საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

რეგიონები
კოკისპირულმა წვიმამ პრობლემები შექმნა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 18:09:00
კოკისპირულმა წვიმამ პრობლემები შექმნა ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის საავტომობილო გზაზე სოფელ ზედაეწერის მონაკვეთში. წყლის დიდი ნაკადი ვერ გაატარა სანიაღვრე არხებმა, რის გამოც დაიტბორა გზა და რამდენიმე სახლი. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ძლიერი წვიმის დროს მუდმივად პრობლემებია გზებზე. ზედაეწერის რწმუნებული, ირაკლი თორდია ამბობს, რომ სანიაღვრე არხები გასაწმენდია და უკვე მიმდინარეობს ამ საკითხზე მუშაობა.
წაკითხვა
პოლიტიკა
115 მომხრე, არცერთი წინააღმდეგი - პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 18:07:00
პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი 115 ხმით პირველი მოსმენით დაამტკიცა.დღესვე, პირველი მოსმენით, 115 ხმით მიიღეს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას, რომელიც სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ ესწრება. დღეს მოქმედი კონსტიტუციის თანახმად, კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ მას მხარს დაუჭერს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ 150 წევრიან პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატი. საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში დღეს 116 წევრია .დღის პირველ ნახევარში, პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 86-მა დეპუტატმა გაიარა. კენჭისყრის წინ გამართული რეგისტრაციისას კი ტაბლოზე 115     დამსწრე დაფიქსირდა. კონსტიტუციური კანონის პროექტის მეორე მოსმენა ხვალინდელ სესიაზე იგეგმება. ქართული ოცნება პროექტის ორი მოსმენით მიღებას მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე აპირებს, საბოლოოდ დამტკიცებას კი საშემოდგომო სესიაზე. კონსტიტუციის დღეს მოქმედ რედაქციაში მითითებულია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. შორენა ხვიჩია განავრცობს თემას.
წაკითხვა
მსოფლიო
გვატემალაში 6,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 17:59:00
გვატემალის წყნარი ოკეანის სანაპირო ზოლში 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ აშშ-ის გეოლოგიური სამსახური იუწყება.  ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ მონაცემები ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მოსაზღვრე მექსიკისა და სალვადორის რეგიონებშიც. აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ პუერტო-სან-ხოსედან 38 კილომეტრით სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობდა, დედამიწის ზედაპირიდან 10 კმ სიღრმეზე. ცენტრალური ამერიკის ამ სახელმწიფოში იგივე სიმძლავრის მიწისძვრა წინა კვირაშიც მოხდა; სტიქიამ მაშინ 2 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.  წყარო: The Independent  
წაკითხვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლომ ნარკოტესტირების პროცედურებთან დაკავშირებით ომბუდსმენის სარჩელის განხილვა დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 17:44:00
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ პარლამენტის, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების წინააღმდეგ სახალხო დამცველის სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო. სარჩელში სახალხო დამცველი მოითხოვს ანტიკონსტიტუციურად გამოცხადდეს ის საკანონმდებლო რეგულაციები, რომლებიც ნარკოტიკული საშუალების მოხმარებასთან დაკავშირებული სამართალდარღვევის დადგენის წესს, ე.წ. ნარკოტესტირების პროცედურებს განსაზღვრავს. სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიხეილ შარაშიძე განმარტავს, რომ სადავო ნორმები ბუნდოვანი შინაარსისაა, რაც სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან თვითნებობისა და საკუთარი უფლებამოსილებების გადამეტების მომეტებულ საფრთხეს ქმნის. „არსებობს სამი პირობა, რომელიც 2015 წელს განისაზღვრა: როდესაც ე.წ საპოლიციო რეიდები ტარდება და პირი უარს აცხადებს დაემორჩილოს პოლიციელს მოთხოვნას. ამავე დროს, პოლიციელს აქვს იმის ეჭვი, რომ შეიძლება პირი ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყოს, ან მას ნარკოტიკული ნივთიერება მოხმარებული ჰქონდეს. მესამე პრინციპის მიხედვით, როდესაც 112-ის საშუალებით შესულია შეტყობინება, რომ პირმა ნარკოტიკული საშუალება მოიხმარა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სამივე მიდგომა არაკონსტიტუციურია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ პირობებს აქვს ადგილი, არ შეიძლება საფუძველი გახდეს იმისა, რომ პირს 12 საათის განმავლობაში თავისუფლების აღკვეთა შეეზღუდოს. მიგვაჩნია, რომ ეს სერიოზული პრობლემური პროცედურაა“, - განაცხადა მიხეილ შარაშიძემ.
