საზოგადოებრივი
104.5 FM
ტრამპი კენედის შესახებ გასაიდუმლოებული დოკუმენტების გასაჯაროებას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2017-10-22 01:51:00
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიკრობლოგ „ტვიტერში“ წერს, რომ აშშ-ის 35-ე პრეზიდენტის ჯონ ფიცჯერალდ კენედის მკვლელობის შესახებ გასაიდუმლოებული დოკუმენტების გასაჯაროებას გეგმავს.   26 ოქტომბერს აშშ-ის ეროვნულმა არქივმა 1963 წლის მოვლენების შესახებ, დაზვერვის ცენტრალური სააგენტოსა (CIA) და გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) 3100-მდე მასალა უნდა გაასაჯაროოს. სწორედ ამ დღეს იწურება 25 წელი მას შემდეგ, რაც 1992 წელს ექსპრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უფროსმა მასალებს გრიფი „საიდუმლო“ მომდევნო 25 წლით გაახანგრძლივა. ამავე წელს, ერთ არქივში გაერთიანდა როგორც კენედის მკვლელობასთან დაკავშირებული 1960-1970 წლების მასალები, ასევე 1990-იანი წლების დოკუმენტებიც. მათ შორის დაზვერვისა და სპეცოპერაციების მონაცემები. სწორედ ეს უკანასკნელი შესაძლოა, მასალების გასაჯაროებისთვის წინაღობა გახდეს. გამოცემა „პოლიტიკოს“ ცნობით, გამორიცხული არ არის, დოკუმენტების გასაჯაროებამ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებას ზიანი მიაყენოს.აშშ-ის ეროვნულმა არქივმა რამდენიმე თვის წინ ჯონ კენედის მკვლელობასთან დაკავშირებით, 3800-მდე დოკუმენტი უკვე გაასაჯაროვა. მათი საერთო მოცულობა 18 გიგაბაიტს აღემატება. თუმცა, უმეტესობა დაკითხვების მრავალსაათიან ჩანაწერებს მოიცავს.ჯონ კენედი ტეხასის შტატის ქალაქ დალასში 1963 წლის 22 ნოემბერს მოკლეს. ოფიციალური ვერსიით, მკვლელი ყოფილი საზღვაო ქვეითი ლი ჰარვი ოსვალდი აღმოჩნდა, რომელმაც გამოძიების ვერსიით, პრეზიდენტის კორტეჟს ცეცხლი 3-ჯერ გაუხსნა. ლი ჰარვი ოსვალდი, კენედის გარდაცვალებიდან 1.5 საათში დააკავეს, თუმცა ის 24 ნოემბერს საპატიმროში გადაყვანის დროს, ერთ-ერთი ღამის კლუბის მეპატრონემ, ჯეკ რუბიმ, პრეზიდენტის მოკვლის გამო, თითქოს შურისძიების მოტივით ჩაცხრილა. კენედის საქმე დღემდე ბურუსით არის მოცული.იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გრიფით დაცული დოკუმენტების გასაჯაროებას არ გადაიფიქრებს, შეერთებული შტატების ისტორიაში ყველაზე იდუმალებით მოცულ მკვლელობას ფარდა შესაძლოა 26 ოქტომბერს აეხადოს.
