საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ყველა სიახლე
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერი 193 ქვეყნის ლიდერებს ხვალ გაეროს ტრიბუნიდან მიმართავს - ნიუ იორკში მაღალი დონის შეხვედრები გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 20:05:00
ხვალ 193 ქვეყნის ლიდერებს საქართველოს პრემიერი გაეროს ტრიბუნიდან მიმართავს. გამოსვლის წინ ნიუ იორკში მაღალი დონის შეხვედრები გრძელდება. ცოტა ხნის წინ გიორგი კვირიკაშვილი მოლდოველ კოლეგას ესაუბრა. გაეროს გენერალური ასამბლეის 72-ე სესია საქართველოს  დელეგაციისთვის ისტორიული მნიშვნელობისაა. საქართველომ საფრანგეთისგან 75 ქვეყნისგან შემდგარი საერთაშორისო ფორუმის - „ღია მმართველობის პარტნიორობის“ თავმჯდომარეობა გადაიბარა.  საჯარო მმართველობაში მოქალაქეების აქტიური ჩართვა, ანტიკორუფციული რეფორმების გატარება და გამჭვირვალობა - პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული ამ პრიორიტეტებით საქართველო მაღალი დონის ორგანიზაციას ერთი წლით უხელმძღვანელებს. ასამბლეის ფარგლებში პრემიერი კვირიკაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსაც შეხვდა. სწორედ ამ აუდიენციის დროს გაირკვა, რომ საქართველოს საკითხი ფედერიკა მოგერინიმ ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან განიხილა.ლიკა ხურციძე დეტალებით  ნიუ იორკიდან.     
წაკითხვა
პოლიტიკა
დავით ზალკალიანი - ჩვენ ვართ როგორც გაერო-ს, ისე ეუთო-სა და ევროპის საბჭოს რადარებზე
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 20:04:00
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო არის როგორც გაერო-ს ისე ეუთო-ს და ევროპის საბჭოს რადარებზე. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს ნიუ იორკში განუცხადა, სადაც საქართველოს დელეგაცია გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიაზე იმყოფება. „ჩვენი დიპლომატია აქტიურად მუშაობს იმაზე, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხები ისეთი მაღალი ტრიბუნიდან, როგორიცაა გაერო-ს გენერალური ასამბლეა, გაჟღერებული იყოს არა მხოლოდ ჩვენ მიერ, არამედ ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ. იმ სახელმწიფოების მხრიდან, ვინც ძალიან სერიოზულად არის ჩართული ამ სამშვიდობო პროცესში და ბუნებრივია არის ძალიან კარგი, რომ საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მუდმივად. ჩვენ ვართ როგორც გაერო-ს, ისე ეუთო-ს, ისე ევროპის საბჭოს რადარებზე. ამის ძალიან მკაფიო დადასტურებაა სწორედ გუშინ გაჟღერებული მხარდამჭერი გზავნილები ისევე, როგორც მთელი წლის განმავლობაში მიღებული უამრავი რეზოლუცია და განცხადება საქართველოს მხარდაჭერის“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. მისივე თქმით, ყველამ უნდა იცოდეს, მათ შორის, იმ ძალამ, რომელიც აკონტროლებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რომ საქართველო არ რჩება საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიღმა.„ასევე, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი - ორმხრივ შეხვედრებში მსოფლიოს ლიდერები აქტიურად განიხილავენ საქართველოს და გუშინ ეს განაცხადა ქალბატონმა მოგერინიმ, როდესაც გაიმართა შეხვედრა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა მნიშვნელოვანი გლობალური უსაფრთხოების თემატიკის ფარგლებში განიხილეს საქართველოს საკითხი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ყველამ უნდა იცოდეს, მათ შორის, იმ ძალამ, რომელიც აკონტროლებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს, რომ საქართველო არ რჩება საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების მიღმა“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
