საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ყატარი არაბული ქვეყნების ულტიმატუმს არარეალურად მიიჩნევს
გამოქვეყნებულია: 2017-06-24 11:17:00
ყატარის მთავრობა სპარსეთის ყურის ქვეყნების მხრიდან დიპლომატიური ბლოკადის შეწყვეტის სანაცვლოდ წაყენებული ულტიმატუმის შესრულებას არარეალურს უწოდებს. ყატარის მთავრობის პრესსპიკერმა შეიხ საიფ ალ-ტანიმ განაცხადა, რომ დოჰასადმი წაყენებული პირობები იმდენად აბსურდულია, რომ დიპლომატიური იზოლაცია კიდევ ერთხელ ცხადყოფს ამ არაბული ქვეყნების მიზანს. „ახლა კიდევ უფრო ნათლად დავინახეთ, რომ სინამდვილეში ბლოკადის მიზეზი ყატარის სუვერენიტეტის შელახვაა და ამას არავითარი კავშირი არ აქვს ტერორიზმთან“ - განაცხადა ალ-ტანიმ.ორი კვირის წინ ექვსმა არაბულმა სახელმწიფომ ყატარის მთავრობა ტერორისტული ორგანიზაციებისა და შეიარაღებული ირანული დაჯგუფებების ფინანსურ მხარდაჭერაში დაადანაშაულა, რის შედეგადაც საუდის არაბეთმა, ბაჰრეინმა, იემენმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, ლიბიამ და ეგვიპტემ დოჰასთან დიპლომატიური კავშირი გაწყვიტეს. არაბული ლიგის წევრმა ექვსივე ქვეყანამ ყატარის ავიახაზებს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა, მოქალაქეებს კი ქვეყნის დასატოვებლად ორკვირიანი ვადა მისცა. 23 ივნისს ზემოთ ხსენებულმა არაბულმა ქვეყნებმა დოჰას ბლოკადის გაუქმების სანაცვლოდ ცამეტი პირობა წაუყენეს. ჩამონათვალს შორისაა ყატარში მდებარე ინგლისურენოვანი ტელეკომპანია „Al Jazeera”-ს ყველა საერთაშორისო ბიუროს დახურა და ირანთან კავშირის გაწყვეტა. 
წაკითხვა
თურქეთში საშუალო სკოლებში ევოლუციას აღარ შეასწავლიან
გამოქვეყნებულია: 2017-06-24 09:21:00
თურქეთში საშუალო სკოლის მოსწავლეები ევოლუციის თეორიას აღარ ისწავლიან. როგორც CNN წერს, საგანი სასკოლო პროგრამებიდან უკვე ამოიღეს, ვინაიდან ქვეყნის მთავრობა მიიჩნევს, რომ საკამათო საკითხები სკოლებში არ უნდა ისწავლებოდეს. როგორც ეროვნული საგანმანათლებლო საბჭოს ხელმძღვანელმა ალფასლან დორმუსმა განაცხადა, ევოლუცია არის საკამათო საკითხი და საკმაოდ რთულად გასაანალიზებელია მოსწავლეებისთვის. მისი განმარტებით, ევოლუციის თავი უკვე ამოიღეს მე-9 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოდან და მას მოსწავლეები დამამთავრებელ კლასში შეისწავლიან. მთავრობის გადაწყვეტილებას უკვე მოყვა ოპოზიციის კრიტიკა, რომელიც მიიჩნევს, რომ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი სახალხო ღირებულებებს უპირისპირდება. ეროვნული საგანმანათლებლო საბჭოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი სასწავლო პროგრამა 2017-2018 სასწავლო წლებში ამოქმედდება. წყარო: CNN
წაკითხვა
მეწყერი ჩინეთში - ნანგრევებში 100-ზე მეტი ადამიანი მოყვა
გამოქვეყნებულია: 2017-06-24 09:09:00
ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე სიჩუანის პროვინციაში მეწყერი ჩამოწვა. როგორც BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, მიწამ 100-ზე მეტი ადამიანი მოიყოლა. სტიქიის შედეგად განადგურდა 40-მდე სახლი. მთის ერთი ნაწილი, ადგილობრივი დროით, დილის 06:00 საათზე მოწყდა. სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მაშველები დაკარგული ადამიანების პოვნას და ნანგრევებიდან მათ ამოყვანას ცდილობენ. ჩინეთის მთიან რეგიონებში მეწყერსაშიში ზონებია. სტიქიური პროცესები განსაკუთრებით ძლიერი წვიმის შემდეგ აქტიურდება. წყარო: BBC
