საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

მეცნიერება/ტექნოლოგიები
5 კმ სიმაღლის ცათამბჯენი, რომელიც სმოგს შეჭამს - ინჟინერთა ახალი გეგმები
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 19:55:00
მართალია, 2017 წელი სულ ახლახან დადგა, მაგრამ ერთ-ერთი კომპანია უკვე მომავალში, 45 წლით წინ იყურება.ინოვაციური საინჟინრო კომპანია Arconic-ი გეგმავს ააშენოს 4,8 კმ სიმაღლის ცათამბჯენი მასალებისგან, რომელთა შემუშავებაც ამჟამად მიმდინარეობს ან უკვე ხელმისაწვდომია. შენობას ექნება სმოგის მჭამელი ზედაპირი და დასაკეცი აივნები.ცათამბჯენის აშენება 2062 წლისთვისაა დაგეგმილი. Arconic-ის ინჟინრები ფუტურისტებთან ერთად მუშაობენ, რათა წარმოიდგინონ ის ტექნოლოგიები, რომლებიც რამდენიმე ათწლეულის შემდეგ ყველაზე გამოსადეგი იქნება.კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, შერი მაკ-კლერის განცხადებით, ყველაზე ამაღელვებელი პროექტია EcoClean, სპეციალური ფენა, რომელიც შენობებს მიმდებარე არის თვითგასუფთავებაში დაეხმარება.მისივე თქმით, ეს ტექნოლოგია პირველად 2011 წელს შემუშავდა და ტრადიციულ ვიტრაჟებიან ფანჯრებთან შედარებით, ბევრი უპირატესობა გააჩნია.EcoClean-ი ასევე გამოიყენებს სინათლესა და წყლის ორთქლს, რომლებიც საღებავებთან შერევით წარმოქმნიან თავისუფალი რადიკალების სახელით ცნობილ ატომებს.ეს თავისუფალი რადიკალები ჰაერიდან დამაბინძურებლებს მიიზიდავს და ჭუჭყთან და ჭვარტლთან ერთად შენობის გასწვრივ ჩამორეცხავს, ზუსტად ისე, როგორც მკვდარ კანს.შედეგი კი ის იქნება, რომ შენობები სუფთა ჰაერთი იქნება გარსშემორტყმული.მეორე ინოვაცია თავად ფანჯრებს ეხება. მათ ახალ დიზაინს Bloomframe უწოდეს. ეს გახლავთ მოტორიზებული ფანჯრები, რომლებიც ერთ წუთში მინის აივნებად გარდაიქმნება. Arconic-მა ტექნოლოგია მთელი მსოფლიოს მასშტაბით უჩენა სხვადასხვა სავაჭრო შოუზე. კომპანიის პრეს-სპიკერის განცხადებით, ეს ტექნოლოგია ბაზარზე „უახლოეს მომავალში“ შევა.ცალკე ფანჯრებსა და ცალკე აივნებში  ორმაგი ფულის ხარჯვის ნაცვლად, Arconic-ს სურს შექმნას მოქნილი მასალები, რომელთაც შეეძლებათ შენობები უფრო მეტ რამედ აქციონ, ვ
წაკითხვა
სპორტი
რა იმალება #NBAvote Zaza Pachulia-ს მიღმა - გაიგე მეტი!