წაკითხვა
სამართალი
ე.წ ციანიდის საქმეზე სასამართლო პროცესი 23 ივნისს ადვოკატების შესავალი სიტყვით განახლდება
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 17:27:00
თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის პროცესი 23 ივნისს 12:00 საათზე განახლდება. პროცედურულად დაგეგმილია დაცვის მხარის შესავალი სიტყვა, რის შემდეგაც შესაძლოა, მტკიცებულებების გამოკვლევაც დაიწყოს. სხდომა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილის გადაწყვეტილებით კვლავ დახურული იქნება. სხდომას დაესწრება თავად ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე. მონიტორინგის განხორციელების მიზნით, პროცესს დაესწრება სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი. ბრალდებულის მოქმედ ადვოკატებთან ერთად საქმეში ჩართულები არიან სახაზინო ადვოკატებიც.ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, შესავალ სიტყვაში ისინი ყურადღებას გაამახვილებენ იმ დარღვევებზე, რაც მათი თქმით ბოლო თვეების განმავლობაში განხორციელდა ამ საქმეში."სხდომა დაიწყება ჩვენი შესავალი სიტყვით, რის შემდეგაც თუკი დაგვრჩება დრო დაიწყება უკვე მტკიცებულებების გამოკვლევა. მამაოს ადვოკატები იქნებიან წარმოდგენილი სრული შემადგენლობით, მათ შორის სახაზინო ადვოკატებიც. პროცესს როგორც იცით, მონიტორინგს გაუწევს სახალხო დამცველი. შესავალ სიტყვაში ჩვენ დავაფიქსირებთ ჩვენს პოზიციას დაუშვებელ მტკიცებულებებთან დაკავშირებით, და ბუნებრივია დეკანოზის უდანაშაულობასთან დაკავშირებით", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. არსებითი განხილვის დაწყების შემდეგ ხვალინდელი პროცესი უკვე მე-4 სხდომაა ამ საქმეზე. გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.
წაკითხვა
სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 17:20:00
საკონსტიტუციო სასამართლოში  ე.წ. მოსმენების კანონის განხილვა გაურკვეველი ვადით გადაიდო. მთელი დღის განმავლობაში მოსამართლეები და მხარეები შეკითხვებს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენელს უსვამდნენ.პროცესზე ვერ მოხერხდა სუს-ის წარმომადგენლის მოსმენა. სხდომის გადადების ერთ-ერთი მიზეზი ის გახდა, რომ პლენუმი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოსმენასაც გეგმავს, რომელიც დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში არ მისულა. მოსამართლემ მხარეებს განუცხადა, რომ პროცესის განახლების დროს დამატებით აცნობებს.„პროცესი გადაიდო იმიტომ, რომ მოხერხდეს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მოსმენა, პროცესის განახლების თარიღი უცნობია“, - განაცხადა ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ წარმომადგენელმა გიორგი ბურჯანაძემ.მან ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს წარმომადგენლის არგუმენტებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მისი გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ სააგენტო უსაფრთხოების სამსახურის სრულ დაქვემდებარებაშია. „ჩვენ კიდევ უფრო დავრწმუნდით, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებს ეფექტურ კონტროლს ამ სამსახურზე. სააგენტოს დამოუკიდებლობა არის ფიქტიური და შეუძლებელია ამ ორი უწყების დისტანცირება. სწორედ ამის გამო გააუქმა სასამართლომ ერთი წლის წინ კანონი, თუმცა დღესაც იგივე რეალობაში ვართ“, - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.
