საზოგადოებრივი
104.5 FM
4611

ქარონის წითელი ლაქის საიდუმლო ამოხსნილია

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-09-16 21:14:00

ის უზარმაზარია და წითელი, მეცნიერებს უფრო მეტად აგონებს „ბეჭდების მბრძანებლის“ აჩრდილთა ქვეყანას, რის გამოც, ზედმეტსახელად მორდორ მაკულაც უწოდეს.

ახალმა აღმოჩენებმა საბოლოოდ გასცა კითხვას თუ რა არის სინამდვილეში პლანეტა პლუტონის მთვარის — ქარონის ჩრდილოეთ პოლუსზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქა.

ქარონი პლუტონის დიამეტრის თითქმის ნახევრის ზომისაა და უდიდესი თანამზგავრია მთელ მზის სისტემაში საკუთარი პლანეტის ზომასთან შედარებით. თუმცა, ეს მხოლოდ ერთადერთი უცნაურობა არა არის.

როდესაც გასულ წელს NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა New Horizons-მა პლუტონის თავზე ისტორიული გადაფრენა განახორციელა, ამ დროს მან ქარონიც აღბეჭდა იმდენად მაღალი რეზოლუციით, რომლის მსგავსიც ჯერ არ გვინახავს.

ფოტოზე ჩანს საკმაოდ უცნაური ლანდშაფტი, რომელიც შედგება წყლის ყინულისგან, მთებისა და კანიონებისგან, მეწყერებისგან და დიდი წითელი ლაქისგან, რომელიც მთლიანად ფარავს ჩრდილოეთ პოლუსს. 

მკვლევრები თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ ქარონის წითელი „თავსახური“ წარმოქმნილი იყო ორგანულ ნივთიერებათა ნარჩენებისგან, რომლებიც თავის მხრივ მზის ულტრაისფერი გსხივების მიერ გაზების კატალიზებით იყო წარმოქმნილი.

თუმცა, ამ ჰიპოთეზას თან ახლდა ერთი დიდი პრობლემა — გაზები მხოლოდ პლუტონზე არსებობს, ქარონზე კი არა. შესაბამისად, იქნებ ქარონი პლუტონის გაზს იპარავდა? 

New Horizons-ის მიერ შეგროვილი მონაცემების შედეგად მიღებულ ახალ მოდელზე დაყრდნობით, კვლევის ხელმძღვანელმა არიზონის ლოუელის ობსერვატორიიდან,  უილ გრანდიმ Wired-ს განუცხადა, რომ „საქმე გვაქვს მოვლენათა მთელ ჩახლართულ ჯაჭვთან“.

იქიდან გამომდინარე, რომ პლუტონი ჯუჯა პლანეტაა, მას ატმოსფეროს შენარჩუნება უჭირს, ხოლო როდესაც ის მზის ქარების დარტყმებს იღებს, მისი გრავიტაცია იმდენად სუსტია, რომ უჭირს შეინარჩუნოს საკუთარი გაზებიც. 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ დროს მეთანის მთელი ნაკადები პლუტონიდან ქარონისკენ მიემართება და იმის გამო, რომ არც ქარონს გააჩნია საკმარისი გრავიტაცია იმისათვის, რათა ეს გაზები საკუთარ ატმოსფეროში მთლიანად დაიჭიროს, იგი ამ გაზების მხოლოდ 2,5%-ს იტოვებს.

„ქარონის ყინულიანი ჩრილოეთ პოლუსი უკიდურესად ცივია. როდესაც მას მეთანი ეცემა, შეუძლებელია მისი გავრცელება სხვაგან, მთელი ქარონის მასშტაბით. გაზი იქვე რჩება, ცივ ხაფანგში“,  — აღნიშნავს  უილ გრანდი.

მკველვართა ჯგუფის ვარაუდით, ამ მოვლენის დროს ქარონის ზედაპირის ყოველ კვადრატულ მეტრს წამში მეთანის 270 მილიონი მოლეკულა ეცემა და იქვე რჩება ვრცელი, თხელი ნარჩენების სახით.

