საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

საზოგადოება
ყველაფერს გავაკეთებ, რომ ძალიან ძლიერი კონცერტი ჩავატარო - ქეთი მელუა საქართველოშია
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 19:48:00
ქეთი მელუა საქართველოშია. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ნახევარი საათის წინ დაეშვა. ქეთი მელუა საკუთარ ბენდთან ერთად ჩამოვიდა. მომღერალი „ბლექ სი არენაზე„ კონცერტს 23 ივლისს გამართავს.„ძალიან მიხარია ბათუმში რომ ჩამოვედი, რადგან ზაფხულობით ბავშვობაში სულ აქ ვიყავი. ჩამოვედი ჩემს ბენდთან ერთად."ბლექ სი არენაზე" ძალიან მაგარი კონცერტი უნდა იყოს, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ძალიან ძლიერი კონცერტი ჩავატარო“, - აღნიშნა მომღერალმა.ქეთი მელუა ხვალ, 22 ივლისს ბრიფინგს გამართავს. 
წაკითხვა
შემთხვევა
მაშველებმა რიონში 13 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 19:41:00
მაშველებმა მდინარე რიონში 13 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს. როგორც საზოგადოებრივს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ბიჭს ერთი კვირის განმავლობაში ეძებდნენ.მოზარდის ცხედარი მდინარემ ქუთაისის "ლიტოფონის ქარხნის" ხიდთან გამორიყა. 13 წლის გ.თ.14 ივლისს გაუჩინარდა. 
წაკითხვა
შემთხვევა
მამისაშვილის ქუჩაზე 300 კვ.მ. ფართი დაიწვა [ფოტოები]
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 19:14:00
თბილისში, მამისაშვილის ქუჩაზე ხანძრის შედეგად 300 კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ფოტოები შემთხვევის ადგილზეა გადაღებული. 
წაკითხვა
სასწრაფოდ
სპორტი
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საქართველოს 20 წლამდე კალათბურთელთა ნაკრები ხორვატიასთან დაძაბულ ბრძოლაში 3 ქულის სხვაობით დამარცხდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 19:05:00
რუმინეთში მიმდინარე ევროპის 20 წლამდე კალათბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან ანგარიშით 74-71 დამარცხდა. მეოთხედფინალური ეტაპის თამაში გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. იყო ეპიზოდი, როდესაც, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის გუნდი 9 ქულით დაწინაურდა, თუმცა ხორვატებმა მალევე გამოასწორეს მდგომარეობა. მატჩი ბოლო წამებამდე დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა, თუმცა ხორვატებმა ბოლო მეთხედში შეძლეს ჩვენი გუნდის დამარცხება.საქართველოს ნაკრებში საუკეთესო გოგა ბითაძე გახდა - 17 ქულა 11 მოხსნა, 2 პასი 2 დაფარება, ლევან ბაბილოძემ, ნიკა დარბაიძემ, ვილი ისიანმა და დავით ლომიძემ 12-12 ქულა დააგროვეს.
წაკითხვა
კულტურა
როგორ იქცა მოხუცი წყვილი სიყვარულის სიმბოლოდ - ფოტოამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 18:31:00
​რამდენიმე დღის წინ მედიაში მოხუცი წყვილის ფოტოები გავრცელდა. რუსი ფოტოგრაფის ირინა ნედიალკოვას ფოტოსესიამ სოციალური ქსელი მალევე მოიცვა. მოხუცი წყვილი სიყვარულის სიმბოლოდ იქცა. ფოტოებზე ელია და კარლ ფრედრიკსენი არიან აღბეჭდილები. მათი ფოტოები საკმაოდ რომანტიულია, კადრებზე წყვილის ემოციები და ერთმანეთის მიმართ თბილი დამოკიდებულება იგრძნობა."სიყვარულს ასაკი და დრო არა აქვს", - ასეთია სოციალური ქსელის მომხმარებლების შეფასება. გამოხმაურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ აღნიშული ფოტოები ბოლო დღეებში ყველაზე პოპულარულია. ​ფოტოგრაფი ირინა ნედიალკოვა საოჯახო და საბავშვო ფოტოგრაფად ითვლება. მოხუცი წყვილის გადაღების გამოცდილება აქამდეც ჰქონია, თუმცა ბოლო გადაღებით ნამდვილად მიზანში გაარტყა და შეძლო აუდიტორიისათვის საკუთარი თავი გაეცნო. 