წაკითხვა
კულტურა
ჟურნალი ELLE თბილისის მოდის კვირეულისა და საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 17:12:00
​ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და აღიარებული მოდის ჟურნალი ELLE თბილისის მოდის კვირეულის, მათი რჩეული ქართველი დიზაინერების, კულტურისა და საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიას აქვეყნებს. სტატიაში დეტალურადაა აღწერილი ქართველი დიზაინერების საქმიანობა, როგორც თბილისში, ასევე, ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ ქართული მოდა სწრაფად იმკვიდრებს საკუთარ ადგილს საერთაშორისო ასპარეზზე. ასევე ჟურნალის ოფიციალური ვებგვერდი მკითხველს ფოტო და ვიდეო მასალას სთავაზობს, სადაც ქართველი მოდელი სხვადასხვა დიზაინერის ლუქშია წარმოდგენილი.   მასალა თბილისსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არის მომზადებული.  
წაკითხვა
პოლიტიკა
კონსტიტუციური კანონის პროექტის მეორე მოსმენა პარლამენტში 23 ივნისს გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 17:06:00
კონსტიტუციური კანონის პროექტის მეორე მოსმენა პარლამენტში ხვალ, 23 ივნისს გაიმართება. სხდომა 12:00 საათისთვის არის ჩანიშნული.„ქართული ოცნება" პროექტის ორი მოსმენით მიღებას მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე აპირებს, საბოლოოდ დამტკიცებას კი საშემოდგომო სესიაზე გეგმავს.კონსტიტუციის დღეს მოქმედი რედაქციაში მითითებულია, რომ კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება, თუ მას საქართველოს პარლამენტის ორ თანამიმდევრულ სესიაზე სულ ცოტა სამი თვის ინტერვალით მხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი. ანუ 150 წევრიან პარლამენტში სულ მცირე 113 დეპუტატი.საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობაში 116 წევრია.პარლამენტმა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი 115  ხმით პირველი მოსმენით დღეს დაამტკიცა. დღესვე, პირველი მოსმენით 115 ხმით მიიღეს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ.კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია ოპოზიციას, რომელიც სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ ესწრება.
წაკითხვა
პოლიტიკა
საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ეწვია
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 16:56:00
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამუშაო ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკის შს მინისტრი ნიკოლაოს ტოსკასი დელეგაციასთან ერთად ეწვია. საბერძნეთის შს მინისტრი საქართველოში პირველად იმყოფება. გიორგი მღებრიშვილმა და ნიკოლაოს ტოსკასმა ხელი მოაწერეს „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას.როგორც მხარეებმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ აღნიშნეს, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას. „დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან დოკუმენტს. აღნიშნული შეთანხმება ითვალისწინებს ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, ნარკოტიკული საშუალებებითა და ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობის, ტრეფიკინგის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის და სხვა მძიმე დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის სფეროში თანამშრომლობას“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.აღნიშნული ხელშეკრულება საერთაშორისოა და ის მძიმე დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის სფეროში თანამშრომლობას ითვალისწინებს. გიორგი მღებრიშვილმა და ნიკოლაოს ტოსკასმა ხაზი გაუსვეს პოლიციის ატაშეებისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების მნიშვნელობას, განიხილეს თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმები დასახეს.
