საზოგადოებრივი
104.5 FM
713

ილია მეორე რუსეთის პატრიარქს:რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება ორივე ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანია, ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს

გამოქვეყნებულია 2016-11-22 01:23:00

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ რუსეთის პატრიარქს 70 წლის იუბილე მიულოცა, რომლის დროსაც ცხინვალისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის პრობლემას შეეხო.

როგორც საქათველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება ორივე ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანია.

ილია მეორის მიერ რუსეთის პატრიარქისადმი მილოცვის ტექსტი საქართველოს საპატრიარქომ ვებ-გვერდზე 21 ნოემბერს გაავრცელა. 

მილოცვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

„საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გულითადად გილოცავთ დაბადებიდან 70 წლისთავს. ყოველთვის, როცა ასეთ თარიღებს აღვნიშნავთ, ანალიზს ვუკეთებთ ხოლმე განვლილ გზას და ყურადღებით ვიხედებით მომავლისკენ.

მახსოვს, ჩემი ინტრონიზაციის დღეს მოვიდა ერთი ბრძენკაცი და მითხრა: უფალმა მძიმე ჯვარი გარგუნა და რომ შეიმსუბუქო იგი, მოიხსენე თქვენი მეფეები და პატრიარქები და ისინი მოგეხმარებიან.

მას შემდეგ ვასრულებ ამ რჩევას და მუდამ ვგრძნობ მათ შეწევნას. თქვენო უწმინდესობავ, დაე, თქვენც შეგეწიონ რუსეთის მიწის მეფენი და პატრიარქნი!

თითქმის ორმოცწლიანმა ჩემმა მოკრძალებულმა პატრიარქალურმა მსახურებამ დამანახა, რომ კარგ შედეგს ვიღებთ, თუ გვაქვს ერთმანეთის მოსმენისა და სხვათა აზრის გაზიარების უნარი. ამიტომაც, კიდევ ერთხელ მინდა თქვენს წინაშე დავაყენო პრობლემა ცხინვალის და ცხუმ-ახაზეთის ეპარქიისა.

როგორც იცით, თერთმეტი წლის განმავლობაში მე ვიყავი ეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ცხუმ-აფხაზეთის და იქ კონფლიქტი არასოდეს ყოფილა. ჩვენთან ასევე მუდამ მშვიდობიანად ცხოვრობდნენ ოსები.

ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ეკლესიის პოზიციას, რომელმაც არაერთხელ განაცხადა, რომ აღიარებს ამ რეგიონებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის იურისდიქციას. იგივე მტკიცედ ითქვა 19 ნოემბრის ჩევნ შეხვედრაზეც.

რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დარეგულირება ორივე ქვეყნისთვის ფრიად მნიშვნელოვანია; ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს.

ვფიქრობ, საქართველო უნდა იყოს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მშვიდობიანი თანამშრომლობის ადგილი, ადგილი კეთილმეზობლობისა. დაპირისპირება კი ძალიან საშიშია და შეიძლება გლობალურ კონფლიქტში გადაიზარდოს.

მართალია, ჩვენ არა ვართ პოლიტიკოსები და არ ძალგვიძს ამ სფეროში სერიოზული ნაბიჯების გადადგმა, მაგრამ, ღვთის შეწევნით, პროცესებზე გავლენის მოხდენა მეტ-ნაკლებად შესაძლებელია.

აუცილებელია აღინიშნოს ისიც, რომ დღეს, როდესაც კაცობრიობა მრავალი და ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას, თქვენი გონიერება, ფართო დიაპაზონი, ღვთითბოძებული ტალანტი მქადაგებლისა, ყველასთვის დიდად ფასეულია. თქვენს მწყემსმთავრულ სიტყვას ყურს უგდებენ მილიონობით ადამიანები, როგორც რუსეთში, ისე მის ფარგლებს გარეთ, რაც ეხმარება მათ ცხოვრების სწორი ორიენტირის პოვნაში.

