საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მედიცინა/ჯანდაცვა
მუსიკოსი თავის ტვინის ოპერაციის დროს გიტარაზე უკრავდა - [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 01:38:00
მუსიკოსებს ყველგან დაკვრა შეუძლიათ, წვეულებებზე, პარკებში, საჯარო სივრცეებში, კონცერტებზე და როგორც გაირკვა საოპერაციო ოთახშიც. თანაც მაშინ, როდესაც საოპერაციო მაგიდაზე თავად მუსიკოსი წევს. ​ინდოეთში აბიშეკ პრასადმა თავის ტვინის ოპერაცია გაიკეთა. ოპერაცია ხელის თითებზე კრუნჩხვის მოხსნას ითვალისწინებდა. ოპერაციამდე 20 თვით ადრე პაციენტს ნევროლოგიური დაავადება, მუსიკალური დისტონია დაუდგინდა, რამაც ხელების კრუნჩხვის სტიმულირება გამოიწვია. "ეს არის სპეციფიური აშლილობა, რომელიც მხოლოდ მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრისას გამოიხატება აბიშეკს ეს პრობლემა შუა, ბეჭდისა და ნეკა თითზე ჰქონდა. აღნიშნული პრობლემა მისი ტვინის სქემის დაზიანებით იყო გამოწვეული", - ჰყვება აბიშეკის მკურნალი ექიმი. ​აბიშეკს ოპერაციის მიმდინარეობისას გიტარაზე დაკვრა უწევდა, რათა ექიმებს ოპერაციის დროს პრობლემა ზუსტად აღმოეჩინათ და შემდეგ ის აღმოეფხვრათ. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ​აბიშეკ პრასადის განცხადებით, ოპერაციის შემდეგ მან კვლავ შეძლო დაკვრა. მისი თქმით, ეს იყო საოცარი განცდა, რადგან ზუსტად 20 თვის შემდეგ მას ხელის თითების ფუნქციონირება სრულად აღუდგა. ​ოპერაციის შემდეგ პაციენტი საავადმყოფოში სამი დღის განმავლობაში დარჩა. აბიშეკი შემდეგ კვირას ახალი სიმღერის გამოშვებას გეგმავს, რა თქმა უნდა, გიტარაზე. 
წაკითხვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში, ჯვრის მონასტერში და დასავლეთ კედელთან იმყოფებოდა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 01:04:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ისრაელში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იერუსალიმის მაცხოვრის ტაძარში და ჯვრის მონასტერში, ასევე იერუსალიმის დასავლეთის კედელთან იმყოფებოდა.
წაკითხვა
საზოგადოება
ნინო სუხიშვილი გაერო-ს კეთილი ნების ელჩი იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 00:58:00
ნინო სუხიშვილი გაერო-ს კეთილი ნების ელჩი იქნება, - განცხადება ამის შესახებ ფესტივალ „არტ-გენზე“, „სუხიშვილების“ კონცერტის შემდეგ ილიკო სუხიშვილმა გააკეთა. გაერო-ს კეთილი ნების ელჩის წოდება აქვს ქართველ პრიმაბალერინას, ნინო ანანიაშვილს. ასევე, გაერო-ს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩები არიან პაატა ბურჭულაძე და ნიკოლოზ რაჭველი.
წაკითხვა
კულტურა
„არტ-გენი 2017“ „სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურა
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 23:58:00
„არტ-გენი 2017-ის“ თბილისის ტური დასრულდა. ფესტივალი, ტრადიციულად, ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა და 17 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით გრძელდებოდა. „არტ-გენი 2017“ „სუხიშვილების“ კონცერტით დაიხურა. ორგანიზატორების განცხადებით, წელს ფესტივალმა მაყურებელს საინტერესო სიახლეები შესთავაზა. 17-დან 24 ივლისის ჩათვლით, დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიციული რეწვის გამოფენები, მათ შორის გამოფენა: „მე-19 საუკუნის ქართველთა თვალით დანახული ევროპა“. აღნიშნულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ამონარიდები სტატიებიდან, რომლებსაც მეცხრამეტე საუკუნის ქართველი ინტელექტუალები იმდროინდელი ქართული პრესის ფურცლებზე აქვეყნებდნენ. წარმოდგენილი იყო რეგიონების ფოლკლორული კონცერტები და „შავფაროსნების“ საჩვენებელი შოუ. ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. წლების განმავლობაში ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა, მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი არაერთი უნიკალური მასალა. 