წაკითხვა
საზოგადოება
შალვა ხუციშვილი - მომავალ წელს ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა სტატისტიკა მინიმუმ 50 პროცენტამდე შემცირდება
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 18:27:00
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის მოსაზრებით, გატარებული რეფორმებიდან გამომდინარე, მომავალ წელს, ავტოავარიის შედეგად გარდაცვლილთა და დაშავებულთა სტატისტიკის მინიმუმ 50 პროცენტიანი შემცირება უნდა იყოს.როგორც საზოგადოებრივს ხუციშვილმა განუცხადა, ქულების სისტემის შემოღების პარალელურად ადმინისტრირება გამკაცრდა."ქულებმა რაც მოგვცა და შედეგი რაც ვნახეთ, ისაა, რომ გარკვეული პრევენციაა ისეთ სამართალდარღვევაზე, რომელიც ყველაზე ხშირად ავარიის გამომწვევი მიზეზი იყო. კერძოდ, მობილურზე საუბარი, თუ ღერძულა ხაზის გადაკვეთა. ფაქტია, რომ სისტემა მუშაობს. საკმაოდ დადებითი შედეგები გვაქვს. ამასთან, პირველი აგვისტოდან კამერების დამონტაჟება დაიწყება, რომელიც ვიდეოანალიტიკური პროგრამებით აღჭურვილი იქნება. ვფიქრობთ, მომავალ წელს, გარდაცვლილთა და დაშავებულთა მინიმუმ 50 პროცენტიანი შემცირება უნდა გქონდეს. ქულების სისტემისა და ავტოსაგზაო შემთხევევების შედეგად დაშავებულთა მონიტორინგს ყოველდღიურად ვაწარმოებთ და სტაბილურია კლება მობილურზე საუბრის, ან რამდენიმე ისეთ სამართალდარღვევაზე, რომელიც ადრე უფრო მეტად პრობლემური იყო", - დასძინა ხუციშვილმა.
წაკითხვა
სამართალი
ქობულეთში სროლა იყო
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 18:22:00
ქობულეთში, რუსთაველის ქუჩის პირველ შესახვევში სროლა იყო. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ​ ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრების თქმით, სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა პოლიციელმა გაისროლა.შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე გენერალური ინსპექციის წარმომადგენლები იმყოფებიან და სიტუაციას სწავლობენ.გაისროლა თუ არა პოლიციელმა, ამის შესახებ შსს ინფორმაციას არ აკონკრეტებს.
წაკითხვა
საზოგადოება
გახდება თუ არა პეკინის ქუჩა ცალმხრივი - მერია საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ატარებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 18:15:00
თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახური პეკინისა და შარტავას ქუჩებზე  ცალმხრივი მოძრაობის შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვას ატარებს.  როგორც მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, პეკინის ქუჩის  სხვადასხვა მონაკვეთში მიმდინარე გამოკითხვაში მონაწილეობას იღებენ მოქალაქეები, რომლებიც სპეციალური კითხვარით  გათვალისწინებულ საკითხებზე თავიანთი მოსაზრებას გამოხატავენ. კითხვარი ითვალისწინებს მოსახლეობის აზრის დადგენას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პეკინის ქუჩის ნაწილობრივი გაცალმხრივება, ავტობუსების სავალი გზის შენარჩუნება ორივე მხარეს, ველობილიკის დამატება და საფეხმავლო გზის გაფართოება.როგორც მერიაში აცხდებენ, კვლევის შედეგები გათვალისწინებული იქნება პეკინისა და შარტავას ქუჩებზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესებაზე გადაწყვეტილების მიღების პერიოდში.