თქვენ, ჯერ კიდევ 23 წლის ახალგაზრდამ, თავი მიუძღვენით ღმერთს და მას შემდეგ თქვენი მთელი ცხოვრება ეს არის მსახურება მოყვასისათვის. თქვენი გზა არასოდეს ყოფილა იოლი, მაგრამ ახლა თქვენი ჯვარი უფრო მძიმეა და საპასუხისმგებლო, თუმცა ამასთან ერთად დიდად საპატიოც.

გეწეოდეთ უფალი თქვენს მაღალ მსახურებაში და როდესაც გადახედავთ თქვენს განვლილ გზას, შეგეძლოთ თქვათ: ტვირთი ღვთისა სუბუქ არს და უღელი მისი ტკბილ.

გისურვებთ ჯანმრთელობას, რათა კვლავაც დაუღალავად იმსახუროთ რუსეთის ეკლესიისა და სრულიად მართლმადიდებლობის საკეთილდღეოდ“,- აღნიშნულია მილოცვის ტექსტში. 

ილია მეორე მოსკოვში, პატრიარქ კირილის 70 წლის იუბილის აღსანიშნავ ღონისძიებებში მონაწილეობს. საქართველოს პატრიარქმა რუსეთის პატრიარქს წმინდა სამების ხატი უსახსოვრა. 

ორი ქვეყნის სულიერი ლიდერების შეხვედრა მოსკოვში, რუსეთის პატრიარქის რეზიდენციაში, დინიელის მონასტერში შედგა. ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება. 

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
მთავრობის წევრებმა თვითმმართველობის არჩევნებში საკუთარი არჩევანი გააკეთეს
პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე -თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი გააკეთეს ხელისუფლების პირველმა პირებმა
წაკითხვა
ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძრიდან სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა
ილია მეორემ სვეტიცხოვლის ტაძრიდან სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს სვეტიცხოვლობა მიულოცა. საზეიმო წირვა სვეტიცხოვლის ტაძარში მიმდინარ
წაკითხვა
საპატრიარქოს განმარტებით, დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა, ნებაყოფლობითი ქმედებაა
საპატრიარქოს განმარტებით, დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა, ნებაყოფლობითი ქმედებაა
დასალოცად მისული გვარის მიერ სამი ცხვრის შეწირვა, რომელიც შემდეგ გაჭირვებულებისთვის გაიცემა,
წაკითხვა
ილია მეორემ მრევლს მიმართა, ერთი დღე და ღამე იმარხულონ, ილოცონ და გაჭირვებულებს სამი ცხვარი შესწირონ
ილია მეორემ მრევლს მიმართა, ერთი დღე და ღამე იმარხულონ, ილოცონ და გაჭირვებულებს სამი ცხვარი შესწირონ
„კარგი იქნებოდა, რომ
წაკითხვა
ილია მეორე - ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი
ილია მეორე - ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრამ სტუმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს და მასპინძელმა თავისი
ჩვენ ვერავის ავუკრძალავთ ჩამოსვლას, მაგრა
წაკითხვა
ილია მეორე - ჩვენ ვერ ვიტანთ სხვის აზრს, იქნებ ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, რათა მოვუსმინოთ ერთმანეთს
ილია მეორე - ჩვენ ვერ ვიტანთ სხვის აზრს, იქნებ ვიფიქროთ, რა გავაკეთოთ, რათა მოვუსმინოთ ერთმანეთს
სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქი მრევლ
წაკითხვა
ილია მეორე - ხვალ, ათ საათზე ვიკრიბებით სამების ტაძარში, რათა მოვიაზროთ, როგორ გამთლიანდეს ქართველი ხალხი
ილია მეორე - ხვალ, ათ საათზე ვიკრიბებით სამების ტაძარში, რათა მოვიაზროთ, როგორ გამთლიანდეს ქართველი ხალხი
კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტა
წაკითხვა
ილია მეორე - ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები შემოივლის მთელ ქვეყანას და შეხედავს, როგორ გამოიყურება მის გარეშე საქართველო
ილია მეორე - ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები შემოივლის მთელ ქვეყანას და შეხედავს, როგორ გამოიყურება მის გარეშე საქართველო
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები შემოივლი
წაკითხვა