საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

თბილისის მე-17 კინოფესტივალი მარგარიტ ფონ ტროტას ფილმით გაიხსნა

გამოქვეყნებულია 2016-11-28 20:58:00


კინოთეატრ „ამირანში” თბილისის მე-17 კინოფესტივალი მარგარიტ ფონ ტროტას ფილმით „როზა ლუქსემბურგით” გაიხსნა, რომელიც ევროპაში მოღვაწე პოლიტიკური აქტივისტის, ფილოსოფოსისა და თეორეტიკოსის როზა ლუქსემბურგის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. 

პირველად, ფილმი ეკრანებზე 1986 წელს გამოვიდა და მალევე მსოფლიო აღიარება მოიპოვა. მთავარი როლის შემსრულებელმა ბარბარა სუკოვამ კი კანის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობის ტიტულიც დაიმსახურა. 

წლევანდელი კინოფესტივალის თემა პოლიტიკაა. თბილისის მე-17 კინოფესტივალი 4 დეკემბრამდე გაგრძელდება. მის საერთაშორისო პროგრამაში ორი ქართული ფილმია წარდგენილი.


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
1153

უახლესი