საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

რვა რელიგიური გაერთიანების კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ მსჯელობა გადადო

გამოქვეყნებულია 2016-12-23 18:45:00


რვა რელიგიური გაერთიანების კონსტიტუციური სარჩელის წარმოებაში მიღების თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლომ მსჯელობა გადადო. 

განმწესრიგებელი სხდომის გადადების მიზეზი პროცესზე მოწმედ დაბარებული შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლის განცხადება გახდა, რომელმაც, შეტყობინების გვიან მიღების მოტივით, სხდომისთვის მომზადება ვერ მოასწრო. 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ცენტრისა და "თავისუფალი უნივერსიტეტის" ერთობლივი სარჩელი საგადასახადო კოდექსის რიგ მუხლებს ეხება, რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას შეღავათებს უწესებს და ათავისუფლებს დამატებითი ღირებულების, მოგებისა და ქონების გადასახადებიდან. 

მოსარჩელეები მიიჩნევენ, რომ საგადასახადო კოდექსის ეს მუხლები საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლს არღვევს და არათანაბარ პირობებში აყენებს სხვა რელიგიურ კონფესიებს.. 

დატოვე კომენტარი
644

უახლესი