საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

400 000 დოლარიანი სამსახური ახალ ზელანდიაში, რომელიც არავის სურს

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-02-24 18:21:00

400 000 $ წლიური ხელფასი, სამი თვე შვებულება, არანაირი მუშაობა ღამით და შაბათ-კვირას — ეს იდილიური ადგილი ახალი ზელანდიის ჩრდილოეთი კუნძულია. 

თუმცა, რაც არ უნდა განსაცვიფრებელი იყოს, ზოგადი პრაქტიკის ექიმი, დოქტორი ალან კენი აცხადებს, რომ პატარა ქალაქ ტოკოროაში ის უშედეგოდ ცდილობს გამოცხადებულ ვაკანსიაზე წარმატებული კანდიდატის პოვნას; აპლიკანტებს ის თავისი სამსახურის ნახევარს სთავაზობს, რომელსაც ანაზღაურების სახით წელიწადში 400 000 აშშ დოლარს გადაუხდის.

61 წლის ექიმის თქმით, მან უამრავი განცხადება მიიღო, თუმცა ყველა უარს ამბობს, დაეხმაროს მას დატვირთული სამუშაოს შესრულებაში.

„მე მათ მართლაც საოცარ, დაუჯერებელ შემოსავალს ვთავაზობ. ბოლო ერთი წლის მანძილზე, პაციენტთა რიცხვმა იმატა, რაც შემოსავლის გაზრდასაც ნიშნავს. მსურს ვიპოვო ექიმი, რომელიც ჩემი სამუშაოს ნახევარს შეასრულებს, თუმცა, ამაოდ“, - განუცხადა დოქტორმა სააგენტო New Zealand Herald-ს. 

დოქტორი კენი ქალაქ ტოკოროაში სამედიცინო კლინიკის თანამფლობელია. ქალაქის მოსახლეობა 13 600 ადამიანია. მისი თქმით, იგი იმდენად გადატვირთულია, რომ შვებულების გამოყენებასაც ვერ ახერხებს, რის გამოც სურს მას შემცვლელი ექიმი.

„ძალიან მიყვარს ჩემი სამსახური და მსურს დავრჩე, მაგრამ ბოლო ორი წელია, ექიმების ამაო ძიებაში, უკვე იმ ზღვარზე ვარ, ლამის კედელს ვურტყა თავი“, — აცხადებს ექიმი.

ახალ ზელანდიაში, ზოგადი პრაქტიკის ექიმის ტიპური ხელფასი წელიწადში 150 000-200 000 აშშ დოლარია; დოქტორი კენი დასაქმების მსურველებს თითქმის ორჯერ მეტს სთავაზობს, თუმცა, მისი თქმით, ბოლო ოთხი თვის მანძილზე, მას აპლიკაციაც კი არ მიუღია.

ახალი ზელანდიის ზოგადი პრაქტიკის ექიმთა ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის, ლინდა რეინოლდსის განცხადებით, ვაკანსიის ძირითადი ნაწილი საერთაშორისო სამედიცინო წრეებიდან იყო შემოსული, რომელთაც მუშაობა მოკლე ხნით სურთ, გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნა კი 2-3 წელია.

რეინოლდსის თქმით, იმის მიზეზი, რომ აღნიშნულ სასოფლო დასახლებაში დიდი ხნით დარჩენა არც ერთ ექიმს არ სურს, არის იზოლაცია, სასკოლო პირობების, სოციალური აქტივობებისა და ტელეკომუნიკაციებთან წვდომის ნაკლებობა.

წყარო: The Guardian 


დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
უხელფასოდ შესრულებული სამუშაოები - მესამე სექტორი კანონში ცვლილებებს ითხოვს
უხელფასოდ შესრულებული სამუშაოები - მესამე სექტორი კანონში ცვლილებებს ითხოვს
უხელფასოდ შესრულებული სამუშაოები: პრემიერის მწვავე განცხადების მიუხედავად, რეგიონებში სახელმწიფო ტენდერებთან დაკავშირებული პრობლემა ისევ მწ
წაკითხვა
კულტურის სამინისტრო თეატრებში არსებული ხელფასების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
კულტურის სამინისტრო თეატრებში არსებული ხელფასების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ავრ
წაკითხვა
მიხეილ გიორგაძე - როგორ გაუმკლავდებოდნენ თეატრები წლიური ბიუჯეტის შემცირებას, ეს თეატრის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი იყო
მიხეილ გიორგაძე - როგორ გაუმკლავდებოდნენ თეატრები წლიური ბიუჯეტის შემცირებას, ეს თეატრის ხელმძღვანელობის გადასაწყვეტი იყო
როგორ გაუმკლავდებოდნენ თეატრები წლიური ბი
წაკითხვა
დასაქმების პროგრამის მეორე ფაზა, რომელიც შშმ პირების ხელფასის სუბსიდირებას გულისხმობს
დასაქმების პროგრამის მეორე ფაზა, რომელიც შშმ პირების ხელფასის სუბსიდირებას გულისხმობს
იწყება დასაქმების პროგრამის მეორე ფაზა, რომელიც შშმ პირების ხელფასის სუბსიდირებასაც გულისხმობს. კერძოდ, დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობებ
წაკითხვა
 ხელფასების დაგვიანების პრობლემა მშენებლობებზე - პრემიერი გამგებლებს აფრთხილებს
ხელფასების დაგვიანების პრობლემა მშენებლობებზე - პრემიერი გამგებლებს აფრთხილებს
პრემიერი გამგებლებს აფრთხილებს. გიორგი კვირიკაშვილს მუნიციპალიტეტები
წაკითხვა
ხანძარი ქალაქ კრაისტჩერჩში - სტიქიის ზონიდან ასობით ოჯახი ევაკუირებულია
ხანძარი ქალაქ კრაისტჩერჩში - სტიქიის ზონიდან ასობით ოჯახი ევაკუირებულია
ახალი ზელანდიის ქალაქ კრაისტჩერჩის გარეუბ
წაკითხვა
სანდრა რულოვსი მის მიერ დეპუტატის ხელფასის აღებაზე: „ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია“
სანდრა რულოვსი მის მიერ დეპუტატის ხელფასის აღებაზე: „ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაცია“
ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელმაც პარლამენტის წევრობაზე ოფიციალურად უარი განაცხადა
წაკითხვა
როგორ აღნიშნეს ახალი წელი ახალ ზელანდიაში - ოკლენდში 2017 უკვე დადგა
როგორ აღნიშნეს ახალი წელი ახალ ზელანდიაში - ოკლენდში 2017 უკვე დადგა
ახალი ზელნადიის ქალაქი ოკლენდი ერთ-ერთი პირველია, სადაც ახალი 2017 წელი უკვე დადგა. 
წაკითხვა
22947

უახლესი