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 16:19:00
წაკითხვა
მეცნიერება/ტექნოლოგიები
უიშვიათესი, ლალისფერი ზღვის დრაკონი კამერამ პირველად დააფიქსირა
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 23:22:00
დასავლეთ ავსტრალიის ღრმა წყლებში, პირველად დააფიქსირეს ზღვის დრაკონის ის უიშვიათესი სახეობა, რომელიც აქამდე მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატებში იყო წარმოდგენილი.მკვლევრები ორ ლალისფერ ზღვის დრაკონს 30 წუთის განმავლობაში აკვირდებოდნენ; აღმოაჩნეს ახალი დეტალები მათი ანატომიის, საცხოვრებლისა და ქცევის შესახებ.დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის, დასავლეთ ავსტრალიის მუზეუმისა და სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტის მკვლევრებმა, რეჩერჩის არქიპელაგის სიახლოვეს, 50 მეტრი სიღრმის წყალში დისტანციურად მართვადი მოწყობილობა გამოიყენეს.შეგიძლიათ იხილოთ გადაღებული ვიდეო:უკანასკნელი აღმოჩენები ადასტურებს, რომ ლალიზფერ ზღვის დრაკონებს არ აქვთ ფოთლების მსგავსი წანაზარდები — მახასიათებლები, რომლებითაც მეცნიერთა აზრით, ისინი სხვა ორი ცნობილი სახეობისგან — ჩვეულებრივი და ფოთლებიანი დრაკონებისგან უნდა ყოფილიყვნენ განსხვავებული.  ორივე მათგანი ფოთლისებრ წანაზარდებს კამუფლაჟის მიზნით იყენებს ზღვის წყალმცენარეებში, სადაც ისინი ბინადრობენ.ზღვის დრაკონები ზღვის ცხენებს ენათესავებიან.მკვლევართა აზრით, ლალისფერმა ზღვის დრაკონმა ფოთლისებრი დამანატები ევოლუციის შედეგად დაკარგა, წითელი შეფერილობა კი კამუფლაჟის როლს თამაშობს ღრმა, პირქუშ წყლებში, სადაც ის ბინადრობს.მკვლევართა განცხადებით, დასავლეთ ავსტრალიის სამხრეთ წლებში ჯერ კიდევ ბევრი რამაა აღმოსაჩენი.მ
წაკითხვა
პოლიტიკა
„ენ-დი-აის“ კვლევის შედეგები და პოლიტიკოსების შეფასებები
განახლებულია: 2017-01-16 18:01:00
საქართველოს საგარეო პოლიტიკურ კურსზე მოქალაქეთა პოზიცია, რომელსაც „ენ-დი-აი“ მორიგი გამოკითხვის საფუძველზე აქვეყნებს, შეფასებების ერთ-ერთი მთავარი თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ოპოზიციაში საგანგაშოდ მიაჩნიათ მონაცემი, რომლის მიხედვით, ნატო-ში ინტეგრაციის მომხრეთა რიცხვი შემცირებულია. ხელისუფლების ოპონენტები საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს, ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას და რუსული პროპაგანდის გაძლიერებას უკავშირებენ. კონკრეტულად რა მონაცემებს აქვეყნებს „ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ თბილისის ოფისი და როგორ ეხმაურება გამოკითხვის მონაცემებს მმართველი გუნდი? გურამ როგავა გვერთვება დეტალებით
წაკითხვა
მსოფლიო
ავსტრალიაში დედამ სამი შვილის მკვლელობა აღიარა
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 14:22:00
ავსტრალიაში დედამ სამი შვილის მკვლელობა აღიარა. მან ისინი მანქანით ტბაში შეიყვანა და დაახრჩო.37 წლის დედამ, 2015 წელს 4 შვილი მანქანით ტბაში შეიყვანა. დაიღუპა 1 წლის ბოლი და ორი, 4 წლის ტყუპი - ჰანგერი და მადიტი. მეოთხე, 6 წლის ალუალი გადარჩა. შემთხვევა სამხრეთ-დასავლეთ მელბურნში მოხდა. უზენაესმა სასამართლომ მას ბრალი მკვლელობისათვის და მკვლელობის მცდელობისათვის წაუყენა.ქალი სამხრეთ სუდანიდანაა. ის ავსტრალიაში საცხოვრებლად 2008 წლის სექტემბერში გადავიდა.ფოტო შემთხვევის ადგილიდანდედა შვილების დაკრძალვაზებავშვების მამა, შვილების დედას საოცარ და თბილ დედად აღწერს. იგი გაკვირვებულია მომხდარით.წყარო: BBC 
წაკითხვა
საზოგადოება
შსს-მ ძაღლების ჩხუბის ორგანიზებაზე გამოძიება დაიწყო
განახლებულია: 2017-01-16 20:41:00
ძაღლების ჩხუბის ორგანიზებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. საქმე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხება, რომელშიც მოქალაქეთა ჯგუფი ნაგაზებს აჩხუბებს. ფაქტს საზოგადოების ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ინტერნეტში ცხოველების უფლებადამცველები საპროტესტო აქციის ორგანიზებასაც გეგმავენ. მანანა გიგინეიშვილის რეპორტაჟი.
