაპ ქვეყანა, ხოლო საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, რომ ისრაელის გამოცდილების გამოყენებით, გახდეს ასეთივე ძლიერი სახელმწიფო, როგორიც დღეს არის ისრაელი. 

„ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ჩვენი ებრაელი მეგობრების, ჩვენი მოძმე ერის დახმარების. იცოდეთ, რომ საქართველო ყოველთვის იდგა ებრაელი ხალხის გვერდით და ასე იქნება მომავალშიც“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საზეიმო საღამოს, პრემიერმინისტრთან ერთად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ციპი ხოტოველი და ისრაელის ქნესეთის დელეგაციის წევრები დაესწრნენ, რომლებიც სამდღიანი ვიზიტით საქართველოში იმყოფებიან. 




ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
კვირიკაშვილი: ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაში მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეძლო
კვირიკაშვილი: ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაში მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეძლო
რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის ტრანზიტზე მიღწეულ შეთანხმებას პირველი განცხადებით ეხმაურება პრემიერმინისტრი. 
წაკითხვა
რა შედეგებით ტოვებს საქართველოს დელეგაცია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს
რა შედეგებით ტოვებს საქართველოს დელეგაცია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს
შვეიცრიაში მსფოლიო ეკონომიკური ფორუმი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ნაყოფ
წაკითხვა
საქართველოს პრემიერმა „გაზპრომთან“ შეთანხმების საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა
საქართველოს პრემიერმა „გაზპრომთან“ შეთანხმების საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა
„გაზპრომთან“ შეთანხმების საკითხზე პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერმა. გიორგი კვირიკაშვილი დავოსში ეკონომიკურ ფორუმზე იმყოფება
წაკითხვა
საქართველოს პრემიერის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან
საქართველოს პრემიერის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან
დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერმინისტრი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა
გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა
დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს შეხვ
წაკითხვა
პრემიერის გამოსვლის მთავარი აქცენტები დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე
პრემიერის გამოსვლის მთავარი აქცენტები დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე
საქართველო დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე. ქართული დელეგაცის ხელ
წაკითხვა
საქართველოს პრემიერი დავოსის ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერი დავოსის ეკონომიკურ ფორუმში იღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერმინისტრი დავოსში იმყოფება. გიორგი კვირიკაშვილი დღეს აბრეშუმის გზის პროექტისადმი მიძღვნილ პანელზე სიტყვით გამოვა. 
წაკითხვა
საქართველოს პრემიერის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება
საქართველოს პრემიერის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება
საქართველოს პრემიერმინისტრის ვიზიტი ესპანეთში გრძელდება. საქართველო მადრიდში, ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს.
წაკითხვა
1027

უახლესი