წაკითხვა
ბარსელონაში კატალონიის ნაციონალური ასამბლეის დაკავებული წევრების გათავისუფლების მოთხოვნით მასშტაბური აქცია იმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 23:59:00
ბარსელონაში კატალონიის ნაციონალური ასამბლეის დაკავებული წევრების, ჟორდი სანჩესისა და ჟორდი კუიქსარტის გათავისუფლების მოთხოვნით, მასშტაბური საპროტესტო აქცია იმართება. დემონსტრაციაში მონაწილეობას იღებს კატალონიის ამჟამად უკვე დათხოვნილი მთავრობის მეთაური, ჟენერალიტეტის წარმომადგენლები და ბარსელონის მერი ადა კოლაუ. ბარსელონის მერმა ქუჩაში გამოსვლისკენ, თავიანთი უფლებების, თავისუფლებისა და კატალონიის თვითმმართველობის დაცვისკენ მოუწოდა იმ მოქალაქეებს, რომლებიც ოფიციალური მადრიდის პოზიციას არ ეთანხმებიან. აქციაზე სიტყვით გამოვიდა კატალონიის ევროპული დემოკრატიული პარტიის გენერალური კოორდინატორი მარტა პასკალიც, რომელმაც კატალონიის მთავრობის დათხოვნასთან დაკავშირებით, ესპანეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება დაგმო. დემონსტრაციაში, სამართალდამცველების განცხადებით, 450 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა.რამდენიმე საათის წინ, ესპანეთის მთავრობის საგანგებო შეხვედრა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით დასრულდა, რაც კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის გაუქმებას გულისხმობს. ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებით, უკიდურესი ზომების ფარგლებში კატალონიის რეგიონული მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუიჩდემონმა, მისმა მოადგილემ და მთავრობის რამდენიმე წევრმა თანამდებობა უნდა დატოვონ.„მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო. თუმცა, კატალონიის მთავრობა დათმობაზე არ წამოვიდა და ცალმხრივი დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მაინც მოაწერა“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა მარიანო რახოიმ.ცენტრალური მთავრობა 155-ე მუხლის ამოქმედების შედეგად, კატალონიაზე ავტონომიური მთავრობის გარეშე დაამყარებს კონტროლს. ოფიციალურმა მადრიდმა 2018 წლის ზამთარში კატალონიაში ვადამდელი რეგიონული არჩევნები დანიშნა.აღნიშნული მუხლი 1978 წლიდან, მას შემდეგ რაც ესპანეთის დემოკრატიული კონსტიტუცია დაიწერა, ძალაში არ შესულა. ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, ცალკეულ ავტონომიას არ აქვს უფლება რეფერენდუმი ჩაატაროს. სწორედ ამიტომ, კატალონიის დამოუკი
წაკითხვა
მიუნხენში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი მსუბუქად დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 23:05:00
მიუნხენში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად რვა ადამიანი მსუბუქად დაშავდა. ქალაქის პოლიციის ინფორმაციით, დანით შეიარაღებული 33 წლის გერმანიის მოქალაქე როზენჰაიმერპლაცის რაიონში, სხვადასხვა ქუჩაზე თავს გამვლელებს დაესხა. ის სავარაუდოდ ველოსიპედით გადაადგილდებოდა. თავდამსხმელი ამ დროისთვის დაკავებულია. დანაშაულის მოტივი უცნობია, თუმცა პოლიცია მომხდარს ტერაქტად არ განიხილავს.
წაკითხვა
ესპანეთის მთავრობამ კატალონიის ავტონომიური მთავრობის დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 16:28:00
ესპანეთის მთავრობის საგანგებო შეხედრა კონსტიტუციის 155-ე მუხლის ამოქმედების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით დასრულდა, რაც კატალონიისთვის ავტონომიის სტატუსის გაუქმებას გულისხმობს. ინფორმაციას El PAIS ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, ცენტრალური მთავრობის გადაწყვეტილებით, უკიდურესი ზომების ფარგლებში კატალონიის რეგიონული მთავრობის მეთაურმა, კარლეს პუიჩდემონმა, მისმა მოადგილემ და მთავრობის რამდენიმე წევრმა თანამდებობა უნდა დატოვონ.„მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ საქმე აქამდე არ მისულიყო. თუმცა, კატალონიის მთავრობა დათმობაზე არ წამოვიდა და ცალმხრივი დამოუკიდებლობის დეკლარაციას ხელი მაინც მოაწერა“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, მარიანო რახოიმ.ცენტრალური მთავრობა 155-ე მუხლის ამოქმედების შედეგად კატალონიაზე ავტონომიური მთავრობის გარეშე დაამყარებს კონტროლს. ოფიციალურმა მადრიდმა 2018 წლის ზამთარში კატალონიაში ვადამდელი რეგიონული არჩევნები დანიშნა.აღნიშნული მუხლი 1978 წლიდან, მას შემდეგ რაც ესპანეთის დემოკრატიული კონსტიტუცია დაიწერა, ძალაში არ შესულა. ესპანეთის კანონმდებლობის თანახმად, ცალკეულ ავტონომიას არ აქვს უფლება რეფერენდუმი ჩაატაროს. სწორედ ამიტომ კატალონიის დამოუკიდებლობის ე.წ. რეფერენდუმი საკონსტიტუციო სასამართლომ არაკანონიერად ცნო, შესაბამისად, საყოველთაო გამოკითხვის შედეგი ოფიციალურმა მადრიდმა და ევროკავშირმა არ აღიარეს.წყარო: El PAIS
წაკითხვა
ბრაზილიაში პედოფილიაში ეჭვმიტანილების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 11:34:00
ბრაზილიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვნებზე სექსუალურ ძალადობაში ეჭვმიტანილი პირების წინააღმდეგ მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა, რის შედეგადაც 108 ადამიანი დააპატიმრეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა 150 ათასზე მეტი სექსუალური ძალადობის ამსახველი მასალა ამოიღეს. მათი უმრავლესობა ამ მასალას ინტერნეტში ანთავსებდა.როგორც BBC წერს, ბრაზილიის იუსტიცის მინისტრმა, ტორკატო ჟარდინმა განაცხადა, რომ ეს არის ყველაზე მასშტაბური სპეცოპერაცია, რაც კი ლათინური ამერიკის ქვეყნებში პედოფილიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში განხორციელებულა. სპეცოპერაციაში ათასამდე პოლიციელმა მიიღო მონაწილეობა.სპეცოპერაციას წინ უძღვოდა ექვსთვიანი გამოძიება, რაშიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის სამართალდამცავი სტრუქტრებიც მონაწილეობდნენ. პედოფილიაში ეჭვმიტანილების დიდი ნაწილის ადგილ-მდებარეობის დადგენა სპეციალური კომპიუტერული პროგრამის საშუალებით მოხერხდა. აღნიშნული პროგრამა ბრაზილიის შინაგან საქმეთა სამინისტროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადასცა.წყარო: BBC
წაკითხვა
ქაბულში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 10:52:00
ქაბულის ორ მეჩეთში თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებული ტერაქტების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 70-ს გადააჭარბა. ავღანეთის სამართალდამცავი ორგანოების ინფორმაციით, 72 ადამიანია დაღუპული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.ტერორისტულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თვითგამოცხადებულმა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. ტერაქტი ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა ქაბულის იმამ ზამანის შიიტურ მეჩეთში, მოგვიანებით კი გურის პროვინციაში მდებარე ერთ-ერთ სუნიტურ მეჩეთში პარასკევის ლოცვის დროს განახორციელა.
წაკითხვა
სლოვაკეთის პრემიერი - „ბრექსითი“ ევროკავშირზე ბრიტანეთის გამარჯვების სიმბოლო არ უნდა გახდეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 01:48:00
„ბრექსითი“ არ უნდა გახდეს ევროკავშირზე ბრიტანეთის გამარჯვების სიმბოლო, ევროკავშირისა და ბრიტანეთის სამომავლო ხელსეკრულებამ კი არც ერთი მხარე არ უნდა დააზარალოს - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა. ფიცოს თქმით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა მის ქვეყანაში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეებისთვის კიდევ უფრო მეტად სერიოზული გარანტიები წარადგინა. სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ზომები ბრიტანეთში მცხოვრებ 3 მილიონ უცხოელს ეხება, თუმცა ლონდონი თავადაც ელოდება მსგავს დამოკიდებულებას ევროკავშირში მცხოვრები 1 მილიონი ბრიტანეთის მოქალაქის მიმართ.
წაკითხვა
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - ბირთვული შეთანხმების ჩაშლა ირანში მკაცრი კურსის მომხრე და კომპრომისების მოწინააღმდეგე ჯგუფისთვის საჩუქარი იქნება
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 01:00:00
2015 წლის ბირთვული შეთანხმების ჩაშლა ირანში მკაცრი კურსის მომხრე და კომპრომისების მოწინააღმდეგე ჯგუფისთვის საჩუქარი იქნება - ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ფლორენს ფარლმა ვაშინგტონში სტუმრობისას განაცხადა. ფარლის თქმით, ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის დარღვევა სამომავლო ომებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება. ოფიციალურ პარიზს სურს, რომ ირანის სარაკეტო პროგრამა შეიზღუდოს. „სერიოზულად უნდა მიუდგეთ დესტაბილიზაქციის გამომწვევ ბალისტიკურ და რეგიონულ აქტივობებს. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“ - აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
წაკითხვა
„სირიის დემოკრატიული ძალების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რაქას მოსახლეობა საკუთარ მომავალს თავად გადაწყვეტს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 00:37:00
ქალაქი რაქა დეცენტრალიზებული, ფედერალური და დემოკრატიული სირიის ნაწილი იქნება. მეტწილად ქურთებით დაკომპლექტებული "სირიის დემოკრატიული ძალების" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქალაქისა და მის მიმდებარე პროვინციებში მცხოვრები არაბული მოსახლეობა საკუთარ მომავალს თავად გადაწყვეტს. 4 თვიანი ინტენსიური ბრძოლების შემდეგ, რაქა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან სწორედ „სირიის დემოკრატიული ძალების“ 15 ათასამდე მებრძოლმა გაათავისუფლა. სამხედრო ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ პროვინციის საზღვრებს დაიცავენ, შემდეგ კი, ქალაქზე კონტროლს სამოქალაქო საბჭოს გადასცემენ.