წაკითხვა
შემთხვევა
თბილისში, მამისაშვილის ქუჩაზე ხანძარია
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 18:06:00
თბილისში, მამისაშვილის ქუჩაზე ხანძარია. როგორც საზოგადოებრივს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. 
წაკითხვა
საზოგადოება
შსს მიიჩნევს, რომ ოჯახში ძალადობასა და კიბერდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით, პოლიციელები უნდა გადამზადდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 17:54:00
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, კიბერდანაშაული და ოჯახში ძალადობა როგორც ევროკავშირის ქვეყნებში, ასევე საქართველოშიც დანაშაულის ერთ-ერთი ის სახეა, სადაც გარკვეული ზრდა არის და ამ თვალსაზრისით რისკები არსებობს, რომ ის კიდევ გაიზრდება. როგორც ჟურნალისტებს ხუციშვილმა განუცხადა, უწყების ხედვა იმას ეფუძნება, რომ ყველა რეგიონში, პოლიციის თითოეულ დეპარტამენტში სათანადოდ მომზადებული ხალხი იყოს, როგორც ოჯახში ძალადობის პრევენციის კუთხით, ასევე კიბერდანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. "კიბერდანაშაულთან დაკავშირებით ცენტრალური პოლიციის დეპარტამენტში სპეციალური სამმართველოა, რომელიც ამ კუთხით მუშაობს, მაგრამ ეს არ გვაკმაყოფილებს და გვინდა, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებლობები გავზარდოთ. ასევე, ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით არასამთავრობოების შემოთავაზებაა, სპეციალური დანაყოფი შეიქმნას, მაგრამ ჩვენი პოზიციაა, რომ სპეციალური დანაყოფის შექმნის ნაცვლად, უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს მიმართული რეგიონის პოლიციელის თანამშრომელთა გადამზადებაზე", - აღნიშნა ხუციშვილმა.
წაკითხვა
პოლიტიკა
სახელმწიფო ჯილდოების კანონში ცვლილებები შედის - შოთა რუსთაველის სახელობისა და ეროვნული პრემიები გაიყოფა
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 17:52:00
ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობის სხდომაზე დასამტკიცებლად გამოვიდა სახელმწიფო ჯილდოების შესახებ კანონში ცვლილებათა პაკეტი. "ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს ჯილდოს ლიტერატურის დარგში, პროზის, პოეზიისა და პუბლიცისტიკის ისეთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებებისთვის, რომელიც შეიძენს და მიიღებს ეროვნულ აღიარებას, იყოს შესაძლებლობა, რომ წარდგენილი იქნას ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიაზე. ასევე იყოფა შოთა რუსთაველის სახელობის პრემი​ის და ეროვნული პრემიები. ვფიქრობთ, რომ შოთა რუსთაველის პრემია იყოს ლიტერატურის დარგში ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგებში, ხოლო მეცნიერებისთვის იყოს კონკრეტულად ეროვნული პრემია, რაც მეცნიერების მიმართულებით კიდევ უფრო წაახალისებს უმაღლესი ჯილდოსთვის ბრძოლას, მუშაობას და ჩვენი მეცნიერების განვითარებას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, კანონპროექტში ასევე გათვალისწინებულია ეროვნული გმირის ორდენზე ფულადი ჯილდოს ოდენობის გაზრდა.
წაკითხვა
საზოგადოება
ლიკანის პარკს ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია მიენიჭება
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 17:42:00
ლიკანის პარკს მიენიჭება ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია, რაც გულისხმობს იმას, რომ არსებული კომპლექსები, რომელიც პარკში მდებარეობს, რეაბილიტირდება და ჩვენი ქვეყნის წარმოსაჩენად იქნება ერთ-ერთი ულამაზესი ტურისტული მიმართულება, -განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე. „ამ მიმართულებით ბევრი რამ არის გაკეთებული, თუმცა ვფიქრობ, რომ ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიაში გადაყვანით, ჩვენ კიდევ უფრო გავამყარებთ პარკის სტატუსსაც და ლიკანი-ბორჯომის ეკონომიკური განვითარების კუთხით და იქ ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა პრემიერმა.
წაკითხვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი - ტერმინალის გაფართოების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტი ერთდროულად ექვს რეისს მოემსახურება
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 17:36:00
ტერმინალის გაფართოების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტი ერთდროულად ექვს რეისს მოემსახურება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მტავრობის სხდომაზე განაცხადა.გიორგი კვირიკაშვილის თქმით,  ტერმინალის გაფართოება, რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში, აეროპორტს მისცემს საშუალებას,  გაცილებით მეტ მგზავრს უფრო კომფორტულად მოემსახუროს.„ქუთაისის აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იწყება აგვისტოში - ტერმინალის გაფართოების პროექტი, რომელიც საშუალებას მისცემს ქუთაისის აეროპორტს ექვს რეისს მოემსახუროს ერთდროულად. ეს პროექტი რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში, რომელიც ითვალისწინებს სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას აეროპორტის ჭიშკრის წინ, ვფიქრობთ, ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას, გაცილებით უფრო კომფორტულად და უფრო მეტ მგზავრს მოემსახუროს“, -აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით,  მგზავრთა ნაკადი წლის დასაწყისიდან 92%-ით არის გაზრდილი, რაც ერთის მხრივ არის ვიზალიბერალიზაციის შედეგი, ხოლო მეორეს მხრივ, ტურიზმის მიმართულებით ძალისხმევის მნიშვნელოვანი შედეგი.
წაკითხვა
საზოგადოება
მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ამოქმედებიდან გამოიკვეთა ოთხი ყველაზე ხშირი სამართალდარღვევა
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 17:25:00
მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ეფექტიანობის შეფასების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელდა საგზაო მოძრაობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების სტატისტიკური ანალიზი. ე.წ. ქულათა სისტემის ამოქმედებიდან დაფიქსირებული მაჩვენებელი შედარებულ იქნა ქულათა სისტემის ამოქმედებამდე ერთ კვირიან პერიოდს. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ოთხი ყველაზე ხშირი სამართალდარღვევა: • მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა; • სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა; • ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა• ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა. სტატისტიკური ანალიზის შედეგები შემდეგია:24.06-30.2017 პერიოდის განმავლობაში მობილურით სარგებლობის მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 632  - 01.07. -07.07.2017 პერიოდში შემცირდა 319-მდე.24.06-30.2017 პერიოდის განმავლობაში ღერძულა ხაზის გადაკვეთის მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 407, - 01.07. -07.07.2017 პერიოდში შემცირდა 264-მდე.24.06-30.2017 პერიოდის განმავლობაში ღვედის გამოუყენებლობის მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 378, - 01.07. -07.07.2017 პერიოდში შემცირდა 375-მდე.24.06-30.2017 პერიოდის განმავლობაში ქვეითთა გადასასვლელზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მაქსიმალური მაჩვენებელი იყო 486, - 01.07. -07.07.2017 პერიოდში შემცირდა 406-მდე.ამასთან, თვალშისაცემია სამართალდარღვევათა შემცირების მზარდი ტენდენცია ქულათა სისტემის ამოქმედებიდან . თუ პირველ ივლისს დაფიქსირდა მობილური კომუნიკაციით სარგებლობის 319 შემთხვევა, 7 ივლისს აღირიცხა იგივე სამართალდარღვევის 187 ფაქტი.თუ პირველ ივლისს დაფიქსირდა უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობის 359 შემთხვევა, 7 ივლისს აღირიცხა იგივე სამართალდარღვევის 156 ფაქტი.თუ პირველ ივლისს დაფიქსირდა ღერძულა ხაზის გადაკვეთის 264 შემთხვევა, 7 ივლისს აღირიცხა იგივე სამართალდარღვევის
წაკითხვა
სამართალი
