საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მსოფლიო
ევროპის პარლამენტის ახალ პრეზიდენტად ანტონიო ტაიანი აირჩიეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 00:57:00
იტალიელი ანტონიო ტაიანი ევროპის პარლამენტის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 63 წლის ტაიანი იტალიის ყოფილი პრეზიდენტის სილვიო ბერლუსკონის სპიკერი და ევროკომისარი იყო. მან იტალიელი ჯანი პიტელა დაამარცხა და გერმანელ მარტინ შულცს ჩაანაცვლებს. ხმის მიცემის პროცედურა ოთხ ეტაპად ჩატარდა. პიტელასა და ტაიანის გარდა კიდევ ოთხი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, თუმცა ბოლო ეტაპზე მხოლოდ ორი კანდიდატი გავიდა.ტაიანიმ 351 ხმა მიიღო, ხოლო სოციალისტმა პიტელამ - 282. 
წაკითხვა
მსოფლიო
ვიეტნამელი ძმების გასაოცარი რეკორდი - 90 საფეხურის ავლა თავით-თავზე დგომით
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 00:45:00
ესპანეთის ქალაქ ხირონაში, ორმა ვიეტნამელმა ძმამ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ისინი ყველაზე მეტ საფეხურზე ისე ავიდნენ, რომ ერთი მათგანი მეორეს თავზე თავით ედგა. ცირკის წყვილმა — გიანგ ქუოკ ნგჰიეპმა და გიანგ ქუოკ კომ წმინდა მარიამის საკათედრო ტაძრის 90-საფეხურიანი კიბე თავით-თავზე, წონასწორობის დაცვით აიარეს.გასაოცარი სიძლიერისა და სტაბილურობის დემონსტრაციის დროს, ერთი მამაკაცი კიბეებზე ადის, მეორე კი თავდაყირა, მის თავზე დგას საკუთარი თავით.კიბის ბოლო საფეხურამდე მისაღწევად ძმებს 52 წამი დასჭირდათ. წინა მსგავსი რეკორდი ჩინელ წყვილს ეკუთვნის. მათ 2014 წელს მხოლოდ 25 საფეხური აიარეს.მოვლენას ესწრებოდა ქალაქ ხირონის მერი მარტა მადრენასი, რომელმაც ძმებს გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვედრა მიულოცა.გინესის მსოფლიო რეკორდებთან საუბრისას, ერთ-ერთმა ძმამ, გიანგ ქუოკმა აღნიშნა: „ამ ყველაფრის მისაღწევად ჩვენ 15 წელი დაგვჭირდა. ხანდახან ვფიქრობდი, რომ მეტს აღარ გავაგრძელებდი, მაგრამ არა, ჩვენ ვაგრძელებთ, წინ მივიწევთ და ვძლევთ ყოველგვარ შიშსა და საფრთხეს“.მისივე თქმით, მათი დამღლელი სავარჯიშო რეჟიმი სავსეა ინციდენტებით,  მიღებული აქვთ არაერთი დაზიანება.„მინდა მსოფლიოში ყველას დავუმტკიცო, რომ ადამიანის შესაძლებლობები შეუზღუდავია“, — ამბობს რეკორდსმენი.წყარო: guinnessworldrecords.com
წაკითხვა
კულტურა
რომელი ფილმები უნდა ნახოთ ოსკარების 89-ე ცერემონიამდე
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 00:22:00
2017 წლის ოსკარის ნომინანტი ფილმების ჩამონათვალი ცნობილი 24 იანვარს გახდება, თუმცა კინოკრიტიკოსები უკვე საუბრობენ იმ ფილმების შესახებ, რომლებიც, მათი აზრით, ამერიკული კინოაკადემიის პრესტიჟული ჯილდოს ნომინანტობას იმსახურებენ. ბუნებრივია, კინომანებსაც ეყოლებათ თავიანთი ფავორიტები და ოსკარზე წარსადგენი ფილმების სავარაუდო სიაც ექნებათ შედგენილი, თუმცა ბრიტანული გამოცემა metro.co.uk აქვეყნებს იმ მხატვრული ნამუშევრების ჩამონათვალს, რომლებიც, დიდი ალბათობით, ნომინანტთა სიაში იქნება და რომელთა ნახვასაც ოსკარების 89-ე ცერემონიამდე გირჩევთ.