საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

საკეისრო კვეთით დაბადებულ ბავშვებს სიმსუქნის მაღალი შანსი აქვთ - ახალი კვლევა

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-09-07 20:33:00

საკეისრო კვეთის გზით დაბადებულ ბავშვებს სიმსუქნის მეტი შანსი აქვთ, ვიდრე ვაგინალური გზით დაბადებულებს — ამბობს ახალი კვლევა.

კვლევის მიხედვით, საკეისრო კვეთის გზით დაბადებულ ბავშვებს სიმსუქნისკენ მიდრეკილების დიდი შანსი არა მხოლოდ ბავშვობაში, არამედ შემდეგაც, მთელი ცხოვრების მანძილზე აქვთ.

„საკეისრო კვეთა ხშირ შემთხვევაში გადაუდებლად აუცილებელი და სიცოცხლის შენარჩუნების ერთადერთი გზაა, თუმცა ზოგჯერ ის მშობლისა და ახალშობილისთვის გარკვეულ რისკებთანაცაა დაკავშირებული. ჩვენმა კვლევებმა აჩვენა, რომ მაღალია ნაყოფის სიმსუქნისკენ მიდრეკილების რისკი“, — აღნიშნავს ჰარვარდის უნივერსიტეტის ნუტრიციონისტი და ეპიდემიოლოგი ხორხე ჩავარო. 

მეცნიერებმა გააანალიზეს კვლევის მონაცემები, რომელშიც  22 000 მოზარდი იღებდა მონაწილეობას. კვლევა სახელწოდებით Growing Up Today Study 1996 წელს დაიწყო და ამჟამადაც გრძელდება. მისი მიზანია დაადგინოს თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და წონაზე ზრდასთან ერთად.

16 წლის მანძილზე, მკვლევრები მუდმივად აკონტროლებდნენ კვლევის დაწყების მომენტში 9-14 წლის ბავშვების სხეულის მასის ინდექსს. სწავლულები ასევე აგროვებდნენ ინფორმაციას იმ ფაქტორების შესახებ, რომელთაც სიმსუქნის გამოწვევა შეეძლო, მათ შორის მათი დედების სხეულის მასის ინდექსს ფეხმძიმობამდე, მწეველობის სტატუსს და ასაკს, როდესაც მათ შვილი გააჩინეს.

ყველა ფაქტორის შეგროვების შემდეგ, მომაცემებმა აჩვენა, რომ კვლევაში მონაწილე საკეისრო გზით დაბადებული ადამიანები (ჯგუფის 22%) საშუალოდ 15 პროცენტით უფრო მსუქნები იყვნენ ვიდრე ისინი, ვინც სამყაროს ვაგინალური გზით მოევლინნენ.

რაც შეეხება გადანაწილებას გენდერისა და ასაკობრივი სეგმენტის მიხედვით, სიმსუქნის მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალი მონაწილეთა ახალგაზრდობის პერიოდში იყო. 

აღსანიშნავია, რომ სისმუქნის რისკი უმაღლეს ნიშნულს, 30%-ს აღწევდა ისეთ შემთხვევებში, როდესაც ფეხმძიმე ქალს წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი საკეისრო კვეთის გაკეთება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გარეშე. 

თუმცა, ზუსტი პასუხი კითხვაზე, თუ რა განაპირობებს ამ ყველაფერს, მეცნიერებს ჯერჯერობით არ აქვთ.

ერთ-ერთი ვერსიით, საკესირო კვეთის გზით დაბადებულ ბავშვებს ნაკლებად აქვთ დედის ვაგინალური და კუჭ-ნაწლავის მიკროფლორა, რასაც შემდეგ მნიშვნელოვანი როლის თამაში შეუძლია მათი კვების რეჟიმის განვითარებაზე და წონაზე.

წყარო:  JAMA Pediatrics; ScienceAlert


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
აქვს თუ არა ადგილი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას - „მედიატორი“ და „ახალი საქართველო”  კვლევას აქვეყნებენ
აქვს თუ არა ადგილი თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვას - „მედიატორი“ და „ახალი საქართველო” კვლევას აქვეყნებენ
მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ და სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო” ე.წ. მილიონერი მაღალჩინოსნების შესახებ კვლევის შუალედური შედგები
წაკითხვა
TI-ის კვლევა -  NGO აჭარის უმაღლესი საბჭოს 13 დეპუტატის საეჭვო ბიზნესინტერესებზე საუბრობს
TI-ის კვლევა - NGO აჭარის უმაღლესი საბჭოს 13 დეპუტატის საეჭვო ბიზნესინტერესებზე საუბრობს
აჭარის უმაღლესი საბჭოს რამდენიმე წევრის საქმიანობა არასამთავრობო ორგანიზაციის ყურადღების ცენტრში ექცევა. 
წაკითხვა
კვლევის შედეგები: „ქართული ოცნების“ 37 დეპუტატი მილიონერია, მთავრობაში კი ექვსი მილიონერი მინისტრია
კვლევის შედეგები: „ქართული ოცნების“ 37 დეპუტატი მილიონერია, მთავრობაში კი ექვსი მილიონერი მინისტრია
მონიტორინგის ცენტრი „მედიატორი“ და პოლიტი
წაკითხვა
ბათუმში 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა
ბათუმში 59 წლის ქალმა პირველი შვილი გააჩინა
ბათუმში 59 წლის ქალსა და 61 წლის კაცს პირ
წაკითხვა
რამდენი დევნილი ოჯახია საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი - IDFI-ს კვლევა
რამდენი დევნილი ოჯახია საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფილი - IDFI-ს კვლევა
იძულებით გადაადგილებული პირების საცხოვრებლით უზრუნველყოფის საკითხი გახდა "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევ
წაკითხვა
სოფელ მანდაეთში ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა
სოფელ მანდაეთში ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთში გუშინ ქალმა საკუთარ სახლში იმშობიარა, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. &l
წაკითხვა
ფარული მიყურადების და საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის სტატისტიკა - IDFI-ს კვლევა
ფარული მიყურადების და საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის სტატისტიკა - IDFI-ს კვლევა
„აი-დი-ეფ-აიმ“  სატელეფონო ფარული მიყურადების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების 2016 წლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. &
წაკითხვა
რა არის მოდური ახალგაზრდებში? - FES კვლევის შედეგები
რა არის მოდური ახალგაზრდებში? - FES კვლევის შედეგები
ფრიდრიხ ებერტის ფონდმა საკუთარ კვლევებში ასახა ქართველი ახალგაზრდების მოდური ტენდეციები. კვლევის მიხედვით, მოდურია, როცა კარგად გამოიყურები
წაკითხვა
1531

უახლესი