საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2016 წელი შეაჯამა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 16:57:00
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2016 წელი შეაჯამა. პრესკონფერენცია ლავროვის სიტყვით დაიწყო, სადაც მან საერთაშორისო ტერორიზსა და ღირებულებების ექსპანსიაზე ისაუბრა. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ამერიკელები რუსი დიპლომატების გადაბირებას ცდილობდნენ, ლავრვმა ტრამპის ადამინისტრაციაზეც ისაუბრა და ისინი ასტანაში სირიის საკითხზე დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.
წაკითხვა
სამართალი
ჩვენებები პროცესიდან - „რიტუალურ მკვლელობაზე“ დაკავებულები ნაფიც მსაჯულებზე უარს ამბობენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 16:57:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. რიტუალურ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ საქმის განხილვაზე უარი განაცხადეს. როგორც საზოგადოებრივის კორესპონდენტი საქალაქო სასამართლოდან იტყობინება, ბრალდებულები დანაშაულის დეტალებს ყვებიან. ბრალდებულ ბექა შენგელიას თქმით, ასევე, ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი მისი სექსუალური და ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იყო. შენგელიას თქმით, ის ყოჩიაშვილს ფულსაც სძალავდა. რაც შეეხება მომხდარ დანაშაულს, შენგელია ყვება, რომ ირმა ყოჩიაშვილს დედის მოკვლა არ უნდოდა, არც მისი შინაგანი ორგანოები დაუგემოვნებია და გოგონასგან „დემონი მან შექმნა“. შენგელია ყოჩიაშვილსა და კიდევ ერთ ბრალდებულ არასრულწლოვან გოგონას მის მსხვერპლს უწოდებს. ის ყოჩიაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის გამოკვლევას ითხოვს.ყოჩიაშვილი ბრალდების მხარის მიერ მისთვის წაყენებულ ბრალს სრულად ეთანხმება. სასამართლოში მომხდარის დეტალებზე ისაუბრა ირმა ყოჩიაშვილმაც. მისი თქმით, შეეძლო, დედის მკვლელობას არ დასწრებოდა, თუმცა ეს „ცხოვრებისეული გამოცდილების“ მისაღებად გადაწყვიტა.მან სასამართლოში ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ შვილად იყო აყვანილი, ნათესავების მხრიდან კი ხშირად ყოფილა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი, რისი კვალიც დღემდე ემჩნევა. „18 წლის განმავლობაში სიცოცხლე გამიმწარეს. ყველანაირი ხერხით ცდილობდნენ ამას. ამის დაგეგმვა ძალიან ძნელი იყო. შემეძლო, საერთოდ არ მივსულიყავი შემთხვევის ადგილზე, თუმცა მე ეს გადავწყვიტე, მიზეზი კი იყო გამოცდილების მიღება. მე ცხოვრებაში ბევრი რამე ვნახე. ამ ყველაფრისთვის მინდოდა მეყურებინა და მიმეღო გამოცდილება“, - განაცხადა ყოჩიაშვილმა. მისივე თქმით, იცის, ციხეში დიდი ხანი უნდა გაატაროს, თუმცა, საკუთარ თავში ნიჭი აღმოაჩინა და უკვე მეორე წიგნზე მუშაობს. მისივე თქმით, ტატუები, რომე
წაკითხვა
მსოფლიო
თურქეთში ღამის გასართობ კლუბზე თავდასხმაში მთავარმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 16:53:00
თურქეთში ახალი წლის ღამის გასართობ კლუბზე განხორციელებულ თავდასხმაში მთავარმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. თურქმა სამართალდამცველებმა ღამის კლუბ "რეინაში" მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორი, უზბეკური წარმოშობის აბდულგადირ მაშარიპოვი გასულ ღამეს დააკავეს. ის პოლიციამ სტამბოლის ერთ-ერთ გარეუბანში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანა. მაშარიპოვის დასაკავებლად კონტროლის კამერებიდან 7500 საათის ხანგრძლივობის ჩანაწერების ანალიზი მოხდა. მის დასაკავებლად ჩართული იყო ორი ათასამდე პოლიციელი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ახლობლის ბინაში 2 კვირის განმავლობაში იმალებოდა. მასთან ერთად, პოლიციამ კიდევ 4 პირი დააკავა. სტამბოლის ღამის კლუბში 1 იანვრის ღამეს განხორციელებულ თავდასხმას 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკავების დეტალებზე სტამბოლის გუბერნატორმა ისაუბრა.
