საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ბრიტანეთში სამშენებლო ამწეს ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 09:24:00
ორი ადამიანი დაიღუპა დიდი ბრიტანეთში, ჩეშირის საგრაფოში სამშენებლო ამწეს ჩამოვარდნის შედეგად. დაშავებულია კიდევ ერთი პირი. ინციდენტი ქალაქ ქრიუში მოხდა. ამწეს დაცემის შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი სახლი, რომლის მაცხოვრებლებიც, მცირეწლოვანი და მისი მშობელი, შემოწმების მიზნით, ასევე გადაყვანილნი არიან საავადმყოფოში. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სამართალდამცველებმა მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ქუჩა გადაკეტეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიებაწყარო: BBC
წაკითხვა
ტრამპი აშშ-ის მოქალაქეებს გადასახადების მნიშვნელოვნად შემცირებას ჰპირდება
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 09:18:00
შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამერიკის მოქალაქეებს გადასახადების მნიშვნელოვნად შემცირებას ჰპირდება. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა აიოვას შტატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, გადასახადების შესამცირებლად სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს და თუკი ყველაფერი ისე წარიმართება, როგორც თავად პრეზიდენტი გეგმავს, ეს იქნება შეერთებული შტატების ისტორიაში საგადასახადო სფეროში განხორციელებული ყველაზე მასშტაბური რეფორმა. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ამჟამად შეერთებულ შტატებში არსებული გადასახადები ყველაზე მაღალია მსოფლიოში. პრეზიდენტი ასევე ადანაშაულებს დემოკრატებს, რომლებიც მისი თქმით, ხელს უშლიან, არა მხოლოდ საგადასახადო, არამედ ჯანდაცვის რეფორმის გატარებაშიც და მას უმოქმედობაში სდებენ ბრალს. დონალდ ტრამპის თქმით, ჯერ მხოლოდ ხუთი თვეა გასული შეერთებული შტატების ადმინისტრაციაში მისი მოსვლიდან, მის წინამორბედს კი „ობამაქეარის“ სახელწოდებით ცნობილი ჯანდაცვის სისტემის დასანერგად გაცილებით დიდი დრო დასჭირდა.წყარო: Reuters
წაკითხვა
მაკრონი - „ბრექსიტის“ შემდეგ, საფრანგეთისა და ბრიტანეთისა ურთიერთობები მტკიცე და პრაგმატიზმზე დაფუძნებული იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 09:15:00
დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ, საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ურთიერთობები მტკიცე და პრაგმატიზმზე დაფუძნებული იქნება, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოცემა „გარდიანთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, მხარეები თავდაცვისა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში ითანამშრომლებენ. კითხვაზე, რჩება თუ არა დიდი ბრიტანეთისთვის უკან დასაბრუნებელი გზა ღია, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ კარი ღიაა მანამდე, სანამ მას არ გაივლი, თუმცა როდესაც საუბარია ვადებსა და ამოცანებზე, რთულია უკან დაბრუნება. საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერები ერთმანეთს პარიზში 14 ივნისს შეხვდნენ და კონკრეტული გეგმების შესახებ შეთანხმდნენ, რომლის ფარგლებშიც, იგეგმება ინტერნეტპროვაიდერების პასუხისმგებლობის გაძლიერება და ქსელში განთავსებული ტერორიზმისა და სიძულვილის შემცველი პროპაგანდისტული მასალების წაშლა. ასევე, ორი ქვეყნის სპეცსამსახურებს შორის, ტერაქტების აღკვეთის მიზნით, მაღალ დონეზე თანამშრომლობა
წაკითხვა
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი პალესტინის ლიდერს შეხვდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 09:13:00
შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ჯარედ კუშნერი რამალაში პალესტინის ლიდერს, მაჰმუდ აბასს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ პრეზიდენტის თანაშემწე და იერუსალიმში შტატების გენერალური კონსული. მხარეებმა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის დარეგულირებისთვის პალესტინელების პრიორიტეტები და მომდევნო პოტენციური ნაბიჯები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე აღინიშნა პალესტინის ეკონომიკაში მსხვილი ინვესტიციების უზრუნველყოფის აუცილებლობა. შეერთებული შტატების წარმომადგენლები მანამდე იერუსალიმში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსაც შეხვდნენ. წყარო: Reuters
