საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

„თქვენ იყავით შარლი, იყავით პარიზი, იქნებით ახლა ანკარა?“, — პოპულარული პოსტი Facebook-ზე

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-03-14 16:58:00

ანკარაში მაცხოვრებელმა ინგლისელმა ჯეიმს ტეილორმა, თურქეთის დედაქალაქში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ მოწყობილი ტერაქტის მსხვერპლთა პატივსაცემად Facebook-ზე თანაგრძნობის პოსტი გამოაქვეყნა. ტერაქტს 37 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 125 კი დაშავდა.

ტეილორი მკითხველებს მოუწოდებს, წარმოიდგინონ, რომ მსგავსი თავდასხმა მათ ქალაქში მოხდა.

„წარმოგიდგენიათ, რომ ტერაქტი მოხდეს იქ, სადაც ყოველდღე დადიხართ, იმ გაჩერებაზე ან იმ გზაზე? მათ გასაგონად, ვინც ფიქრობს, რომ თურქეთი ახლო აღმოსავლეთია — ასე არაა. ანკარა არ არის საომარ ზონაში. ის ნორმალური, თანამედროვე, საქმიანი ქალაქია სხვა ევროპულ დედაქალაქთა მსგავსად, კიზილაი კი მისი შუაგული, ცენტრია.

ძალიან ადვილია შეამჩნიო ის ტერაქტი, რომელიც ლონდონში, ნიუ-იორკში ან პარიზში ხდება, გამოხატო თანაგრძნობა მსხვერპლებისადმი, მაგრამ რატომ არ ხდება იგივე ანკარის შემთხვევაში? იქნებ იმიტომ, რომ ვერ აცნობიერებთ, რომ ანკარა ჩამოთვლილ სხვა ქალაქთაგან არაფრით განსხვავდება?“, —  წერს ჯეიმს ტეილორი საკუთარ Facebook-გვერდზე. 

2015 წლის 25 ოქტომბრის შემდეგ, ეს ანკარაში განხორციელებული მესამე ტერორისტული აქტია.

გასულ თვეში, ქურთულ შენაერთთა ჯგუფის მიერ განხორციელებულ ტერაქტს თურქეთის დედაქალაქში 28 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ოქტომბერში კი თვითმკვლელი ტერორისტის მიერ ამოქმედებულმა ბომბმა 103 ადამიანი იმსხვერპლა, 250 კი დაასახიჩრა.

„თქვენ იყავით შარლი, იყავით პარიზი, იქნებით ახლა ანკარა?“, — წერს პოსტის ბოლოში ჯეიმს ტეილორი.

წყარო: The Independent

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: სირიელი ქურთების თავდასხმის შემთხვევაში, ანკარა საპასუხო ზომებს მიიღებს
რეჯეფ ტაიპ ერდოღანი: სირიელი ქურთების თავდასხმის შემთხვევაში, ანკარა საპასუხო ზომებს მიიღებს
სირიელი ქურთების მხრიდან ნებისმიერი თავდასხმის შემთხვევაში, თურქეთი რომელიმე ქვეყანასთან შეთანხმების გარეშე საპასუხო ზომებს მიიღებს.
წაკითხვა
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი - ანკარა ქურთების შეიარაღებული ფორმირებების ინტერესებს არ გაითვალისწინებს
რეჯეპ ტაიპ ერდოღანი - ანკარა ქურთების შეიარაღებული ფორმირებების ინტერესებს არ გაითვალისწინებს
ანკარა არ აპირებს ქურთების შეიარაღებუ
წაკითხვა
ტილერსონი :სირიის პრეზიდენტის ბედი მისი  ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ
ტილერსონი :სირიის პრეზიდენტის ბედი მისი ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ
სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ბედი მისი ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ. სააგენტო “როიტერის” ცნობით, ამის შესახებ ამერიკის სახელმწ
წაკითხვა
საბერძნეთში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
საბერძნეთში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა
მასშტაბური საპროტესტო აქცია საბერძნეთში. მიგრანტთა მხარდასაჭერად ათენის ქუჩებში 2 000-ზე მეტი ადამიანი გამოვიდა. 
წაკითხვა
უთანხმოება გერმანიასა და ანკარას შორის - რატომ შეადარა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ბერლინის ქმედებები ნაციზმს
უთანხმოება გერმანიასა და ანკარას შორის - რატომ შეადარა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა ბერლინის ქმედებები ნაციზმს
ევროპის ქალაქებში თურქეთის ხელისუფლების მხარდამჭერი აქციების შეზღუდვამ, ოფიციალური ანკარას გაღიზიანება გამოიწვია. 
წაკითხვა
ოფიციალური ანკარა მოსკოვის განცხადებას ეხმაურება
ოფიციალური ანკარა მოსკოვის განცხადებას ეხმაურება
ოფიციალური ანკარა მოსკოვის განცხადებას ეხმაურება. თურქული მხარის მტკიცებით, რუსებს თურქი სამხედროების ლოკაციის ზუსტი კოორდინატები ჰქონდათ. 
წაკითხვა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თურქეთის პრეზიდენტს შეხვდა.  
წაკითხვა
ანკარაში აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა
ანკარაში აქცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა
ანკარაში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე დემონსტრაცია პოლიციამ ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა. 
წაკითხვა
8002

უახლესი