წაკითხვა
სპორტი
ჯულია რობერტსმა „მანჩესტერ იუნაიტედს“ უქომაგა
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 23:52:00
„მანჩესტერ იუნაიტედი“ და მადრიდის „რეალი“ საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე შეხვდნენ ერთმანეთს. სან ფრანცისკოში გამართულ შეხვედრას საპატიო სტუმარი ჰყავდა - ინგლისური გუნდის მხარდასაჭერად მივიდა მისი ერთ-ერთი მთავარი გულშემატკივარი, ამერიკელი მსახიობი ჯულია რობერტსი. ჰოლივუდელმა „ლამაზმანმა“ „მანჩესტერ იუნაიტედის“ მაისურში გადაიღო ფოტო, რითაც „წითელმა ეშმაკებმა“ „ტვიტერის“ საკუთარ ​გვერდზე დაიტრაბახეს. „მანჩესტერისა​​“ და „რეალის“ მატჩის კიდევ ერთი უცნაური სტუმარი იყო რონალდ მაკდონალდი, რომელმაც, მსაჯებთან ერთად, მოედანზე გაიყვანა გუნდები და ყველა ფეხბურთელს ჩამოართვა ხელი. 
წაკითხვა
სპორტი
NBA-მ 101 წლის ლეგენდა დაკარგა
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 23:48:00
ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის დიდების დარბაზის წევრი, NBA-ის ისტორიაში ათი ყველაზე დიადი მწვრთნელის სიაში შეყვანილი ჯონ კუნდლა ქალაქ მინეაპოლისში 101 წლის ასაკში გარდაიცვალა, - იტყობინება Star-Tribune.კუნდლა ​„მინეაპოლის ლეიკერსის“ პირველი მთავარი მწვრთნელი იყო. ის ამ გუნდს 1947-59 წლებში ავარჯიშებდა და მასთან ერთად, ხუთჯერ შეძლო ჩემპიონის ტიტულის მოპოვება (1949, 1950, 1952, 1953, 1954). 1951-54 წლებში ის იყო „ყველა ვარსკვლავის მატჩზე“ დასავლეთი კონფერენციის მწვრთნელი. აშშ-ის ნაკრებთან ერთად, 1965 წელს ზაფხულის უნივერსიადის გამარჯვებული გახდა, 1967 წელს კი პანამერიკული თამაშები მოიგო.სამწვრთნელო კარიერის დასრულების შემდეგ, კუნდლა მინესოტას უნივერსიტეტში მუშაობდა. 1995 წელს ის შეიყვანეს NBA-ის დიდების დარბაზში, 1996 წელს კი ლიგის ისტორიაში ათი უდიადესი მწვრთნელის სიაში მოხვდა.
წაკითხვა
სპორტი
ლებრონ ჯეიმსი „კლივლენდის“ დატოვებას არ აპირებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 23:43:00
„კლივლენდის“ ლიდერი ლებრონ ჯეიმსი ჯერჯერობით არ აპირებს თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას. ფორვარდმა არ გააუქმა კონტრაქტში არსებული უფლება გაცვლაზე. შესაბამისად, ლებრონს სურს, მომავალი სეზონი „კლივლენდის“ შემადგენლობაში გაატაროს. ჯეიმსს შეუძლია შეუზღუდავი უფლებების თავისუფალი აგენტი გახდეს 2018 წლის ზაფხულში. გარდა ამისა, ფორვარდს ექნება შესაძლებლობა, გაახანგრძლივოს კონტრაქტი „კლივლენდთან“ 2018-19 წლების სეზონისთვის და 35.6 მილიონი დოლარი გამოიმუშაოს. მანამდე მედია წერდა, რომ „კლივლენდის“ მცველმა, კაირი ირვინგმა კლუბის ხელმძღვანელობას გაცვლის შესახებ სთხოვა, რადგან აღარ სურს ჯეიმსის ჩრდილში ყოფნა. თავად ლებრონი არ ჩაერევა ირვინგის ტრეიდთან დაკავშირებულ სიტუაციაში.
