საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მსოფლიო
დიარბაქირის პროვინციაში განხორციელებულ თავდასხმას 3 სამართალდამცველი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:14:00
თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში განხორციელებულ თავდასხმას 3 სამართალდამცველი ემსხვერპლა. დაშავებულია10-ზე მეტი ადამიანი. შემთხვევა საუნივერსიტეტო დასახლების სიახლოვეს მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გზის სავალ ნაწილზე, პოლიციის ავტომობილის გავლამდე რამდენიმე წუთით ადრე დაამონტაჟეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, ძალოვანი უწყება მომხდარს ქურთ სეპარატისტებს უკავშირებს.
წაკითხვა
პოლიტიკა
ენმ ყრილობაზე ახალ თავმჯდომარეს არ აირჩევს
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:12:00
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მე-7 ყრილობა 20 იანვარს, 14:00 საათზე სპორტის სასახლეში გაიმართება და მასზე უკვე რეგისტრირებულია 7136 დელეგატი.პარტიის იმ წევრებისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ ყრილობას დაესწრონ, დამზადდა დამატებითი მოსაწვევები, რომელთა მიღებაც შესაძლებელია „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, კახეთის გზატკეცილზე და სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში.ყრილობას მთლიანობაში 9 000 ადამიანი დაესწრება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, ყრილობის ძირითადი ნაწილი პოლიტიკური ლიდერების გამოსვლას დაეთმობა, არჩეული იქნება პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა, პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე.„მთავარი აქცენტები გაკეთდება, თუ რა გეგმები ექნება პარტიას და როგორ აპირებს ის ივანიშვილის ოლიგარქიული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლას.რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარის საკითხს, თავმჯდომარის არჩევა არ მოხდება მანამ, სანამ პოლიტიკური რეპრესიები არ დასრულდება და ამ საკითხთან დაკავშირებით ყრილობა დეკლარაციის მიღებას გეგმავს“, - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
წაკითხვა
მსოფლიო
2014 წელს გაუჩინარებული მალაიზიური ბოინგის სამძებრო სამუშაოები შეწყდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:11:00
2014 წელს გაუჩინარებული მალაიზიური ბოინგ ,,ემ-ეიჩ 370”-ის სამძებრო სამუშაოები შეწყდა. თვითმფრინავის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა. მალაიზიის, ჩინეთისა და ავსტრალიის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინდოეთის ოკეანეში 120 ათას კვადრატულ კილომეტრზე დაკარგული თვითმფრინავის ძებნა უშედეგოდ დასრულდა. ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ადამიანების ნათესავები გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოს უწოდებენ. აქამდე აღმოჩენილი ოცი ნაწილიდან, მხოლოდ შვიდის იდენტიფიცირება მოხდა. მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი ბოინგი კუალა ლუმპური-პეკინის რეისს ასრულებდა.
წაკითხვა
მსოფლიო
ენტონი სკარამუჩი: აშშ-სა და რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა სჭირდებათ, რათა შეძლონ უკეთესი შეთანხმების მიღწევა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:10:00
შეერთებულ შტატებსა და რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა სჭირდებათ, რათა შეძლონ იმაზე უკეთესი შეთანხმების მიღწევა, ვიდრე ერთმანეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციებია. ამის შესახებ არჩეული პრეზიდენტის მრჩეველმა ენტონი სკარამუჩიმ განაცხადა. მისი თქმით, დონალდ ტრამპს რუსეთთან საერთო ინტერესების შესახებ საკუთარი ხედვა გააჩნია. ,,შესაძლოა ერთი წლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებასთან უკეთესი ურთიერთობები გვქონდეს. მე არ ვამბობ, რომ ეს მოხდება. ვინ იცის რა გარემოებები ან ფაქტები იქონიებს გავლენას ჩვენს ურთიერთობებზე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ეს გვსურს”, – აცხადებს სკარამუჩი სააგენტო ,,ტასსთან” ინტერვიუში. 
წაკითხვა
მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ წუთებში პრესკონფერენციას მართავს
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:05:00
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამ წუთებში პრესკონფერენციას მართავს. სერგეი ლავროვი ჟურანლისტებთან 2016 წელს რუსული დიპლომატიის მიღწევებსა და ხარვეზებზე საუბრობს.საგარეო საქემთა მინისტრმა საუბარი თურქეთში ელჩის მკვლელობით დაიწყო და თქვა, რომ ტერორიზმი რუსეთისთვის, ისევე როგორც მთელი მსოფლიოსთვის,  გამოწვევად რჩება. 
