საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

აღმოაჩინეს ვირუსი, რომელიც შავი ქვრივი ობობას შხამის გენებს იპარავს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-10-13 20:20:00

საკმაოდ უცნაური აღმოჩენა და გენეტიკური ქურდობის უჩვეულო შემთხვევა — დაფიქსირებულია ვირუსი, რომლის კოდიც შავი ქვრივი ობობას შხამს ეკუთვნის.

ობობას დნმ-ის გარკვეული ნაწილი სავარაუდოდ ვირუსმა მოიპარა, რათა მეტი ეფექტი მოეხდინა ცხოველთა უჯრედებზე. 

თუმცა მისი სამიზნე თავად ცხოველი არ არის —  „WO“ ვირუსი მხოლოდ მწერებსა და ობობებში მცხოვრებ ბაქტერიას აინფიცირებს. 

აღმოჩენის უჩვეულობა იმაში მდგომარეობს, რომ ბაქტერიული ვირუსები როგორც აქამდე მიიჩნეოდა, დნმ-ს მხოლოდ ბაქტერიისგან იპარავდნენ.

როგორც ჟურნალ Nature Communications-ში აშშ-ის ვანდერბილტის უნივერსიტეტის მკვლევრები, სარა და სეთ ბერდენშტაინები განმარტავენ, მათ გააანალიზეს WO-ს გენომი, რომელიც ბაქტერიოფაგების სახელით ცნობილ ბაქტერიათა მაინფიცირებელთა ჯგუფს მიეკუთვნება. 

WO-ს სამიზნეა Wolbachia-ს სახელით ცნობილი ბაქტერია, რომელიც თავის მხრივ მწერებისა და ობობების უჯრედებს აზიანებს.

ვირუსი იჭერს გენს, რომელიც შავი ქვრივი ობობას შხამის, ლატროტოქსინის კოდს ეკუთვნის.

ტოქსინს შესწევს უნარი დაანგრიოს ეუკარიოტების მემბრანები.

მკვლევართა აზრით, აღნიშნული ვირუსი ლატროქსინს ცხოველთა უჯრედებში შესაღწევად და ბაქტერიამდე მისაწვდომად იყენებს. ვირუსს ასევე შეუძლია საჭიროების შემთხვევაში უჯრედიდან გამოვიდეს.

აღმოჩენა უჩვეულოა იმ თვალსაზრისით, რომ ვირუსები, რომლებიც ეუკარიოტებს აინფიცირებს, ეუკარიოტთა გენებთან ასიმილირდება, ბაქტერიების დამაინფიცირებელი ვირუსები კი როგორც წესი, საჭირო გენებს ბაქტერიისგან იპარავს.

კვლევის ავტორთა განცხადებით, ეს აღმოჩენა მნიშვნელოვანია იმ მხრივ, რომ WO იბრძვის და ამავე დროს დამცავი მექანიზმებიც გააჩნია სიცოცხლის ორი სხვადასხვა სფეროს წინააღმდეგ. 

თავისი სასიცოცხლო ციკლის მანძილზე, WO ვირუსი მწერებისა და ობობების უჯრედების შიდა გარემოში იდგამს ფესვებს; მის დნმ-ში მეცნიერებმა აღმოაჩინეს სხვა გენებიც, რომელიც ვირუსს ეხმარება გვერდი აუაროს ცხოველთა იმუნურ სისტემას.

მომზადებულია BBC-ის მიხედვით


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
მუხლუხები პოლიეთილენს ჭამენ - საოცარი აღმოჩენა, რომელსაც შეუძლია გარემო პლასტიკური ნარჩენებისგან გაასუფთაოს
მუხლუხები პოლიეთილენს ჭამენ - საოცარი აღმოჩენა, რომელსაც შეუძლია გარემო პლასტიკური ნარჩენებისგან გაასუფთაოს
მეცნიერებმა პლასტიკური ნარჩენებთან საბრძო
წაკითხვა
მეცნიერებმა უდღეური ბატკნები ხელოვნურ საშვილოსნოში წარმატებით გაზარდეს  - იმედი დღენაკლულ ჩვილთათვის
მეცნიერებმა უდღეური ბატკნები ხელოვნურ საშვილოსნოში წარმატებით გაზარდეს - იმედი დღენაკლულ ჩვილთათვის
ეს რაღაც ისეთია, რომელსაც მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმებში თუ ნახავთ —უსუსური ბატკანი ს
წაკითხვა
გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდით, სუპერ-იუპიტერის ტიპის ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდით, სუპერ-იუპიტერის ტიპის ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გრავიტაციული მიკროლინზირების მეთოდის გამო
წაკითხვა
მეცნიერებმა სამყაროს უძველესი კოსმოსური მტვერი აღმოაჩინეს
მეცნიერებმა სამყაროს უძველესი კოსმოსური მტვერი აღმოაჩინეს
ასტრონომებმა დააფიქსირეს უძველესი კოსმოსური მტვერი მათ შორის, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ. მტვე
წაკითხვა
ექსპედიციის დროს, მეცნიერებმა ობობის 50-ზე მეტი ახალი სახეობა აღმოაჩინეს
ექსპედიციის დროს, მეცნიერებმა ობობის 50-ზე მეტი ახალი სახეობა აღმოაჩინეს
მეცნიერთა და რეინჯერთა ჯგუფმა ავსტრალიაში
წაკითხვა
ტელესკოპმა ALMA-მ ვარსკვლავის ფეთქებადი დაბადება გადაიღო
ტელესკოპმა ALMA-მ ვარსკვლავის ფეთქებადი დაბადება გადაიღო
ვარსკვლავის დაბადება ხშირად ძალადობრივი დ
წაკითხვა
სუპერდედამიწის ტიპის პლანეტის გარშემო ატმოსფერო აღმოაჩინეს
სუპერდედამიწის ტიპის პლანეტის გარშემო ატმოსფერო აღმოაჩინეს
დედამიწის მსგავს ეგზოპლანეტა Gliese 1132
წაკითხვა
აღმოჩენილია ნეპტუნის ზომის დაკარგული პლანეტა
აღმოჩენილია ნეპტუნის ზომის დაკარგული პლანეტა
იელის უნივერსიტეტის ასტრონომებმა დაახლოებით ნეპტუნის ზომის „დაკარგული“ პლანეტა აღმოაჩინეს, რომელიც დედამიწიდან 3000 სინათლის წლის მოშორებით
წაკითხვა
1950

უახლესი