წაკითხვა
მეცნიერება/ტექნოლოგიები
„ჰაბლმა“ უცნაურად მსუბუქი ცენტრალური შავი ხვრელი გადაიღო
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 00:33:00
ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გადაღებული ფოტოს ცენტრში ასახულია ქალწულის თანავარსკვლავედში მდებარე ულამაზესი სპირაპური გალაქტიკა RX J1140.1+0307, რომელიც მეცნიერთათვის საინტერესო გამოცანად რჩება. ერთი შეხედვით, იგი ნორმალურ სპირალურ გალაქტიკას წააგავს, ირმის ნახტომის მსგავსს, თუმცა პირველმა შეხედვამ შესაძლოა მოგატყუოთ!ირმის ნახტომს, სხვა დიდი გალაქტიკების მსგავსად, ცენტრში სუპერმასიური შავი ხვრელი აქვს, თუმცა ზოგიერთი გალაქტიკის ცენტრში განთავსებულია უფრო მსუბუქი, საშუალო მასის შავი ხვრელი. სწორედ ასეთ გალაქტიკებს მიეკუთვნება  RX J1140.1+0307 — მას ცენტრში გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე მსუბუქი შავი ხვრელი, რაც კი მკვლევართათვის ცნობილია რომელიმე გალაქტიკის კაშკაშა ბირთვის შემთხვევაში. ამ განსაკუთრებული გალაქტიკის გამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ გათვლები არ ემთხვევა. ასეთ შედარებით დაბალ მასას ცენტრალური შავი ხვრელისთვის ვერ ხსნის ვერც ობიექტიდან გამოსხივების მოდელი, არ შეინიშნება დაკვირვებადი სპექტრი.ევროპის კოსმოსური სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლოა საქმე გვქონდეს შავი ხვრელის გარშემო არსებულ შეზრდის დისკის შიდა და გარე ნაწილებს შორის ურთიერთქმედების სხვა მექანიზმზე. მომზადებულია phys.org-ის მიხედვით
წაკითხვა
სამართალი
მმართველი გუნდი და ოპოზიცია NDI-ის კვლევის საგარეო ნაწილზე ვერ თანხმდება
განახლებულია: 2017-01-16 20:07:00
მმართველი გუნდი და ოპოზიცია „ენ-დი-აის“ მიერ ჩატარებული კვლევის საგარეო ნაწილზეც ვერ თანხმდება. ოპონენტები ხელისუფლებას რუსული პროპაგანდის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. არგუმენტად გამოკითხვის ის ნაწილი სახელდება, რომლის მიხედვით, ნატო-ში ინტეგრაციის მსურველთა რიცხვი, მარტთან შედარებით მცირედით შემცირდა. გამოკითხულებს ჰკითხეს რუსეთთან ურთიერთობაზე და ევროკავშირში გაწევრიანების პერპექტივაზეც. პოლიტიკური შეფასებების მოსმენის დროს, დღეს, „მოამბის“ ჟურნალისტები მმართველი პარტიის ერთ-ერთი წევრის კრიტიკის სამიზნეები გახდნენ.  გურამ როგავა თემის დეტალებით.
წაკითხვა
საზოგადოება
საჯარო სკოლებში სპორტის გაკვეთილები სავალდებულო ხდება
განახლებულია: 2017-01-16 20:48:00
სიახლეა საჯარო სკოლებშიც. სასწავლო დაწესებულებებში სპორტის გაკვეთილები სავალდებულო ხდება. მიზანი მოსწავლეებს შორის ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციაა. შესაბამისი პროგრამების მომზადებაში სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციებიც ჩაერთვებიან. ლიზა ზუბაშვილის რეპორტაჟი.
წაკითხვა
საზოგადოება
სტუდენტების დაფინანსების საგრანტო სისტემა შეიძლება შეიცვალოს
განახლებულია: 2017-01-16 20:44:00
სტუდენტების დაფინანსების საგრანტო სისტემა შეიძლება შეიცვალოს. საკითხს განათლების სამინისტრო ამუშავებს. ცვლილება დაფინანსების მიღების წესს შეეხება. თუ აქამდე, ის, ეროვნული გამოცდების შედეგზე იყო მიბმული, ცვლილების გატარების შემთხვევაში, უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების დაფინანსება მათ ყოველწლიურ აკადემიურ მოსწრებაზე იქნება დამოკიდებული. მარიამ აფციაური თემის დეტალებით. 