ლა ლა ლენდი2016 წლის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმი დემიენ ჩეიზელის მუსიკალური რომანტიკული კომედიური დრამაა, რომელიც მსახიობი ქალისა და ჯაზის მუსიკოსის შესახებ მოგვითხრობს. რაიან გოსლინგისა და ემა სტოუნის თაყვანისმცემლები ფილმით აღფრთოვანებას ვერ მალავენ. საინტერესოა, როგორ შეაფასებენ ნამუშევარს კინოკრიტიკოსები. „ლა ლა ლენდმა“ უკვე „ოქროს გლობუსზე“ შვიდი ჯილდო მიიღო. იმის გამო, რომ „ოქროს გლობუსის“ ცერემონიას „ოსკარების“ „რეპეტიციას“ უწოდებენ, დიდი ალბათობით, დენიელ ჩეიზელის ნამუშევარი ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების ტრიუმფატორი გახდება. Moonlight - მთვარის შუქი, გამოსვლის თარიღი 17 თებერვალი
წაკითხვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა: „რანაირად არის მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სინონიმი“
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 00:18:00
რანაირად არის მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სინონიმი, ამის პრეტენზია არ ჰქონია ილია ჭავჭავაძესაც კი და გუშინდელი საუბრიდან გამოვიდა, რომ ერთადერთი იდეა არის ერთი კონკრეტული ადამიანი, შინაარსისგან დაცლილი, - ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მერმა გიგი უგულავამ რუსთავი 2-ის გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა.  გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ მიხეილ სააკაშვილი საკუთარი ისტორიული ოდისეის წერაზეა გადასული, რომელსაც კავშირი აღარ აქვს ხალხზე ზრუნვასთან. მისი თქმით, გამოდის, რომ იდეა არ არის არც ევროპული საქართველო, არც ძლიერი კეთილდღეობა და არც ქვეყნის ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება.„ჩვენ ვემსახურებით საზოგადოებას, არ არსებობს შეუცვლელი ადამიანები. პოლიტიკურ ფორმაში არ არის, რადგან შეცდომას შეცდომაზე უშვებს. როგორ შეიძლებოდა გამარჯვების ზეიმი ოფისის დაბრუნებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ვერსად ვერაფერს იმარჯვებ და ამას აღნიშნავ”, - განაცხადა გიგი უგულავამ. დედაქალაქის ყოფილმა მერმა გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას აღნიშნა, რომ თბილისის მერობისათვის კენჭისყრას აღარ აპირებს. როგორც გიგი უგულავამ განაცხადა, ის არ იბრძვის დაბრუნებისათვის. მისი თქმით, მიდგომები შეიცვალა, საზოგადოებას კი წარსულში დაბრუნება არ სურს. უგულავა ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილსა და ”ნაციონალური მოძრაობის” უკვე ყოფილ წევრებს შორის განსხვავება ამ მიმართულებითაც არსებობს.“აქ არის განსხვავება ჩემსა და მიშას ხედვას შორის. მიშა ამას უყურებს, როგორც დაბრუნების პროექტს და მე ვამაყობ იმ ათი წლით, რომელიც ხელისუფლებაში ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეზე გული მტკივა. ერთი წუთით არ მინდა, რომ ჩვენ დავბრუნდეთ, დავბრუნდეთ წარსულში, რადგან დღეს საზოგადოებას აბსოლუტურად სხვა რამ სჭირდება”,- განაცხადა გიგი უგულავამ.