წაკითხვა
სპორტი
ჯაბა კანკავამ „რეიმსი“ დატოვა
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 23:40:00
საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ჯაბა კანკავა, უკლუბოდაა. ფრანგული გუნდის, „რეიმსის“ ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ქართველმა ფეხბურთელმა 2018 წლამდე გათვლილი კონტრაქტი გაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ კანკავა „რეიმსში“ 2016 წელს, უკრაინული „დნიპროდან“ გადავიდა. კანკავამ ფრანგული კლუბის მაისურით 23 მატჩი ჩაატარა. თუ სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ნაკრების 31 წლის ნახევარმცველი, ჯერჯერობით უცნობია.
წაკითხვა
კულტურა
Linkin Park-ის წევრების გამოსამშვიდობებელი წერილი ჯგუფის ვოკალისტ ჩესტერ ბენინგტონს
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 23:39:00
Linkin Park-ის წევრები ჯგუფის ვოკალისტის, ჩესტერ ბენინგტონისადმი გამოსამშვიდობებელ წერილს აქვეყნებენ. „ძვირფასო ჩესტერ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში შენ მთელი მსოფლიოს მასშტაბით სიყვარული და მხარდაჭერა იხილე, როგორც საჯაროდ, ისე პირადად. ტალინდა და ოჯახი ძალიან აფასებს ამას და უნდათ, რომ მთელმა მსოფლიომ გაიგოს, რომ შენ იყავი საუკეთესო ქმარი, შვილი და მამა. ოჯახი ვეღარასდროს იქნება სავსე შენ გარეშე. როდესაც ვლაპარაკობდით მომავალ ერთობლივ წლებზე, შენი აღტაცება გადამდები იყო. უშენობამ ისეთი სიცარიელე დატოვა, რომელიც ვერასდროს შეივსება - ოთახს აკლია ბობოქარი, მხიარული, ამბიციური, კრეატიული, კეთილი და სულგრძელი ხმა. ჩვენ ვცდილობთ, საკუთარ თავს შევახსენოთ, რომ დემონები, რომლებმაც შენი თავი წაგვართვეს, ყოველთვის იყვნენ გარიგების ნაწილები. საერთო ჯამში ხომ ადამიანებს სწორედ იმის გამო უყვარდებოდი, თუ როგორ მღეროდი ამ დემონებზე. შენ უშიშრად გამოგყავდა ისინი წინა ფლანგზე და ამის კეთებისას, ყველას ერთად გვასწავლიდი, რომ ვყოფილიყავით უფრო ადამიანურები. ჩვ
წაკითხვა
სპორტი
FINA-ს გადაწყვეტილებით, სინქრონულ ცურვას სახელი შეეცვალა​ და მხატვრული ცურვა ეწოდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 23:36:00
​ბუდაპეშტში, ცურვის საერთაშორისო ფედერაციის (FINA) კონგრესზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, სინქრონულ ცურვას სახელი შეეცვალა და ამიერიდან მხატვრული ცურვა ეწოდება. ცვლილების მიზეზები ცურვის საერთაშორისო ფედერაციის, FINA-ს ვიცე-პრეზიდენტმა, სემ რამზანმა განმარტა. „ახალი სახელწოდება უფრო შეეფერება ცურვის ამ სახეობას. ცვლილება დაგვეხმარება განახლებაში და ხელს შეუწყობს სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციას“, - განაცხადა სემ რამზანმა.სინქრონული ცურვა ოლიმპიური თამაშების პროგრამაში 1984 წელს, ლოს-ანჯელესის ოლიმპიურ თამაშებზე შეიტანეს.
