საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

სპორტი
ესპანეთში ქვეყნის სამეფო თასის გათამაშების ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა
განახლებულია: 2017-01-20 19:04:00
ესპანეთში ქვეყნის სამეფო თასის გათამაშების ორი მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართა. სან სებასტიანში მოიგო "ბარსელონამ", რომელმაც "რეალ სოსიედადს" მინიმალური სხვაობით 1-0 მოუგო. თამაშის ერთადერთი გოლი 21-ე წუთზე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით, ბრაზილიელმა ნეიმარმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ "ბარსელონას" ანოეტას სტადიონზე, აქამდე ზედიზედ რვა შეხვედრა არ ჰქონდა მოგებული. წყვილის საპასუხო თამაში 26 იანვარს ნოუ კამპზე შედგება. დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია გათამაშების კიდევ ერთმა ფავორიტმა, მადრიდის "ატლეტიკომ". დიეგო სიმეონეს გუნდმა საკუთარ ვისენტე კალდერონზე "ეიბარი" დიდი ანგარიშით 3-0 დაამარცხა. მასპინძლებმა პირველი ტაიმი ანტუან გრიზმანის გოლით მოიგეს. მეორე ნახევარში მადრიდელებმა კიდევ ორჯერ აიღეს მეტოქის კარი, მესამოცე წუთზე, თავი ანხელ კორეამ გამოიჩინა, ხოლო საბოლოო წერტილი კევინ გამეირომ დასვა. ამ წყვილის განმეორებითი მატჩი, რომელიც ეიბარის სტადიონზე, 25 იანვარს შედგება, დიდი ალბათობით ფორმალობა იქნება.
წაკითხვა
სპორტი
ჭადრაკის სასახლეში ხვალ სტარტს აიღებს საქართველოს 76-ე ჩემპიონატი ვაჟთა შორის
განახლებულია: 2017-01-20 19:02:00
ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ხვალ სტარტს აიღებს საქართველოს 76-ე ჩემპიონატი ვაჟთა შორის.  საუკეთესოს ტიტულისთვის 10 სპორტსმენი იბრძოლებს. დღეს ჩემპიონატის პირველი ტურის მეტოქეები კენჭისყრის შედეგად გამოვლინდნენ. შეჯიბრის გამარჯვებული საქართველოს ვაჟთა ნაკრების წევრობის კანდიდატად დასახელდება. საპრიზო ადგილების მფობელები ასევე 2017 წლის ევროპის პირველობაზე დაფინანსდებიან და 2018 წლის საქართველოს ვაჟთა 77-ე ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში დაიშვებიან. წლევანდელი ტურნირის საპრიზო ფონდი 19 500 ლარს შეადგენს. გათამაშება ხვალ 15 საათზე დაიწყება და 30 იანვრამდე გასტანს. 
წაკითხვა
სპორტი
NBA-ს „ყველა ვარსკვლავის“ ძირითადი ხუთეულების საბოლოო შედეგები -ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის ძირითად ხუთეულში ვერ მოხვდა
განახლებულია: 2017-01-20 18:59:00
დღეს გამთენიისას "ენ-ბი-ეის" "ყველა ვარსკვლავის" ძირითადი ხუთეულების საბოლოო შედეგები გამოქვეყნდა. სამწუხაროდ, არ გამართლდა ქათველ გულშემატკივართა მოლოდინი და ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის ძირითად ხუთეულში ვერ მოხვდა. შეგახსენებთ, რომ პირველ ეტაპზე, ინტერნეტგამოკითხვის შემდეგ, ქართველი კალათბურთელი მეორე ადგილზე იყო, თუმცა ახალი წესების თანახმად, ეს მხოლოდ 50 პროცენტს შეადგენდა. დარჩენილი 50 პროცენტი კი, გუნდების მთავარ მწვრთნელებზე და თავად კალათბურთელებზე მოდიოდა. მოთამაშეებმა ჩვენი ნაკრების კაპიტანი მე-12 ადგილზე გაიყვანეს, ხოლო მწვრთნელებმა -მეათეზე. სამივე გამოკითხვის საშუალო შედეგებით, ზაზა მეექვსე აღმოჩნდა და ხუთეულში ვერ მოხვდა. "ოლ სტარის" მონაწილე დანარჩენ 7-7 მოთამაშეს კი უკვე, კონფერენციის გუნდების თავკაცები თავად დაასახელებენ. ახლა ყველაფერი სტივ კერზე იქნება დამოკიდებული, მისცემს თუ არა ფაჩულიას შანსს, რომელიც წელს დასავლეთ კონფერენციის გუნდის მწვრთნელი იქნება. არჩეულ ხუთეულებს რაც შეეხება. აღმოსავლეთ კონფერენციის სასტარტოში ითამაშებენ: ლებრონ ჯეიმსი, ჯიმი ბატლერი, დემარ დე როუზაინი, კაირი ირვინგი და იანის ანტეტუკონმპო. დასავლეთის ძირითადში იქნებიან: სტეფ კარი, კევინ დიურანტი, ჯეიმს ჰარდენი, კავაი ლეონარდი და ენტონი დევისი. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის "ყველა ვარსკვლავის" შეხვედრა 19 თებერვალს ნიუ ორლეანში ჩატარდება.