წაკითხვა
საზოგადოება
ავარია თბილისში - მსუბუქი ავტომობილი რამდენიმე გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 23:39:00
თბილისში ყაზბეგის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა და რამდენიმე ავტომობილი დაზიანდა, ამის შესახებ „მოამბის" ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება. დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს კლინიკის პრეს-სამსახურში განუცხადეს, პაციენტი მსუბუქად დაშავდა და მას, ამ ეტაპზე, სამედიცინო გამოკვლევები უტარდება.თვითმხილველმა „მოამბესთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ მსუბუქი ავტომობილი რამდენიმე გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა. მისი თქმით, სულ ოთხი მანქანა დაზიანდა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
წაკითხვა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ესპანეთის მეფე ფელიპე VI-ს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 23:32:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ესპანეთის მეფის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ტურიზმის საერთაშორისო გამოფენა იყო, რომელიც მადრიდში ხვალ იხსნება. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის ინდუსტრიაზე, როგორც უმნიშვნელოვანეს სოციალურ-ეკონომიკურ სექტორზე. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შეხვედრისას საქართველოს მზარდ ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2016 წელს, ქვეყანას 6,4 მილიონი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, ხოლო ტურიზმისგან მიღებულმა შემოსავალმა 2 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. შეხვედრას, რომელიც "ელ პარდოს" სასახლეში გაიმართა, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი დაესწრო.შეხვედრის შემდეგ, სამეფო სასახლეში, 2017 წლის მდგრადი ტურიზმის განვითარების საერთაშორისო წლად გამოცხადებასთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს პოლიტიკური და ეკონომიკური წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა განცხადება გააკეთა, რომელშიც საქართველოს შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა.მისი თქმით, საქართველო არის ბრენდი, რომელიც ულამაზესი ქვეყანასა და შესანიშნავ ხალხთან ასოცირდება.სტუმრებს სიტყვით მიმართა ესპანეთის მეფე ფელიპე VI-მ და წარმატებები უსურვა" - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წაკითხვა
მსოფლიო
ნიგერიულმა საჰაერო ხომალდმა შეცდომით მოქალაქეებზე მიიტანა იერიში - დაღუპულია 50 ადამიანი
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 22:07:00
ნიგერიული საჰაერო ხომალდის იერიშის შედეგად 50 სამოქალაქო პირი გარდაიცვალა და 100-ზე მეტი დაშავდა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. „წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის მათი ორგანიზაციის ექვსი თანამშრომელია. შემთხვევა ნიგერია-კამერუნის საზღვართან მოხდა, სადაც ქვეყნის არმია ტერორისტულ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ ებრძვის.როგორც არმიის სპიკერმა განაცხადა, საჰაერო ხომალდის მფრინავს შეცდომა მოუვიდა და ამბოხებულების ნაცვლად სამოქალაქო პირებზე მიიტანა იერიში. 
წაკითხვა
მეცნიერება/ტექნოლოგიები
ასტრონომებმა ვენერას ატმოსფეროში მასიური „ამოზნექილობა“ შენიშნეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 21:55:00
