საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მარიამ მამადაშვილი საბავშვო ევროვიზია 2016-ის გამარჯვებულია

დემეტრე ერგემლიძე
წამყვანი
გამოქვეყნებულია 2016-11-20 19:08:00 განახლებულია 2016-11-20 21:25:00


საბავშვო ევროვიზიის სიმღერის რიგით მე-14 კონკურსის გამარჯვებული საქართველოს წარმომადგენელი მარიამ მამადაშვილი გახდა. მან 239 ქულა მოიპოვა.

მეორე ადგილზე აღმოჩნდა სომხეთის წარმომადგენელი, 232 ქულით, ხოლო მესამე ადგილი იტალიამ დაიკავა, 209 ქულით. 

გამარჯვებული პროფესიონალმა ჟიურიმ და საბავშვო ჟიურიმ, ხმის მიცემის შედეგად გამოავლინეს.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული 2016 წელს მესამედ გახდა და საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებულ ქვეყნებს შორის რეკორდი დაამყარა. მსგავსი შედეგი ამ დრომდე არცერთ ქვეყანას ჰქონია.

საქართველომ საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში პირველად გამარჯვება 2008 წელს მოიპოვა, როცა ჯგუფმა "ბზიკებმა" კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში პირველი ადგილი დაიმსახურა. 

მეორედ, 2011 წელს ჯგუფი Candy, სიმღერით Candy Music საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული გახდა.

2016 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსს ვალეტა, მალტა მასპინძლობდა. კონკურსი 20 ნოემბერს ჩატარდა.

შოუს პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განახორციელა. პირდაპირ ეთერს დემეტრე ერგემლიძე უძღვებოდა.

საკონკურსო სიმღერაზე "მზეო" მარიამ მამადაშვილთან ერთად კომპოზიტორმა გიგა კუხიანიძემ იმუშავა. 

ემოციური დასასრული - გამარჯვებული სიმღერა "მზეო" სცენაზე 17-ვე ქვეყნის წარმომადგენელმა შეასრულა. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„ბაფტას“ გამარჯვებული საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ლა-ლა ლენდი“ გახდა
„ბაფტას“ გამარჯვებული საუკეთესო ფილმის ნომინაციაში „ლა-ლა ლენდი“ გახდა
ამერიკელი რეჟისორის დემიენ შაზელის მიუზიკ
წაკითხვა
საქართველო გრანდიოზული საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობისთვის ემზადება - საბავშვო ევროვიზია წელს ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება
საქართველო გრანდიოზული საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობისთვის ემზადება - საბავშვო ევროვიზია წელს ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება
საქართველო გრანდიოზული საერთაშორისო კონკურსის მასპინძლობისთვის ემზადება. საბავშვო ევროვიზია, წელს პირველად, ჩვენს ქვეყანაში ჩატარდება, ქვეყ
წაკითხვა
სად ჩატარდება საბავშვო ევროვიზია საქართველოში და რა ფინანსურ დანახარჯებზეა საუბარი - სერგი გვარჯალაძე „მოამბეს“ შეკითხვებს პასუხობს
სად ჩატარდება საბავშვო ევროვიზია საქართველოში და რა ფინანსურ დანახარჯებზეა საუბარი - სერგი გვარჯალაძე „მოამბეს“ შეკითხვებს პასუხობს
საბავშვო ევროვიზია წელს საქართველოში ჩატარდება. დეტალების შესახებ "მოამბესთან" 2017 წლის საბავშვო ევროვიზიის პროექტის ხელმძღვანელ
წაკითხვა
რეკორდსმენი ქვეყანა საბავშვო ევროვიზიაზე - ევროფესტივალის დღიურები
რეკორდსმენი ქვეყანა საბავშვო ევროვიზიაზე - ევროფესტივალის დღიურები
წაკითხვა
ევროვიზიის საბავშვო კონკურსს  წელს საქართველო უმასპინძლებს
ევროვიზიის საბავშვო კონკურსს წელს საქართველო უმასპინძლებს
2017 წლის ევროვიზიის საბავშვო კონკურსი საქართველოში გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით,  საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერ
წაკითხვა
2017 წლის ევროვიზიის საბავშვო კონკურსი საქართველოში გაიმართება
2017 წლის ევროვიზიის საბავშვო კონკურსი საქართველოში გაიმართება
2017 წლის ევროვიზიის საბავშვო კონკურსი სა
წაკითხვა
2 ქართული გამომცემლობა ევროკავშირის პროგრამის გამარჯვებულია
2 ქართული გამომცემლობა ევროკავშირის პროგრამის გამარჯვებულია
2 ქართული გამომცემლობა ევროკავშირის პროგრამის გამარჯვებულია. მათ "შემოქმედებითი ევროპის” ფარგლებში, ლიტერატურული თარგმანის”ნომინაციაში
წაკითხვა
საბავშვო ბაღში არასრულწლოვანზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
საბავშვო ბაღში არასრულწლოვანზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მუხიანის ერთ-ერთ საბავშვო ბაღში, არასრულწლოვანზე აღმზრდელის მიერ სავარაუდო ძალადობის ფაქტზე, ბაღების მართვის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. <
წაკითხვა
187587

უახლესი