წაკითხვა
მსოფლიო
ნატო ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ შეთანხმების წინააღმდეგ გამოდის
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 19:53:00
ნატო ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ შეთანხმების წინააღმდეგ გამოდის. ნატო-ს წევრ ქვეყნებს მიაჩნიათ, რომ ეს შეთანხმება „ეწინააღმდეგება გაუვრცელებლობისა და განიარაღების არსებულ არქიტექტურას“ და საფრთხეს უქმნის შეთანხმებას, რომელიც გაუვრცელებლობისა და განიარაღების გლობალური ძალისხმევის საფუძველია, უკვე თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში.ალიანსში მიაჩნიათ, რომ აღნიშნული შეთანმხების საშუალებით, ბირთვული იარაღის აკრძალვის მცდელობა წარუმატებელი იქნება, რადგან ბირთვული არსენალის მფლობელი არც ერთი ქვეყანა მას მხარს არ უჭერს, შედეგად კი, უკვე არსებული ბირთვული იარაღის შემცირებას ვერ გამოიწვევს და ვერ გაამყარებს რომელიმე ქვეყნის უსაფრთხოებას, ისევე როგორც ვერ შეუწყობს ხელს სტაბილურობას მსოფლიოში.ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ალიანსის ბირთვული პოტენციალის ფუნდამენტური მიზანს მშვიდობის შენარჩუნება, ძალადობის აღმოფხრა და აგრესიის შეკავება წარმოადგენს და ვიდრე ბირთვული იარაღი იარსებებს, ნატო ბირთვულ ალიანსად დარჩება.გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ შეთანხმების ხელმოსაწერად ცერემონია დღეს გახსნა. დოკუმენტი მიმდინარე წლის 7 ივლისს მიიღეს. მას გაეროს 193 წევრი ქვეყნიდან 122-მა დაუჭირა მხარი. შეთანხმება ბირთვული იარაღის შემუშავებაზე, გამოცდაზე, შენახვაზე, შეძენასა და ტრანსპორტირებაზე აკრძალვების დაწესებას ითვალისწინებს და ძალაში მას შემდეგ შევა, რაც სულ მცირე 50 ქვეყანა მის რატიფიცირებას განახორციელებს.
წაკითხვა
მეცნიერება/ტექნოლოგიები
ვენერას ბნელი მხარის საიდუმლო ამოხსნილია
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 19:47:00
უკიდურესად მაღალი ტემპერატურითა და კოროზიული ატმოსფეროთი, პლანეტა ვენერა ნამდვილი ჯოჯოხეთი და მზის სისტემის ყველაზე არასტუმართმოყვარე ადგილია. მაგრამ თუკი ოდესმე იქ გამგზავრების შანსი მოგეცემათ, გახსოვდეთ, რომ შეღამებამდე აუცილებლად უკან დაბრუნება მოგიწევთ. ვენერას იდუმალებით მოცული ბნელი მხარე აქვს — უხილავი, ჩაბნელებული ნახევარი, რომელიც მზის მოპირდაპირე მხარესაა მოქცეული. ამ ნაწილის ახალმა ანალიზებმა მოულოდნელად გამოამჟღავნა, რომ ვენერას მგრგვინავი ატმოსფერო და ძლიერი ქარები პლანეტის ამ ნაწილში უფრო მეტად ქაოტურია. „პირველი შემთხვევაა, როდესაც შევძელით დაგვეხასიათებინა, თუ როგორ ცირკულირებს ვენერას ბნელი მხარის ატმოსფერო გლობალური მასშტაბით“, — ამბობს იაპონიის კოსმოსური სააგენტოს (JAXA) ასტროფიზიკოსი ხავიერ პერალტა. „მიუხედავად იმისა, რომ პლანეტის განათებული მხარის ატმოსფერული ცირკულაცია უკვე კარგად გვაქვს შესწავლილი, ბნელ მხარეს ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს აღმოსაჩენი“. ყველაზე მეტ გამოცანას წარმოადგენდა უზარმაზარ არეალზე გადაჭიმული იდუმალი სიბნელე. ვენერა საკუთარი ღერძის გარშემო დედამიწის 243 დღეში ერთხელ ბურნავს, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია მთელ მზის სისტემაში; ჯერჯერობით ძალიან ბევრი რამ არ ვიცით იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება მისი ამინდის სისტემაში, როდესაც მზე ჩადის (ძალიან დიდი ხნით). ამის გასარკვევად, პერალტას ჯგუფმა ვენერას ბნელ მხარეში შეიხედა. ამისათვის მათ ევროპის კოსმოსური სააგენტოს ვენერას ორბიტაზე მოძრავი თანამგზავრის — Venus Express-ის ხილვადი და ინფრაწითელი თერმული ვიზუალიზაციის სპექტრომეტრი (VIRTIS) გამოიყენეს. ეს თანამგზავრი პლანეტის ორბიტაზე 2006-2014 წლებში მოძრაობდა.  