პლანეტა ვენერას ატმოსფეროს ზედა ფენაში, ასტრონომებმა რკალის ფორმის მასიური „ამოზნექილობა“ შენიშნეს. მკვლევართა ჯგუფი ამჟამად ცდილობს ახსნას თუ როგორ გაუძლო მან გოგირდმჟავას ღრუბლებს, რომლებიც უფრო ჩქარა ბრუნავს, ვიდრე თავად პლანეტა.მკვლევართა მოსაზრებით, ეს უცნაური, 10 000 კმ სიგრძის სტრუქტურა შესაძლოა წარმოქმნილი იყოს გრავიტაციის იმ უდიდესი ტალღის შედეგად, რაც კი ოდესმე მზის სისტემაში დაფიქსირებულა; თუმცა, არსებობს ერთი პრობლემა — როგორც მეცნიერები ფიქრობენ, გრავიტაციის ტალღებს ატმოსფეროს ასეთი ზედა ფენაში მსგავსი რამის ფორმირება არ შეუძლია. ვენერას ჩრდილოეთიდან სამხრეთ პოლუსამდე გადაჭიმული მასიურ ტალღა, რომელსაც ზემოთ მოცემულ ინფრაწითელ ფოტოზე ხედავთ, გასული წლის დეკემბერში იაპონურმა ზონდმა „აკაცუკიმ“ დააფიქსირა.ოთხი დღის განმავლობაში, იგი დომინირებდა პლანეტის უკიდურესად ცხელ და მჭიდრო ატმოსფეროში, ზედაპირიდან 65 კმ-ის სიმაღლეზე, მიუხედავად იმისა, რომ ვენერაზე 359 კმ/სთ სიჩქარის ქარები ქრის.თუმცა შემდეგ, ღრუბლებს ზემოთ იგი ისევე უკვალოდ გაქრა, როგორც წარმოიქმნა.მაშინ, როდესაც იაპონური ხომალდი ტალღების ხელახლა გამოჩენას მოთმინებით ელის, მსგავსი სტრუქტურები თავისი ათწლიანი მისიის მანძილზე რამდენჯერმე აქვს დაფიქსირებული ევროპის მისია Venus Express-ს. ამჯერად, მეცნიერები ამ განსაკუთრებული ფენომენის ამოხსნას ცდილობენ.ხომალდ აკაცუკის უკან მდგომი ჯგუფის განცხადებით, ყველა მტკიცებულება მიუთითებს იმაზე, რომ ამოზნექილობა მიეკუთვნება მასიურ გრავიტაციის ტალღას, რაც მაშინ ხდება, როდესაც აირადი ნივთიერება, მაგალითად სითხე, გაზი ან პლაზმა ეკვილიბრუმის პოზიციიდან ვარდება.მათი აზრით, ვენერას გოგირდმჟავის ქარების ინტენსიური სიჩქარისა და ფორმების გათვალისწინებით, ერთადერთი სტრუქტურა, რომელსაც შეეძლო ამ ყველაფრისთვის გაეძლო, არის მასიური გრავიტაციის ტალღა — მიუხედავად იმისა, რომ მისი ამ ზომამდე გაზრდა მანამდე არავის წარმოედგინა.„ამჟამინდელი კვლევა აჩვენებს სტაციონარული გრავიტაციის ტალღების არსებობის პირდაპირ მტკიცებულებას; გარდა ამისა, ასევე ირკვევა, რომ გრავიტაციის  ასეთმა სტაციონარულმა ტალღებმა შესაძლოა ძალიან დიდი მასშტაბები მიიღოს — ალბათ ყველაზე დიდი, რაც კი ოდესმე შემჩნეულა მზის სისტემაში“, — იუწყება ჯგუფი. რამდენადაც მჟავის ეს ღრუბლები სწრაფად მოძრაობს, იმდენად ნელია პლანეტის ბრუნვა — ვენერას ერთი დღე
წაკითხვა
კულტურა
ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე - მზადება შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალური ეტაპისთვის
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 21:25:00
მზადება შიდაშესარჩევი კონკურსის ფინალური ეტაპისთვის - 20 იანვარს გახდება ცნობილი, ვინ წარადგენს საქართველოს ევროვიზიაზე.საერთაშორისო კონკურსს წელს კიევი უმასპინძლებს. ევროვიზიაზე საქართველო უკვე მეათედ მიიღებს მონაწილეობას.
წაკითხვა
მსოფლიო
თურქეთში ახალი წლის ღამეს მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი დააკავეს
განახლებულია: 2017-01-17 21:22:00
თურქეთში ახალი წლის ღამეს მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი დააკავეს. მთავარი ეჭვმიტანილი უზბეკეთის მოქალაქეა, რომელმაც დაკითხვაზე დანაშაულის ჩადენა უკვე აღიარა. თურქი სამართალდამცველები დაკავებული პირის სავარაუდო მოკავშირეების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ. თურქეთის ხელისუფლება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობს. 