წაკითხვა
თეთრ სახლში გადაღების შეზღუდვის გამო, CNN-მა ბრიფინგზე მხატვარი გაგზავნა
გამოქვეყნებულია: 2017-06-24 04:13:00
წაკითხვა
ლონდონში ხუთი მრავალსართულიანი კორპუსის ევაკუაცია მოხდა - ფაქტს პრემიერი ეხმაურება
გამოქვეყნებულია: 2017-06-24 01:44:00
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ლონდონის რაიონის კამდენის რამდენიმე კორპუსის მცხოვრებლებს მხარდაჭერა გამოუცხადა, რომლებიც სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, დროებით გამოასახლეს.„ჩემი ფიქრები კამდენში ევაკუირებულებთანაა. მათ სახლებს უსაფრთხოების კუთხით ამოწმებენ“, - აღნიშნულია ქვეყნის პრემიერის ტერეზა მეის გვერდზე Twitter-ში.ლონდონის რაიონ კამდენში საცხოვრებელი კომპლექსის - Chalcots Estate-ის ხუთი მრავალსართულიანი კორპუსიდან 800-მდე ოჯახი გაასახლეს.  Sky News-ის ინფორმაციით, შენობების ფასადების მოსაპირკეთებელ მასალებთან დაკავშირებით, პრეტენზიები არსებობს და პრობლემის აღმოსაფხვრელად ოთხი კვირა იქნება საჭირო. საცხოვრებელი კორპუსების შემოწმება ქალაქში მას შემდეგ დაიწყო, რაც 14 ივნისს მომხდარი ხანძრისას, 24-სართულიანი Grenfell Tower დაიწვა. ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, ხანძრის გამო დაიღუპა და უგზოუკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა 79 ადამიანი.
წაკითხვა
Al Arabiya - საუდის არაბეთში, მექას უმსხვილეს მეჩეთზე თავდასხმა აღკეთეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-24 00:58:00
საუდის არაბეთის უსაფრთხოების სამსახურებმა აღკვეთეს ტერორისტების თავდასხმა, რომელთა სამიზნეც ​მექაში მდებარე მთავარი მეჩეთი იყო - იუწყება ტელეარხი Al Arabiya. ქვეყნის შს სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის მანსურ ათ-თურქის თქმით, ქვეყნის მასშტაბით, სამი აფეთქება იგეგმებოდა. ერთი აფეთქება ჯიდას პროვინციაში, ორი კი მექაში უნდა მომხდარიყო.მედიის ინფორმაციით, სპეცრაზმმა მექაში, უმსხვილესი მეჩეთის სიახლოვეს სპეცოპერაცია ჩაატარა. ქვეყნის შსს-ს ცნობით, თვითმკვლელი ტერორისტი ერთ-ერთ დასახლებულ უბანს შეეფარა და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნა. ბოლოს კი, მან თავი აიფეთქა. სპეცოპერაციის დროს, დაშავდა ექვსი ადამიანი. დაშავებულია ხუთი სამართალდამცველიც. ღონისძიების შედეგად, ხუთი ეჭვმიტანილია დაკავებული.
წაკითხვა
მედია: რა მოსწონს ბერლუსკონის ტრამპის? - მისი მეუღლე
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 23:46:00
იტალიის ყოფილმა პრემიერმა სილვიო ბერლუსკონიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ყველაზე მეტად, მეუღლე, მელანია ტრამპი მოსწონს - ასე უპასუხა მან ტელეეთერში ტრამპის შესახებ დასმულ კითხვას. „მელანია მომწონს მისი სილამაზის, სტილისა და მომხიბვლელობის გამო“, - განაცხადა 80 წლის ბერლუსკონიმ. მისივე თქმით, პირადად არ იცნობს, თუმცა ბევრი სმენია მელანია ტრამპზე და ისიც დასძინა, რომ აშშ-ში დემოკრატებიც კი არ აკრიტიკებენ ახალ პირველ ლედის.ჟურნალისტებს კარგად ახსოვთ ბერლუსკონის შეფასება საფრანგეთის პირველი ლედის ბრიჯიტ მაკრონის შესახებაც. ბერლუსკონიმ ემანუელ მაკრონის შესახებ განაცხადა, რომ ის „კარგი ყმაწვილია კარგი შესახედაობის დედით“.