ვენერას ატმოსფეროში გაბატონებულია ძლიერი ქარები, რომლებიც პლანეტის გარშემო თავად პლანეტის ბრუნვის მაჩვენებელზე 60-ჯერ სწრაფად ჰქრის. ამ ფენომენს „სუპერ-ბრუნვას“ ეძახიან და მას მეცნიერები ვენერას თავზე განფენილი ღრუბლების მოძრაობის საშუალებით აკვირდებიან. „ამ სუპერ-მბრუნავი ქარების შესწავლას ათწლეულები მივუძღვენით. ამას ვახერხებდით ვენერას ნათელ მხარეზე განფენილ ღრუბლებზე დაკვირვებით; ეს ყველაფერი ძალიან მკაფიოდ ჩანს ულტრაიისფერში გადაღებულ ფოტოებზე“, — ამბობს პერალტა. „თუმცა, ვენერას ჩვენეული მოდელები ვერაფრით ვერ ახერხებენ ამ სუპერ-ბრუნვის კვლავწარმოებას, რაც მკაფიოდ მიუთითებს, რომ „ფაზლის“ რაღაც
წაკითხვა
მსოფლიო
პეტრო პოროშენკო - მსურს, კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემი თხოვნა უშიშროების საბჭოს - განათავსოს მშვიდობისმყოფელები დონბასში
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 19:46:00
უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მშვიდობისმყოფელების განთავსების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ პეტრო პოროშენკომ გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.როგორც პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, უკრაინას გაერო-ს სამშვიდობო მისიებში მონაწილეობის დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ამან არ შეაჩერა რუსეთის მხრიდან უკრაინაზე შეიარაღებული თავდასხმა.„2014 წელს რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ შეიარაღებული აგრესია განახორციელა და ჩვენი ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია მოახდინა. რუსეთის მტკიცება, რომ ისინი იქ არ არიან, საფუძველს მოკლებულია. არსებობს უტყუარი მტკიცებულებები, რომ რუსეთი ქმნის, ხელმძღვანელობს, აკონტროლებს და აფინანსებს ტერორისტულ ოპერაციას დონბასში“, - განაცხადა პეტრო პოროშენკომ. მან უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსი ოფიცრებისა და სამხედროების პასპორტები წარადგინა. პოროშენკოს თქმით, ზოგიერთი მათგანი უკრაინის ციხეებში იმყოფება.„სამწლიანი აგრესია უკრაინას 10 ათასზე მეტი ადამიანის სიცოცხლე, ოცდახუთი ათასზე მეტი დაშავებული, 1,8 მილიონი დევნილი დაუჯდა. ჩემ ქვეყანაში უსაფრთხოების აღსადგენად, 2015 წლის გაზაფხულზე მე გაერო-ს უშიშროების საბჭოს მდივანს ოფიციალურად მივმართე თხოვნით, უკრაინაში გაერო-ს მშვიდობიმსყოფელთა მისიის განთავსებისთვის სპეციალური პროცედურა დაეწყო. მას შემდეგ, დონბასში ვითარება არ გაუმჯობესებულა.მსურს, კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემი თხოვნა ამ საბჭოს - განათავსოს მშვიდობისმყოფელები დონბასში. რაც უფრო მალე გავაკეთებთ ამას, მით უკეთესი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
წაკითხვა
მსოფლიო
მაიკ პენსი - რუსეთი აგრძელებს მეზობლების სუვერენიტეტის ეჭვის ქვეშ დაყენებას
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 19:35:00
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის განცხადებით, აღმოსავლეთ ევროპაში რუსეთი აგრძელებს მეზობლების სუვერენიტეტის ეჭვის ქვეშ დაყენებას და ძალით სახელმწიფო საზღვრების ხელყოფას.პენსი გაერო-ს სამშვიდობო ძალების რეფორმირების თემაზე უშიშროების საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობს.
