საზოგადოებრივი

ძიება თარიღის მიხედვით

ანტარქტიდას შესაძლოა მანჰეტენზე ორჯერ დიდი ყინულის შელფი მოსწყდეს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-03-14 21:59:00

NASA-ს მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ანტარქტიდის სანაპიროსთან ფორმირდება 50 კილომეტრის სიგრძის ყინულის ნაპრალი და შესაძლოა, სულ მალე ყინულოვან კონტინენტს უზარმაზარი აისბერგი ან აისბერგთა მთელი სერია მოსწყდეს. ყინული ზომით მანჰეტენზე ორჯერ დიდია.

ამ შემთხვევაში, კარგი ამბავი ისაა, რომ ყინულის მოწყვეტა ზღვის დონის აწევას არ გამოიწვევს, რადგან ის ისედაც წყალში ტივტივებს; თუმცა, ცუდი ისაა, რომ ანტარქტიდის გარშემო არსებული ყინულები ამცირებს ცენტრში არსებულ ყინულთა დანაკარგს, მათი მოწყვეტის შემთხვევაში კი დნობის პროცესი დაჩქარდება.

ნაპრალი მეცნიერებმა პირველად 2013 წლის დეკემბერში შენიშნეს, ნენსენის ყინულის ზონაში, ტერა-ნოვას ყურის სიახლოვეს.

NASA-ს დემდამიწის ობსერვატორიის განცხადებით, ყინულის შენარჩუნებას ხელს უშლის ზამთრის ქარები, რაც წყალს გაყინვის საშუალებას არ აძლევს. „უცნობია, მალე მოსწყდება ყინული თუ გაბზარული კბილივით მიწებებული დარჩება“. 

ყინულის დიდი ნაჭრების მოწყვეტა რეგულარულ ხასიათს ატარებს და ყოველთვის არაა დაკავშირებული კლიმატის ცვლილებასთან. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიქცევა-მოქცევა და ოკეანური დინებები. მიუხედავად ამისა, გამორჩეული მოცულობის ყინულთა მოწყვეტა ხშირადაა დაკავშირებული ტემპერატურის გლობალურ მატებასთან; ამის მაგალითია სერსონის ყინულის შელფის მოწყვეტა ჩრდილოეთ კანადაში. 

აღსანიშნავია, რომ ბოლო 20 წლის მანძილზე, ანტარქტიდაზე, საოცრად შემცირდა ლარსენის ყინულის ზონა, რომელმაც მოცულობის 75% დაკარგა. 

წყარო: ScienceAlert

ფოტოები: Jesse Allen/NASA Earth Observatory
ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა და თბილისი-სენაკ
წაკითხვა
NASA-მ ანტარქტიდის ყინულის შელფზე უზარმაზარი ნაპრალი დააფიქსირა
NASA-მ ანტარქტიდის ყინულის შელფზე უზარმაზარი ნაპრალი დააფიქსირა
კიდევ ერთი ცუდი ამბავი ანტარქტიდიდან. NAS
წაკითხვა
სიმართლე ანტარქტიდაზე აღმოჩენილი იდუმალი „პირამიდის“ შესახებ
სიმართლე ანტარქტიდაზე აღმოჩენილი იდუმალი „პირამიდის“ შესახებ
ინტერნეტში ვრცელდება შეთქმულების ახალი თე
წაკითხვა
პოლარული მორევი გადაადგილებას იწყებს, მოემზადეთ ხანგრძლივი ზამთრისთვის
პოლარული მორევი გადაადგილებას იწყებს, მოემზადეთ ხანგრძლივი ზამთრისთვის
ბოლო ორი წლის მანძლზე, კლიმატის ცვლილება
წაკითხვა
ტრამპმა კლიმატის ცვლილებაზე აზრი შეიცვალა - „ადამიანებსა და ამ პროცესს შორის რაღაც კავშირი არსებობს“
ტრამპმა კლიმატის ცვლილებაზე აზრი შეიცვალა - „ადამიანებსა და ამ პროცესს შორის რაღაც კავშირი არსებობს“
საარჩევნო კამპანიის დროს, დონალდ ტრამპს მ
წაკითხვა
ჩრდილოეთ პოლუსთან ტემპერატურა 20 °C-ით არის მომატებული
ჩრდილოეთ პოლუსთან ტემპერატურა 20 °C-ით არის მომატებული
მკვლევართა ცნობით, ჩრდილოეთ პოლუსთან ტემპ
წაკითხვა
არქტიკის ყინულოვანი საფარი 2045 წლისთვის მთლიანად დადნება - მეტეოროლოგთა საგანგაშო პროგნოზი
არქტიკის ყინულოვანი საფარი 2045 წლისთვის მთლიანად დადნება - მეტეოროლოგთა საგანგაშო პროგნოზი
გლობალური დათბობა დედამიწას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს; იწევს ზღვის დონე, იცვლება კლიმატი. &
წაკითხვა
დიდი ბარიერული რიფის დიდი ნაწილი აღარ არსებობს - მოკვდა
დიდი ბარიერული რიფის დიდი ნაწილი აღარ არსებობს - მოკვდა
ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ავსტრალი
წაკითხვა
4350

უახლესი