წაკითხვა
მსოფლიო
The Hollywood Reporter-მა შოუბიზნესის ყველაზე გავლენიანი ადამიანები გამოავლინა
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 16:50:00
The Hollywood Reporter-მა შოუბიზნესის ყველაზე გავლენიანი ადამიანები გამოავლინა. წელს, ამ სიაში მოხვდნენ: მსახიობი რიზ უიზერსპუნი, რომელმაც წლის ერთ-ერთ გახმაურებულ სერიალში „დიდი პატარა ტყუილები“ მთავარი როლი შეასრულა, ასევე Moonlight-ის რეჟისორი ბარი ჯენკინსი და წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილმის Wonder Woman-ის შემქმნელი პეტი ჯენკინსი.სიაში ასევე მოხვდა „ლა ლა ლენდის“ რეჟისორი დემიენ შაზელი, ლეგენდარული მსახიობი მერილ სტრიპი და რეჟისორი ქრისტოფერ ნოლანი.რაც შეეხება ტელევიზიას, ამ შემთხვევაში The Hollywood Reporter-მა გართობის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიან ადამიანებად ტელეწამყვანი ელენ დეჯენერესი და ოპრა უინფრი დაასახელა. სიის გარეთ არ დარჩენილა  „გრეის ანატომიის“ შემქმნელი ლეგენდარული სცენარისტი შონდა რაიმსი. სიაში ხვდებიან კინოს, მუსიკის, ტელევიზიისა და თეატრის ყველაზე გამოჩენილი სახეები, ის ადამიანები, რომლებმაც მთელი წლის განმავლობაში გართობის ინდუსტრიაში ყველაზე დიდი გავლენა მოახდინეს.
წაკითხვა
რეგიონები
ოკუპირებულ გალში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 16:46:00
საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ოკუპირებულ გალის რაიონში. სოფელ ნაბაკევში 500-მდე ადამიანია შეკრებილი დაბალი ზონის სხვადასხვა სოფლიდან. როგორც საზოგადოებრივს ადგილობრივებმა აცნობეს, ოკუპირებული გალის რაიონის მოსახლეობას სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს: გაუქმდეს ე.წ. ბინადრობის მოწმობები, გაიხსნას დაბალ ზონაში ჩაკეტილი ორი გადასასვლელი და შემცირდეს სასოფლო-სამეურნეო გადასახადები. ადგილობრივებთან შესახვედრად სოხუმიდან ჩამოვიდნენ დე ფაქტო ხელისუფლების, ე.წ. პრეზიდენტისა და ე.წ. პარლამენტის წარმომადგენლები. აქციაზე ე.წ. მილიციაა მობილიზებული. ჯერჯერობით მხარეებმა ვერანაირ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ნაბაკევამდე მისასვლელ გზას ნიღბიანი ე.წ. სპეცრაზმელები აკონტროლებენ.
წაკითხვა
მსოფლიო
საცხის ყუთის აფეთქებამ ფრანგი ფიტნეს-ბლოგერი იმსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 16:45:00
საცხის ყუთის აფეთქებამ ფრანგი ფიტნეს-ბლოგერი რებეკა ბურგერი იმსხვერპლა. რებეკას სიკვდილის შესახებ პირველად მისმა ოჯახმა ფეისბუქზე დაწერა და შემთხვევას "საყოფაცხოვრებო უბედური შემთხვევა უწოდა".​რებეკა ცნობილი ფიტნეს-ბლოგერი გახდლათ, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ბლოგებს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე ავრცელებდა. მას ფეისბუქზე 55 ათასი, ხოლო ინსტაგრამზე 154 ათასი გამომწერი ჰყავს. მოგვიანებით რებეკას ოჯახი შემთხვევას ინსტაგრამზეც გამოეხმაურა. ოჯახის ინფორმაციით, დისპენსერის აფეთქების შემდეგ, გასახსნელი რებეკას გულ-მკერდის არეში მოხვდა, რამაც მისი სიკვდილი გამოიწვია.​ფრანგული მედიის ინფორმაციით, შემთხვევამ გულის შეტევა გამოიწვია და სამედიცინო დახმარების მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს. ​ბაზარზე გაყიდული 160 ათასი საცხიდან მომხმარებლებმა მხოლოდ 25 ათასი დააბრუნეს. ამ დროისათვის საცხი ბაზრიდან ამოღებულია. წყარო: BBC
წაკითხვა
პოლიტიკა
პარლამენტში საპარლამენტო უმრავლესობის დახურული სხდომა მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 16:44:00
საკანონმდებლო ორგანოში, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. მმართველი გუნდის წევრები ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან. უმრავლესობის დახურული სხდომა მას შემდეგ ჩაინიშნა, რაც დეპუტატებმა საკონსტიტუციო ცვლილებებს კენჭი პირველი მოსმენით უყარეს.