სუს-მა ქრთამის აღების ბრალდებით, აკაკი წერეთელი, ზაზა ზაზაშვილი და გიორგი ნარიმანიძე დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 16:40:00
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე თვითმმართველი თემი - თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ამავე საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი კომისიის თავმჯდომარე ზაზა ზაზაშვილი დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ზაზა ზაზაშვილი უცხო ქვეყნის მოქალაქეს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეალურ ღირებულებაზე ნაკლებ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნულ აუქციონში გამარჯვებაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით მოსთხოვა 30 000 აშშ დოლარის გადახდა. მათივე ინფორმაციით, ზაზა ზაზაშვილმა მის მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 15 000 აშშ დოლარი უცხო ქვეყნის მოქალაქეს ჩაარიცხინა საკუთარ საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დღესვე, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ქალაქ რუსთავის მერის წარმომადგენელი აკაკი წერეთელი და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციის ყოფილი სპეციალისტი გიორგი ნარიმანიძე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები საქართველოს მოქალაქეს ქ. რუსთავში მათ მიერვე შერჩეულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6008 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე სასტუმროს მშენებლობის ნებართვის აღებაში დახმარებას დაჰპირდნენ, რის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოითხოვეს 15 000 აშშ დოლარის გადახდა. ბრალდებულებმა აღნიშნულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვეს ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 7000 აშშ დოლარის ოდენობით, რის შემდეგაც ისინი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. ქრთამის სახით გადაცემული თანხა - 7000 აშშ დოლარი ამოღებულია ნივთმტკიცებად. გამოძიება ორივე საქმეზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწ
წაკითხვა
სპორტი
ევროპის XIV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს გუნდის გაცილების საზეიმო ცერემონია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 16:30:00
ევროპის XIV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს გუნდის გაცილების საზეიმო ცერემონია დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ოფისში გაიმართა.უნგრეთის ქალაქ დიორმა მასპინძლის ესტაფეტა 2015 წელს თბილისისგან მიიღო. წლევანდელი ფესტივალის პროგრამაში სპორტის 10 სახეობა არის შეტანილი, დიორში წარგზავნილი 33 ქართველი სპორტსმენი კი 7 სახეობაში მიიღებს მონაწილეობას. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს სამი ქართველი მსაჯი-  რუსუდან სიხარულიძე და ბესარიონ გამსახურდია სპორტულ ტანვარჯიშში, ხოლო მერაბ ლოსეურაშვილი - ძიუდოში მოემსახურება.ფესტივალი 23 ივლისს საზეიმოდ გაიხსნება. საქართველოს გუნდის მედროშე კი კადეტთა შორის ევროპის წლევანდელი ჩემპიონი ძიუდოისტი სოფიო სომხიშვილი იქნება.
წაკითხვა
პოლიტიკა
NDI - კონსტიტუცია, რომელსაც აკლია ოპოზიციური ძალების, პრეზიდენტის, არასამთავრობოთა მხარდაჭერა, შეამცირებს ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნის შესაძლებლობას, რომელსაც საზოგადოების ნდობა აქვს
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 15:55:00