წაკითხვა
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის პრემიერი დღეს უცხოელი ელჩების წინაშე სიტყვით გამოვა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:04:00
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი დღეს უცხოელი ელჩების წინაშე სიტყვით გამოვა. პრემიერი ევროკავშირთან მომავალი ურთიერთობებისა და ბრექსიტის გეგმების შესახებ ისაუბრებს. მოსალოდნელია, რომ საკუთარ გამოსვლაში ტერეზა მეი ევროკავშირთან ახალი და თანასწორუფლებიანი პარტნიორობის გაფორმებისთვის განაცხადს გააკეთებს, რომელიც ქვეყანას საშუალებას მისცემს მაქსიმალურად თავისუფლად შეიძინოს ევროკავშირის პროდუქცია და რეალიზაცია გაუწიოს საკუთარს. ამასთან დიდი ბრიტანეთი ევროკავშირის საიმედო პარტნიორად, მოკავშირედ და ახლო მეგობრად დარჩება. პრემიერმინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით, ტერეზა მეის გამოსვლაში 12 საკითხი იქნება წარმოდგენილი, რომლითაც პრემიერი ბრიუსელთან შეთანხმების მიღწევას შეეცდება. 
წაკითხვა
მსოფლიო
ყირგიზეთის პრეზიდენტმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 12:54:00
ყირგიზეთის პრეზიდენტმა 17 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა. მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 30-ს გადააჭარბა. გარდაცვლილთა და დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სატვირთო ბოინგი -747 ბიშკეკის აეროპორტის მახლობლად, დასახლებულ პუნქტში ჩამოვარდა. გარდაცვლილთა უმეტესობა სწორედ ადგილობრივი მცხოვრებია.
წაკითხვა
მსოფლიო
თურქეთში ახალი წლის ღამეს კლუბ „რეინაში” მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 12:52:00
თურქმა სამართალდამცვლებმა ახალი წლის ღამეს კლუბ ,,რეინაში” მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორი დააკავეს. უზბეკური წარმოშობის აბდულგადირ მაშარიპოვი სტამბოლის ერთ-ერთ გარეუბანში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ახლობლის ბინაში 2 კვირის განმავლობაში იმალებოდა. მასთან ერთად, პოლიციამ კიდევ 4 პირი დააკავა. სტამბოლის ღამის კლუბში განხორციელებულ თავდასხმას 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 
წაკითხვა
სამართალი
„რიტუალური მკვლელობის“ პროცესიდან: „გვამი პრაქტიკული მიზნით დავანაწევრეთ და არა რიტუალური“
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 12:42:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. რიტუალური მკვლელობის საქმის განხილვისას, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ბექა შენგელიამ განაცხადა, რომ გვამი არა რიტუალის ჩატარების, არამედ, პრაქტიკული მიზნით დაანაწევრეს. შენგელიას თქმით, ამის გამო, ბრალდებას სრულად არ ეთანხმება. „თავს ნაწილობრივ უდანაშაულოდ ვცნობ, ანუ, სრულად არ ვეთანხმები ბრალდებას. ცოცხალი ადამიანის სხეულის ორგანოების სხვაგვარად გამოყენების მიზნით არ მომხდარა მისი მოკვლა. არ ყოფილა ჩანაფიქრი, გვამის დანაწევრება მოხდა გვამის პრაქტიკული დანაწევრების მიზნით და არა რიტუალური მიზნით, როგორც ამას აჟღერებენ. ამიტომ, არ ვთვლი, რომ ეს იყო განსაკუთრებული სისასტიკე - არა, სასტიკი ქმედებაა, როდესაც ადამიანს გაგუდავ, მაგრამ არა განსაკუთრებული. განსაკუთრებული სისასტიკეა, სიცოცხლეშივე რომ აწამებ - ასეთს ადგილი არ ჰქონია“, - განუცხადა შენგელიამ მოსამართლეს. რაც შეეხება მოკლული ქალის შვილს - ირმა ყოჩიაშვილს, ის თავს სრულად ცნობს დამნაშავედ.დამამძიმებელ გარემოებებში 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის საქმეზე ხუთი დაკავებულის წინასასამართლო სხდომა დღეს დაიწყო.  შინაგან საქმეთა სამინისტრომ დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი 76 წლის ქალის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ხუთი პირი დააკავა. სამ მათგანს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში ედება, ორს კი - ამავე მკვლელობის შეუტყობინებლობისა და დანაშაულის დაფარვაში. შსს-ს ინფორმაციით, ეს „რიტუალური მკვლელობა" იყო.