წაკითხვა
საზოგადოება
თსუ-ში საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების ცერემონიალი გაიმართა
განახლებულია: 2017-01-17 16:43:00
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპატიო დოქტორის წოდების  მინიჭების ცერემონიალი გაიმართა. აკადემიური საბჭოს დადგენილებით, საპატიო დოქტორის წოდება ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის დირექტორ იურგენ ბოსს, ათენისა და კემბრიჯის უნივერსიტეტების პროფესორ ამალია მოსერს, ლონდონის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორ პიტერ ლიდიარდს და ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორ ვოლფგანგ ვენგს მიენიჭათ. ღონისძიების შემდეგ პროფესროებმა საჯარო ლექციები წაიკითხეს. დაჯილდოების ცერემონიალს ხელისუფლებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრნენ.
წაკითხვა
საზოგადოება
"სოლიდარობის ფონდსა" და სუხიშვილების ნაციონალურ ბალეტს შორის მემორანდუმი გაფორმდა
განახლებულია: 2017-01-17 16:42:00
"სოლიდარობის ფონდსა" და სუხიშვილების ნაციონალურ ბალეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, 27 და 28 იანვარს დაგემილი კონცერტიდან შემოსული თანხის ნაწილი "სოლიდარობის ფონდში" გადაირიცხება, და სიმსივნით დაავადებულ 22 წლამდე ასაკის ბენეფიციარებს მოხმარდება. შეგახსენებთ, მოცეკვავეთა ეროვნული ანსამბლი ღონისძიებას თბილისის საკონცერტო დარბაზში ილიკო სუხიშვილის იუბილეს აღსანიშნავად გამართავს.
წაკითხვა
პოლიტიკა
ენმ ხელისუფლებას სოფლის მხარდაჭერის პროექტის გაუქმებაში ადანაშაულებს
განახლებულია: 2017-01-17 16:41:00
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას სოფლის მხარდაჭერის პროექტის გაუქმებაში ადანაშაულებს. საკითხზე დღეს პრესკონფერენცია გიორგი ბოტკოველმა გამართა. მისი თქმით, პროგრამა 2009 წლიდან მოქმედებდა და მზრადი მაჩვენებელი ჰქონდა. პროექტი, სოფლის მოსახლეობას საშუალებას აძლევდა თავად გადაეწყვიტა რაში დაეხარჯა, სულადობის მიხედვით გამოყოფილი თანხა. ბოტკოველის თქმით, აღნიშნული პროექტისთვის, თავდაპირველად, 36 მილიონი იყო გამოყოფილი, შემდეგ ეს თანხა 50 მილიონამდე გაიზარდა, 2017 წლის ბიუჯეტში კი  საერთოდ არ არის. 
წაკითხვა
საზოგადოება
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის მემორანდუმი გაფორმდა
განახლებულია: 2017-01-17 16:41:00
განათლების საერთაშორისო ცენტრსა და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება საგანმანათლებლო პროცესში დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯის მიერ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით ქართველი სტუდენტების მომზადების ხელშეწყობას ითვალისწინებს. ასევე, მისი მიზანია, მხარეებს შორის აკადემიური თანამშრომლობის განვითარება. ქართველი სტუდენტების დაფინანსების მიზნით, საერთო პროგრამულ სახელმძღვანელო პრინციპებს განათლების საერთაშორისო ცენტრი და დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი ერთობლივად შეიმუშავებენ. 
წაკითხვა
პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 21 იანვარს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 16:25:00
საკონსტიტუციო კომისიის პირველი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა 21 იანვარს გაიმართება. პარლამენტის შენობაში პირველად ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფი შეიკრიბება. 23 იანვარს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომაა დანიშნული, 27 იანვარს საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის შეკრება შედგება. სულ ბოლოს კი, 28 იანვარს, პრეზიდენტის, მთავრობისა და თავდაცვის საკითხთა სამუშაო ჯგუფის სხდომა გაიმართება. როგორც ცნობილია ჯგუფების წევრებმა ცვლილებების შესახებ საკუთარი ხედვები უნდა წარმოადინონ. უმრავლესობაში ამბობენ, რომ კონკრეტულ დეტალებზე საუბარი ახლა ნაადრევია, რადგან შეთანხმების მიხედვით, ამ თემაზე განცხადება კომისიის თავმჯდომარემ უნდა გააკეთოს. დეპუტატი გია ვოლსკი იმასაც ამბობს, რომ უმრავლესობაში რამდენიმე საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა, რაც სამუშაო პროცესშიც გამოჩნდება. 