წაკითხვა
დონბასში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი მხარეებს მინსკის შეთანხმების უგულებელყოფაში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2017-06-22 09:08:00
დონბასში ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მხარეებს მინსკის შეთანხმების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. ალექსანდერ ჰაგის განცხადებით, კონფლიქტური მხარეები შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ და მძიმე შეიარაღების გაყვანის ვალდებულებას იგნორირებას უკეთებენ. ალექსანდერ ჰაგის თქმით, ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, შეხების ხაზის გასწვრივ ტერიტორიის შემოწმებისა და დათვალიერების მოთხოვნაზე, უმეტეს შემთხვევაში, უარს იღებენ. მინსკის შეთანხმებას 2015 წლის თებერვალში მოეწერა ხელი და ის უკრაინის მთავრობასა და პრორუს სეპარატისტებს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დასრულებას ისახავს მიზნად. წყარო: Reuters
წაკითხვა
ნავთობი 45 დოლარამდე გაიაფდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 23:57:00
Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ნოემბრის შემდეგ პირველად, 45 დოლარზე ნაკლებია. BBC-ის მონაცემებით, საწვავის ფასი 2,5%-ით შემცირდა. ბოლო ერთ თვეში კი ნავთობი, საშუალოდ, 8 დოლარით გაიაფდა. დღევანდელი ცვლილების ერთ-ერთი მიზეზად შეერთებულ შტატებში ნავთობის წარმოების ზრდა სახელდება.Bloomberg-თან საუბარში ანალიტიკოსთა ნაწილი ვარაუდობს, რომ სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით ნავთობის გაიაფება შეიძლება გაგრძელდეს და ფასი 30 დოლარამდე შემცირდეს.
წაკითხვა
„ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ქალაქ მოსულის მთავარი მეჩეთი ააფეთქეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 23:48:00
დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტებმა ერაყის ქალაქ მოსულის მთავარი მეჩეთი ააფეთქეს.RT-ის ინფორმაციით, მეჩეთი ქალაქის დასავლეთით მდებარეობს, სადაც ბოლო დროს საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.„ისლამური სახელმწიფოს ტერორისტებმა ისტორიული დანაშაული ჩაიდინეს, - ააფეთქეს მეჩეთი ან-ნური და მისი მინარეთი“,- ამის შესახებ ერაყის არმისს პრესსამსახური იტყობინება.18 ივნისს, ამერიკის შეერთებული შტატების კოალიციამ განაცხადა, რომ ერაყის არმია ქვეყნის ძველ ქალაქ მოსულიში სამხედრო მოქმედებებში ჩაერთო.
წაკითხვა
ბრიუსელის ცენტრალური სადგური აღკვეთილი ტერაქტიდან 24 საათის შემდეგ - [ფოტო/ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 23:09:00
ბრიუსელის ცენტრალური სადგური აღკვეთილი ტერაქტიდან 24 საათის შემდეგ - ბელგიის დედაქალაქში, იმ მეტროსადგურში, სადაც გუშინ ამ დროს, ტერაქტის მცდელობა იყო, სიმშვიდეა.საზოგადოებრივის ჟურნალისტმა ბელგიის დედაქალაქში გუშინდელი ინციდენტის შემდეგ ფოტოვიდეომასალა გადაიღო. მასალაზე სწორედ ის ადგილია აღბეჭდილი, სადაც გუშინ, სამართალდამცველებმა თვითმკვლელი ტერორისტი გაანეიტრალეს. ბელგიის პროკურატურა აცხადებს, რომ ბრიუსელმა ტრაგედია აიცილა თავიდან. სამხედროებმა, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ სადგურში პატრულირებდნენ, დროულად შეძლეს ასაფეთქებელი ქამრით მყოფი პირის განეიტრალება. ქალაქში უსაფრთხოების მესამე დონეა შენარჩუნებული. რაც შეეხება ტერორისტს, ის 37 წლის იყო და ოფიციალურ უწყებებს არ ჰქონდათ ინფორმაცია მისი კავშირების შესახებ ტერორისტულ დაჯგუფებებთან.ამასთან, 22-23 ივნისს, ბრიუსელში ევროკავშირის სამიტი გაიმართება.ბელგიის დედაქალაქში 28 ქვეყნის ლიდერი იკრიბება. აღკვეთილი ტერაქტის შემდეგ, ლიდერების დასახვედრად უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია, განსაკუთრებით ქალაქის ცენტრში, ევროკავშირის შენობის წინ.ევროპულ კვარტალში, „შუმანის“ მეტროსადგური, რომელიც მსგავსი სამიტების დროს ჩვეულებისამებრ იკეტება, ამჯერადაც დაიკეტება, მაგრამ უსაფრთხოების დამატებითი ზომები იქნება მიღებული.