წაკითხვა
სამართალი
შსს - გორში ნაპოვნი ნივთი სავარაუდოდ ძველი სასწავლო ჭურვი იყო
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 23:16:00
გორში, ლიახვის ნაპირას ნაპოვნი ჭურვის განაღმვა ​ადგილზე გამოძახებულმა გამნაღმველებმა განახორციელეს, - ამის შესახებ საზოგადოებრივს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. უწყების ინფორმაციით, ნაპოვნი ნივთი სავარაუდოდ ძველი სასწავლო ჭურვი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს. შეგახსენებთ, გორში მდინარე ლიახვთან, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი ცოტა ხნის წინ აღმოაჩინეს. ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ. 
წაკითხვა
საზოგადოება
მაშველებმა მდინარე ჭოროხზე არაბი და კოლუმბიელი ტურისტები გადაარჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 23:02:00
მაშველებმა მდინარე ჭოროხზე არაბი და კოლუმბიელი ტურისტები გადაარჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში მიაწოდეს. როგორც უწყებაში ამბობენ, არაბი და კოლუმბიელი ცოლ-ქმარი მდინარე ჭოროხზე ხელოვნურ კუნძულზე შემორჩნენ და დახმარებას ითხოვდნენ, რის შემდეგაც შეტყობინება 112-ში შევიდა და მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, ტურისტები უვნებლად გამოიყვანეს. 
წაკითხვა
საზოგადოება
დავით ქაცარავა რუსეთთან ჰიბრიდულ ომს აანონსებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 23:01:00
ჯომარდობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი და ტელეწამყვანი დავით ქაცარავა რუსეთთან ჰიბრიდულ ომს აანონსებს. ქაცარავას თქმით, ხვალიდან საოკუპაციო ხაზთან 20-კაციანი ჯგუფი სამოქალაქო პატრულირებას დაიწყებს. ​მისი თქმით, პატრულირებას მშვიდობიანი ფორმა ექნება, თუმცა არ გამორიცხავს, რომ რუსეთის მხრიდან შეიძლება იყოს გარკვეული პროვოკაციები, გატაცების სახით. დავით ქაცარავამ ასევე დაანონსა ახალი გადაცმა, რომელსაც „საოკუპაციო ზოლი“ ერქმევა. გადაცემა მაყურებელს სოციალური ქსელის მეშვეობით მიეწოდება. „მე გადავწყვიტე, რომ უნდა გავაქტიურდე, ყველაფერი უნდა გავაკეთო იმისათვის, რომ ეს სიტუაცია, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია, გარკვეულწილად შეიცვალოს. ვაკეთებთ სამოქალაქო პატრულირებას, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ჯგუფები ამ ეტაპისთვის ყოველდღიურ რეჟიმში გავლენ საოკუპაციო ზონაში და დააკვირდებიან რუს ოკუპანტებს. ჩვენი სამიზნე გახდებიან რუსეთის საოკუპაციო-საინჟინრო ქვედანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ ოკუპაციას. აქ საუბარია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიან ხერხებზე, არავითარი პროვოკაცია და საომარი მოქმედებები ჩვენი მხრიდან არ იგეგმება. ეს იქნება განგაშის ატეხვა. ჩვენ მაშინვე დავუკავშირდებით ჩვენი მართვის ცენტრს, რომელიც გადასცემს ინფორმაციას ჟურნალისტებს და დიპლომატიურ კორპუსს. ჩვენი მიზანია, ამით მაქსიმალური დისკომფორტი შევუქმნათ რუსეთის ჯარებს. ჩვენ ვაანონსებთ ჰიბრიდულ ომს, ანუ საინფორმციო ომს რუსეთთან. ჩვენი ვიცით რა რისკებთან გვაქვს საქმე. ვგულისხმობ, რომ შესაძლებელია ჩვენ გავხდეთ რუსეთის ჯარების სამიზნე. აქ არ ვგულისხმობ ლიკვიდაციას, იგულისხმება გადაღებები და სხვადახვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლა“, - განაცხადა დავით ქაცარავამ.