წაკითხვა
აშშ-ის თვითმფრინავთან რუსული „სუ-27“-ის მიახლოების ფოტოები ვრცელდება
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 22:18:00
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობა მის მზვერავ თვითმფრინავთან - RC-135U-თან რუსული „სუ-27“-ის მიახლოების ამსახველ ფოტომასალას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ინციდენტი 19 ივნისს ბალტიის ზღვის თავზე მოხდა. ფაქტი შეფასდა, როგორც უსაფრთხო.Fox News-ის ცნობით, რუსული თვითმფრინავი RC-135U-ს 1,5 მეტრის მანძილზე მიუახლოვდა. „სუ-27“ რაკეტებით იყო აღჭურვილი. ერთ-ერთი ამერიკელი ჩინოსნის შეფასებით, რუსული თვითმფრინავის მოქმედება პროვოკაციული იყო.
წაკითხვა
ერთი წელი ევროკავშირისთვის მოულოდნელი გადაწყვეტილებიდან - ბრექსიტის შედეგები და ტერეზა მეის გამოსვლა ბრიუსელში
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 20:35:00
ერთი წელი ევროკავშირისთვის ისტორიული გადაწყვეტილებიდან. 2016 წლის 23 ივნისს დიდი ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობამ რეფერენდუმის გზით გაერთიანებიდან გასვლას მხარი დაუჭირა. ,,ბრიტანელმა ხალხმა უნდა მიიღოს ის, რაც მოითხოვა” - ამ გზავნილით წარდგა ქვეყნის პრემიერი დღეს ბრიუსელში. ევროკავშირის დატოვებამდე რთული მოლაპარაკებები იწყება. ევროკავშირი საკუთარი პირობების დაკმაყოფილებას ელის.  
წაკითხვა
თურქეთში, აკვაპარკში ელექტროტრავმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის - სამი ბავშვი
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 20:23:00
ხუთი ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, დაიღუპა თურქეთში, აკვაპარკში, ელექტროტრავმის შედეგად, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით, საქარიას პროვინციაში მოხდა.აკვაპარკის მენეჯერმა და მისმა შვილმა ბავშვების დასახმარებლად ჩაყვინთეს, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გადარჩენა ვერ მოხერხდა.ინციდენტის მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია. წყარო: BBC 
წაკითხვა
ტრამპი არაბულ ქვეყნებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებს გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 20:15:00
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მზად არის, ერთმანეთთან დაპირისპირებულ არაბულ ქვეყნებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მედიატორის როლი შეასრულოს, რისი მიზანიც გაერთიანებული ძალებით ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაა. ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა Fox News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.პრეზიდენტმა ტრამპმა პარალელი გაავლო 1978 წელს ისრაელსა და ეგვიპტეს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ხელშეწყობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კემპ დევიდში გამართულ სამიტთან.
წაკითხვა
ჩრდილოეთ კორეაში გასამართლებული ოტო უორმბირი ცინცინატის სასაფლაოზე დაკრძალეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 18:35:00
ჩრდილოეთ კორეაში გასამართლებული ოტო უორმბირი ცინცინატის სასაფლაოზე დაკრძალეს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უორმბირის გარდაცვალებაში ჩრდილოეთ კორეის მთავრობა დაადანაშაულა, ბარაკ ობამა კი თავის დროზე უმოქმედობისთვის გააკრიტიკა. მისი თქმით, ამერიკელი სტუდენტი ფხენიანის ციხიდან გაცილებით ადრე უნდა გამოეხსნათ. ოტო უორმბირი სამშობლოში კომატოზურ მდგომარეობაში დააბრუნეს. მშობლები დარწმუნებული არიან, რომ იგი ჩრდილოეთ კორეაში არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო. უორმბირის ოჯახმა მისი გარდაცვალების შემდეგ გაკვეთაზე უარი თქვა. 