წაკითხვა
აშშ-ის მიერ სირიის სამთავრობო არმიის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მოსკოვმა ვაშინგტონი ღია აგრესიაში დაადანაშაულა
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 20:35:00
სირიაში ვითარება უკიდურესად იძაბება. აშშ-ის მიერ სამთავრობო არმიის თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ მოსკოვმა ვაშინგტონი ღია აგრესიაში დაადანაშაულა. ავიაიერიშის შემდეგ სირიის ხელისუფლება აშშ-ს ტერორისტებთან კავშირში სდებს ბრალს. აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო კი სირიის თვითმფრინავის ჩამოგდებას მოკავშირე ოპოზიციური ძალების დაცვის მოტივით ხსნის. ცნობილი ხდება, რომ აშშ-ის ავიაციამ სირიის სამხრეთით ირანული უპილოტო საფრენი აპარატიც ჩამოგდო. 
წაკითხვა
მიჩიგანის შტატის ქალაქ ფლინტის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 19:08:00
აშშ-ის მიჩიგანის შტატის ქალაქ ფლინტის აეროპორტში პოლიციელის დაჭრის შემდეგ ევაკუაცია გამოცხადდა.ადგილობრივი მედიის ცნობით, პოლიციის ოფიცერს კისრის არეში დანით მიაყენეს ჭრილობა. მიჩიგანის პოლიციის განცხადებით, დაჭრილი ოფიცრის მდგომარეობა კრიტიკულია. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. ინციდენტის გამო, აეროპორტი დაკეტილია. აეროპორტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მგზავრები უსაფრთხოდ არიან და ფრენების გადადებისა და გაუქმების შესახებ ინფორმაციას უახლოეს დროში მიიღებენ.
წაკითხვა
უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტრამპს შეხვდა - რა შედეგით დასრულდა შეხვედრა ოვალურ კაბინეტში
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 18:39:00
უკრაინის პრეზიდენტმა ვაშინგტონისგან მხადაჭერა კიდევ ერთხელ მიიღო. ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპთან შეხვედრის შემდეგ, პეტრო პოროშენკომ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან და სახელმწიფო მდივან რექს ტილერსონთან აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და, ამავდროულად, მთავრობის მიერ ბოლო წლებში განხორციელებულ რეფორმებზე იმსჯელა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასულმა პოროშენკომ თეთრ სახლს დონბასის რეინტეგრაციის გეგმაც გააცნო. კანონპროექტი, რომელსაც კრემლი მწვავედ აკრიტიკებს, უკრაინის მთავრობის მტკიცებით, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ემსახურება.
წაკითხვა
რუსული მედია - ნატო-ს გამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოება სცადა
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 16:51:00
ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე ნატო-ს „ეფ 16-ის“ ტიპის გამანადგურებელმა რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავთან მიახლოება სცადა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნატო-ს სამხედრო თვითმფრინავის მცდელობა რუსულმა „სუ 27-ის“ ტიპის გამანადგურებელმა აღკვეთა, რომელიც თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს აცილებდა. რუსული თვითმფრინავები კალინინგრადში მიფრინავდნენ, სადაც სერგეი შოიგუ უსაფრთხოების საკითხებში დაგეგმილ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას. რუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტებიც იმყოფებოდნენ.