წაკითხვა
სპორტი
BBC: ბრიტანელი პარალიმპიელები კიდურებს იმოკლებდნენ, უფრო სუსტ მეტოქეებთან შესახვედრად
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 19:35:00
სერიოზული სკანდალი შეიძლება აგორდეს პარალიმპიურ სპორტში. ჩვეულებრივ, პარალიმპიურ სახეობებში არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც საზღვრავს, რომელ კატეგორიაში უნდა გამოვიდნენ სპორტსმენები.BBC-ის ინფორმაციით, ბევრი ბრიტანელი სპორტსმენი ამ კომისიასთან გასვლის წინ, ოპერატიული წესით იპატარავებდა კიდურებს საჭირო სიგრძემდე, რათა უფრო სუსტ კატეგორიაში გამოსვლის უფლება მიეღო - იქ, სადაც საერთოდ უხელო და უფეხო სპორტსმენები ასპარეზობენ.გარდა ამისა, ზოგიერთი ბრიტანელი ტურნირებზე ინვალიდის ეტლით გამოდიოდა, არადა, ყოველდღიურ ცხოვრებაში მას არ იყენებს.საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრესმდივანმა კრეიგ სპენსმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია გამოიძიებს სხვადასხვა ქვეყნის ათლეტთა მაქინაციის საქმეებს.
წაკითხვა
საზოგადოება
ხვალ ღვთისმშობლობა აღინიშნება
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 19:32:00
21 სექტემბერს ღვთისმშობლობის დღესასწაული აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საზეიმო ლიტურგიას მღვდელმთავრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. წირვის დასრულების შემდეგ უწმინდესი შეკრებილებს დღესასწაულს მიულოცავს და ტრადიციული ქადაგებით მიმართავს. საღმრთო ლიტურგია 10:00 საათზე დაიწყება. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი გალილეის პატარა ქალაქ ნაზარეთში დაიბადა. მამა, მართალი იოაკიმე, დავით მეფის ტომიდან იყო, ხოლო დედა, მართალი ანა - პირველი მღვდელმთავრის, აარონის შთამომავალი. ღვთისმოშიშ ცოლ-ქმარს შვილი ხანდაზმულ ასაკში შეეძინათ. მათ აღთქმა დადეს, თუ ღმერთი შვილს მისცემდათ, ახალშობილს ტაძარში მსახურებისთვის უფალს მიუძღვნიდნენ. უფალმა იოაკიმესა და ანას ლოცვა-ვედრება შეისმინა. მთავარანგელოზმა გაბრიელმა ამცნო ანას, რომ იგი მუცლად-იღებდა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი საკუთარ სახლში სამი წელი იზრდებოდა.მართალი იოაკიმ და ანა ეკლესიის მიერ „მშობლებად ღმრთისა" იწოდებიან, როგორც უფალ იესო ქრისტეს ხორციელნი წინაპარნი. მათ განსაკუთრებული მადლი აქვთ - უშვილოებს შვილი მიანიჭონ, შეწყვიტონ მიწისძვრები და დააცხრონ ქარიშხლები.
წაკითხვა
კულტურა
მარიშა ურუშაძე Gucci-ს ექსკლუზიური მოდელი გახდა
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 19:29:00
​ქართველი მოდელი მარიშა ურუშაძე "გუჩის" ექსკლუზიური მოდელი გახდა. მილანის მოდის კვირეულზე GUCCI-ს გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექციის ჩვენება ცოტა ხნის წინ დასრულდა. ჩვენებაში მარიშა ურუშაძე ექსკლუზიური მოდელის სტატუსით გამოვიდა. შესაბამისად, კონკრეტულ მოდის კვირეულზე მოდელს არ აქვს უფლება სხვა ბრენდების ჩვენებებში მიიღოს მონაწილეობა.ექსკლუზივი მხოლოდ მილანის მოდის კვირეულს მოიცავს და არ შეეხება სხვა მოდის კვირეულებს, ანუ მარიშას უფლება აქვს პარიზში სხვა დიზაინერების ჩვენებებშიც მიიღოს მონაწილეობა. ​მარიშას კარიერისათვის ექსკლუზიური მოდელის სტატუსი ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს მაღალი მოდის ინდუსტრიაში მოხვედრის პირდაპირი საგზურია. მარიშა ურუშაძე მილანის მოდის კვირეულზე
წაკითხვა
კრიმინალი
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 19:17:00
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული ე.ი. ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით - ვარკეთილში, ხოლო 1948 წელს დაბადებული ე.ქ., ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით, ფონიჭალაში დააკავეს.„სამართალდამცველებმა, ე.ი.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 19 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, ე.ქ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას კი ამოღებულია 36 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.გამოძიებამ დაადგინა, რომ ე.ქ. ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად ყიდდა. პოლიციამ მის მიერ მოქალაქისთვის მიყიდული, 2 შეკვრად დაფასოებული 0,1427 გრამი ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღო.გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით)“, - აცხადებენ შსს-ში.