წაკითხვა
ევროპული საბჭოს 2-დღიანი სამიტი - ბრიუსელში გაკეთებული განცხადებების დეტალები
განახლებულია: 2017-06-23 18:30:00
ევროპული საბჭოს 2- დღიანი სამიტი ბრიუსელში. ერთი წელი ბრექსიტის გამოცხადებიდან და უამრავი კითხვა, რომელზეც ორგანიზაცია პასუხს ითხოვს. ბრექსიტზე მოლაპარაკებები არ იქნება მარტივი და ამას ლონდონი უნდა შეეგუოს,- ასეთია ევროპელი ლიდერების პოზიცია.ქეთი ქარდავა ბრიუსელში გაკეთებული განცხადებების დეტალებით. 
წაკითხვა
კანადელმა სპეცრაზმელმა ISIS-ის წევრი 3 540 მეტრიდან მოკლა
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 17:50:00
კანადის სპეცდანიშნულების რაზმის წევრმა ერაყში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრი სნაიპერული შაშხანით 3 540 მეტრიდან მოკლა. სამხედრო ანალიტიკოსების განცხადებით, ეს მსოფლიო რეკორდია. კანადის შეიარაღებულ ძალებში ფაქტს ადასტურებენ, თუმცა დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ. ასევე არ სახელდება ჯარისკაცის ვინაობა. გავრცელებული ცნობით, გაერთიანებული ოპერატიული ჯგუფის წევრმა სამიზნის გასანადგურებლად ამერიკული წარმოების შაშხანა „McMillan TAC-50“ გამოიყენა. სამხედროები ამბობენ, რომ სამიზნემდე მიღწევამდე ტყვიამ 10 წამი იფრინა. წინა რეკორდი ბრიტანელ სნაიპერ, კრეგ ჰარისონს ეკუთვნის, რომელმაც 2009 წელს ავღანეთში „თალიბანის” წევრი 2 475 მეტრიდან მოკლა.წყარო: Foxnews
წაკითხვა
ესპანეთის პოლიციამ ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამო მამაკაცი დააკავა
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 16:13:00
ესპანეთის პოლიციამ მაროკოელი მამაკაცი დააკავა, რომელიც კორპორაციული ქსელით „ისლამური სახელმწიფოს“, „ალ ქაიდასა“ და „ისლამური მაღრების“ სასარგებლოდ მოქალაქეების გადაბირებაზე მუშაობდა და მათ ფინანსურად უზრუნველყოფდა. დაკავებული 40 წლის მამაკაცი დანიის მოქალაქეა. საიდუმლო ქსელის მეშვეობით დანიის 24 კომპანიის 8 მილიონი ევრო დაიხარჯა. ესპანეთის პოლიციაში აცხადებენ, რომ გადაბირების სისტემა საერთაშორისო დონეზე მოქმედებდა და ევროპის ქვეყნებიდან კონფლიქტის ზონაში არაერთი ადამიანი გაგზავნა.2015 წლის ივნისის შემდეგ, ესპანეთში რადიკალ ისლამისტებთან კავშირის ბრალდებით 173 ადამიანი დააკავეს.
წაკითხვა
დიდ ბრიტანეთში მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი ხანძრის გამომწვევი მიზეზი ცნობილია
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 15:54:00
ლონდონის პოლიციამ Grenfell Tower-ის ხანძრის საქმეს მასობრივი მკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭა. ხანძრის საბოლოო მიზეზად სამართალდამცველები ძველი მაცივრის გაუმართავ სისტემას ასახელებენ.აღნიშნული ვერსია თვითმხილველების ინტერვიუებში არაერთხელ დასახელდა, თუმცა სამართალდამცველებს აქამდე არ დაუდასტურებიათ. მაცივარი მეოთხე სართულზე მდებარე ერთ-ერთ ბინაში აფეთქდა, რის შემდეგაც ცეცხლი მთელ საცხოვრებელ კორპუსს მოედო. ასევე ცნობილია, რომ შენობაში ხანძრის საწინააღმდეგო სისტემა არ მუშაობდა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება გრძელდება.ლონდონის დასავლეთ ნაწილში, კენსიგტონში მდებარე 24-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარს 79 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცხედრების იდენტიფიცირება დღესაც მიმდინარეობს.ხანძრის შემდეგ კენსიგტონის გამგებელმა თანამდებობა დატოვა.ლონდონში Grenfell Tower-ის ტიპის 600-მდე შენობაში მონიტორინგი მიმდინარეობს. მსგავსი ტრაგედიის პრენეციის მიზნით, სამართალდამცველები ხანძრის საწინააღმდეგო სისტემებს ამოწმებენ. კენსინგტონში მდებარე Grenfell Tower, სადაც 127 ბინა იყო განლაგებული, 1974 წელს აშენდა.