წაკითხვა
მსოფლიო
ბელარუსში ყინვას 47 ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 21:22:00
ბელარუსში ყინვას  47 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა ელენა სავკომ განაცხადა. მისივე თქმით, დაღუპულთა უმრავლესობა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სულ, ბოლო 2 თვის განმავლობაში, კლინიკებში გაყინვის ნიშნებით 1200-მდე ადამიანი მოხვდა. 230 მათგანს სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა.
წაკითხვა
მსოფლიო
პუტინმა ტრამპის წინააღმდეგ ყალბი ცნობების გამავრცელებლები მეძავებს შეადარა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 21:17:00
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ყალბი ცნობების გამავრცელებლები მეძავებს შეადარა. კრემლის ლიდერი აცხადებს, რომ ტრამპის წინააღმდეგ აგორებული სკანდალის არ სჯერა. პუტინის ფიქრობს, რომ გარკვეულ ძალებს არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ძირის გამოთხრა სურთ და ვაშინგტონში “კიევის მაიდანის” განმეორებას გეგმავენ. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ რუსეთში არსებულ კომპრომატებს რუსეთის პრეზიდენტმა აშკარად ყალბი ცნობა უწოდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულ სპეცსამსახურებს ტრამპზე სექსუალური სახის კომპრომატები აქვთ, რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა. 
წაკითხვა
მსოფლიო
იგორ დოდონი: მოლდოვამ შესაძლოა 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ანულირება მოახდინოს
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 21:10:00
მოლდოვამ შესაძლოა 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ანულირება მოახდინოს და სანაცვლოდ ევრაზიულ კავშირთან ითანაშმრომლოს, – ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა მოსკოვში ვიზიტის დროს გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, უახლოეს რამდენიმე კვირაში ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. "იმისთვის, რომ ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობის კუთხით მომდევნო ნაბიჯი გადავდგათ, საჭირო იქნება რამდენიმე შეთანხმების, მათ შორის 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტის გადახედვა,  შესაძლოა ანულირებაც“, აცხადებს მოლოდოვის პრეზიდენტი. მისი თქმით,  ევროკავშირთან გაფორმებულმა შეთანხმებამ მოლდოვას სარგებელი არ მოუტანა. ქვეყანამ დაკარგა რუსული ბაზარი და ასევე შემირდა ექსპორტი ევროკავშირთან. გარდა ამისა დოდონმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა, განიხილოს იმის შესაძლებლობა რომ მოლდოვამ ევრაზიულ კავშირში დამკვირვებლის სტატუსი მიიღოს
წაკითხვა
რეგიონები
კურორტ "გოდერძის" შემდეგ "მოამბე" სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული ვითარებით ინტერსდება
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 21:02:00
კურორტ "გოდერძის" შემდეგ "მოამბე" სვანეთის სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებული ვითარებით ინტერსდება. "მოამბის" გადამღები ჯგუფი ამჯერად თეთნულდზე ავიდა, სადაც სეზონი 25 დეკემბერს გაიხსნა. ადგილზე ვიზიტორების სიმრავლეა -დამსვენებლების უსაფრთხოებაზე 15 მაშველი და მოთხილამურე პატრული ზრუნავს. სეზონის გახსნიდან დღემდე მოთხილამურეთა მსუბუქი დაშავების მხოლოდ ექვსი შემთხვევა ფიქსირდება.  
წაკითხვა
კრიმინალი
ყაჩაღობა თბილისში - დაკავებულია ორი ადამიანი
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 20:59:00
ტაქსის დაყაჩაღებისთვის 1995 წელს დაბადებული ორი პირი დააკავეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში საზოგადოებრივ მაუწყებელს განუცხადეს, შემთხვევა დღეს ავლაბარში, წურწუმიას ქუჩაზე მოხდა. უწყების ცნობით, ორივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. 