წაკითხვა
მეცნიერება/ტექნოლოგიები
შუა საუკუნეების სასაფლაოზე არქეოლოგებმა უცნაური არსების სამარხი აღმოაჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 19:11:00
ინგლისის არხში მიმდინარე სამკვირიანი არქეოლოგიური გათხრები უეცრად ძალიან უცნაურ გაურკვევლობაში გადაიზარდა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს სამარხი, რომელში დაკრძალული არსებაც აშკარად არაა ადამიანი.  აღმოჩენა კუნძულ შაპელზე გაკეთდა. შუა საუკუნეების საფლავში დამარხულია ზღვის ღორი. მეცნიერები ამ დრომდე ვერ ხსნიან, რა საიდუმლო შეიძლება იმალებოდეს ცხოველის სამარხის უკან. „განსაკუთრებული შემთხვევაა. არ ვიცი, რასთან შეიძლება გვქონდეს საქმე“, — უთხრა The Guardian-ს ოქსფორდის უნივერსიტეტის არქეოლოგმა ფილიპ დე ჯერსიმ. „საინტერესოა, რატომ უნდა ეწვალათ ზღვის ღორის დამარხვისთვის?“ საიდუმლო მართლაც დიდია, რადგან ცხოველი სპეციალურად, საფლავშია დამარხულია; მკვლევრები გამორიცხავენ, რომ მიწაში უბრალოდ მკვდარი ცხოველი გაიხრწნა. როგორც ჩანს, ზღვის ღორი სპეციალურად განასვენეს, საფლავი განალაგეს დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, ქრისტიანული ტრადიციით; ნატიფად გათხრილი საფლავი კი იმაზე მიუთითებს, რომ რომ ეს იყო წინასწარ შერჩეული სამუდამო განსასვენებელი. სწორედ ამის გამო, ჯერსი ვარაუდობდა, რომ სამარხში იპოვიდნენ შუა საუკუნეების ბერის ნეშტს, რადგან ცნობილია, რომ ეს კუნძული ერთგვარი რელიგიური თავშესაფარი ყოფილა განმარტოების მაძიებელი ბერებისათვის. თუმცა, ბერის ნაცვლად, არქეოლოგებმა სამარხში ახალგაზრდა ზღვის ღორის ჩონჩხი აღმოაჩინეს. მათი აზრით, ცხოველი მე-14 საუკუნეში, ბერების საფლავების გვერდითაა დამარხული. შესაძლებელია ისიც, რომ ცხოველი შესაჭმელად მოკლეს, რადგან ამ ძუძუმწოვართა ხორცს შუა საუკუნეებში საკვებად გამოიყენებდნენ. „თუკი მსგავს რამეს ეკლესიაში აღმოვაჩნედით, მისი ფორმებიდან გამომდინარე, აუცილებლად ვიფიქრებდით, რომ ეს სპეციალურად გაჭრილი საფლავია“ — ამბობს ჯერსი. „სწორედ ესაა ჩემთვის გამოცანა. თუკი ის შესაჭმელად მოკლეს, საინტერესოა, რაღატომ უნდა ეწვალათ მის დასამარხად?“ ჯერსის ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ცხოველი საკვების მიზნით მოკლეს, შემდეგ კი ფრთხილად შეინახეს, სანამ მისი ხორცი საჭირო გახდებოდა. თუმცა, როგორც ჩანს, შენახული ხორცი აღარ გამოუყენებიათ.  „შეიძლება ცხოველი დაამარილეს, შემდეგ კი, გარკვეული
წაკითხვა
საზოგადოება
ილია მეორე - ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 19:08:00
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მიმართვას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნავს, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია. პატრიარქის მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.„სამწუხაროა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები მტკივნეულად შეეხო ჩვენი ქვეყნის გარეთ მცხოვრებ ქართველებსაც და მათი განაწყენება გამოიწვია.ლაზებო, ფერეიდნელებო, ტაო-კლარჯელნო, ჰერნო, საქართველოს ავბედობის გამო სამშობლოს მოწყვეტილნო საყვარელო  ჩვენო ყოველნო შვილნო, არ დაგაბრკოლოთ ზოგიერთთა ზიანის მომტანმა ქმედებებმა; დრო გავა და, იმედი გვაქვს,  ისინიც შეინანებენ თავის საქციელს; თქვენ კი გახსოვდეთ: საქართველოს და საქართველოს ეკლესიას უყვარხართ, სადაც არ უნდა იყოთ, თავისად მიაჩნიხართ, გული დიდად შესტკივა თქვენზე და ყოველთვის ეყოლებით მფარველობის ქვეშ.დღეს რთული დროა, მრავალთა ინტერესი იკვეთება ჩვენს პატარა სამშობლოსთან მიმართებაში; პრობლემების უმრავლესობაც აქედან მოდის; მაგრამ ღმერთი დიდია და იგი თქვენც და ჩვენც მოგვცემს ძალას დაბრკოლებების გადასალახავად.თქვენ ყველას და სრულიად საქართველოს გულითადად გილოცავთ ღვთისმშობლის შობის დღეს; ყოვლადწმინდა მარიამის მფარველობა არ მოგაკლდეთ მისი წილხვედრი ქვეყნის შვილებს“, - აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში. 
