საზოგადოებრივი

ძიება თარიღის მიხედვით

სენი, რომლითაც 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი დაავადდება

მიხეილ ჭაბუკაშვილი
ადმინისტრატორი
გამოქვეყნებულია 2016-02-21 18:06:00

თუ თქვენ ჯერ არ ატარებთ სათვალეს, დიდი შანსია, რომ მისი გამოყენება საუკუნის მეორე ნახევარში დაგჭირდეთ.

ახალი კვლევის შედეგების თანახმად, მსოფლიო მოსახლეობის ნახევარი, დაახლოებით 4,8 მილიარდი ადამიანი 2050 წლისთვის ახლომხედველობით, ანუ მიოფიით დაავადდება. ამ დროს, ადამიანები შორს არსებულ საგნებს გაბუნტებულად ხედავენ, ახლომდებარეს კი წმინდად.

აღნიშნული ტენდენცია 2000 წლიდან გასამმაგდა. გარდა ამისა, არსებობს რისკი, რომ ყოველი 10 ადამიანიდან ერთი დაბრმავდეს.

კვლევის მიხედვით, რომელიც ჟურნალ Opthalmology-ში 11 თებერვალს გამოქვეყნდა, მსოფლიოს დიდ ნაწილში, ახლომხედველობაში დამნაშავე კომპიუტერთან ჯდომა და სმარტფონის ეკრანის დიდხანს ყურებაა. 

როგორც კვლევის ერთ-ერთმა თანაავტორმა კოვინ ნაიდუმ Huffington Post Australia-ს ინტერვიუში განუცხადა, შედეგები საგანგაშოა და სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.

„საქმე გვაქვს გლობალური ჯანმრთელობის ნამდვილ კრიზისთან. ამ შემთხვევაში უპირატესობა გაქვთ თუ აფრიკაში ან ავსტრალიაში ცხოვრობთ“, — აცხადებს ნაიდუ.

კვლევაში, რომელსაც სიდნეის Brien Holden Vision Institute-ის ხელმძღვანელი ბრაინ ჰოლდენი უძღვებოდა, მონაცემები აღებულია 145 სხვადასხვა კვლევიდან, რომლებშიც სულ 2,1 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა. შედეგებმა აჩვენა, რომ 2050 წლისთვის, 4,8 მილიარდი ადამიანი (დედამიწის მოსახლეობის 49,8%) ახლომხედველობით, ანუ მიოფიით იქნება დაავადებული. 2000 წელს ეს რიცხვი 1,4 მილიარდ ადამიანს (მოსახლოების 23%) შეადგენდა.

„ახლომხედველობის მოსალოდნელი ზრდა დიდწილად მართული იქნება გარემო ფაქტორებით, ძირითადად ცხოვრების წესის შეცვლით, როცა ნაკლებ დროს ატარებენ გარეთ და მეტ დროს უთმობენ სამუშაოს“, — წერენ კვლევის ავტორები.

რაც შეეხება გამოსავალს, ნაიდუს თქმით, დაავადების თავიდან აცილების საუკეთესო გამოსავალია დღეში ორი ან მეტი საათის გატარება სახლის გარეთ, ჰაერზე. 

წყარო: The Huffington Post

დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
რა საფრთხეს წარმოადგენს ენერგეტიკული სასმელები ჯანმრთელობისთვის
რა საფრთხეს წარმოადგენს ენერგეტიკული სასმელები ჯანმრთელობისთვის
რა საფრთხეს წარმოადგენს ენერგეტიკული სასმელები ჯანმრთელობისთვის - ქართველი ექიმები მათი რეალიზაციის შეზღუდვას ითხოვენ. 
წაკითხვა
მარიხუანას ღამით მხედველობის გაძლიერება შეუძლია - ახალი კვლევა
მარიხუანას ღამით მხედველობის გაძლიერება შეუძლია - ახალი კვლევა
არავისთვისაა უცნობი, რომ მარიხუანას ჩვენს
წაკითხვა
საქართველოში პირველად, იერსინიას მე-12 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა
საქართველოში პირველად, იერსინიას მე-12 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა
საქართველოში პირველად, იერსინიას მე-12 საერთაშორისო სიმპოზიუმი გაიმართა. ღონისძიება ქართველი მეცნიერების ღვაწლს ეძღვნება, რომლებიც ყველაზე
წაკითხვა
ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა ისევ მძიმეა
ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა ისევ მძიმეა
ტრანსგენდერი ქალის მდგომარეობა ისევ მძიმეა და დაშავებული რეანიმაციაში რჩება - ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს "ნიუ ჰოსპიტალის&qu
წაკითხვა
თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას მოითხოვს
თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას მოითხოვს
თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი დახმარებას მოითხოვს. ოჯ
წაკითხვა
ამერიკის კონტინენტზე წითელა აღმოფხვრილად გამოცხადდა
ამერიკის კონტინენტზე წითელა აღმოფხვრილად გამოცხადდა
ვაქცინის შემუშავებიდან 50 წლის შემდეგ, მს
წაკითხვა
ღამეში 6 სთ-ზე ნაკლები ძილი ნაადრევი სიკვდილის რისკებს ზრდის
ღამეში 6 სთ-ზე ნაკლები ძილი ნაადრევი სიკვდილის რისკებს ზრდის
მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით მესამედს ღ
წაკითხვა
სადაზღვეო კომპანია
სადაზღვეო კომპანია "ჯი-პი-აი ჰოლდინგმა" ახალი სოციალური პროექტი “ჰიროუ” წარადგინა
სადაზღვეო კომპანია "ჯი-პი-აი ჰოლდინგმა" ახალი სოციალური პროექტი “ჰიროუ” წარადგინა. დღეიდან საქართველოში, აპლიკაციის დახმარებით, დ
წაკითხვა
16424

უახლესი