საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

აქციები და წამების ამსახველი კადრების ჩვენება თბილისსა და ზუგდიდში

გამოქვეყნებულია 2015-10-19 10:39:00 განახლებულია 2015-10-19 12:24:00

საპროტესტო აქციები გაიმართა ღამით თბილისში. „თავისუფალი თაობის“ წარმომადგენლები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შეიკრიბნენ და ორი დღის წინ უკრაინულ პორტალზე გავრცელებული, წამების ამსახველი ვიდეომასალა ოფისთან დამონტაჟებულ მონიტორზე აჩვენეს. 

აქციის ორგანიზატორებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების დასჯა მოითხოვეს. ამ მოთხოვნით, „თავისუფალი თაობის“ წევრები აქციების გამართვას მომავალშიც გეგმავენ. 

წამების ამსახველი ვიდეომასალის შემქმნელი პირების დასჯა მოითხოვეს გუშინ ორგანიზაცია „პროგრესული საქართველოს“ წევრებმაც. ისინი   ორბელიანის მოედანზე, „თავისუფალი ზონის“ ოფისთან შეიკრიბნენ და ინტერნეტში გავრცელებული წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი კადრები დიდ ეკრანზე აჩვენს. 

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. 

ორი დღის წინ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული წამების ამსახველი ვიდეომასალის საჯარო ჩვენება მოეწყო ზუგდიდშიც. მოძრაობა „საზოგადოებრივი დარბაზის“ წარმომადგენლები ქალაქის ცენტრში შეიკრიბნენ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები გააპროტესტეს. 

საპროტესტო აქციას, მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ფოტოგალერეა
დატოვე კომენტარი
მსგავსი სიახლე
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენებას დღეს მისცემს
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენებას დღეს მისცემს
მამა გიორგი მამალაძე ჩვენებას, დღეს, დაახლოებით 10 საათსა და 30 წუთზე მისცემს. 
წაკითხვა
ტრამპის მხარდამჭერთა მცირე ჯგუფმა ჰოლივუდში აქცია გამართა
ტრამპის მხარდამჭერთა მცირე ჯგუფმა ჰოლივუდში აქცია გამართა
ტრამპის მხარდამჭერთა მცირე ჯგუფმა ჰოლივუდში, „დოლბის“ თეატრთან ახლოს, სადაც „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქცი
წაკითხვა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლის მოსახლეობა ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფლის მოსახლეობა ადგილზე ნაგავსაყრელის მშენებლობას აპროტესტებს. 
წაკითხვა
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენებას 2 დღეში მისცემს - რას პასუხობს პროკურატურა ადვოკატების ბრალდებებს
დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენებას 2 დღეში მისცემს - რას პასუხობს პროკურატურა ადვოკატების ბრალდებებს
2-კვირიანი დუმილის შემდეგ დეკანოზი გიორგი მამალაძე ჩვენებას 2 დღეში მისცემს. პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ ბრალდებულ სასულიერო პირს ორშა
წაკითხვა
ტექნოლოგიური სიახლე - „სილიკონ ველი“ თბილისის სივრცეში
ტექნოლოგიური სიახლე - „სილიკონ ველი“ თბილისის სივრცეში
„სილიკონ ველი“ თბილისის’ სივრცეში. ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტებმა ,,ორგანიზაციების მართვის ხელოვნური ინტელექტი’’ შექმნეს, 
წაკითხვა
ენმ-ის წევრებმა ენგურის ხიდზე ოკუპაცია გააპროტესტეს
ენმ-ის წევრებმა ენგურის ხიდზე ოკუპაცია გააპროტესტეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის წევრებმა, სიმბოლურად, ენგურის ხიდზე რუს
წაკითხვა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სასწავლო მიკროავტობუსების მძღოლების აქცია, კუთვნილი ხელფასების დავალიანების დაფარვის მოთხოვნით
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სასწავლო მიკროავტობუსების მძღოლების აქცია, კუთვნილი ხელფასების დავალიანების დაფარვის მოთხოვნით
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სასწავლო მიკროავტობუსების მძღოლებმა აქცია გამართეს. მოქალაქეების განცხადებით, დეკემბრის ნახევარი თვის და იანვრის თ
წაკითხვა
საგარეჯოს რაიონის სამი სოფლის მოსახლეობის ნაწილის აქცია  - რა მოთხოვნა აქვთ აქციის მონაწილეებს
საგარეჯოს რაიონის სამი სოფლის მოსახლეობის ნაწილის აქცია - რა მოთხოვნა აქვთ აქციის მონაწილეებს
საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღანლოს, დუზაგრამისა და ლამბალოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ბანკებიდან იპოთეკური სესხი აქვთ აღებული, დღეს სა
წაკითხვა
1890

უახლესი