წაკითხვა
რეგიონები
ტყიბულის ნაგავსაყრელზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 12:41:00
ტყიბულის ნაგავსაყრელზე სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები მიმდინარეობს. კეთილმოწყობის პროცესს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორ გიორგი შუხოშვილთან  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო. პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს ტერიტორიის შემოღობვა, პოლიგონის შიდა გზებისა და არხების მოწყობა, ნარჩენები კი იფარება საიზოლაციო ფენით. სამუშაოს დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდება გარემოზე მავნე ზემოქმედება.
წაკითხვა
საზოგადოება
სამეცნიერო დარგში გამორჩეული კვლევები დაფინანსდება
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 12:38:00
სამეცნიერო დარგში გამორჩეული კვლევები დაფინანსდება. აღნიშნულ საკითხზე დღეს ევროკომისიის დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გამართულ კონფერენციაზე ისაუბრეს. კონფერენცია ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის ფარგლებში გაიმართა. 
წაკითხვა
საზოგადოება
ჯეჯელავა:სკოლებში სანიტარიული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 12:36:00
სკოლებში სანიტარიული ნორმების დარღვევის შემთხვევაში, დირექტორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება. ამის შესახებ განცხადება ალექსანდრე ჯეჯელავამ გააკეთა. განათლების მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი გუშინ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე კიდევ ერთხელ დააყენა. ჯეჯელევას განცხადებით, ბევრ სკოლაში, აუთვისებელი ბიუჯეტის პირობებში, სველი წერტილების პრობლემაა რჩება
წაკითხვა
კრიმინალი
დაკავება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით
განახლებულია: 2017-01-17 12:34:00
სამართალდამცავებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. დაკავებულის პირადი ჩხრეკისას კალაშნიკოვის კონსტრუქციის არარეგისტრირებული ავტომატი და მჭიდი ამოიღეს. აღნიშნული პირი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტზე მიმდინარეობს. 
წაკითხვა
პოლიტიკა
ლავროვმა აშშ-ში რუსი დიპლომატების გადაბირების მცდელობაზე ისაუბრა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 12:32:00
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს, რუსი დიპლომატების გადაბირების გახშირებულ მცდელობებზე ისაუბრა. როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ასეთი ფაქტების სტატისტიკის შესახებ მათ ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ. „თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, განსაკუთრებით, ობამას ადმინისტრაციის მმართველობის მეორე ვადაში ასეთი აქტივობა გაიზარდა“, - განაცხადა მან.მაგალითად, მისი განცხადებით, 2016 წლის აპრილში აშშ-ის სპეცსამსახურებმა ვაშინგტონში რუსეთის საელჩოს მრჩევლის გადაბირება სცადეს.
წაკითხვა
საზოგადოება
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლების კონტრაბანდის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს
განახლებულია: 2017-01-17 12:30:00
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ბრალდებით, ერთი პირი დააკავა.„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, საბაჟო - გამშვები პუნქტი ,,წითელი ხიდის“ გავლით, გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რა დროსაც, ტანსაცმელსა და ხელბარგში აღმოაჩნდა დეკლარირებას დაქვემდებარებული,   განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქარვის თვლები და ვერცხლის ნაკეთობები. საგამოძიებო სამსახურის მიერ საზღვარზე მალულად გადმოტანილი პროდუქცია ამოღებულია ნივთმტკიცების სახით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.   საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს  თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
წაკითხვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის" დაშლის მიზეზებზე საუბრობს
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 12:24:00
მიხეილ სააკაშვილი ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის" დაშლის მიზეზებზე საუბრობს. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, პარტიას ის ნაწილი ჩამოშორდა, რომელმაც განახლება ვერ მოახერხა. სააკაშვილმა აღნიშნულ საკითხზე ვრცლად გადაცემა „არჩევანში“ ისაუბრა და პროცესი დადებითად შეაფასა. მისი თქმით, პარტიიდან წასულების უმრავლესობა ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ და ისინი ოპოზიციაში გადასვლას ვერ შეეგუვნენ. ექსპრეზიდენტმა არც ყოფილი თანაპარტიელების მოსყიდვა გამორიცხა. ის მიიჩნევს, რომ პარტიიდან წევრების გასვლა უფრო ადრე იყო დაგეგმილი, რაზეც ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ახალი პარტიის ,,ევროპული საქართველოს” ჩამოყალიბება მიუთითებს.