წაკითხვა
შემთხვევა
გორში ჭურვი იპოვეს - ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 22:52:00
გორში ამ წუთებში გამნაღმველები მუშაობენ. მდინარე ლიახვთან, ძველი ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ჭურვი იპოვეს. ჭურვი ერთ-ერთმა მოქალაქემ აღმოაჩინა და 112-ში დარეკა. გამნაღმველებმა ჭურვი ადგილზე გააუვნებელყვეს. არსებული ინფორმაციით, ჭურვი სასწავლო დანიშნულების იყო. 
წაკითხვა
საზოგადოება
მაშველებმა მახინჯაურსა და გონიოში ზღვიდან ორი ადამიანი გამოიყვანეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 22:52:00
მახინჯაურში მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი გადაარჩინეს. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ამის შესახებ საზოგადოებრივს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ზღვაში დაახლოებით კილომეტრ-ნახევრის მანძილზე შევიდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევის გარდა, გონიოში მაშველებმა ყაზახეთის მოქალაქე, 18 წლის ბიჭი გადაარჩინეს.
წაკითხვა
სპორტი
კარმელო ენტონის შეძენით ოკლაჰომა „სითი თანდერიც“ ინტერესდება
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 22:48:00
კარმელო ენტონის ტრანსფერთან დაკავშირებით სპეკულაციები გრძელდება. ოკლაჰომა „სითი თანდერის“ გენერალური მენეჯერის ასისტენტის, ტროი უიევერის განცხადებით, ენტონის ოკლაჰომაში გადასვლასთან დაკავშირებით, კლუბის და თავად კალათბურთელის საერთო ინტერესები ემთხვევა. აღსანიშნავია, რომ უივერი თავის დროზე „სირაკუზის“ უნივერსიტეტის ერთ-ერთი მწვრთნელი იყო. იმ პერიოდში ენტონი სწორედ ამ გუნდის ღირსებას იცავდა. ამერიკელი მიმომხილველების ვარაუდით, იმ შემთხვევაში, თუ კარმელო ოკლაჰომას აირჩევს, „სითი თანდერს“ სტივენ ადამსის ან ენეს კანტერის დათმობა მოუწევს. შეგახსენებთ, რომ ოკლაჰომამ, რამდენიმე დღის წინ ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, პოლ ჯორჯი გადაიყვანა ინდიანა „პეისერსიდან“. მანამდე, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკელი კალათბურთელი, ჰიუსტონ „როკეტსში“ გადასვლასთან არის ახლოს.
წაკითხვა
სამართალი
ადვოკატი - ქობულეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ პოლიციელს ბრალს სავარაუდოდ 25 ივლისს წაუყენებენ
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 22:39:00
პოლიციელ არჩილ დევრიშაძეს, რომელიც 21 ივლისს ქობულეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს, ბრალს სავარაუდოდ 25 ივლისს წაუყენებენ და იმავე დღეს იმსჯელებს სასამართლო მისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, თეიმურაზ ქავშბაიამ განაცხადა, რომელმაც დაკავებული უკვე მოინახულა ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორში. დევრიშაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და ამტკიცებს, რომ იარაღი გაუვარდა. მისივე თქმით, მოქალაქე რომან ქათამაძემ, რომელიც მას თავდასხმაში ადანაშაულებს, პროვოკაცია მოუწყო, რადგან პოლიციელმა ადრე ის დააკავა. „მე მოვინახულე დაკავებული. ის ბრალს არ აღიარებს. სავარაუდოდ მას ბრალი ოფიციალურად ხვალ წარედგინება და აღმკვეთ ღონისძიებაზეც, ჩემი ვარაუდით, სასამართლო ხვალვე იმსჯელებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ დაკავებული პოლიციელი ჯერ თანამდებობიდან არ გაუთავისუფლებიათ და არც მას დაუწერია განცხადება. ეს კითხვის ნიშნებს აჩენს და მნიშვნელოვანი არგუმენტი იქნება დაცვის მხარისთვის. დაკავებულ პოლიციელთან მიმართებით ანალოგიურ ფაქტს პირველად წავაწყდი“, - განაცხადა თეიმურაზ ქავშბაიამ. არჩილ დევრიშაძე სამართალდამცველებმა დღეს დააკავეს.
