ძიება თარიღის მიხედვით

ბრიუსელში სისხლიანი ტერაქტების ქრონოლოგია

გამოქვეყნებულია 2016-03-22 19:14:00


‪#‎მოამბე‬ ბრიუსელში სისხლიანი ტერაქტების ქრონოლოგია:

•აფეთქება ბრიუსელის აეროპორტში,ადგილობრივი დროით 08:00. მობილიზებულია პოლიცია, გადაკეტილია აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და საგანგებო ზომებია მიღებული.

• ორი აფეთქება ბრიუსელში, აშშ- ის ავიახაზების გამშვებ პუნქტთან, აეროპორტში სამართალდამცველები არიან მობილიზებული, განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია. აეროპორტში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული გადადებულია ყველა რეისი.

• ოფიციალური ინფორმაციით, პირველი აფეთქება თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა, მეორე შემთხევაში კი ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად აამოქმედეს.

• დაუდასტურებელი ინფორმაციით, კიდევ ერთი აფეთქება ბრიუსელში ევროკავშირის შენობის წინ მოხდა.

• ბრიუსელის აეროპორტში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, ბელგიის სამეფოში, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში საკონსულო სამსახურის ცხელი ხაზი ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

• 15 დაღუპული, 35-ზე მეტი დაჭრილი - ბელგიაში საგანგებო მდგომარეობაა. მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში ტერორიზმის უმაღლესი საფრთხე გამოცხადდა.

• აფეთქება მოხდა მეტროპოლიტენშიც. აფეთქება ევროკავშირის შენობების სიახლოვეს მაალბეკის სადგურზე განხორციელდა. ბრიუსელის მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად სულ მცირე 15 ადამიანია დაშავებული.

• ბრიუსელში მომხდარ აფეთქებებს საქართველოს პრემიერი და პრეზიდენტი ეხმაურებიან

• ბრიუსელში მომხდარი ტერაქტების შემდეგ საქართველოში მიღებულია უსაფრთხოების ყველა ზომა. გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები საზღვრებსა და აეროპორტებში, ასევე სტრატეგიული მნიშვნელობის ყველა ობიექტზე.

• ბელგიაში მომხდარ ტრაგიკულ მოვლენებს გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინი, რომელიც ვიზიტით ლიბანში იმყოფება. პრესკონფერენციის დროს ფედერიკა მოგერინიმ თავი ვერ შეიკავა და ატირდა.

• ბრიუსელში მდებარე საერთაშორისო ორგანიზაციები ამ დროისთვის არ მუშაობენ, თუმცა შენობიდან ევაკუაცია არ განხორციელებულა. მუშაობა შეაჩერა ყველა ტიპის ტრანსპორტმა, მათ შორის მატარებლების კავშირმა "ევროსტარმა".

• ტერაქტების სერია ბრიუსელში, მომხდარს უკვე მიანიჭეს ტერაქტის კვალიფიკაცია. აფეთქებების გამო ზავენტემის აეროპორტი დახურეს. ოთხივე აფეთქების შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, 130 კი დაშავდა.

• 26 დაღუპული და 130 დაშავებული - ასეთია ბრიუსლეში მომხდარი 4 აფეთქების შედეგები. ტერაქტების გამო, სპეცსამსახურებმა უსაფრთხოების ზომები, ქვეყნის მასშტაბით, ატომურ სადგურებზე გააძლიერეს.

• სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ბელგიელმა სამართალდამცველებმა ბრიუსელის ქუჩებში ორი მამაკაცი დააკავეს.

• ბრიუსელში დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ბელგიაში საქართველოს კონსულის ინფორმაციით, აფეთქების დროს აეროპორტში ქეთევან ქარდავასთან ერთად იმყოფებოდა საქართველოს ერთი მოქალაქე.

• ბელგიაში მსხვერპლთა რიცხვი 34-მდე გაიზარდა, დაშავებულია 130 ადამიანი - ბელგიის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს ამ ინფორმაციას. გავრცელებული ცნობით, 20 ადამიანი მეტროსადგურში მატარებლის აფეთქების შედეგად დაიღუპა, 14 აეროპორტში.