კონსტიტუცია, რომელსაც აკლია ყველა ოპოზიციური ძალის, პრეზიდენტის, ბევრი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციისა და საზოგადოების მხარდაჭერა, ისეთი პოლიტიკური სისტემის შექმნის შესაძლებლობას შეამცირებს, რომელსაც საზოგადოების ნდობა აქვს, - აღნიშნულია ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის ანგარიშში, დელეგაციის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს დამტკიცების შემთხვევაში რამდენიმე მიმართულებით ექნება პირდაპირი და ირიბი გავლენა ადგილობრივ არჩევნებზე. "2017 წლის ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებამდე სულ რაღაც სამი თვით ადრე საქართველოს კონსტიტუცია, საარჩევნო და ადგილობრივი თვითმმართველობის კანონმდებლობა მნიშვნელოვანი ცვლილებების პროცესშია. ამ რეფორმებს, დამტკიცების შემთხვევაში, რამდენიმე მიმართულებით ექნება პირდაპირი და ირიბი გავლენა ადგილობრივ არჩევნებზე. არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ოპოზიციურმა პარტიებმა სამივე რეფორმის მიმდინარეობის პროცესი გააკრიტიკეს გამჭვირვალობისა და დაინტერესებულ მხარეთა სრული ჩართულობის ნაკლებობის გამო. კრიტიკის საგანს წარმოადგენდა ასევე ამ რეფორმების წამოწყება არჩევნების დღესთან ასე ახლოს. ამ ყველაფერმა ერთობლივად არჩევნების პროცესისადმი ნდობის საკითხზე შეიძლება გავლენა მოახდინოს", - აღნიშნულია ანგარიშში.როგორც დელეგაციის ანგარიშშია აღნიშნული, შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებები გენდერული თანასწორობას არ ითვალისწინებს. "საპარლამენტო მანდატების მხოლოდ 15 პროცენტი აქვთ ქალებს და საკრებულოებში მათი წარმომადგენლობა მხოლოდ 12 პროცენტია. 71 არჩეული მერიდან და გამგებლიდან მხოლოდ ერთია ქალი. ჯგუფები, როგორიცაა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფი, ინტენსიურ ადვოკატირების კამპანიას აწარმოებდნენ ისეთი საარჩევნო რეფორმების განსახორციელებლად, რომელიც პოლიტიკაში გენდერულ თანასწორობას უზრუნველყოფდა. საპარლამენტო და საკრებულოს პარტიულ სიებში გენდერული წარმომადგენლობის გასაზრდელად ნებაყოფლობითი ფინანსური წამახალისებელი ნორმა 2011 წელს დამკვიდრდა. თუმცა ეს ზომა არ აღმოჩნდა საკმარისი იმ მნიშვნელოვანი ბარიერების გადასალახავად, რასაც ქალები პოლიტიკაში აწყდებიან. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებისთანავე, საპარლამენტო უმრავლესობამ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი დაიწყო.  მიუხედავად იმისა, რომ საკონსტიტუციო რეფორმა პირდაპირ გავლენას არ ახდენს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პროცესი იყო წინააღმდეგობრივი და თითქმის ყველა დაინტერესებული მხარის მოსაზრების თანახმად, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა წინასაარჩევნო პოლიტიკურ გა
წაკითხვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს დღეს გადაუგზავნის
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 15:30:00
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებს დღეს გადაუგზავნის, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ განუცხადა. მისი თქმით, ალტერნატიული კანონპროექტი და მოტივირებული შენიშვნები, ჯამში 100 გვერდს მოიცავს. "ჩვენი პოზიციით წარმოდგენილი ცვლილებები  ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს აუარესებს. ეს არის ოცნების მიერვე დაწყებული რეფორმების უკან შეტრიალება და მიუღებელია მათი განხორციელება, განსაკუთრებით, როდესაც სულ სამი თვე არის დარჩენილი არჩევნებამდე. თვითმმართველობის კოდექსთან მიმართებაში, თვითმმართველობა ერთმევა 7 თვითმმართველ ქალაქს. ეს სტატუსი მას "ქართულმა ოცნებამ" მიანიჭა 2014 წელს, მშვენიერად იყენებდნენ და სწავლობდნენ საკუთარი თვის მართვას ეს ქალაქები", - განაცხადა ანა დოლიძემ. მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები ძალიან პრობლემურია, რადგანაც პარტიათა შორის უმეტესობა ემნიჯება მმართველ პარტიას."დღეს მმართველ პარტიას, უმრავლესობას ყავს მხოლოდ და მხოლოდ ერთი წევრი საარჩევნო ადმინისტრაციაში, ბუნებრივია ეს საკმაოდ ნეგატიურ ელფერს შესძენს საარჩევნო გარემოს და საარჩევნო პროცესს", - განაცხადა ანა დოლიძემ. გარდა ამისა, დოლიძემ ასევე აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი მმართველი გუნდი არ გაითვალისწინებს მოტივირებულ შენიშვნებს, ანა დოლიძის თქმით, სწორედ მმართველმა გუნდმა საკუთარ თავზე უნდა აიღოს პასუხისმგებლობა იმ მოსალოდნელ შედეგებზე, რაც შეიძლება კანონის მოქმედი რედაქციის ამოქმედებამ გამოიწვიოს. 