წაკითხვა
ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლის განცხადებით, ფხენიანი ბირთვულ გამოცდებს თავდაცვის მიზნით განაგრძობს
გამოქვეყნებულია: 2017-10-21 00:05:00
აშშ-ისგან თავდაცვის მიზნით, ფხენიანი ბირთვულ გამოცდებს განაგრძობს. ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მოსკოვში გამართულ ბირთვული გაუვრცელებლობის კონფერენციაზე თქვა, რომ ფხენიანს ბირთვული იარაღი ვაშინგტონისგან მომავალი ბირთვული საფრთხის გასანეიტრალებლად სჭირდება. ოფიციალური ფხენიანის წარმომადგენელმა ფორუმს მონაწილეებს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ძალისხმევა მიზნად თავდაცვას ისახავს და საერთაშორისო ნორმები არ ირღვევა. აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხემძღვანელის მაიკ პომპეოს განცხადებით, ჩრდილოეთ კორეას რამდენიმე თვეში ექნება ისეთი ბირთვული იარაღი, რითაც აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპირომდე მიღწევასაც შეძლებს.
წაკითხვა
ესპანეთის მეფე - ესპანეთმა ქვეყნის გაყოფის ყველა მცდელობა უნდა ჩაშალოს
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 23:54:00
ესპანეთმა ქვეყნის გაყოფის ყველა მცდელობა უნდა ჩაშალოს - ამის შესახებ ესპანეთის მეფე ფელიპე VI-მ განაცხადა. მონარქმა თქვა, რომ ქვეყანა დაუპირისპირდა რეგიონის გამოყოფის მიუღებელ მცდელობას, რადგან კატალონია ესპანეთის განუყოფელი ნაწილია. ასტურიას პრინცესის დაჯილდოების ცერემონიაზე ესპანეთის მეფემ ქვეყნის ხელმძღვანელობას ურჩია, ქვეყნის გაყოფის მცდელობას წინააღმდეგობა სამართლებრივი პროცედურებით გაუწიოს, რომელიც შესაბამისობაშია საპარლამენტო დემოკრატიის ღირებულებებთან და პრინციპებთან. დაჯილდოების პრესტიჟულ ცერემონიას ევროპელი ლიდერებიც ესწრებოდნენ, რომელთა ნაწილმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრის პოზიციას ერთიანი ესპანეთის შესახებ მხარი დაუჭირა და კატალონიის მცდელობა უარყო. 21 ოქტომბერს ესპანეთის მთავრობა სავარაუდოდ საგანგებო შეხვედრას გამართავს. განხილვის მთავარი თემა კონსტიტუციის 155-ე მუხლის შესაძლო ამოქმედება იქნება, რაც ცენტრალურ მთავრობას კატალონიისთვის ავტონომიურობის შეჩერების საშუალებას აძლევს. კატალონიის რეგიონულ მთავრობაში ამბობენ, რომ აღნიშნული მუხლის ამოქმედების შემთხვევაში, რეგიონი დამოუკიდებლობას გამოაცხადებს.
წაკითხვა
ერაყის სამთავრობო არმიამ კირკუკის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 23:06:00
ქურთების „ფეშმერგას“ სამხედრო შენაერთთან სამსაათიანი ბრძოლის შემდეგ, ერაყის სამთავრობო არმიამ ქალაქი ალტუნ კუპრი დაიკავა და კირკუკის რეგიონზე სრული კონტროლი დაამყარა. აღნიშნული ტერიტორია ქალაქ კირკუკსა და ქურთისტანის დედაქალაქ ერბილის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს. მდინარე ზაბთან გამართულ ბრძოლაში ერაყის არმიამ ტყვიამფრქვევები, ნაღმმტყორცნები და ყუმბარმტყორცნები გამოიყენა.