წაკითხვა
პოლიტიკა
სააკაშვილი უგულავაზე: ის რომ ჩემ გამო დაისაჯა, არ არის საკმარისი მიზეზი ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლო დამსჯელზე
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 23:44:00
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას უხარია რომ თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა თავისუფალია.როგორც სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, უგულავა და სხვა ყოფილი ხელისუფლების ლიდერები მის გამო დაისაჯნენ.თუმცა, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ის, რომ გიგი უგულავა „მის გამო დაისაჯა, არ არის საკმარისი მიზეზი, მასზე უფრო გაბრაზდეს, ვიდრე უსამართლო დამსჯელზე“. „ადამიანურად ძალიან მიხარია, რომ ის არის გარეთ. ახალგაზრდა ადამიანი, ჯან-ღონით აღსავსე რამდენიმე წლით გაამწესეს საპატიმროში მხოლოდ იმისათვის, რომ რაც შეეძლო და როგორც შეეძლო თავისი უნარების ფარგლებში, მეხმარებოდა თბილისის განვითარებასა და წინსვლაში.ამისთვის ვარ მისი მადლობელი და მიმაჩნია უკიდურეს უსამართლობად მისი დასჯა ამისთვის.ისიც ვიცი, რომ ის ძირითადად ჩემ გამო დასაჯეს, ისევე როგორც სხვები, სხვა პოლიტპატიმრები, იმიტომ რომ, ივანიშვილის მთავარი პრობლემა ვარ მე.მსოფლიოს დეტექტივები იქირავეს და ოთხი კოსტუმი იპოვეს, მეც სიამოვნებით ვიპოვიდი, ძალიან გამომადგებოდა ახლა უკრაინაში ჩემი ე.წ. მილიონები. მაგრამ, ის რომ ჩემ გამო დაისაჯა, ეს არ არის საკმარისი მიზეზი ჩემზე უფრო გაბრაზდე, ვიდრე უსამართლო დამსჯელზე.“,- განაცხადა სააკაშვილმა.
წაკითხვა
გართობა
სინათლის სვეტები მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან - არაჩვეულებრივი ფოტოამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 17:30:00
როდესაც ჩვენ გვძინავს, გარეთ შეიძლება საოცარი ამბები ხდებოდეს. ფოტოგრაფი ტიმოთი ჯოზეფ ელზინა ერთ ღამესაც 2 წლის შვილმა გააღვიძა, რომელიც ღამის ნათებით იყო გაოცებული. ტიმოთიმ მალევე მოიმარჯვა კამერა და არაჩვეულებრივი ფოტოები გადაიღო. მან ამ მოვლენას "სინათლის სვეტები" უწოდა."თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ეს ჩრდილოეთის ნათება იყო, ვინაიდან ჩვენ ამ დრომდე კანადაში ვცხოვრობდით", - განაცხადა ტიმოთიმ. მისი თქმით, სინათლის სვეტები ძალიან მკვეთრი იყო და ფოტოებიც არაჩვეულებრივი გამოვიდა.სინათლის სვეტები ეს არის ატმოსფერული ოპტიკური ფენომენი, რომელიც სინათლისა და ყინულის კრისტალების ურთიერთქმედებით მიიღება. ჩვენ სხვადასხვა ადგილას გადაღებული "სინათლის ფოტოები" ერთ პოსტში გავაერთიანეთ.ტიმოთის მიერ გადაღებული ფოტოები ჩრდილოეთ ონტარიოში:იხილეთ ვიდეო:სინათლის სვეტები ალასკაშისინათლის სვეტები ნორვეგიაშისინათლის სვეტები რუსეთშისინათლის სვეტები ფინეთშისინათლის სვეტები მიჩიგანშიფინეთი
წაკითხვა
სამართალი
სოფელ ილიაწმინდაში ავარია მსხვერპლით დასრულდა [ფოტო]
განახლებულია: 2017-01-16 18:32:00
სიღნაღის რაიონის სოფელ ილიაწმინდაში (ყოფილი ულიანოვკა) ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. როგორც „მოამბის“ ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება მაღალი გამავლობის ავტომობილის მძღოლმა მკვეთრ მოსახვევში, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მიმართულებით მოძრავ მიკროავტობუსს შეეჯახა. მომხდარის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის მგზავრი ქალბატონი, 7 ადამიანი კი დაშავდა. დაშავებულები, სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებებით, დედოფლისწყაროსა და წნორის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. თვითმხილველების თქმით, მომხდარის სავარაუდო მიზეზი სატვირთო ავტომობილის მიერ სიჩქარის გადაჭარბება გახდა. როგორც საზოგადოებრივს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. 
წაკითხვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა საკრებულოში ცალკე ფრაქცია შექმნეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 16:09:00
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შექმნილი ახალი რეალობის შემდეგ, ცვლილებები განხორციელდა საკრებულოს ფრაქციებშიც.  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრებმა ცალკე ფრაქცია შექმნეს, რომელიც ფრაქცია „თბილისის“ სახელით იფუნქციონირებს საკრებულოში. ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობაში“ კი მიხეილ სააკაშვილის მომხრეები იქნებიან. რაც შეეხება სევდია უგრეხელიძეს, ის ფრაქციების გარეშე დამოუკიდებლად განაგრძობს საკრებულოში მუშაობას. ნოდარ ჩაჩუა განავრცობს თემას
წაკითხვა
პოლიტიკა
NDI-ის კვლევის შედეგების მთავარი ტენდენციები - [Video]
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 13:47:00
NDI-ის მორიგი კვლევა. „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა“ მედიას 2016 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები პირველი ნაწილი წარუდგინა, რომელის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მეტად კვლავ ეკონომიკური პრობლემები და უმუშევრობა აწუხებთ. გასული წლის მარტის შემდეგ 12 პროცენტიანი ზრდა ფიქსირდება იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. საგარეო პოლიტიკის მხრივ, მოქალაქეები სტაბილურად უჭერენ მხარს ქვეყნის ევროინტეგრაციას. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 4 ნოემბერიდან 4 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 3,141 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი +/-1,8%-ია. კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (სიდა) და ატარებს  „სი-არ-არ-სი- საქართველო“. 
წაკითხვა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: ხალხმა დაინახა რას მივაღწიეთ ჩვენ იმ საამაყო ცხრა წელიწადში, მათ აქვთ ამის ნოსტალგია
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 22:51:00
საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მსოფლიო პოლიტიკაში ლიდერობის ინსტიტუტი ჯერ არავის გაუუქმებია.როგორც სააკაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, მას ერთი წუთითაც რომ ეგრძნო, რომ ის ხალხს აღარ სჭირდება, მას გვერდზე გასვლას ვერავინ დაასწრებდა.ამასთან, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ხალხს აქვს იმ წლების ნოსტალგია, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო.„ჯერ არავის გაუუქმებია მსოფლიო პოლიტიკაში ლიდერობის ინსტიტუტი. ლიდერი ხელოვნურად არ ხარ, ან ხარ ლიდერი, ან არ ხარ.მე რომ ერთი წუთით მაინც მეგრძნო, რომ ჩვენ ამ მრავალათასიან აქტივს, არა რომელიმე ცალკე აღებულ ძველ თანამებრძოლს ან ახალგამოჩეკილ დეპუტატს, არამედ რეალურად ამ აქტივს, რომელიც ჩვენს უკან დგას, რომელმაც იშრომა, რომელმაც გარისკა, რომელიც სამსახურიდან გაყარეს, რომელზეც სისხლის სამართლის საქმეები აღძრეს, რომელსაც 2012-ში უბრალოდ სახეში აფურთხებდნენ, მათ შორის საკუთარი მეზობლები იმ პროპაგანდისა და ტყუილების მორევის გამო.მე რომ ერთი წუთით მეგრძნო, რომ ამ ხალხს მე აღარ ვუნდივარ, ვერავინ დამასწრებდა იმას, რომ მეთქვა - მე არაფერ კავშირში აღარ ვარ და გავდივარ გვერდზე, კი ბატონო, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. უფრო მეტიც,  იმ პირობებში, როდესაც მე ხმა არ ამომიღია და მოხდა იმ იდეის ინიცირება, რომ სააკაშვილი გავწიოთ გვერდზე, მოხდა ამ ჩვენი აქტივის აღშფოთება და აქტიური რეაქცია.