წაკითხვა
15 ყველაზე ლამაზი მეტროსადგური მსოფლიოში
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 16:45:00
მეტრო „უნივერსიტეტში“ ყველა სამშენებლო სამუშაო დასრულებულია, დაახლოებით 3 კვირაში კი ახალ გვირაბში პირველი სატესტო მატარებელიც გაივლის. „საზოგადოებრივის" მიერ მომზადებული რეპორტაჟის შემდეგ, სოციალურ ქსელებში სადგურის განსხვავებულ ინტერიერზე არაერთგვაროვანი შეფასებები გავრცელდა. მოქალაქეთა ნაწილმა ის აბაზანას, ზოგმა კი საცურაო აუზს შეადარა. საზოგადოების მეორე ნაწილი კმაყოფილია და ამბობს, რომ ახალი სადგური სხვა 22 სადგურისგან განსხვავებით თანამედროვე და ნათელია. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინჟინერი, რამაზ დალაქიშვილი აცხადებს, რომ მოპირკეთებითი სამუშაოები დასრულებულია.„საზოგადოებრივი“ გთავაზობთ ფოტოებს მსოფლიოს იმ მეტროსადგურებიდან, რომელიც ტურისტულ მარშრუტებში აუცილებლად სანახავი ადგილების სიაშია. გამორჩეულებს შორისაა მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და ბუდაპეშტის მეტროსადგურებიც.1. სადგური „ტოლედო“, ნეაპოლი, იტალია.2. „კიევსკაია“ და „მაიაკოვსკაია“, მოსკოვი, რუს
წაკითხვა
პრინცი ფილიპი ჰოსპიტალიზებულია
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 16:08:00
ედინბურგის ჰერცოგი, პრინცი ფილიპი ჰოსპიტალიზებულია. მას ინფექცია აქვს. ბუკინგემის სასახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ელისაბედ მეორის მეუღლე საავადმყოფოში გუშინ ღამით გადაიყვანეს. სამეფო ოჯახი ამბობს, რომ პრინცი თავს კარგად გრძნობს და არაჩვეულებრივ ხასიათზეა. შეგახსენებთ, მაისის დასაწყიში სამეფო ოჯახმა განცხადება გაავრცელა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, პრინცი ფილიპი საზოგადოების წინაშე აღარ წარდგებოდა. ნოემბერში ელისაბედ მეორე და ედინბურგის ჰერცოგი ერთად ცხოვრების 70 წლის თავს აღნიშნავ​ენ.
წაკითხვა
იოგის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ინდოეთის პრემიერი და პრეზიდენტიც შეუერთდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 15:31:00
დღეს მსოფლიო იოგის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით ინდოეთში საერთო ვარჯიში გაიმართა, რომელშიც 50 ათასზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც.ნარენდრა მოდიმ ქალაქ ლაკჰნაუში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ იოგამ მსოფლიო ინდოეთთან დააკავშირა. კრიტიკულ შეფასებებს, კი სადაც იოგის პოპულარიზებას - იუდაიზმის პროპაგანდად აფასებენ პრემიერი პასუხობს, რომ იოგას უძველესი ტრადიცია რელიგიას არ უნდა დაუკავშირონ.ტრადიციული ვარჯიში დღეს ინდოეთის სხვადასხვა ქალაქში ჩატარდა. მათ შორის მუმბაის ავიამზიდზეც, ქვეყნის პრეზიდენტმა კი ტრადიციული ვარჯიში თავის სასახლეში შეასრულა, პროცესში მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ჩაერთნენ. 