წაკითხვა
მსოფლიო
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტი - საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსმა ჰაკერებმა 21 შტატზე კიბერშეტევა განახორციელეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 16:22:00
2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების დროს რუსმა ჰაკერებმა 21 შტატზე კიბერშეტევა განახორციელეს. ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ. კიბერუსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე, ჯანეტ მანფრა შტატებს არ ასახელებს, თუმცა აცხადებს, რომ არჩევნების დროს ბიულეტენების შეცვლის მტკიცებულება არ არსებობდა. სენატის დაზვერვის კომიტეტში დაკითხვის დროს, მანფრამ აღნიშნა, რომ რუსეთის ზემოქმედების მიუხედავად, აშშ-ის საარჩევნო სისტემა ფუნდამენტურად სტაბილურია და ნდობას იმსახურებს. აშშ-ის დაზვერვის სამსახურებში ფიქრობენ, რომ რუსეთი არჩევნებში დონალდ ტრამპის დასახმარებლად ჩაერია. მოსკოვში ბრალდებებს უარყოფენ. აშშ-ის პრეზიდენტი კი გავრცელებულ ინფორმაციას "ყალბ ამბავს" უწოდებს.
წაკითხვა
პოლიტიკა
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 16:13:00
საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციური კანონის პროექტი პირველი მოსმენით 115 ხმით, ერთხმად დაამტკიცა. დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე კონსტიტუციური ცვლილებების აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავი განიხილეს, რომლის არსი კანონმდებლებს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააცნო. ცვლილებების განხილვის შემდეგ, კონსტიტუციურ პროექტს კენჭი უყარეს და მას მხარი 115-მა დეპუტატმა დაუჭირა. ოპოზიცია კი, პროტესტის ნიშნად, დღევანდელ რიგგარეშე სხდომას არ ესწრება. კონსტიტუციური ცვლილებები, რომელზეც მუშაობა დაახლოებით ოთხი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხოლო საყოველთაო-სახალხო განხილვა ორ ეტაპად წარიმართა, 78 მუხლისგან შედგება.კონსტიტუციური ცვლილებების პროექტში აღნიშნულია, რომ პროექტის მომზადების მიზანი მოქმედი კონსტიტუციის სრულ შესაბამისობაში მოყვანაა კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან. პროექტი, ერთი მხრივ, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს განსაზღვრავს და მეორე მხრივ, სახელისუფლებო შტოებს შორის უფლებამოსილებას მიჯნავს. კერძოდ, ცვლილებებით, საქართველოს პრეზიდენტს ხუთი წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგია ირჩევს. პრეზიდენტად კი შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში 15 წელი აქვს ნაცხოვრები. პროექტით, საარჩევნო კოლეგიაში 300 ხმოსანი შედის, მათ შორის საქართველოს პარლამენტის და აფხაზეთისა და აჭარის ავტნომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის შენობაში იმართება და კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს არანაკლებ 30 ხმოსანს. პრეზიდენტის თავის გარდა, პროექტში საუბარია საპარლამენტო არჩევნებზე. კერძოდ, ცვლილებებით, პარლამენტის წევრის მანდატები მხოლოდ იმ პოლიტიკურ პარტიებზე განაწილდება, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების 5 პროცენტს მაინც მიიღებენ. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო. ამასთან, პროექტით, ამ მუხლის მე
წაკითხვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი - ძალადობით, თანხმობის გარეშე კონსტიტუციის მიღება არ არის სწორი ნაბიჯი, ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 16:10:00
ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც ნულოვანი კონსენსუსი აქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალადობით კონსტიტუციის მიღება არ შეიძლება. "იმის თაობაზე, რომ ასეთი სულისკვეთებით ვერ დაიწერებოდა ერთიანი თანხმობის დოკუმენტი, რაც უნდა იყოს კონსტიტუცია, ქართულ საზოგადოებას მოვახსენე დაახლოებით 6 თვის წინ. ის, რომ ასეთი სულისკვეთებით არ იქმნება გუნდი, რომელმაც უნდა დაწეროს თანხმობის დოკუმენტი, სამწუხაროდ, ეს გამართლდა. ჩვენ მივიღეთ კონსტიტუციის პროექტი, რომელსაც აქვს ნულოვანი კონსენსუსი. ამ დოკუმენტს ხელს აწერს მხოლოდ ერთი პარტია რაც აპრიორი ნიშნავს, რომ ეს არ არის თანხმობის ერთიანი სულისკვეთების გამომხატველი დოკუმენტი. მინდა, გავახსენო საზოგადოებას, როცა 95 წელს დაიწერა კონსტიტუცია, მაშინ ადრე იყო ჩვენთვის დემოკრატია, მაგრამ მაშინ პოლიტიკოსებმა შეძლეს თანხმობის დოკუმენტის შექმნა. ამის შემდეგ ყველა ცვლილება , რომელიც შედიოდა კონსტიტუციაში, იყო ერთი პარტიის მიერ დაწერილი, სამწუხაროდ, ის გრძელდება ახლაც. მინდა, მოვუწოდო პატივცემულ დეპუტატებს, თქვენ დღეს ხელში გაქვთ პულტები, ეს პულტები ქართულმა საზოგადოებამ მოგცათ, მაგრამ შეეცადეთ, ეს პულტები არ გამოიყენოთ, რადგან ძალადობით, თანხმობის გარეშე კონსტიტუციის მიღება არ არის სწორი ნაბიჯი, ნუ იძალადებთ პოლიტიკურ პროცესზე თქვენი პულტებით", - განაცხადა გიროგი მარგველაშვილმა. 
წაკითხვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილმა ვაცლავ ჰაველის ძეგლი გახსნა
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 15:59:00
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაკის რაიონის გამგეობის წინ, სკვერში, ჩეხეთის პირველი პრეზიდენტის, დრამატურგისა და დისიდენტის ვაცლავ ჰაველის ძეგლი გახსნა. "მიხარია, რომ ასეთი მშვენიერი ძეგლი აქვს ჩვენ ქალაქს. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ იდეის განხორციელებისთვის იბრძოდა. ჰაველის ღირებულებები ჩვენთვის დღესაც მნიშვნელოვანია. ჰაველის მოღვაწეობა არის იმის დასტური, რომ პოლიტიკა ღირებულებებზე შეიძლება იყოს აგებული. ჰაველის ძეგლი არის გზავნილი ქართველი ახალგაზრდებისთვის, რომ პოლიტიკა მათი საქმეა", - განაცხადა პრეზიდენტმა. სკვერს ვაცლავ ჰაველის სახელი ეწოდა, ძეგლის ავტორი ჯუმბერ ჯიქიაა. 