წაკითხვა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერი ესპანეთსა და შვეიცარიას ეწვევა
განახლებულია: 2017-01-17 16:20:00
საქართველოს პრემიერმინისტრი საქმიანი ვიზიტით ესპანეთსა და შვეიცარიას ეწვევა. გიორგი კვირიკაშვილი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენასა და მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ვიზიტი ესპანეთში მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრით დაიწყება. პრემიერი, ესპანეთის მეფისა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის სახელით, გამართულ მიღებებს დაესწრება. გიორგი კვირიკაშვილი შვეიცარიის კონფედერაციაში დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ფორუმზე, ის მსოფლიოს ეკონომიკური წრეების წარმომადგენლებს შეხვდება. საქართველოს დელეგაციაში საგარეო საქმეთა მინისტრი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იმყოფებიან.
წაკითხვა
პოლიტიკა
ნატო-ში, 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოში განხორციელებული რეფორმები შეაფასეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 16:18:00
ნატო-ში, 2016 წლის წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში, საქართველოში განხორციელებული რეფორმები შეაფასეს. ნატო-ს შტაბ-ბინაში ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა. ვიქტორ დოლიძემ 2016 წელს გატარებულ რეგორმებსა და მიღწეულ წარმატებებზე ისაუბრა. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო არჩევნებზე, სასამართლო სისტემაში გატარებულ ცვლილებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე. სახელმწიფო მინისტრი, ასევე, შეეხო საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას. განსაკუთრებით აღინიშნა ნატო-ს ვარშავის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებული იმპლიმენტაცია. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომამდე სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ორმხრივი შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა და ალიანსთან თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.
წაკითხვა
პოლიტიკა
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი თავდაცვის სფეროში რუსეთთან დაგეგმილ შეთანხმებაზე საუბრობს
განახლებულია: 2017-01-17 16:17:00
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერი თავდაცვის სფეროში რუსეთთან დაგეგმილ შეთანხმებაზე საუბრობს. ლეონიდ თიბილოვის განცხადებით, ცხინვალმა "რუსეთის შეიარაღებულ ძალებში სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების ცალკეული ქვედანაყოფების შესვლის წესის“ თაობაზე მოსკოვთან დაგეგმილ შეთანხმებაზე სამუშაოს საკუთარი წილი უკვე შეასრულა და ახლა რუსეთის მხრიდან ელის დასრულებულ პროექტს. თიბილოვი ასევე ამბობს, რომ სეპარატისტულ რეგიონს „უნდა ჰქონდეს თავდაცვის საკუთარი სისტემა, შეიარაღებული ძალების ფორმით“. აღნიშნულ განცხადებებს, უკვე მოყვა შეფასებები ოფიციალურ თბილისში. 
წაკითხვა
საზოგადოება
"გაზპრომთან" მიღწეული შეთანხმება - არასამთავრობოების შეფასებები
განახლებულია: 2017-01-17 16:09:00
სკეპტიკურად აფასებენ  ხელშეკრულებას არასამთავრობო ორგანიზაციები. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. წერილში საუბარია, რომ ხელშეკრულებით საქართველო კარგავს გაზის მნიშვნელოვან მოცულობას, რასაც ადრე ტრანზიტის საფასურად იღებდა და 2018 წლიდან საბოლოოდ გადადის ფულად ანაზღაურებაზე, რომელიც, არსებულ სარგებელთან შედარებით, რამდენჯერმე ნაკლებია. წერილში საუბარია ასევე, რომ ახალი მიდგომა ამყარებს რუსეთის პოზიციას ტრანზიტის საფასურთან დაკავშირებით მომავალში ახალი კონტრაქტების გაფორმებაზე, აძლევს მას მეტ საშუალებას დაიყოლიოს ქვეყანა კიდევ მეტ დათმობაზე. ეს კი მკვეთრად აუარესებს საქართველოსთვის აქამდე არსებული ტრანზიტით მიღებულ სარგებელს. 
წაკითხვა
სამართალი
აღიარებითი ჩვენება და საზარელი მკვლელობის დეტალები - სასამართლოში ე.წ. რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებულებს უსმენენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 16:05:00
აღიარებითი ჩვენება და საზარელი მკვლელობის დეტალები. ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმე - საქალაქო სასამართლოში ე.წ. რიტუალურ მკვლელობაში ბრალდებულებს უსმენენ. ეს ერთადერთი საქმეა, სადაც შესაძლო კანიბალიზმის ნიშნებზეა საუბარი. პროკურატურა უტყუარ მტკიცებულებებზე საუბრობს. მოკლული ლუბა ყოჩიაშვილის შვილი და მისი შეყვარებული ბრალს ნაწილობრივ აღიარებენ. პროცესი 3 ნაწილადაა გაყოფილი - მარიამ ქურდიანი დეტალებით. 