წაკითხვა
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ არაბულმა ქვეყნებმა ყატარს მოთხოვნების სია გადასცეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 11:34:00
დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სანაცვლოდ არაბულმა ქვეყნებმა ყატარს მოთხოვნების სია გადასცეს. ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და ეგვიპტე ყატარისგან ითხოვენ, გაწყვიტოს ირანთან კონტაქტი, დახუროს თურქული სამხედრო ბაზა და ასევე, ტელეკომპანია „ალ-ჯაზირა“, რომელსაც პროპაგანდის გავრცელებაში სდებენ ბრალს. მოთხოვნებში ასევე წერია, რომ ყატარმა ნატოს წევრ ქვეყნებთან ყოველგვარი კონტაქტი უნდა შეწყვიტოს და შეაჩეროს ტერორიზმის მხარდაჭერა, მათ შორის, ინფორმაციული თვალსაზრისით. სააგენტო “როიტერის” ცნობით, მოთხოვნების შესასრულებლად ყატარს 10 დღიან ვადას აძლევენ. ოფიციალურ დოჰას შეთავაზება კუვეიტის მთავრობამ გაუგზავნა, რომელიც დიპლომატიურ კრიზისში შუამავლის როლს ასრულებს. სპარსეთის ყურეში დიპლმატიური კრიზისი 5 ივნისს დაიწყო.
წაკითხვა
პაკისტანში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას 7 ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 11:23:00
პაკისტანის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ ქუეტაში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ განხორციელებულ აფეთქებას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის 4 პოლიციის თანამშრომელია. ხოლო დაჭრილთა შორის 9 ადამიანი ძალოვანი უწყებების თანამშრომლები არიან. აფეთქების შედეგად 15-მა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. ბალუჯისტანის პროვინციის პოლიციის უფროსის განცხადებით, ტერორისტმა დანაღმული ავტომობილი ააფეთქა. ტერაქტი პოლიციის განყოფილებასთან მაშინ მოხდა, როდესაც სამართალდამცველებმა ავტომობილი შემოწმების მიზნით გააჩერეს. 
წაკითხვა
ევროკავშირის სამიტზე რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივების საკითხი განიხილეს
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 09:22:00
ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების გახანგრძლივების საკითხი განიხილეს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით, შეზღუდვები 2018 წლის იანვრამდე შენარჩუნდება. ბრიუსელში მიაჩნიათ, რომ მოსკოვმა მინსკის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო. ევროკავშირამდე რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააფართოვა აშშ-მა და სასანქციო სიაში კიდევ 38 ფიზიკური და იურიდიული პირი დაამატა, მათ შორის ყირიმელი მაღალჩინოსნები. წყარო: BBC
წაკითხვა
ევროკავშირის ლიდერები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე შეთანხმდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-06-23 09:12:00
ევროკავშირის ლიდერები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდებზე შეთანხმდნენ. სწორედ ტერორიზმი იყო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ბრიუსელში მიმდინარე ევროპული საბჭოს სამიტზე. ლიდერები მზად არიან, გააძლიერონ ძალისხმევა იმ უცხოელი ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც ექსტრემისტული დაჯგუფებების რიგებში გაწევრიანების მიზნით, სირიასა და ერაყში იმყოფებოდნენ. პირველ რიგში, აღნიშნული ზომები ინფორმაციის გაზიარებას გულისხმობს, განსაკუთრებით კი სასაზღვრო კონტროლის სფეროში.ევროკავშირი ასევე მოუწოდებს სოციალური ქსელების ადმინისტრაციებს, გააკეთონ ყველაფერი, რათა არ მოხდეს ტერორისტული მასალების ინტერნეტში გავრცელება და საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ შესაბამისი სამართლებრივი ზომები. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სტრუქტურა, რომელიც კრიზისულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების განხორციელებას უზრუნველყოფს.წყარო: Reuters
წაკითხვა

უახლესი