ძიება თარიღის მიხედვით

თსუ-ში განახლებული საპროტესტო ტალღა რექტორის გადადგომით დასრულდა

თამარ გოგესაშვილი
ჟურნალისტი
გამოქვეყნებულია 2016-03-30 20:05:00


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განახლებული საპროტესტო ტალღა რექტორის გადადგომით დასრულდა. პირველ მაისს ლადო პაპავა თანამდებობიდან წავა. 

იმის მიუხედავად, რომ თავდაპირველად რექტორი მასთან დაპირისპირებული სტუდენტების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობდა, როგორც ჩანს, ახლა პოზიცია შეცვალა და აკადემიურ საბჭოს პოსტიდან წასვლის თხოვნით თავად მიმართა.მიზეზად სიტუაციის ესკალაციის თავიდან აცილება სახელდება. 

პაპავას გადაწყვეტილების შემდეგ საპროტესტო აქციას წყვეტენ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები, რომლებმაც, რექტორის გადადგომის მოთხოვნით, გუშინ შიმშილობა დაიწყეს.

 უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის გარდა, ცვლილებებია მოსალოდნელი აკადემიურ საბჭოშიც. დაანონსებული რეფორმის გამო პირველი ივლისიდან საბჭოს დღეს მოქმედი შემადგენლობა უფლებამოსილების შეჩერებას გეგმავს. 

ლადო პაპავას დღევანდელი ნაბიჯით კმაყოფილია თვითმმართველობასთან დაპირისპირებულ სტუდენტთა გაერთიანებაც - "აუდიტორია 115", რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს და თვითმმართველობის ძირეული რეფორმირების ინიციატორია. "აუდიტორიის" წევრები ამ წუთებში რექტორს ხვდებიან. 


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
„აუდიტორია 115-ის“ უარი თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს
„აუდიტორია 115-ის“ უარი თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელს
„აუდიტორია 115“ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის მოწოდებებს უარით პასუხობს. სტუდენტთა გაერთიანება 213-ე და 303-ე აუდიტორიებს იმ შემთხ
წაკითხვა
თსუ-ში არსებული ვითარება და გამოსავლის გზები - დარეჯან თვალთვაძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
თსუ-ში არსებული ვითარება და გამოსავლის გზები - დარეჯან თვალთვაძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვებს
თსუ-ში არსებული ვითარება და გამოსავლის გზები - უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, დარეჯან თვალთვაძემ უპასუხა „მოამბის“ კითხვე
წაკითხვა
თსუ-ში პროტესტი გრძელდება - მხარეთა პოზიციები
თსუ-ში პროტესტი გრძელდება - მხარეთა პოზიციები
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროტესტი გრძელდება. სტუდენტებს ბლოკირებული აქვთ რამდენიმე აუდიტორია. 
წაკითხვა
დარეჯან თვალთვაძემ თსუ-ში განვითარებულ მოვლენებზე და ვითარების დარეგულირების გზებზე ისაუბრა
დარეჯან თვალთვაძემ თსუ-ში განვითარებულ მოვლენებზე და ვითარების დარეგულირების გზებზე ისაუბრა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა დღეს სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. 
წაკითხვა
 თსუ-ს  თვითმმართველობის ბრალდებები
თსუ-ს თვითმმართველობის ბრალდებები "აუდიტორია 115-ის" წინააღმდეგ
სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობა "აუდიტორია 115-ის" წინააღმდეგ. თვითმმართველობის წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის აკადემიურ
წაკითხვა
თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა ადმინისტრაციასა და არასამთავრობოებთან
თსუ-ს თვითმმართველობის წარმომადგენლების შეხვედრა ადმინისტრაციასა და არასამთავრობოებთან
ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები ამ წუთებში ადმინისტრაციასა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმ
წაკითხვა
თსუ-ში მღელვარება არ ცხრება - სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტიდან
თსუ-ში მღელვარება არ ცხრება - სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტიდან "აუდიტორია 115-ის" გაძევებას ითხოვს
თსუ-ში მღელვარება არ ცხრება - სტუდენტური თვითმმართველობა უნივერსიტეტიდან "აუდიტორია 115-ის" გაძევებას ითხოვს. 
წაკითხვა
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს ყალბი დიპლომების დამზადებაში ადანაშაულებენ
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის რექტორს ყალბი დიპლომების დამზადებაში ადანაშაულებენ
თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის საინიციატივო ლექტორთა ჯგუფი უნივერსიტეტის რექტორს გოგი მარგველაშვილს ყალბი დიპლომების დამზადებაში ადანაშაულ
წაკითხვა
391
1

უახლესი