საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

9522

ულამაზესი გველი, რომლის უნიკალური შხამი საშინლად მტანჯველ სიკვდილს იწვევს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-11-07 23:57:00

არავისთვისაა უცნობი თუ რამდენად სახიფათოა შხამიანი გველის ნაკბენი, რასაც ზრდასრული ადამიანის სიკვდილი შეუძლია. ამის მიზეზი შხამია, რომელიც სხეულის სასიცოცხლო სისტემას ანელებს და მსხვერპლი საბოლოოდ სიკვდილამდე მიჰყავს.

თუმცა, სხვაგვარად მოქმედებს მარჯნის ლურჯი გველი (Calliophis bivirgata). სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მობინადრე ამ მშვენიერ, მრავალფერ გველებს იმდენად ძლიერი შხამი აქვთ, რომ მას შეუძლია ერთდროულად „გადაწვას“ მსხვერპლის მთლიანი ნერვული სისტემა, მყისიერად გამოიწვიოს სპაზმები, დამბლა და სწრაფი, საშინელი სიკვდილი. 

ავსტრალიელმა მეცნიერებმა ამ უნიკალური შხამის სრული ანალიზი ჩაატარეს და იმედოვნებენ, რომ სამომავლოდ მის საწინააღმდეგო პრეპარატებს შექმნიან.

„ეს გველი „მკვლელთა მკვლელია“, მათი ძირითადი საქმიანობა სხვა შხამიან გველებზე ნადირობაა, მათ შორის, თავს ესხმის ახალგაზრდა სამეფო კობრას“, — ამბობს ჯგუფის წევრი, კუინზლენდის უნივერსიტეტის მკვლევარი, ბრაიან ფრაი. 

„ეს ლურჯ-წითელში შეფერილი არსება, გველის ერთ-ერთი ყველაზე გასაოცარი სახეობაა დედამიწაზე. გარდა ამისა, მას გააჩნია შხამის ყველაზე დიდი ჯირკვლები მსოფლიოში, რომლებიც მისი სხეულის დაახლოებით მეოთხედს იკავებს“.

მარჯნის ლურჯი გველი საკმაოდ წვრილია და სიგრძეში 1,8 მეტრამდე იზრდება. გასულ საუკუნეში, მისმა ნაკბენმა ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა; არ არსებობს მისი შხამის საწინააღმდეგო ვაქცინაც. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ ის ძალიან უფრთხის ადამიანებს.

მისი შხამის უკიდურესი სიძლიერის მიზეზი კი ისაა, რომ იგი ასევე შხამიან ცხოველებს ჭამს, მათ შორის კობრებს.

შხამის ქიმიური შემადგენლობის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ იგი შეიცავს შხამის ახალ ტიპს — კალიოტოქსინს, რომელიც მსხვერპლს ნატრიუმის არხებზე ურტყამს, საიდანაც ხდება ნერვების ჩართვა-გამორთვა. 

ამ არხებში შესვლის შემდეგ, ხდება ნერვული სისტემის „გადაწვა“, რასაც სხეულის დადამბლავება მოსდევს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გველი იყენებს სტრატეგიას, რომელიც უფრო კონუსისებრი ლოკოკინებისა და მორიელებისთვისაა დამახასიათებელი.

უნდა აღინიშნოს, რომ მარჯნის ლურჯ გველთა რაოდენობა მსოფლიოში სასტიკადაა შემცირებული. ჯგუფის ცნობით, ამის მიზეზი ისაა, რომ მათი ბუნებრივი საცხოვრებლის 80% განადგუირებულია ადამიანთა საქმიანობის შედეგად.

ჯგუფის ნაშრომი Toxins-ში გამოქვეყნდა. 

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
GEM Fest-ის ორგანიზატორები - ბიო არის შხამი და ის კლავს!
GEM Fest-ის ორგანიზატორები - ბიო არის შხამი და ის კლავს!
GEM Fest-ის არსებობის დღიდან ჩვენს ოფიციალურ ვებგვერდსა და სხვა საკომუნიკაციო არხებზე აქტიურად ვეწევით კამპანიას ნარკოტიკული ნივთიერებების,
წაკითხვა
გველი, რომელმაც სიკვდილი გაითამაშა - [Video]
გველი, რომელმაც სიკვდილი გაითამაშა - [Video]
BBC გასაოცარ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ასახულია, თუ როგორ თამაშობს გველი სიკვდილს. 
წაკითხვა
უშხამო ობობამ მოზრდილი გველი მოკლა და შეჭამა - პირველი ფაქტი მეცნიერთათვის
უშხამო ობობამ მოზრდილი გველი მოკლა და შეჭამა - პირველი ფაქტი მეცნიერთათვის
მეცნიერებმა გამოაქვეყნეს ამ დრომდე პირველ
წაკითხვა
აღმოსავლურმა ყავისფერმა გველმა პითონი მთლიანად შეჭამა [Video]
აღმოსავლურმა ყავისფერმა გველმა პითონი მთლიანად შეჭამა [Video]
"National Georgaphic" ახალ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ასახულია თუ როგორ შეჭამა ერთმა გველმა მეორე. კერძოდ, აღმოსავლურმა ყავისფერმა გ
წაკითხვა
ავსტრალიაში ქალმა საშობაო ნაძვის ხეზე შემოხვეული მეტრიანი გველი იპოვა
ავსტრალიაში ქალმა საშობაო ნაძვის ხეზე შემოხვეული მეტრიანი გველი იპოვა
ავსტრალიის ქალაქ ფრანკსტონში, ქალმა საკუთ
წაკითხვა
როგორ გაურბის იგუანა გველების არმიას - Planet Earth II-ის სულისშემძვრელი ვიდეო
როგორ გაურბის იგუანა გველების არმიას - Planet Earth II-ის სულისშემძვრელი ვიდეო
კვირას, BBC-მ გახმაურებული დოკუმენტური მი
წაკითხვა
24 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 300 არაგველის ხსენების დღეს აღნიშნავს
24 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 300 არაგველის ხსენების დღეს აღნიშნავს
24 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 300 არაგველის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით, კრწანისის რაიონში, 300
წაკითხვა
ახლად აღმოჩენილი ტარანტული თავდასხმის საშინელი მეთოდით
ახლად აღმოჩენილი ტარანტული თავდასხმის საშინელი მეთოდით
აღმოაჩინეს ტარანტულის სახეობის საშინელი ო
წაკითხვა