თითქოს ყველაფერი ნათელია, წითელი ლაქის წარმომქმნელადაც თამამად შეიძლება დასახელდეს პლუტონიდან წამოსული გაზი, თუმცა მეთანს არ შეუძლია ახსნას წითელი პიგმენტების ყველა საიდუმლო.

დავუბრუნდეთ მოდელის გარკვევას.

გაზაფხულის დადგომასთან ერთად, თეორიულად, ქარონზე დალექილი მეთანი კვლავ გაზურ მდგომარეობაში უნდა გადაიქცეს, მაგრამ კვლევა ამას არ ადასტურებს.

ქარონის ჩრდილოეთ პოლუსზე დაცემული მზის ულტრაიისფერი რადიაცია რეაქციაში შედის ზედაპირზე არსებულ მეთანთან, გამოდევნის წყალბადს და გარდაქმნის უფრო მძიმე მოლეკულად, რომელსაც მეთილის რადიკალს უწოდებენ.


იმის გამო, რომ მეთილის რადიკალი უფრო რეაქტიულია, ვიდრე ძველი მეთანი, ის მუდმივად, ყოველი ასეთი მოვლენის დროს შედის რეაქციებში და ჩრდილოეთ პოლუსზე წარმოქმნის უფრო და უფრო დიდი და მძიმე ნახშირწყალბადებს.

მთელი ამ გრძელი ჯაჭვის შედეგად წარმოქმნილ ნახშირწყალბადებს ტოლინებს უწოდებენ, რაც თავის მხრივ ძველბერძნული სიტყვაა და აღნიშნავდა „სეპია მელანს“, რომელიც დიახ, სწორად მიხვდით — მოწითალო-მოყავისფროა.

ჯგუფის განცხადებით, მათი მოდელი საუკეთესოდ ხსნის ქარონის წითელი ლაქის საიდუმლოს.

და რაც ყველაზე უფრო დამაინტრიგებელია —  ქარონი წითლად შეფერილია საკუთარი ჯუჯა პლანეტის წყალობით. უილ გრანდის თქმით, საკმაოდ უცნაური შემთხვევაა, როდესაც პლანეტა საკუთარი მთვარისთვის რაიმეს აკეთებს, გარდა გრავიტაციული გავლენისა, რომლის საშუალებითაც თავის გარშემო აბრუნებს.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის უდაბნოში 400 უძველესი, იდუმალი მონუმენტი აღმოაჩინეს
საუდის არაბეთის დასავლეთ ნაწილში, უდაბნოს
წაკითხვა
პლუტონის უცნაური ყინულის ცათამბჯენების საიდუმლო ამოხსნილია
პლუტონის უცნაური ყინულის ცათამბჯენების საიდუმლო ამოხსნილია
NASA-ს მისია
წაკითხვა
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ალექსანდრე მაკედონელის მიერ დაარსებული დაკარგული ქალაქი
აღმოჩენილია ქვიშაში დაკარგული 2000 წლის წ
წაკითხვა
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
დავით გარეჯის უდაბნოში შუა საუკუნეების დროინდელ სამონასტრო ჭურჭლის უნიკალურ კოლექციას მიაკვლიეს
საქართველოს ეროვნული მუზეუმის სპეციალისტებმა დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტა
წაკითხვა
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს - სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს
აღმოჩენა ფასანაურთან ახლოს. სოფელ ვაშლობში ადრეული შუა საუკუნეების ტაძარს მიაკვლიეს. სამნავიანი ბაზილიკა, სავარაუდოდ, ამაღლების დღესასწაული
წაკითხვა
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე
ახალი აღმოჩენა გომბორის ქედზე. ზღვის დონიდან 1000 მეტრზე, სოფელ
წაკითხვა
NASA პლუტონისა და ქარონის თავზე გადაფრენის ვიდეოს აქვეყნებს
NASA პლუტონისა და ქარონის თავზე გადაფრენის ვიდეოს აქვეყნებს
2015 წლის ივლისში, NASA-ს კოსმოსურმა
წაკითხვა
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
ჩინეთში 5000 წლის წინანდელი გიგანტური ადამიანების ჩონჩხები აღმოაჩინეს
არქეოლოგების განსაცვიფრებელი აღმოჩენა ჩინ
წაკითხვა