წაკითხვა
მსოფლიო
ანგელა მერკელი - ჩრდილოეთ კორეის მიმართ ძალისმიერი მეთოდების გამოყენება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 19:03:00
გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჩრდილოეთ კორეის შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო, აკრიტიკებს.„ჩემი და გერმანიის ხელისუფლების სახელით მინდა განვაცხადო, რომ ჩვენთვის ძალისმიერი მეთოდების გამოყენება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ არჩევანს დიპლომატიური გზებით პრობლემის გადაჭრის სასარგებლოდ ვაკეთებთ. ჩემი აზრით, სანქციები და მათი რეალიზაციაა სწორი გზაა. ჩრდილოეთ კორეასთან დაკავშირებით, სხვა ყველა ქმედებას გაუმართლებლად მივიჩნევ. ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, მე და აშშ-ს პრეზიდენტს განსხვავებული მოსაზრებები გვაქვს“, - განაცხადა ანგელა მერკელმა.დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ იძულებული იქნება, გაანადგუროს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმი.
წაკითხვა
პოლიტიკა
„რესუბლიკურ პარტიას“ გორში არც მაჟორიტარობის და არც მერობის კანდიდატი არ ეყოლება
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 18:48:00
„რესუბლიკურ პარტიას“ გორში არც მაჟორიტარობის და არც მერობის კანდიდატი არ ეყოლება. თუმცა პროპორციული სიის დარეგისტრირებისთვის  გორის ორგანიზაციამ გორის 32 საოლქო საარჩევნო კომისიას დღეს  მიმართა. პროპორციულ სიაში საკრებულოს წევრობის 17 კანდიდატია შეყვანილი, სიის პირველი ნომერი შეზღუდული შესაძლებლობის პირი ვიქტორ ქარქიშვილია. გამარჯვების შემთხვევაში, შშმ პურებისთვის გარემოს ადაპტირების საკითხი ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება.
წაკითხვა
მსოფლიო
ქარიშხალი „მარია“ პუერტო-რიკოს თავს დაატყდა
განახლებულია: 2017-09-20 18:44:00
ქარიშხალი „მარია“ პუერტო-რიკოს დაატყდა თავს. შტორმი მეოთხე კატეგორიის სიმძლავრისაა. ძლეირმა ქარმა, რომლის სიჩქარე 350 კილომეტრს საათში აღწევს, წააქცია ხეები და ეროვნული მეტეროლოგიური სამსახურის ორი რადარი დააზიანა. სანაპირო ზონიდან ევაკუირებულია მოსახლეობა. მოქალაქეების ნაწილი საევაკუაციო ცენტრებშია გადაყვანილი, სადაც ამ დრომდე იმყოფებიან ქარიშხალ "ირმას" დროს ევაკუირებული ადამიანები. სინოპტიკოსების პროგნოზით, „მარია“ პუერტო-რიკოს ისტორიაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალი იქნება.  პუერტო-რიკომდე ქარიშხალმა „მარიამ“ კუნძულ დომინიკას გადაურა, სადაც სტიქიას, სულ მცირე,  შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერლა.