წაკითხვა
სამართალი
33 დეპუტატი პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საქმიანობის აკრძალვას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 15:29:00
პარლამენტის 33 დეპუტატი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, ლევან ბეჟაშვილი და სხვები) პოლიტიკური გაერთიანება „ცენტრისტების“ საქმიანობის აკრძალვას ითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლოში მათ მიერ წარდგენილ სარჩელთან დაკავშირებით განმწესრიგებელი სხდომა დღეს გაიმართა.მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ იმ პოლიტიკური გაერთიანების საქმიანობა, რომელიც გასული საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველს „რუსულ პენსიას“ ჰპირდებოდა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფი რუსული სამხედრო შენაერთების დაკანონებას ითხოვდა, მიმართულია საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ. ეს ქმედებები კი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის აკრძალვის კონსტიტუციური საფუძველია, რადგან ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 26-ე მუხლს, რომლის თანახმად „დაუშვებელია ისეთი საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანების შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს“.საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს. მოსამართლეებმა დღეს მხარეთა არგუმენტები მოისმინეს, განმწესრიგებელ სხდომაზე მოსმენილი არგუმენტების მიხედვით გადაწყვეტენ,  მიიღონ თუ არა წარმოებაში საკონსტიტუციო სარჩელი, ანუ დაიწყება თუ არა „ცენტრისტების წინააღმდეგ“ საქმის არსებითი განხილვა.განმწესრიგებელ სხდომაზე "ცენტრისტების" წარმომადგენლები არ გამოცხადებულან. საპარლამენტო არჩევნების წინ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარტიას რეგისტრაცია გაუუქმა.
წაკითხვა
პოლიტიკა
NDI - საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ, ბევრი მიღწევით იამაყონ
გამოქვეყნებულია: 2017-07-21 15:21:00
საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ბევრი მიღწევით იამაყონ, მათ შორის დინამიური პოლიტიკური გარემოთი და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ძლიერი მხარდაჭერით, - ამის შესახებ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საერთაშორისო სადამკვირვებლო დელეგაციის წევრებმა განაცხადეს, რომლებიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდნენ და საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს გაეცნენ.  როგორც დელეგაციის წევრები აცხადებენ, საქართველო ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მდიდარი დემოკრატიული მონაპოვრით უახლოვდება. "საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ბევრი მიღწევით იამაყონ, მათ შორის დინამიური პოლიტიკური გარემოთი და  ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ძლიერი მხარდაჭერით. თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში დელეგაცია ორ პარალელურ და განსხვავებულ საქართველოს - დიქოტომიას წააწყდა, რამაც შესაძლოა, პოლიტიკური პროცესებისადმი ნდობა შეარყიოს. პირველი, რომელიც დანახულია მმართველი პარტიის ქართული ოცნების ლიდერებისა და თანამდებობის პირების მიერ და მეორე, რომელიც დელეგაციასთან შეხვედრის დროს აღწერა ყველა სხვა ჯგუფმა: ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები და დამკვირვებლები, ყველა სხვა საპარლამენტო და არასაპარლმენტო პარტია და კანდიდატი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია და მედია ორგანიზაციები", - აცხადებენ დელეგაციის წევრები. მათივე განცხადებით, პირველი ჯგუფის მიხედვით, არსებობს მხოლოდ მცირე დემოკრატიული გამოწვევები, მედიისა და პოლიტიკური გარემოს თავისუფლება უზრუნველყოფილია, სასამართლო საქმეების განხილვა სწრაფად და მიუკერძოებლად ხდება და რეფორმები ყველა მხარის ჩართულობით ხორციელდება. "ყველა სხვა ჯგუფი, რომელსაც დელეგაცია შეხვდა, განსხვავებულ რეალობას აღწერს: მიმდინარეობს ძალაუფლების კონსოლიდაცია, დავების გადაწყვეტისას ხდება კანონის არათანაბარი და პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება, სამართლებრივი და საკონსტიტუციო რეფორმები ქართული ოცნების პოლიტიკურ ინტერესს ემსახურება, პარტიები და კანდი
წაკითხვა

უახლესი