ძიება თარიღის მიხედვით

დღეში 1 ბოთლი ღვინის დალევა ჯანმრთელობას არ ვნებს და თავშეკავებაზე უკეთესია - ამტკიცებს მკვლევარი

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-03-28 20:37:00

მრავალ ქვეყანაში, ალკოჰოლის მოხმარების დღიური რეკომენდებული ნორმა ერთი საშუალო ჭიქაა, რაც ასევე დამოკიდებულია ადამიანის სქესზე. თუმცა, როგორც ამ დარგის წამყვანი მეცნიერი ამტკიცებს, ჯანმრთელობას სრულებით არ ვნებს დღეში ერთი ბოთლის მოხმარებაც.

The Daily Mail-ის ცნობით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ალკოჰოლის ყოფილი ექსპერტი, დოქტორი კარაი პიოკოლაინენი ათწლეულების მანძილზე იკვლევდა ადამიანის ორგანიზმზე ალკოჰოლის მოქმედების ეფექტებს. 

მეცნიერის დასკვნით, ალკოჰოლი საზიანოა, როცა მისი მოხმარება დღეში 13 ერთეულს აღემატება, რაც დაახლოებით 2,8 ლიტრ ლუდს და ერთ ბოთლ ღვინოს უდრის.

დოქტორი ასევე დარწმუნებულია, რომ ამჟამად რეკომენდებულ დღიურ ნორმაზე მეტის დალევა ჯანმრთელობისათვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე სრულებით არამსმელობა.

„ფაქტები აჩვენებს, რომ საშუალო ნორმით დალევა უკეთესია, ვიდრე ალკოჰოლისგან თავის შეკავება, თუმცა ბევრის სმა ნამდვილად უარესია თავშეკავებაზე. აღვნიშნავ, რომ ეს საშუალო ნორმა იმაზე მეტია, ვიდრე ამჟამადაა რეკომენდებული“, - უთხრა დოქტორმა Daily Mail-ს. 

მეცნიერს გამოეპასუხა ანალიტიკურ ცენტრ 2020Health-ის მკვლევარი ჯულია მენინგი, რომელმაც იმავე გაზეთის საშუალებით აღნიშნა, რომ დოქტორ პიოკოლაინენის ამ ზედმეტად თამამ განცხადებას შესაბამისი მტკიცებულებები არ გააჩნია, ალკოჰოლო კი შხამია, რომლისგან მიღებული რისკებიც სარგებელს აჭარბებს. 

წყარო: The Daily Mail


ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
“საერთაშორისო გამჭვირვალობის
“საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევა ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებით
მოსახლეობის 56 % მზად არის საკუთარი ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯი სახელმწიფოსთან ერთად გასწიოს. არსამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვ
წაკითხვა
„საქართველო - ღვინის აკვანი“ - წიგნის პრეზენტაცია ღვინის სააგენტოს მუზეუმში
„საქართველო - ღვინის აკვანი“ - წიგნის პრეზენტაცია ღვინის სააგენტოს მუზეუმში
„საქართველო - ღვინის აკვანი“ - ღვინის ეროვნული სააგენტოს მუზეუმში ცნობილი ქართველი მეღვინისა და ალკოჰოლური სასმელების სპეციალისტის, ბონდო კ
წაკითხვა
გსურთ წონაში დაკლება? დალიეთ წითელი ღვინო
გსურთ წონაში დაკლება? დალიეთ წითელი ღვინო
როგორც ახალი კვლევის საფუძველზე ირკვევა,
წაკითხვა
ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ აშშ-ში ახალი წიგნი გამოიცა
ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ აშშ-ში ახალი წიგნი გამოიცა
ქართული ღვინისა და კულტურის შესახებ შეერთებულ შტატებში ახალი წიგნი გამოიცა. „მოამბისთვის“ სპეციალურად იმუშავა „ამერიკის ხმამ“, სწორედ მის ს
წაკითხვა
საქართველოში 9 ქვეყნის 21 ღვინის მაგისტრი იმყოფება
საქართველოში 9 ქვეყნის 21 ღვინის მაგისტრი იმყოფება
ასოციაცია "ქართული ღვინის" ორგანიზებით და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში 9 ქვეყნის 21 ღვინის მაგისტრი იმყოფე
წაკითხვა
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ახალი ევროპული სამოქმედო გეგმის შემუშავება - შეხვედრა თბილისში
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ახალი ევროპული სამოქმედო გეგმის შემუშავება - შეხვედრა თბილისში
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ახალ ევროპულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობს. 
წაკითხვა
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით, თბილისში საკონსულტაციო შეხვედრა მიმდინარეობს
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით, თბილისში საკონსულტაციო შეხვედრა მიმდინარეობს
გაერო-ს მოსახლეობის ფონდის ორგანიზებით, თბილისში ორდღიანი საკონსულტაციო შეხვედრა იმართება. 
წაკითხვა
ქართული ღვინის ისტორიას მარსელის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმის დამთვალიერებელი გაეცნობა
ქართული ღვინის ისტორიას მარსელის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმის დამთვალიერებელი გაეცნობა
ქართული ღვინის ისტორიას და წარმოების ტექნოლოგიებს დღეიდან მარსელის ევროპისა და ხმელთაშუა ზღვის ცივილიზაციათა მუზეუმის დამთვალიერებელი გაეცნ
წაკითხვა
1174
13

უახლესი