წაკითხვა
პოლიტიკა
დარჩება თუ არა მერაბიშვილი პარტიაში - ენმ-ში მის გადაწყვეტილებას ელოდებიან
განახლებულია: 2017-01-17 12:20:00
„ნაციონალურ მოძრაობაში“ ვანო მერაბიშვილის გადაწყვეტილებას ელოდებიან. დარჩება თუ არა ის პარტიაში  ჯერ უცნობია. აკაკი მინაშვილის განცხადებით, ,,ნაციონალურ მოძრაობას” პარლამენტში ფრაქცია აუცილებლად ექნება. ვინ იქნება ფრაქციის თავჯდომარე, უახლოეს დღეებში გაირკვევა. მინაშვილი ყოფილ თანაგუნდელებს პროცედურულ ხრიკებში ადანაშაულებს. აღნიშნულის საპასუხოდ "ნაციონალური მოძრაობიდან" გასული დეპუტატები აცხადებენ, რომ ყოფილი თანაგუნდელები პროცედურილ საკითხებში ვერ ერკვევიან. სერგო რატიანის თქმით, ფრაქციის სახელისა და ხელმძღვანელის შეცვლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ბიურომ  ცნობად მიიღო.  
წაკითხვა
პოლიტიკა
ვიქტორ დოლიძე იენს სტოლტენბერგს შეხვდება
განახლებულია: 2017-01-17 12:14:00
 ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. მხარეები გასული წლის ეროვნული სამოქმედო პროგრამის შესრულებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ. განხილვის თემა თავდაცვისა და მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები იქნება. ვიზიტის ფარგლებში, ვიქტორ დოლიძე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრება, რომელიც დღესაა ჩანიშნული. კომისიის სხდომაზე ეკონომიკური, ენერგეტიკული და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით ნატოსთან თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.ვიქტორ დოლიძე კომისიის წევრებს საქართველოს მთავრობის 4 პუნქტიან გეგმას გააცნობს. 
წაკითხვა
ეკონომიკა
დღეიდან სესხების გალარება იწყება
განახლებულია: 2017-01-17 12:10:00
დღეიდან სესხების გალარება იწყება. პროექტის ფარგლებში, ყველა იმ პირს, რომლებსაც 2015 წლამდე ქონებით უზრუნველყოფილი სესხი დოლარში ჰქონდათ აღებული, შესაძლებლობა ექნებათ, მიმდინარე კურსთან შედარებით, 20 თეთრით ნაკლებ ლარში გადაიყვანონ. ამის პარალელურად, არსებობს კონკრეტული შეზღუდვებიც. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ პროგრამის განხორციელება ეროვნული ვალუტის გამყარებას ხელს შეუწყობს. მმართველი გუნდისგან განსხვავებით, პესიმისტური მოლოდინი აქვს საპარლამენტო უმცირესობას. 
წაკითხვა
სამართალი
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში
განახლებულია: 2017-01-17 12:07:00
გივი თარგამაძის მანქანის აფეთქების საქმის არსებითი განხილვა საქალაქო სასამართლოში. პროცესი ამ წუთებში იწყება. შესაძლოა, დღევანდელ სხდომას თავად გივი თარგამაძეც დაესწროს. სასამართლო მსჯელობას იწყებს - არიან თუ არა დამნაშავე საქმეში ბრალდებული პირი. ბორის ჩაგუნავა უკვე დაკავებულია მას ასაფეთქებელი ნივთიერების და იარაღის უკანონო შენახვა ედება ბრალად, რაც შეეხება მეორე პირს -  დავით ხეჩუაშვილს ის ამ დრომდე იძებნება, მას განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს ბრალი დაუსწრებლად წარდგენილი. 
წაკითხვა

უახლესი