წაკითხვა
პოლიტიკა
მიშველაძემ ჟურნალისტებს „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ პრეზიდენტის პოზიცია გააცნო
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 14:24:00
პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკატერინე მიშველაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს „გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოსაზრებით, ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები. მისივე თქმით, შესაძლოა მივიღოთ დამატებითი პოლიტიკური რისკები ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით და ასევე ეკონომიკური დანაკარგები.მიშველაძის ვრცელ კომენტარს პრეზიდენტის მოსაზრებასთან დაკავშირებით სრულად გთავაზობთ:„გაზპრომთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ გაგაცნობთ პრეზიდენტის პოზიციას. მიმდინარე პროცესის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი რეალობა - ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით გაუარესდა ქვეყნის ენერგოსექტორი, დაზიანდა საქართველოს პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, საბოლოოდ მივიღეთ უარესი ვითარება სხვადასხვა მიმართულებით, რასაც შესაძლოა სამომავლოდ მთელი რიგი პრობლემებიც მოყვეს. ვიდრე ამ საფრთხეებზე ვისაუბრებდე, მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ „გაზპრომთან“ დაკავშირებული თემების მნიშვნელობაზე საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ 2015 წელს ამახვილებდა ყურადღებას, როდესაც მან ენერგოუსაფრთხოების საკითხზე მთავრობის სხდომის მოწვევა მოითხოვა. თუმცა, სამწუხაროდ, მთავრობამ ამ საკითხებზე მსჯელობის აუცილებლობა ვერ დაინახა.პრეზიდენტი საუბრობდა ასევე, უმაღლესი პოლიტიკური პირების მონაწილეობით ჩარჩო ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე, რომლის ფარგლებში, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით უნდა მომხდარიყო „გაზპრომთან“ მოლაპარაკებების წარმოება - სამწუხაროდ, არც ეს განხორციელდა.2016 წლის დასაწყისში ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტი ენერგოუსაფრთხოების თემაზე კვლავ ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს. ციტატა: „რუსეთის ფედერაციასთან ეკონომიკური და განსაკუთრებით ენერგოთანამშრომლობა რბილი ძალის ნაწილია. მიწევს გავიმეორო – „გაზპრომი“ არ არის მხოლოდ ენერგეტიკა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთი ეკონომიკურ ბერკეტებს პოლ
წაკითხვა
ეკონომიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: თუ საქართველო უარს იტყოდა გაზპრომის წინადადებაზე, გაზპრომი სომხეთს ირანის გავლით მოამარაგებდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:30:00
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი მეზურნიშვილის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო უარს იტყოდა გაზპრომის წინადადებაზე, გაზპრომი სომხეთს ირანის გავლით მოამარაგებდა. ამის შესახებ მეზურნიშვილმა „მეორე საზოგადოებრივის“ თოქ-შოუ „არგუმენტების დროში“ განაცხადა.„თავის დროზე, როცა იყო კონსულტაციები ფულად ანაზღაურებაზე გადასვლასთან დაკავშრებით, გაზპრომს ბოლომდე არ ჰქონდა ის ინფრასტრუქტურა მოწყობილი, მას სომხეთისთვის სასურველი მოცულობის ბუნებრივი აირის მიწოდების საშუალებას მისცემდა. ამიტომ, მაშინ გაზპრომმა ბოლომდე მიიყვანა კონტრაქტი. დღეს კი ირანის გავლით სომხეთში მიმავალი ინფრასტრუქტურა თითქმის დასრულებულია. ამ პირობებში, გაზპრომს შეეძლო საერთოდ უარი ეთვა საქართველოს გავლით  სომხეთისთვის გაზის მიწოდებაზე, ანუ საერთოდ უარი ეთქვა კონტრაქტზე. ამ შემთხვევაში, ქვეყანა ამ სატრანზიტო პრივილეგიას საერთოდ დაკარგავდა. ერთი წლის წინ, გაზპრომი ჯერ კიდევ არ იყო მზად სრულად ეთქვა უარი საქართველოს გავლით ტრანზიტზე. ჩვენ ეს ვიცოდით და ამიტომ ჩვენი პოზიციები უფრო მყარი იყო. დღეს ასეთი პრინციპულობა შეუძლებელია. თუ ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვდით  ნატურით ანაზღაურების პრინციპის შენარჩუნებას, ის ელემენტარულად უარს იტყოდა ამ კონტრაქტზე და სრულად მოამარაგებდა სომხეთს ირანის გავლით“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა
