საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

პრეზიდენტი და პრემიერი გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს შობას ულოცავენ

გამოქვეყნებულია 2016-12-25 01:21:00

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გრიგორიანული კალენდრით მოქმედი კონფესიების წარმომადგენლებს შობის დღესასწაულს ულოცავს. 

„ძვირფასო თანამოქალაქენო,

გულითადად გილოცავთ შობას ყველას, ვინც დღეს ზეიმობთ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს. 

საქართველო ეთნიკური, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების ქვეყანაა. განსხვავებულისადმი პატივისცემის ჩვენი ტრადიცია უპირველს ყოვლისა, იმ ფასდაუდებელი ღვაწლის აღიარებაა, რომელიც სხვადასხვა აღმსარებლობის მოქალქეებს მიუძღვით ჩვენი საერთო სამშობლოს წინაშე. 

ვუერთდები თქვენ სიხარულს. დაე, განახლებისა და მომავლის რწმენის ამ დიდმა დღესასწაულმა სიყვარული, მშვიდობა და ბედნიერება მოიტანოს თქვენს ოჯახებსა და ჩვენს სამშობლოში“, - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

მილოცვას ავრცელებს საქართველოს პრემიერიც. 

„დღევანდელ დღეს ვულოცავ ყველა ჩვენს თანამოქალაქეს, ვინც 25 დეკემბერს აღნიშნავს შობის დღესასწაულს. შობა მომავლის რწმენასა და იმედს გვისახავს. ბედნიერებას, მშვიდობას, კეთილდღეობას ვუსურვებ ყველას“, - აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი. 

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
გიორგი კვირიკაშვილმა სარეკლამო  სფეროს წარმომადგენლებს კანში მიღწეული წარმატების აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა
გიორგი კვირიკაშვილმა სარეკლამო სფეროს წარმომადგენლებს კანში მიღწეული წარმატების აღსანიშნავად გამართულ საზეიმო მიღებაზე უმასპინძლა
საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სარეკლამო  სფეროს წარმომადგენლებს კანის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველოს მიერ მიღწეულ
წაკითხვა
სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს
სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატს შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს
მსოფლიო სათხილამურო და სნოუბორდის ფრისტაილის ჩემპიონატს 2023 წელს შესაძლოა, საქართველომ უმასპინძლოს, - აღნიშნული შესაძლებლობა საქართველოს პ
წაკითხვა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეჩეთში, დილის ლოცვის დროს გონება დაკარგა
რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეჩეთში, დილის ლოცვის დროს გონება დაკარგა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მეჩეთში, დილის ლოცვის დროს, გონება დაკარგა. 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
გიორგი კვირიკაშვილი მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მუსლიმებს რამაზან ბაირამის დღესასწაულს ულოცავს. 
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც
გიორგი კვირიკაშვილი - სადაც კახი კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატებაც
მინდა სიტყვა გადავცე ადამიანს, რომელსაც ძ
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - ენერგოსფეროში განხორციელებული თითოეული პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია
გიორგი კვირიკაშვილი - ენერგოსფეროში განხორციელებული თითოეული პროექტი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობისკენ კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია
ენერგეტიკულ სფეროში განხორციელებული თითოე
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილი - განსაკუთრებული ემოცია გეუფლება, როდესაც შენს ქვეყანაში ასეთი თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტის მქონე საწარმო იხსნება
გიორგი კვირიკაშვილი - განსაკუთრებული ემოცია გეუფლება, როდესაც შენს ქვეყანაში ასეთი თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტის მქონე საწარმო იხსნება
„განსაკუთრებული ემოცია გეუფლება, როდესაც შენს ქვეყანაში ასეთი თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტი
წაკითხვა
გიორგი კვირიკაშვილმა გურიაში უალკოჰოლო სასმელის საწარმო გახსნა
გიორგი კვირიკაშვილმა გურიაში უალკოჰოლო სასმელის საწარმო გახსნა
განსაკუთრებული ემოცია გეუფლება, როდესაც ასეთი მაღალი სტანდარტის საწარმოს ხსნი, - ამის შესახებ 
წაკითხვა
1226

უახლესი