წაკითხვა
საზოგადოება
საია შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის გამკაცრებას ითხოვს
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 15:58:00
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები საქართველოს პარლამენტს წარუდგინა. საია კანონპროექტით გათვალისწინებულ არაერთ რეგულაციას დადებითად აფასებს. თუმცა, ორგანიზაციის მოსაზრებით, არსებობს რამდენიმე საკითხი, რომლის უცვლელად შენარჩუნების შემთხვევაში დიდია რისკი დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვა ვერ იქნეს სრულად უზრუნველყოფილი. საია-ს მოსაზრებები შეეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველი ორგანოს უფლებამოსილების სრულად გავრცელება ყველა დამსაქმებელზე, მის ხელთ არსებული ბერკეტების ნათლად გაწერა კანონის თანახმად, საწარმოთა შემოწმებისას სასამართლოს ნებართვის მოპოვების ვალდებულებისგან გათავისუფლება, სანქციის გამოყენების მიუხედავად გამოვლენილი დარღვევის გამოსწორების ვალდებულების ცალსახა დადგენა, კანონის მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობის მექანიზმის გამართვა და მისი ეფექტურობის უზრუნველყოფა და სხვა. როგორც ორგანიზაციის ინფორმაციაშია აღნიშნული, საია-ს მოსაზრებები სრულად ეფუძნება ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებულ ასოცირების შეთანხმებას, ევროპის საბჭოს დირექტივას დასაქმების ადგილებზე დასაქმებულთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნის სპეციალური ღონისძიებების დანერგვის შესახებ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების - გერმანიის, ჰოლანდიისა და პოლონეთის გამოცდილებას ამ სფეროში. საია იმედს იტოვებს, რომ წარდგენილი მოსაზრებები გათვალისწინებული იქნება კანონპროქტის ავტორის/ინიციატორის და პარლამენტის მხრიდან
წაკითხვა
კულტურა
სოფელ ტანძიაში „საბაობა 2017“ 25 ივნისს აღინიშნება
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 15:52:00
სოფელ ტანძიაში საერთო-სახალხო დღესასწაული „საბაობა2017“ 25 ივნისს აღინიშნება. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, დიდი ქართველი მწერლის დაბადებიდან 359-ე წლისთავი სულხან-საბა ორბელიანის მშობლიურ სოფელ ტანძიაში მასშტაბურად ჩატარდება. ღონისძიების ფარგლებში კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობები გაიმართება.მუზეუმის დარბაზში 12:00 საათზე ჩატარდება 2015-2016 წელს კურსამთავრებული 17 მედალოსანის (10 ოქრო და 7 ვერცხლი) დაჯილდოების ცერემონიალი; 13:30 წუთზე წმ. ნიკოლოზის სახელობის ორბელიანების საგვარეულო ეკლესიაში აღევლინება სულხან-საბა ორბელიანის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი. პროგრამის ფარგლებში სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინის დეგუსტაცია შეეძლებათ. ამასთან, მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა და სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციისა და ნუგბარის დეგუსტაცია.13:00 საათზე კონცერტი ,,საბაობა-2017“ დაიწყება, რომელშიც მონაწილეობას ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივები მიიღებენ.ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია შავფაროსნების სოლო წარმოდგენა ცოცხალი მუსიკის თანხლებით. წარმოდგენილი იქნება ქართული საბრძოლო ხელოვნების, იარაღისა და სამოსის ჩვენება.
წაკითხვა
სამართალი
ედიშერ ქარჩავა - უზენაესმა სასამართლომ ჩემი საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და გამამართლა
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 15:49:00
საპატრიარქოს იურისტის, ედიშერ ქარჩავას საჩივარი უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა და სრულად გამართლდა.როგორც ქარჩავამ განაცხადა, საქმე ეხება საპროკურორო საქმიანობის პერიოდს, კერძოდ 1997-2005 წლებს, რად დროსაც მთაწმინდა-კრწანისის რაიონული პროკურორის მოადგილე იყო. "იმ პერიოდში ბრალად წარმიდგინეს სამსახურებრივი გულგრილობა და სამსახური დავტოვე. ეს საქმე, ძიების პირველ ეტაპზევე შეწყდა ხანდაზმულობის მოტივით, თუმცა გავასაჩივრეთ 2006 წელს. ახლა კი, უზენაესმა სრულად გამამართლა, რაც ჩემთვის მოულოდნელი იყო. საქმის განხილვა სასამართლოში 2015 წელს დაიწყო - 10 წლის შემდეგ. გაჭიანურებაზე არაერთი საჩივარი მქონდა შეტანილი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ვემზადებოდი ევროსასამართლოსთვის", - განაცხადა ქარჩავამ. მისი თქმით, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, განხორციელებული უკანონო დევნის საფუძველზე სავარაუდოდ მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს. 
წაკითხვა

უახლესი