წაკითხვა
საზოგადოება
პოლიციის მანქანას „ოპელი“ შეეჯახა - დაშავებულია 4 ადამიანი
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:27:00
გონიოში, პოლიციის მანქანას „ოპელის“ მარკის ავტომობილი შეეჯახა - დაშავებულია 4 ადამიანი. ამის შესახებ საზოგადოებრივს შსს-ში განუცხადეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ავტოავარიის შედეგად, სამი პოლიციელი დაშავდა, ასევე, დაშავებულია „ოპელის“ მძღოლიც. დაშავებულები ბათუმის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს - მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
წაკითხვა
მსოფლიო
ეგვიპტეში, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განხორციელებულ თავდასხმას 8 სამართალდამცველის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:21:00
ეგვიპტეში, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განხორციელებულ თავდასხმას 8 სამართალდამცველის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა უწყების განცხადებით, ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. შემთხვევა ვადი-ელ-ჰედიდის პროვინნიაში ორშაბათს, საღამოს მოხდა. თავდასხმის შედეგად დაშავდა კიდევ 3 პოლიციელი. გასულ კვირას სინას ნახევარკუნძულზე დანაღმული ავტომობილის აფეთქებას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
წაკითხვა
მსოფლიო
აშშ-ში 83 წლის ასაკში ცნობილი ასტრონავტი იუჯინ სერნანი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:21:00
აშშ-ში 83 წლის ასაკში ცნობილი ასტრონავტი იუჯინ სერნანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. სერნანი ცნობილი ექსპედიციის მონაწილეა, რომელიც მთვარეზე ბოლოჯერ იმყოფებოდა. ასტრონავტი იუჯინ სერნანი კოსმოსურ ვოიაჟში სულ 3-ჯერ მონაწილეობდა, მთვარეზე მისია კი 2-ჯერ შეასრულა.   
წაკითხვა
საზოგადოება
ბაჩუკი ქარდავამ, მამუკა გამყრელიძემ, პაატა დავითაიამ თანამოაზრეებთან ერთად ახალი მოძრაობა დააფუძნეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:18:00
საზოგადოებრივი მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ დაფუძნდა.ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ ეს არის თვისობრივად განსხვავებული პლატფორმა ქართულ პოლიტიკაში, რომლის მთავარი იდეა საზოგადოების და ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაზე მუშაობა იქნება. მოძრაობაში გაერთიანება შეეძლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, პოლიტიკურ პარტიას თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, ვინც იზიარებს მოძრაობის ძირითად პრინციპებსა და ფასეულობებს.მოძრაობა „ახალი ერთობა საქართველოსთვის“ წევრებს შორის არიან ბაჩუკი ქარდავა, მამუკა გამყრელიძე, პაატა დავითაია, მამუკა ჟღენტი. როგორ მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა მამუკა გამყრელიძემ აღნიშნა, ისინი მზად არიან ხელისუფლებასთან სათანამშრომლოდ, რათა თავიანთი ხედვები შესთავაზონ ამა თუ იმ საკითხზე. ერთადერთი, ვისთან თანამშრომლობის შესაძლებლობას ახალი მოძრაობა გამორიცხავს, პრორუსულად განწყობილი ძალები არიან. რაც შეეხება მოძრაობის პოლიტიკურ პარტიად გარდაქმნის საკითხს, როგორც მოძრაობის წარმომადგენელი პაატა დავითაია აცხადებს, ამ ეტაპზე ეს საკითხი არც კი განიხილება, თუმცა სამომავლოდ გამორიცხული არ არის.
წაკითხვა
მსოფლიო
5 დაღუპული, 15 დაშავებული - თავდასხმა მექსიკაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:16:00
სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა მექსიკაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც პანიკა მოჰყვა. შემთხვევა კურორტ პლაია-დელ კარმენზე კანკუნიდან 70 კილომეტრის დაშორებით მოხდა. დაღუპულთა შორის 3 უცხოელი და უსაფრთხოების სამსახურის 2 თანამშრომელია. 
წაკითხვა

უახლესი