საზოგადოებრივი
104.5 FM
2323

შემდეგ კვირაში ცაზე მწვანე კომეტა გამოჩნდება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-03-27 00:35:00

შემდეგ კვირაში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მაცხოვრებელ ადამიანებს ცაში მწვანე კომეტის დანახვა შეეძლებათ.

კომეტა იმაზე ასჯერ კაშკაშა იქნება, ვიდრე ასტრონომები თავდაპირველად ვარაუდობდნენ. გასულ კვირაში, იგი უკვე იხილეს სამხრეთ ნახევარსფეროს მაცხოვრებლებმა, როდესაც კომეტამ დედამიწას 3,3 მილიონი მილის მანძილზე ჩაუარა.

ამჟამად, კომეტა სწრაფად მოძრაობს ჩრდილოეთ ნახევარსფეროსკენ; მის კარგად გარჩევაში შესაძლოა ხელი მთვარის შუქმა შეგიშალოთ.

დაინტერესებულ პირებს მისი დანახვა მზის ამოსვლამდე 1,5 საათით ადრე შეეძლებათ ისეთი ადგილიდან, სადაც რაც შეიძლება ნაკლები სინათლეა; ცის ზუსტად ამ ნაწილში მოჩანს სატურნი და მარსიც. პირველი, რასაც შენიშნავთ, სწორედ ეს პლანეტები და ვარსკვლავი ანტარესია. კომეტა ამ ტრიოსგან მარცხნივ გამოჩნდება. 

29 მარტის დილას, იგი მარსისა და სატურნის ხაზზე იქნება, 31 მარტს კი სატურნისა და ანტარესის.

კომეტა მშვილდოსნისა და ღრიანკალის თანავარსკვლავედებს შორის მიმართულებით მოძრაობს.

მწვანე შეფერილობა განპირობებულია ნახშირბადის ორატომიანი მოლეკულებით, რომლებიც მზის შუქზე ნათდება.

ყველაზე ახლოს, კომეტა დედამიწას 3,3 მლნ მილის მანძილზე მოუახლოვდა, ამჟამად კი დედამიწასაც და მზესაც შორდება.

წყარო: Daily Mail


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ასტროფიზიკოსები მზის სისტემაში შემოჭრილ პირველყოფილ კომეტას აკვირდებიან
ასტროფიზიკოსები მზის სისტემაში შემოჭრილ პირველყოფილ კომეტას აკვირდებიან
ასტრონომთა ჯგუფმა ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორის, დევიდ ჯევიტის ხელმძღვან
წაკითხვა
რომელ ახლომდებარე ვარსკვლავებს შეუძლიათ დედამიწისკენ კომეტების ტყორცნა  - ახალი კვლევა
რომელ ახლომდებარე ვარსკვლავებს შეუძლიათ დედამიწისკენ კომეტების ტყორცნა - ახალი კვლევა
ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომის ასობით ათა
წაკითხვა
რა პრობლემების წინაშეა ობსერვატორია - საჰაერო ტრასები აბასთუმნის ცაზე
რა პრობლემების წინაშეა ობსერვატორია - საჰაერო ტრასები აბასთუმნის ცაზე
​საქართველოს ასტროფიზიკური ობსერვატორიის
წაკითხვა
გაშიფრულია ქვაზე ამოტვიფრული უძველესი ორნამენტები, რომლებიც ძვ. წ. 10 950 წელს კომეტის ჩამოვარდნას ასახავს
გაშიფრულია ქვაზე ამოტვიფრული უძველესი ორნამენტები, რომლებიც ძვ. წ. 10 950 წელს კომეტის ჩამოვარდნას ასახავს
მკვლევრებმა საბოლოოდ გაშიფრეს თურქეთის ერ
წაკითხვა
„საქართველოს ასტრონომიის კლუბმა“ კოსმონავტიკის დღე აღნიშნა
„საქართველოს ასტრონომიის კლუბმა“ კოსმონავტიკის დღე აღნიშნა
„საქართველოს ასტრონომიის კლუბმა“ 
წაკითხვა
დედამიწა ღამით, ფოტოები NASA-სგან - როგორ გამოიყურება საქართველო
დედამიწა ღამით, ფოტოები NASA-სგან - როგორ გამოიყურება საქართველო
Nasa-მ
წაკითხვა
თეთრმა ჯუჯა ვარსკვლავმა ჰალეის კომეტის „დიდი ძმა“ ჩაყლაპა - ჰაბლის აღმოჩენა
თეთრმა ჯუჯა ვარსკვლავმა ჰალეის კომეტის „დიდი ძმა“ ჩაყლაპა - ჰაბლის აღმოჩენა
პირველად ისტორიაში, ასტრონომები კოსმოსში მიმდინარე რაღაც მოულოდნელისა და უცნაურის მომსწრენი გ
წაკითხვა
მზის სისტემისკენ ვარსკვლავი მოემართება, რომელმაც შესაძლოა დედამიწისკენ მილიონობით ასტეროიდი ისროლოს
მზის სისტემისკენ ვარსკვლავი მოემართება, რომელმაც შესაძლოა დედამიწისკენ მილიონობით ასტეროიდი ისროლოს
მკვლევართათვის უკვე დიდი ხანია ცნობილია,
წაკითხვა