წაკითხვა
საზოგადოება
დიდი ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, გორში ინგლისური ენის ცენტრი და კლუბი გაიხსნა
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 18:55:00
დიდი ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, გორში ინგლისური ენის ცენტრი და კლუბი გაიხსნა, კლუბი მერიის ახალგაზრდობის, კულტურისა და განათლების ცენტრში მოეწყო.8- დან 18 წლამდე ასაკის მოსწავლეები ცენტრში ინგლისურის გაკვეთილებს დაესწრებიან, ექნებათ წვდომა ბიბლიოთეკაზე და ონლაინ რესურსებზე, ასევე აუდიო და ვიდეომასალებზე. პროექტის მიხედვით, მოზარდები მიიღებენ მონაწილეობას ინგლისური ენის კონკურსებში. ასევე, გადამზადდებიან პედაგოგებიც. ცენტრის და კლუბის გახსნას ბრიტანეთის ელჩი და საქართველოში ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი დაესწრნენ.
წაკითხვა
საზოგადოება
„ჩემი მკითხველი" - ქვეყნის მასშტაბით, ლიტერატურული ვიქტორინა ტარდება
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 18:55:00
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით ლიტერატურული ვიქტორინა „ჩემი მკითხველი„ ტარდება. ვიქტორინის მიზანი სოფლის ბიბლიოთეკებისთვის მკითხველის დაბრუნებაა. დღეს სამეგრელო- ზემო სვანეთის ყველა მუნიციპალიტეტის გუნდმა მიიღო მონაწილეობა მეორე ტურში. გამარჯვებული კი  პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ფინალურ ტურში მიიღებს მონაწილეობას.
წაკითხვა
პოლიტიკა
ე.წ. ფარული მიყურადების გასაღებზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 18:52:00
ე.წ. ფარული მიყურადების გასაღებზე პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა. არასამთავრობო სექტორი მიყურადების გასაღების დამოუკიდებელი უწყებისთვის გადაცემას მოითხოვს. უმრავლესობის პოზიციით, საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავების პროცესში აუცილებელია საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება და კომპრომისული ვარიანტის შემუშავება. 
წაკითხვა
კულტურა
ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე - მიეცი ხმა შენ რჩეულს
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 18:50:00
დღეს გახდება ცნობილი, ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე. თბილისის საკონცერტო დარბაზში ეროვნული კონკურსის საფინალო ტური გაიმართება. საერთაშორისო ჟიურიმ არჩევანი 25 კონკურსანტს შორის უნდა გააკეთოს. ჟიურისთან ერთად, გამარჯვებული შემოსული ზარებითაც გამოვლინდება. ხმის მიცემა ყველა კონკურსანტის გამოსვლის შემდეგ დაიწყება და 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდება.საბოლოოდ გამარჯვებული ჟიურისა და შემოსული ხმების მიხედვით გამოვლინდება.ეროვნული ფინალი საღამოს 8 საათზე დაიწყება. საქართველოს შიდაშესარჩევ ტურში 25 კონკურსანტი მონაწილეობს. ეროვნული კონკურსის მონაწილეები სცენაზე შემდეგი თანმიმდევრობით გამოვლენ:1. გიორგი ჩიქოვანი, სიმღერით Make it Right (კომპოზიტორი - გიორგი ჩიქოვანი)2. ბრენდონ სტოუნი და ეთერი ბერიაშვილი, სიმღერით Heyo Song (კომპოზიტორი - ბრენდონ სტოუნი)3. რატი დურგლიშვილი, სიმღერით Why (კომპოზიტორი - რატი დურგლიშვილი)4. ანდრია გველესიანი, სიმღერით Revolutionise (კომპოზიტორი - გიორგი ლაღიძე)5. ალისა დანელია, სიმღერით We Are Eternity (კომპოზიტორი - ალისა დანელია)   6. ნუცა ბუზალაძე, სიმღერით White Horses Run (კომპოზიტორები - Andy Vitolo and John King)
წაკითხვა
პოლიტიკა
დავით თარხან-მოურავი „გაზპრომთან“ გასაფორმებელ ხელშეკრულებას მთავრობის მარცხს
განახლებულია: 2017-01-20 18:49:00
„გაზპრომთან“ გასაფორმებელ ხელშეკრულებას მთავრობის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მარცხს უწოდებს დავით თარხან-მოურავი."პატრიოტთა ალიანსი" ხელშეკრულების დეტალების გასაჯაროებას ითხოვს. მოძრაობის ლიდერი იმ  სავარაუდო დანაკარგებზე საუბრობს, რაც შესაძლოა ახალ ხელშეკრულებას მოჰყვეს. 
წაკითხვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე მერაბიშვილის განცხადებაზე: „არ ვარ საქმის კურსში, სჯობს ნიკა მელიას დაელაპარაკოთ“
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 18:49:00
მე მგონია, რომ მაინც ჯობია ნიკას დაელაპარაკოთ მელიას, მე არავარ საქმის კურსში - ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრმა, რომან გოცირიძემ განუცხადა. „არ ვიცით, იმიტომ რომ ვისაც ჰქონდა მასთან კონტაქტი, იმას დაუკავშირდით.  მე მგონია, რომ მაინც ჯობია ნიკას დაელაპარაკოთ მელიას. მე არ ვარ საქმის კურსში. მან  ნათლად თქვა, რომ უნდა შევიდეს შიგნით და დაელაპარაკოს" - აღნიშნა საზოგადოებრივთან სატელეფონო ინტერვიუში რომან გოცირიძემ.მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია - ამის შესახებ ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. „ნაციონალური მოძრაობის" რიგით მე-7 ყრილობაზე, რომელიც დღეს გაიმართა, ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობიდან არ გადაირჩიეს, თუმცა პარტიის ლიდერებმა განმარტეს, რომ გენერალური მდივნის მოვალეობას მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლამდე ნიკა მელია შეასრულებს. 
წაკითხვა
პოლიტიკა
კვირიკაშვილი: ხელისუფლებამ „გაზპრომთან“ მოლაპარაკებაში მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეძლო
განახლებულია: 2017-01-20 18:47:00
რუსულ ენერგოგიგანტ „გაზპრომთან“ ბუნებრივი აირის ტრანზიტზე მიღწეულ შეთანხმებას პირველი განცხადებით ეხმაურება პრემიერმინისტრი. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შეთახმებაში საზეიმო არაფერია, თუმცა, ხელისუფლებამ მოლაპარაკებაში მაქსიმალური შედეგის მიღწევა შეძლო.  
წაკითხვა
პოლიტიკა
ჯანი ბუკიკიო: ვენეციის კომისია მზად არის საქართევლოს კონსტიტუციის დახვეწაში დაეხმაროს
განახლებულია: 2017-01-20 18:45:00
ვენეციის კომისია მზად არის საქართევლოს კონსტიტუციის დახვეწაში დაეხმაროს. კომისიის ხელმძღვანელის ჯანი ბუკიკიოს  განცხადებით, საქართევლოს პარლამენტსა და საკონსტიტუციო კომისიას ამ მიმართულებით კარგი სამუშაოს შესრულება შეუძლია. შეგახსენებთ, ცვლილებების მოსამზადებლად შექმნილი ჯგუფი აქტიურ საქმიანობას ხვალიდან შეუდგება. ერთი დღით ადრე კი თბილისში შეხვედრებს ვენეციის კომისია მართავს. რატი ხვისტანი დეტალებით.
წაკითხვა
პოლიტიკა
შეცვლილი სტრუქტურა, ახალი პოლიტსაბჭო და თავმჯდომარე - "ნაციონალური მოძრაობის" მე-7 ყრილობა გაიმართა
განახლებულია: 2017-01-20 18:39:00
თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" მე-7 ყრილობა გაიმართა. დელეგატემბა პარტიის პოლიტსაბჭო აირჩიეს, რომელსაც ნიკა მელია უხელმძღვანელებს, ციხიდან ვანო მერაბიშვილის გამოსვლამდე მელია პარტიის გენერალურ მდივნობასაც შეითავსებს. ყრილობაზე მიღებული გადაწყვეტილებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის თანამდებობა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამდე თავისუფალი იქნება. 
წაკითხვა
ეკონომიკა
რა შედეგებით ტოვებს საქართველოს დელეგაცია დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს
განახლებულია: 2017-01-20 18:34:00
შვეიცრიაში მსფოლიო ეკონომიკური ფორუმი დასასრულს უახლოვდება. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს ნაყოფიერს უწოდებს და ახლო მომავალში კონკრეტულ შედეგსაც ელოდება. გიროგი კვირიკაშვილი დავოსის ფორუმზე როგორ სახელმწიფოების პირველ პირებს, ისე სხვადასხვა სფეროს წამყავანი ბიზნესკომპანიების ხელმძღვანელებს შეხვდა.მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს ქეთევან ქარდავა აშუქებს. 
