საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ქალმა ბავშვობაში გაყინული საკვერცხის დახმარებით შვილი გააჩინა

თეო გონგლაძე
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-12-14 23:53:00

ქალმა ბავშვობაში გაყინული საკვერცხის ქსოვილის დახმარებით, შვილის გაჩენა შეძლო. BBC-ის ინფორმაციით, მას საკვერცხე ორგანიზმიდან იქამდე ამოაცალეს, ვიდრე სქესობრივად მომწიფდებოდა.

24 წლის მოაზა ალ მატროში პირველი ქალია მსოფლიოში, რომელმაც ბავშვის გაჩენა იმ საკვერცხის გაყინვის შედეგად შეძლო, რომელიც ორგანიზმიდან  სქესობრივ მომწიფებამდე ამოაცალეს. 

მოაზა ალ მატროში ამბობს, რომ ეს სასწაული იყო. 

როგორც მისმა ექიმმა, სარა მეთიუსმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, ოჯახი ძალიან გახარებულია და მას იმედი აქვს, რომ იმავე მეთოდით სხვა წყვილებიც შეძლებენ ბავშვის ყოლას.

„ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ვიცით, რომ საკვერცხის ქსოვილის გადანერგვა ზრდასრული ქალების შემთხვევაში გამართლებულია და კარგად მუშაობს, მაგრამ აქამდე არ ვიცოდით, რომ შევძლებდით ქსოვილი ბავშვის ორგანიზმიდანაც აგვეღო, გაგვეყინა და გამოგვეყენებინა“ - განაცხადა ექიმმა. 

ექიმების თქმით, ეს მეთოდი ყველა იმ ახალგაზრდა ქალს მისცემს ბავშვი ყოლის საშუალებას, რომლებმაც დედობის შანსი სიმსივნის, იმუნური სისტემის ან სისხლთან დაკავშირებული დაავადებების მკურნალობის დროს დაკარგეს. 

საკვერცხის გაყინვა

მოაზა ალ მატროში წარმოშობით დუბაიდან არის. დაბადებისას მას ბეტა თალასემიას დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც სისხლის დაავადებაა და მემკვიდრეობით გადადის. ეს დაავადება ფატალურად სრულდება, თუ დროულად არ დაიწყებენ პაციენტის მკურნალობას.

მას დასჭირდა ქიმიოთერაპია, რომელიც საკვერცხეებს აზიანებს. 

პრიორიტეტი სისხლის დაავადების მკურნალობას მიენიჭა, ამიტომ 9 წლის ასაკში მას მარჯვენა საკვერცხე ამოუღეს და გაყინეს. 

გასულ წელს, დანიელმა ქირურგებმა გაყინული საკვერცხის ქსოვილის 5 ნაწილი მის სხეულში მოათავსეს. 

მოაზას უკვე მენოპაუზა ჰქონდა. მაგრამ საკვერცხის ქსოვილის ტრანსპლანტაციის შემდეგ, მისმა ჰორმონებმა აღდგენა დაიწყეს, მას დაეწყო ოვულაცია და მისი ნაყოფიერების ფუნქციაც აღდგა. 

იმისათვის, რომ ბავშვის ყოლის შანსები მაქსიმალურად გაზრდილიყო, მოაზამ და მისმა მეუღლემ ინ-ვიტრო განაყოფიერებას მიმართეს. 

მოაზა ამბობს: „ყოველთვის მჯეროდა, რომ დედა გავხდებოდი და ბავშვი მეყოლებოდა. იმედი არასდროს დამიკარგავს და ახლა შვილი მყავს. ეს შესანიშნავი განცდაა“.

ის მადლობას უხდის დედას, რომლის იდეაც იყო ახალგაზრდა ქალიშვილის საკვერცხის ქსოვილის შენახვა.

ექიმი პროფესორი ელენ პიქტონი ამბობს: „მოაზა არის პირველი ქალი მსოფლიოში, რომლის ბიოლოგიური მასალა სქესობრივ მომწიფებამდე პერიოდში გაიყინა და ის ასევე პირველი პაციენტია, რომელიც , ამავდროულად, ბეტა-თალასემიაზე მკურნალობდა“.

მოაზას კიდევ შეუძლია შვილების გაჩენა, ვინაიდან მას კიდევ ერთი ემბრიონი და საკვერცხის ქსოვილის ორი ნაჭერი აქვს დარჩენილი. 

ის კიდევ ერთი ბავშვის გაჩენას გეგმავს. 


მსგავსი პრეცენდენტები

ედინბურგელი ქალი, რომელმაც ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, პირველი ბრიტანელია, რომელმაც, წლის დასაწყისში, ბავშვი თავისი გაყინული საკვერცხის ქსოვილის ტრანსპლანტაციის მეთოდით გააჩინა. 

გასულ წელს კი, ბელგიაში დაიბადა ბავშვი, რომლის მშობელსაც 13 წლის ასაკში ამოღებული და გაყინული საკვერცხის ქსოვილი გადაუნერგეს. თუმცა მოაზასგან განსხვავებით, საკვერცხის ამოღების პროცესში, ეს ქალი სქესობრივად მომწიფებული იყო. 

პირველი ქალი მსოფლიოში, რომელმაც ბავშვის გაჩენა საკუთარი საკვერცხის ქსოვილის ტრანსპლანტაციით შეძლო, ბელგიელი იყო. შემთხვევა 2004 წელს მოხდა. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
თელავში მოსწავლის მშობლები მასწავლებელს ბულინგში ადანაშაულებენ
თელავში მოსწავლის მშობლები მასწავლებელს ბულინგში ადანაშაულებენ
ბულინგის სავარაუდო შემთხვევა თელავის ერთ-ერთ სკოლაში - 
წაკითხვა
ბათუმში 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა
ბათუმში 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა
ბათუმში 59 წლის ქალსა და 61 წლის კაცს პირ
წაკითხვა
სოფელ მანდაეთში ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა
სოფელ მანდაეთში ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში გუშინ ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. &l
წაკითხვა
ჟენევაში გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის რიგით 74-ე სესია გაიმართა
ჟენევაში გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის რიგით 74-ე სესია გაიმართა
ჟენევაში გაერო-ს ბავშვის უფლებათა კომიტეტის რიგით 74-ე სესია გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა 
წაკითხვა
ბაგა-ბაღების სააგენტომ ბავშვზე ძალადობაში დადანაშაულებულ აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერა
ბაგა-ბაღების სააგენტომ ბავშვზე ძალადობაში დადანაშაულებულ აღმზრდელს უფლებამოსილება შეუჩერა
საბავშვო ბაღში მომხდარი ინციდენტის გამოძი
წაკითხვა
ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებიდან 56 ბავშვი საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვია
ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებიდან 56 ბავშვი საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვია
ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებიდან 56 ბავშვი საგარეო საქმეთა სამინისტროს ეწვია, სადაც მათ საყვარელი ზღაპრის გმირები და სანტა კლაუსი დახვ
წაკითხვა
გატაცებული გოგონა 18 წლის შემდეგ იპოვეს - საქმის ყველა დეტალი
გატაცებული გოგონა 18 წლის შემდეგ იპოვეს - საქმის ყველა დეტალი
ახალშობილი გოგონა, რომელიც ფლორიდაში, ჯეკ
წაკითხვა
ავტოსაგზაო შემთხვევას სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას სამი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია გორი-სკრის საავტომობილო გზაზე მოხდა. შემთხვევის შედეგად სამი პირი დაშავ
წაკითხვა
1594

უახლესი