წაკითხვა
ავღანეთში, ორ მეჩეთში მომხდარი ტერაქტებისას 59 ადამიანი დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 22:57:00
ავღანეთში ორ მეჩეთში განხორცილებულ ტერაქტებს 59 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პირველი თავდასხმა ქვეყნის დედაქალაქ ქაბულში შიიტურ მეჩეთში განხორციელდა, სადაც თვითმკვლელი ტეორისტი შეიჭრა, ცეცხლი გახსნა და შემდეგ თავი აიფეთქა. ტერაქტის შედეგად 39 მომლოცველი დაიღუპა. მეორე თავდასხმის ობიექტი კი სუნიტური მეჩეთი გახდა, სადაც ტერორისტული თავდასხმის შედეგად 20 ადამიანი მოკლეს. დაღუპულთა შორისაა მთავრობის მომხრე სამხედრო ჯგუფის მეთაური. ავღანეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერაქტების შემდეგ დაღუპულთა რიცხვი სავარაუდოდ გაიზრდება. თავდასხმების შედეგად, რამდენიმე ათეული მომლოცველია დაჭრილი.
წაკითხვა
იტალიის ორი რეგიონი საოლქო რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადება
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 20:36:00
შოტლანდიის და კატალონიის შემდეგ - მილანი და ვენეცია: იტალიის ორი რეგიონი საოლქო რეფერენდუმის ჩასატარებლად ემზადება.  ამ გზით  ლომბარდიასა და ვენეტოში ავტონომიური უფლებების გაფართოება სურთ. 22 ოქტომბერს დაგეგმილ საოლქო რეფერენდუმში მონაწილეობას 15 მილიონამდე ადამიანი აპირებს. გუბერნატორების გადაწყვეტილება უკვე ფასდება, როგორც პოპულისტური ნაბიჯი.  ორივე რეგიონს მემარჯვენე, პოპულისტური
წაკითხვა
დონალდ ტუსკი გადაჭარბებულს უწოდებს განცხადებას, თითქოს Brexit-ის საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 18:56:00
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე დონალდ ტუსკი გადაჭარბებულს უწოდებს განცხადებას იმის შესახებ, რომ Brexit-ის საკითხზე მოლაპარაკებები ჩიხშია შესული. ამის შესახებ დონალდ ტუსკმა ევროკავშირის სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა.„ის რომ პროგრესი არასაკმარისია, არ ნიშნავს, რომ პროგრესი საერთოდ არ არის“, - აღნიშნა დონალდ ტუსკმა.მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, Brexit-ის საკითხზე მოლაპარაკებების მეორე ფაზაზე გადასავლელად მოსამზადებელი პროცესი დაიწყოს. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მხარეები მოლაპარაკებების მეორე ფაზის დაწყებას დეკემბერში შეძლებენ. ლონდონი მოლაპარაკებების მეორე ეტაპის დაწყების დაჩქარებას ითხოვს, რა დროსაც განხილული უნდა იყოს ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობები Brexit-ის შემდეგ და სავაჭრო საკითხები. თუმცა ევროპელი ლიდერები, მათ შორის ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის გასვლის შემდგომ ურთიერთობებზე საუბარი ჯერ ნაადრევია.ბრიუსელსა და ლონდონს შორის ძირითადი უთანხმოება დიდი ბრიტანეთის ფინანსურ ვალდებულებებს ეხება. როგორც ბრიტანული პრესა წერს, ტერზა მეიმ ევროპელ ლიდერებთან განაცხადა, რომ ლონდონი მზად არის, ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ორგანიზაციის ბიუჯეტში თავდაპირველად დასახელებულ თანხაზე გაცილებით მეტი გადაიხადოს.გასულ თვეს ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მზად არის, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ანუ 2021 წლამდე, ევროკავშირის წევრობის ფინანსური ვალდებულებები შეასრულოს და ორგანიზაციის ბიუჯეტში 20 მილიარდი ევრო გადაიხადოს.19 ოქტომბერს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ღია წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ევროკავშირის მოქალაქეები ქვეყანაში კანონიერად დარჩენას Brexit-ის შემდეგაც შეძლებენ, ამასთან ისინი შეინარჩუნებენ ჯანდაცვას, პენსიებსა და სოციალურ შეღავათებს.ამასთან, ბრიუსელში სამიტზე ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ ლონდონი ევროკავშირთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში მჭიდრო თანამშრომლობის შენარჩუნებას ისურვებდა.