წაკითხვა
საზოგადოება
არასამთავრობო ორგანიზაციები სვანეთში ძაღლების ჩხუბის ფაქტს აპროტესტებენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 20:57:00
სწორედ ცხოველთა უფლებების დაცვას მიეძღვნა მთავრობის ადმინისტრაციასთან მოწყობილი საპროტესტო აქცია. არასამთავრობო ორგანიზაციები სვანეთში ძაღლების ჩხუბის ფაქტს აპროტესტებენ და ხელისუფლებას რეაგირებისთვის მიმართავენ. უფლებადამცველები მთავრობისგან  სისხლის სამართლის კოდექსის 259- ე მუხლის გამკაცრებას ითხოვენ, რომელიც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს. 
წაკითხვა
ეკოლოგია/გარემო
მტაცებლებთან დაკავშირებული საჩივრების გამო, პარლამენტი ახალ საკანონმდებლო რეგულაციაზე იწყებს მუშაობას
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 20:56:00
მტაცებლებთან დაკავშირებული საჩივრების გამო, პარლამენტი ახალ საკანონმდებლო რეგულაციაზე იწყებს მუშაობას. პროექტის მიხედვით, უნდა განისაზღვროს იმ მგლების რაოდენობა, რომელთა ლიკვიდირებაც საჭირო იქნება. საკანონმდებლო ორგანოს რეგიონებში მცხოვრებმა იმ მოქალაქეებმა მიმართეს, რომლებიც მგლების რაოდენობის ზრდასა და შინაურ ცხოველებზე გახშირებულ თავდასხმებზე საუბრობენ. თუმცა მგლების რაოდენობის მატებას არ ადასტურებს და შესაბამისად საკანონმდებლო ცვლილებებსაც მხარს არ უჭერს გარემოს დაცვის სამინისტრო. რეგულაციების გამკაცრებას ეწინააღმდეგებიან ცხოველთა უფლებების დამცველებიც. 
წაკითხვა
საზოგადოება
განათლების მინისტრის გაფრთხილება საჯარო სკოლების დირექტორებს - რას ითხოვს ალექსანდრე ჯეჯელავა
განახლებულია: 2017-01-17 20:52:00
განათლების მინისტრის გაფრთხილება საჯარო სკოლების დირექტორებს - ალექსანდრე ჯეჯელავა სასწავლო დაწესებულებების ხელმძღვანელთა მიმართ სანქციების გამოყენებას არ გამორიცხავს. ეს იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში სანიტარიული ნორმები არ იქნება დაცული. დირექტორების ერთი ნაწილი დღეს მინისტრმა საპირფარეშოებში არსებული მდგომარეობის გამო გააკრიტიკა და მათ აუთვისებელი საბიუჯეტო თანხებიც შეახსენა. ადრესატები შენიშვნას არ იღებენ.
წაკითხვა
საზოგადოება
ბავშვთა პირველი ჰოსპისი საქართველოში
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 20:46:00
სამწლიანი მშენებლობა დასრულდა - საქართველოში ბავშვთა პირველი ჰოსპისი გაიხსნა. ცენტრი მძიმე სენით დაავადებულ ბავშვებს მოემსახურება, მიზანი პატარებისთვის სათანადო პირობების შექმნა და მდგომარეობის შემსუბუქებაა. თბილისში მდებარე შენობა თანამედროვე ინფრასტრუქტურითაა აღჭურვილი, ჰოსპისი 24 საათის განმავლობაში იმუშავებს. 
წაკითხვა
საზოგადოება
„ახალი ერთობა საქართველოსთვის” - კიდევ ერთი საზოგადოებრივი მოძრაობა დაფუძნდა
განახლებულია: 2017-01-17 20:42:00
ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია - დაფუძნდა “ ახალი ერთობა საქართველოსთვის”, რომლის მიზნებს შორისაა არსებული რეალობის შეცვლა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ რეალობაში თვისობრივად განსხვავებული სტრუქტურის შექმნა. დამფუძნებლების თქმით, გაერთიანებასთან თანამშრომლობა შეეძლება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, სამოქალაქო აქტივისტებს, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორანიზაციების წარმომადგენლებს, გამონაკლისი მხოლოდ პრორუსული პოლიტიკური ძალებია. 
წაკითხვა

უახლესი