წაკითხვა
პოლიტიკა
გაერო-ს გენერალური ასამბლეის ღონისძიებებში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი მონაწილეობს
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 18:37:00
გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ღონისძიებებში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი მონაწილეობს. გიორგი ტუმასიანი ნიუ-იორკში გაეროს განვითარების პროგრამის ახალგაზრდულ ფორუმს, სოციალური სიკეთეების სამიტს, ასევე გენერალური ასამბლეის სხვადასხვა პარალელურ ღონისძიებებს დაესწრო. როგორც ტუმასიანმა პირველ არხს განუცხადა, შეხვედრებზე აქცენტი კეთდება საქართველოში გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაზე.ამასთან, საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ყურადღებას ამახვილებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებაზე და ამ რეგიონებში რუსეთის ქმედებებზე.
წაკითხვა
საზოგადოება
ახალი სასწავლო წელი ძველი წიგნებით - რატომ არ განახლდა სახელძღვანელოების ნაწილი
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 18:27:00
ახალი სასწავლო წელი ძველი წიგნებით. როგორც დედაქალაქში ისე რეგიონებში მშობლები საჯარო სკოლებში დარიგებული სახელმძღვანელოების ხარისხით უკმაყოფილო არიან. პრობლემა ყველგან ერთნაირია. სხვადასხვა საგნის მეორეადი წიგნები თითქმის უვარგისია გამოყენებისთვის. დახეული გვერდები, შევსებული დავალებები და დახაზული ფურცლები. მსგავსი სახელმძღვანელოები „მოამბემ“ ძირითადად დაწყებით კლასებში აღმოაჩინა. ოფიციალური პასუხი ასეთია - ქვეყნის მასშტაბით, 2017-2018 სასწავლო წლისთვის წიგნების მხოლოდ 60% განახლდა. პრობლემური სახელმძღვანელოები დარჩენილ 40 პროცენტშია.  რატომ არ განახლდა წიგნების ეს ნაწილი - გვანცა გავაშელი დეტალებით.
წაკითხვა
მსოფლიო
მექსიკაში დამანგრეველმა მიწისძვრამ, ბოლო მონაცემებით, 248 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა
განახლებულია: 2017-09-20 18:26:00
მექსიკაში დამანგრეველმა მიწისძვრამ ბოლო მონაცემებით 248 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ხელისუფლება შიშობს, რომ მათი რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან დაზარალებულები. სამაშველო ოპერაციები 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. მოქალაქეები დახმარებას ერთმანეთს უწევენ. სტიქიის ზონაში მობილიზებულია არმიაც. მექსიკას დახმარებას სთავაზობენ როგორც მეზობელი, ასევე ოკეანისმიღმა ქვეყნები. 
წაკითხვა
პოლიტიკა
„ქართული მარში“ ხელისუფლებას შვიდპუნქტიან მოთხოვნას უყენებს
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 18:24:00
შვიდპუნქტიან მოთხოვნას უყენებს ხელისუფლებას მოძრაობა „ქართული მარში“. გაერთიანების წარმომადგენლები ითხოვენ აიკრძალოს ქართული მიწის გაყიდვა უცხოელებზე, გამკაცრდეს საემიგრაციო კანონი, შეიცვალოს საარჩევნო სისტემა, დაუბრუნდეს ხალხს უკანონოდ ჩამორთმეული ქონება. ,,ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერის სანდრო ბრეგაძის განცხადებით, პირველ ოქტომბრამდე, ამ და სხვა მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, მათი მოძრაობა მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციებს და შიმშილობას დაიწყებს. 
წაკითხვა
საზოგადოება
მოსალოდნელი ვირუსების თავიდან ასარიდებლდ დაავადებათა კონტროლის ცენტრი მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს
გამოქვეყნებულია: 2017-09-20 18:24:00
ახალი სასწავლო და სააღმზრდელო წლის დაწყებასთან ერთად მოსალოდნელო ვირუსების თავიდან ასარიდებლდ დაავადებათა კონტროლის ცენტრი  მშობლებს რეკომენდაციებს აძლევს. ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, ზაფხულის ინფექციების სეზონი გრძელდება.. პაატა იმნაძე მშობლებს ურჩევს ბავშვები ასაკის მიხედვით აუცილებელ ყველა ინფექციაზე აცრან. იმნაძის თქმით, ამ პერიოდში წითურას გავრცელების შანსი დიდია. დაავადებათა კონტროლის ცენტრი სკოლებსა და ბაღებს მოუწოდებს ჰიგიენური წესები დაიცვან.
წაკითხვა