წაკითხვა
მსოფლიო
ბარაკ ობამა თეთრ სახლს 8-წლიანი მმართველობის შემდეგ ტოვებს
განახლებულია: 2017-01-20 18:30:00
ახალი პირველი პირის ინაუგურაციასთან ერთად, შეერთებულ შტატებში 44-ე  პრეზიდენტს ემშვიდობებიან. ბარაკ ობამა თეთრ სახლს 8-წლიანი მმართველობის შემდეგ ტოვებს. როგორ ფასდება "დემოკრატიული პარტიის"წარმომადგენელი პრეზიდენტის ხელისუფლება და რა თვისებებით ამახსოვრდება ამომრჩეველს პირველი აფროამერიკელი პრეზიდენტი. გივი ბარამიძის რეპორტაჟი. 
წაკითხვა
პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილი: „პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია“
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 18:27:00
მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია - ამის შესახებ ინფორმაცია ვანო მერაბიშვილის „ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება. „ნაციონალური მოძრაობის" რიგით მე-7 ყრილობაზე, რომელიც დღეს გაიმართა, ვანო მერაბიშვილი პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობიდან არ გადაირჩიეს, თუმცა პარტიის ლიდერებმა განმარტეს, რომ გენერალური მდივნის მოვალეობას მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლამდე ნიკა მელია შეასრულებს. 
წაკითხვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ცვლილებასთან ერთად, მოსალოდნელია თუ არა მნიშვნელოვანი ცვლილებები აშშ-ის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში - ვასილ კაჭარავა „მოამბეში“
განახლებულია: 2017-01-20 18:22:00
"მოამბის" კითხვებს ამერიკანისტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ვასილ კაჭარავამ უპასუხა.
წაკითხვა
კრიმინალი
მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს - საქმეს მთავარი პროკურატურა იძიებს
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 18:21:00
მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ლ. წ. დააკავეს, რომელსაც შსს-ს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა ეკავა, ამის შესახებ საზოგადოებრივ მაუწყებელს საქართველოს მთავარი პროკურატურიდან აცნობეს.საქმე ეხება ლაგოდეხში მომხდარ შემთხვევას. პოლიციელმა  ერთ-ერთ რესტორანში მოქალაქეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, რომლის მიზეზიც, სავარაუდოდ, მოქალაქის მხრიდან პოლიციელის მეუღლისათვის გაგზავნილი მოკლე ტექსტური შეტყობინება გახდა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით მიმდინარეობს. „გამოძიებით დადგინდა, რომ მკვლელობის მცდელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტს უკავშირდება. ლაშა წიქარიშვილს შსს ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის თანამდებობა ეკავა, თუმცა მომხდარ ფაქტს მის სამსახურებრივ საქმიანობასთან კავშირი არ აქვს" - აცხადებენ საქართველოს მთავარ პროკურატურაში. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალდებული პოლიციელი მომხდარის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს და ის ამ დროისათვის სამართალდამცავთა რიგებში აღარ ირიცხება.
წაკითხვა
მსოფლიო
კადრები ვაშინგტონიდან, სადაც რამდენიმე საათში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 18:19:00
კადრები ვაშინგტონიდან, სადაც რამდენიმე საათში აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება. მოქალაქეები შეკრებილი არიან კაპიტოლიუმის შენობასთან, სადაც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი ცოტახანში მეუღლესთან ერთად მივა და საჯაროდ ფიცს დადებს.
წაკითხვა
მსოფლიო
ტრამპის ხმაურიანი განცხადებები და უპრეცედენტო საარჩევნო კამპანია - როგორია აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის მთავარი გზავნილები
განახლებულია: 2017-01-20 18:14:00
საკუთარი წინასაარჩევნო კამპანიით დონალდ ტრამპმა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მარათონი რადიკალურად შეცვალა. არაპროგნოზირებადი და ხისტი განცხადებებით მან მედიის ყურადრება მალე მოიპოვა. მან უფასოდ იგივე საეთერო დრო მიიღო, რაშიც მისი კონკურენტები მილიონობით დოლარს იხდიდნენ. ტრამპი მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას გეგმავდა. ქვეყნიდან არალეგალი მიგრანტების გაძევებას, საგარეო პოლიტიკისა და სავაჭრო ურთიერთობების გადახედვას. ურთირთობის ნორმალიზება მოსკოვთან და კრიტიკა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მისამართით - ტრამპის მთავარ გზავნილებს თამარ რუხაძე გაგვახსენებს. 
წაკითხვა
რეგიონები
ახალციხესთან ახლოს 4.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-20 18:13:00
ახალციხიდან 11 კილომეტრის დაშორებით, სოფელ ანისში მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისძვრის სიმძლავრემ 4.3 მაგნიტუდს მიაღწია. მიწისძვრა 17 საათსა და 50 წუთზე დააფიქსირეს. ინფორმაციას საზოგადოებრივთან საუბარში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, სეისმოლოგიური ცენტრი ადასტურებს.
წაკითხვა

უახლესი