• ბელგიის აეროპორტში სამართალდამცველებმა აღმოაჩინეს ე.წ. შაჰიდის ქამარი, რომელიც გამოყენებული არ არის. ერთმა ტერორისტმა ვერ მოასწრო ქამრის გამოყენება.

• ე.წ. გაფრენის დარბაზში “კალაშნიკოვის” ტიპის ავტომატი აღმოაჩნეს.

• "მოამბის" კორესპონდენტი ქეთევან ქარდავა, რომელიც ჟენევაში მიფრინავდა შეესწრო აფეთქებას აეროპორტში, მან პირველი კადრები გადაიღო, ის დილიდან ევაკუირებული იყო სხვა მგზავრებთან ერთად ასაფრენ ბილიკზე. ახლა კი იმყოფება დაკითხვაზე.

• "მოამბის" კორესპონდენტის მიერ ტერაქტიდან რამდენიმე წამში გავრცელებული პირველი ფოტოებია გამოყენებული მსოფლიო მედიასაშუალებების მასალებში.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
70-მდე დაღუპული და 150-ზე მეტი დაშავებული - იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს ებრძვიან
70-მდე დაღუპული და 150-ზე მეტი დაშავებული - იტალიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგებს ებრძვიან
იტალიის ხელისუფლება სამძიმრის წერილებს იღებს. მსოფლიო დღეს იტალიის ცენტრალურ ნაწილში მომხდარმა დამანგრეველმა მიწისძვრამ შეძრა. &l
წაკითხვა
ნატო-ს გენმდივანი, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად, საქართველოს ეწვევა
ნატო-ს გენმდივანი, ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსთან ერთად, საქართველოს ეწვევა
მზადება მაღალი რანგის სტუმრის დასახვედრად - ერთი წლის შემდეგ, ნატო-ს გენერალური მდივანი საქართველოს ისევ ეწვევა. 
წაკითხვა
რუსი სამხედროები გორის რაიონში - სოფელ სობისში საოკუპაციო ძალები ადგილობრივთა მოსავალს იტაცებენ
რუსი სამხედროები გორის რაიონში - სოფელ სობისში საოკუპაციო ძალები ადგილობრივთა მოსავალს იტაცებენ
ქერის მოსავლის ოკუპაცია - რუსი სამხედროები გორის რაიონის სოფელ სობისში გამოჩნდნენ. 
წაკითხვა
იტალიის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა
იტალიის მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 73-მდე გაიზარდა
ბოლო ინფორმაციით, ცენტრალური იტალიის მთებ
წაკითხვა
27 აგვისტოს ბათუმში ლიზა ბაგრატიონის სოლო კონცერტი გაიმართება
27 აგვისტოს ბათუმში ლიზა ბაგრატიონის სოლო კონცერტი გაიმართება
27 აგვისტოს ბათუმში ლიზა ბაგრატიონის სოლო კონცერტი გაიმართება. მომღერალი აუდიტორიის წინაშე სპეციალურად მისთვის შექმნილი კომპოზიციებითა და ც
წაკითხვა
რთველი 2016-ის სამზადისი იწყება
რთველი 2016-ის სამზადისი იწყება
რთველი 2016-ის სამზადისი იწყება. თელავში საკოორდინაციო შტაბი უკვე გაიხსნა. ღვინის სააგენტოში აცხადებენ, რომ ყურძნის მოსავალს წელს 100-მდე კ
წაკითხვა
სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან ცხრა წელი გავიდა
სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან ცხრა წელი გავიდა
ცხრა წელი გავიდა სანდრო გირგვლიანის დედის, ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან. თარიღთან დაკავშირებით მის საფლავზე დღეს ახლობლები, პოლიტიკოსები
წაკითხვა
ბუტა რობაქიძეს დღეს 31 წელი შეუსრულდებოდა - მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება
ბუტა რობაქიძეს დღეს 31 წელი შეუსრულდებოდა - მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება გაგრძელდება
ბუტა რობაქიძეს დღეს 31 წელი შეუსრულდებოდა. მის საფლავზე ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებო
წაკითხვა
464

უახლესი