წაკითხვა
მსახიობმა დენიელ დეი-ლუისმა კარიერა დაასრულა
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 13:56:00
მსოფლიო კინოს ვარსკვლავმა დენიელ დეი-ლუისმა კარიერა დაასრულა. 60 წლის ვარსკვლავის წარმომადგენლის განცხადებით, ის მადლობას უხდის კოლეგებსა და თაყვანისმცემლებს. მსახიობმა უარი თქვა კინოდან წასვლის მიზეზების განმარტებაზე და განაცხადა, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს. დენიელ დეი-ლუისი ერთადერთი მამაკაცი მსახიობია, რომელმაც 3-ჯერ მიიღო ოსკარი მთავარი როლისთვის. 1989 წელს ფილმით „ჩემი მარცხენა ფეხი“, 2007 წელს - „და იქნება სისხლი“ და 2012 წელს „ლინკოლნში“ შესრულებული მთავარი როლისთვის. გარდა ამისა, დეი-ლუისი არის კინომსახიობთა გილდიის, ოთხგზის BAFTA-სა და ორგზის ოქროს გლობუსის ჯილდოების მფლობელი.დენიელ დეი-ლუისის ბოლო სამსახიობო ნამუშევარი ეკრანზე 2018 წლის თებერვალს გამოვა. პოლ თომას ანდერსონის ფილმში  Phantom Thread  ის მთავარ როლს ასრულებს 
წაკითხვა
პორტუგალიაში სახანძრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 12:41:00
პორტუგალიაში სახანძრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. „კანადეარის’’ თვითმფრინავი პორტუგალიის ცენტრალურ ნაწილში, პედროგან-გრანდში, ტყის ხანძრის ლოკალიზებას ცდილობდა. ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია. პორტუგალიაში სამი დღეა ტყის მასივი იწვის. ხანძრის ჩაქრობას ასამდე სახანძრო ეკიპაჟი ცდილობს. ხანძრის შედეგად 64 ადამიანი გარდაიცვალა. საფრანგეთის მთავრობამ პორტუგალიაში სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნა.
წაკითხვა
აშშ-ის პრეზიდენტმა უკრაინელ კოლეგას თეთრ სახლში უმასპინძლა
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 12:36:00
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკოს თეთრ სახლში უმასპინძლა. შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ტრამპმა უკრაინას ამერიკის სახელით სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესცენტრზე დაყრდნობით უკრაინული მედია ავრცელებს. ტრამპის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ბოლო წლებში უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს აფასებს. ოვალურ კაბინეტში ამერიკელ კოლეგასთან შეხვედრისას პეტრო პოროშენკომ აღნიშნა, რომ უკრაინელი ხალხი თავისუფლებისა და დემოკრატიის მოსაპოვებლად იბრძვის. 
წაკითხვა
აღკვეთილი ტერორისტული აქტი ბელგიის დედაქალაქში - რა ვითარებაა ბრიუსელში
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 12:05:00
აღკვეთილი ტერორისტული აქტი ბელგიის დედაქალაქში - ამ დროისთვის ბრიუსელში სიმშვიდეა. დილიდან ყველა მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა.  პროკურატურა აცხადებს, რომ ბრიუსელმა ტრაგედია აიცილა თავიდან. სამხედროებმა, რომლებიც ქალაქის ცენტრალურ სადგურში პატრულირებდნენ, დროულად შეძლეს ასაფეთქებელი ქამრით მყოფი პირის განეიტრალება. ქალაქში უსაფრთხოების მესამე დონეა შენარჩუნებული. რაც შეეხება ტერორისტს, ის 37 წლის იყო და ოფიციალურ უწყებებს არ ჰქონდათ ინფორმაცია მისი კავშირების შესახებ ტერორისტულ დაჯგუფებებთან.
წაკითხვა
ათენში ანტისახელისუფლო აქცია გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-06-21 09:36:00
ეკონომიკური რეფორმებით უკმაყოფილო საბერძნეთის მოქალაქეები ათენის ქუჩებში გამოვიდნენ. პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი აქციის 2 000-მდე მონაწილე ხელისუფლებას და პრემიერ-მინისტრ ალექსის ციპრასს გადადგომისკენ მოუწოდებდა. „თაღლითები“, - ასეთი იყო აქციის მონაწილეების მთავარი გზავნილი.  დემონსტრაციის მონაწილეთა განცხადებით, 2015 წელს მემარცხენეების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ქვეყანას მთავრობა აღარ ჰყავს და უმართავია. წყარო: Reuters
წაკითხვა

უახლესი