წაკითხვა
სპორტი
საქართველოს მოსწავლე მოკრივეთა ნაკრების წევრი ლაშა გაგნიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 22:24:00
საქართველოს მოსწავლე მოკრივეთა ნაკრების წევრი ლაშა გაგნიძე, რომელიც 52 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა. რუმინეთში, ქალაქ ვალცეაში მიმდინარე მოსწავლე მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალურ ბრძოლაში ლაშა გაგნიძემ ბულგარელი დანჩო სტეფანოვი მეორე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა და ფინალის საგზურთან ერთად მინიმუმ ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალურ ორთაბრძოლას გაგნიძე 25 ივლისს სომხეთის წარმომადგენლის, გორ მხითარიანის წინააღმდეგ გამართავს.
წაკითხვა
სპორტი
25 ივლისიდან ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ქართველი ძიუდოისტები იჭიდავებენ
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 22:17:00
უნგრეთის ქალაქ დიორში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე 25 ივლისს ძიუდოსტთა ტურნირი იწყება. ვაჟებში გამარჯვებულები 50 და 55, ხოლო გოგონებში 40 და 44 კგ წონით კატეგორიებში გამოვლინდება. ქართველთაგან ტატამზე პირველები გოგა ჩხაიძე (50კგ) და ბექა წიფიანი (55 კგ) გამოვლენ. 24 ივლისს გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ გოგა ჩხაიძის პირველი მოწინააღმდეგე ავსტრიელი ნიკოლას რეჩბერგერი იქნება, ბექა წიფიანი კი პირველ წრეში შვედ ემილ ჰენრიქსონს დაუპირისპირდება, წარმატების შემთხვევაში კი მისი მეტოქე კვიპროსელი ლოუკა ლოუკასი იქნება.ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სულ 12 ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს.
წაკითხვა
სპორტი
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი - ინტერი-ლიონი 1:0
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 22:12:00
ჩინეთის ქალაქ ნანკინში საერთაშორისო ჩემპიონთა თასის მორიგი შეხვედრა გაიმართა. ამ ტურნირზე თავიანთი პირველი მატჩი ჩაატარეს „ინტერმა“ და „ლიონმა“. გამარჯვება, მინიმალური ანგარიშით, მილანურმა კლუბმა მოიპოვა - 1:0. 75-ე წუთზე ჟოაო მარიომ საჯარიმოს ხაზთან დაასწრო მცველებს და ბურთი სტეფან იოვეტიჩს მიაწოდა, რომელმაც მშვიდად დაარტყა ზუსტად შორეულ კუთხეში. დარჩენილ 15 წუთში ფრანგებმა ანგარიშის გათანაბრება ვერ შეძლეს. გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:ინტერი: ჰანდანოვიჩი (პადელი, 46) - დ’ამბროზიო, მურილიო (შკრინიარი, 46), მირანდა, ნაგამოტო (ვალიეტი, 46) - გალიარდინი (კონდოგბია, 46), ბორხა ვალერო - კანდრევა (გაბრიელი, 46), ჟოაო მარიო, ედერი (პერიშიჩი, 46) - პინამონტი (იოვეტიჩი
წაკითხვა

უახლესი