წაკითხვა
ვარშავის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 18:54:00
ვარშავის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად სულ მცირე ცხრა ადამიანი დაშავდა, რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა. ინფორმაციას პოლონური რადიოსადგური RFM FM ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, თავდამსხმელი სამართალდამცველებმა დააკავეს. ის 27 წლის მამაკაცია. თავდასხმის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია. პოლიცია ცდილობს დაადგინოს ჰყავდა თუ არა ეჭვმიტანილს თანამზრახველები.
წაკითხვა
საპარლამენტო არჩევნები ჩეხეთში - ახალი პრემიერი, შესაძლოა, მილიარდერი ანდრეი ბაბიში გახდეს
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 18:45:00
ჩეხეთის ახალი პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა, სისხლის სამართლის გამოძიების ფიგურანტი და სკანდალური განცხადებებით ცნობილი, მილიარდერი ანდრეი ბაბიში გახდეს.  ჩეხეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება.ხმის მიცემის პროცედურა ორდღიანია, ამიტომ შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. საარჩევნო რბოლის ლიდერი ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ჩეხეთის უმდიდრესი ადამიანი ანდრეი ბაბიშის მოძრაობაა.ევროკავშირისადმი კრიტიკულად განწყობილი ანდრეი ბაბიში მოსახლეობას ჰპირდება, რომ ჩეხეთში ლტოლვილებს არ მიიღებს, გადასახადებს შეამცირებს და კორუმპირებულ მაღალჩინოსნებს შეცვლის, თუმცა ის თავად ფინანსურ მაქინაციებშია ბრალდებული.
წაკითხვა
ქაბულში, იმამ ზამანის მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 18:19:00
ქაბულში, იმამ ზამანის შიიტურ მეჩეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა.თვითმხილველთა განცხადებით, არიან დაღუპულები, თუმცა ამ ეტაპზე მათი ზუსტი ოდენობა უცნობია. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არავის აუღია.
წაკითხვა
კატალონიაში ვადამდელი არჩევნები გაიმართება
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 18:04:00
ესპანეთის პრემიერ-მინისტრ მარიანო რახოის გადაწყვეტილებით, კატალონიაში 2018 წლის იანვარში ვადამდელი საპრლამენტო არჩევნები ჩატარდება. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა და "სოციალისტურმა პარტიამ" ერთობლივად მიიღეს. ვადამდელი არჩევნების ჩატარება 155-ე მუხლის ამოქმედების ფარგლებში განიხილება. ესპანეთის კონსტიტუციის 155-ე მუხლი ავტონომიის გაუქმებას ითვალისწინებს. ზემოთ ხსენებულ მუხლს ოფიციალური მადრიდი კატალონიის ავტონომიური მთავრობის მიერ ცალმხრივი დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერის საპასუხოდ აამოქმედებს. ცენტრალური მთავრობის საგანგებო სხდომა ხვალ, 21 ოქტომბერს გაიმართება, სადაც კატალონიისთვის ავტონომიის შეჩერების საკითხზე იმსჯელებენ.
წაკითხვა
ემანუელ მაკრონი - ევროკავშირი თურქეთთან მტკიცე და მომთხოვნ დიალოგს მიიჩნევს საჭიროდ
გამოქვეყნებულია: 2017-10-20 17:50:00
ევროკავშირი თურქეთთან ურთიერთობების გაწყვეტისკენ არ ისწრაფვის, თუმცა, ამ ეტაპზე, ანკარასთან მტკიცე და მომთხოვნ დიალოგს მიიჩნევს საჭიროდ. ამის შესახებ ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერების სამიტის დასრულების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.„ჩვენ თურქეთთან დაკავშირებით ძალიან ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა. შევთანხმდით, რომ საჭიროა ერთდროულად თავიდან ავიცილოთ ანკარასთან ურთიერთობების გაწყვეტა და შევინარჩუნოთ ძალიან მტკიცე და მომთხოვნი დიალოგი“, - განაცხადა მაკრონმა.ამავე დროს, საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ ევროპა აპირებს, თურქეთში შიდაპოლიტიკური ვითარების ცვლილების გათვალისწინებით, ამ ქვეყანასთან ურთიერთობებს გადახედოს. მისი თქმით, თურქეთში შექმნილი ვითარება შეშფოთებას იწვევს.ამავე დროს, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირისთვის ანკარასთან ურთიერთობები უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ისინი საერთო გამოწვევების - მიგრაციულ კრიზისისა და ტერორიზმის წინაშე დგანან.
წაკითხვა