ეს ნიშნავს, რომ ეს ხალხი პიროვნულად მე კი არ მემხრობა, ეს ხალხი ემხრობა იდეას. ამ იდეაში მათ ჩემი დახმარება სჭირდებათ, იმიტომ რომ დაინახეს იმ წლებში რას მივაღწიეთ ჩვენ, იმ საამაყო ცხრა წელიწადში, მათ დაინახეს, რომ უნდათ გაგრძელება.ამ ბოლო წლებში არაფერი შეცვლილა, ხალხს ახსოვს ის რვა წელიწადზე მეტი, რეალურად, როცა იყო ძირითადად განვითარების და წინსვლის წლები, ხალხს, რა თქმა უნდა, აქვს ნოსტალგია. ეს მათ შორის, ასოცირებულია ჩემ ლიდერობასთან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
წაკითხვა
საზოგადოება
რამდენად დაცულია დამსვენებელთა უსაფრთხოება კურორტ გოდერძიზე
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 20:38:00
ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ „მოამბე“ კურორტ გოდერძიზე ჩავიდა. ერთი წლის წინ გახსნილ სამთო-სათხილამურო კურორტზე, სასწრაფო დახმარების მხოლოდ ერთი ბრიგადა მუშაობს, დამსვენებლების უსაფრთხოებაზე კი ექვსი მაშველი და ხუთი მოთხილამურე პატრული ზრუნავს. საკმარისია თუ არა მსგავსი ზომების მიღება უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად-კითხვა აქტუალური პირველ იანვარს მომხდარი შემთხვევის გამო გახდა. 32 წლის მამაკაცი არასრულწლოვანი მოთხილამურის შეჯახების შედეგად დაიღუპა. როგორც ირკვევა, მძიმედ დაშავებულის ბათუმამდე ტრანსპორტირებას რამდენიმე საათი დასჭირდა.
წაკითხვა
მსოფლიო
ავიაკატასტროფა ყირგიზეთში - მსხვერპლთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა
განახლებულია: 2017-01-16 20:50:00
ხვალ, ყირგიზეთში გლოვაა გამოცხადებული. ბიშკეკის დასახლებულ პუნქტში მომხდარ ავიაკატასტროფას 40-მდე ადამიანი ემსხვერპლა. თურქული ავიალაინერი, რომელიც რეისს ჰონგ-კონგიდან სტამბოლში ასრულებდა, მანასის აეროპორტში საწვავის შესავსებად უნდა დაშვებულიყო. ტრაგედიის ადგილზე მაშველებმა თვითმფრინავის ე.წ. შავი ყუთი უკვე იპოვეს. ჩანაწერების გაშიფვრა დაწყებულია. 
წაკითხვა
პოლიტიკა
NDI-ის კვლევის შედეგებს პარლამენტში აფასებენ
გამოქვეყნებულია: 2017-01-16 16:14:00
რა შეფასებები კეთდება NDI-ის კვლევის შედეგებთან დაკავშირებით პარლამენტში.თემის დეტალებით სალომე ქოქიაშვილი. 
წაკითხვა
მსოფლიო
სტამბოლში ახალი წლის ღამეს კლუბ „რეინაზე“ თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულია
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 03:12:00
თურქეთის პოლიციამ სტამბოლში, ახალი წლის ღამეს  კლუბ „რეინაზე“ თავდასხმაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავა.ამის შესახებ თურქლი მედია წერს.ეჭვმიტანილი აბდულგადირ მაშარიპოვი სტამბოლის რაიონ  ესენიურტში დააკავეს. მედიის ცნობით, მასთან ერთად დაკავებულია მისი მცირეწლოვანი შვილიც.სტამბოლში ღამის კლუბ “რეინაზე“ თავდასხმას 39 ადამიანი ემსხვერპლა, 40-მა კი სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო. შეიარაღებული პირი კლუბში მაშინ შეიჭრა, როდესაც იქ მყოფი ხალხ ახალ წელს ზეიმობდა. თავდამსხმელმა მიმალვა შეძლო. კლუბი პოპულარულია როგორც ადგილობრივებს, ისე უცხოელ ტურისტებს შორის. მსხვერპლთა შორის არიან საფრანგეთის, ბელგიის, რუსეთის, საუდის არაბეთის, ისრაელის, ლიბანის, ლიბიის, იორდანიის მოქალაქეები. დაღუპულთა შორის სულ 16 უცხოელია. თავდასხმის დროს კლუბში 700-მდე ადამიანი იმყოფებოდა.
წაკითხვა

უახლესი