საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ჯასტინ ბიბერმა მსოფლიო ტურნე მოულოდნელად გააუქმა
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 08:45:00
ჯასტინ ბიბერმა მსოფლიო ტურნე მოულოდნელად გააუქმა. პოპულარულმა კანადელმა მომღერალმა, ჯასტინ ბიბერმა მსოფლიო ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი 14 კონცერტი გააუქმა. კონცერტები 10 ოქტომბრამდე აშშ-სა და აზიის ქვეყნებში უნდა გამართულიყო. ტურნეს გაუქმების მიზეზად მომღერლის ვებგვერდზე გაუთვალისწინებელი გარემოებები სახელდება. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მსმენელებს ბილეთის თანხა უკან დაუბრუნდებათ. 23 წლის ჯასტინ ბიბერის მსოფლიო ტურნე მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ამ დროისთვის მომღერალმა ევროპაში, აფრიკაში, ამერიკასა და აზიაში 150 კონცერტი ჩაატარა.
წაკითხვა
„არაფერი მაქვს დასამალი" - ტრამპის სიძე სენატის წინაშე წარდგა
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 08:23:00
ივნაკა ტრამპის მეუღლე და პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი, ჯარედ კუშნერი სენატის წინაშე წარდგა და რუსეთთან კავშირების შესახებ მისი მისამართით გაჟღერებული ყველა ბრალდება კატეგორიურლად უარყო. კუშნერმა, რომელიც ტრამპის წინაასაარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო, განაცხადა, რომ მისი ყველა ქმედება კანონიერი იყო. პრეზიდენტის სიძე რუსეთთან რაიმე ტიპის კავშირს კატეგოირიულად უარყოფს. კუშნერი სენატის დაზვერვის კომიტეტში მას შემდეგ დაიბარეს, რაც რამდენიმე ამერიკულმა გამოცემამ რუს იურისტთან მის საეჭვო კავშირებზე დაწერა. „მინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადო, რომ მე არ მქონია არანაირი შეთანხმება რუსეთთან, უფრო მეტიც, საარჩევნო შტაბიდან არავინ ვიცი, ვინც რუსეთთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა. მე არ მქონდა არანირი კონტაქტი, რომელიც შესაძლოა გაკიცხვის საგანი გახდეს", - განაცხადა სენატიდან გამოსულმა კუშნერმა. 36 წლის ჯარედ კუშნერი  პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციაში უფროსი მრჩევლის პოსტს იკავებს.
წაკითხვა
ჯონ მაკკეინი ოპერაციის შემდეგ სენატში დაბრუნდება, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხარი დაუჭიროს
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 08:16:00
ჯონ მაკკეინი, ოპერაციის შემდეგ, სენატში დაბრუნდება, რათა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. „სენატორი მაკკეინი მოუთმენლად ელის სენატში დაბრუნებას, რათა მნიშვნელოვანი კანონპროექტების კენჭისყრაში მიიღოს  მონაწილეობა", - ეს განცხადება სენატორ მაკკეინის ვებგვერდზე გავრცელდა.  შეგახსნებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკელ სენატორ ჯონ მაკკეინს ტვინის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს.  საუბარია სიმსივნის მძიმე ფორმაზე. მაკკეინს მკურნალობის კურსი სხივურ თერაპიას და ქიმიოთერაპიას მოიცავს.  ჯონ მაკკეინი ამჟამად სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს. 2008 წელს ის აშშ-ის პრეზიდენტად იყრიდა კენჭს. ვეტერანი სენატორი ცნობილია თავისი ხისტი და კრიტიკული პოზიციით რუსეთის მოქმედი ხელისუფლების მიმართ.
წაკითხვა
CNN - რექს ტილერსონმა შესაძლოა თანამდებობა დატოვოს
გამოქვეყნებულია: 2017-07-25 08:05:00
ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, პრეზიდენტ ტრამპთან უთანხმოების გამო, შესაძლოა თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვოს. ამ ინფორმაციას „სი-ენ-ენი" სანდო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ვერსიით, ტილერსონს სერიოზული უთანხმოება აქვს ტრამპის ადმინისტრაციასთან ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ირანთან დიალოგი და ადმინისტრაციაში საკადრო საკითხები. გარდა ამისა, სახელმწიფო მდივანმა   უკმაყოფილება გამოთქვა და არაპროფესიონალური უწოდა პრეზიდენტის საჯარო გამოსვლას ჯეფ სეშენეთან დაკავშირებით.„სი-ენ-ენის" წყაროს ინფორმაციით, თანამდებობის დატოვებამდე, ტილერსონი სახელმწიფო დეპარტმანეტში საკადრო ცვლილებების განხორციელებას გეგმავს. რექს ტილეროსნმა ამერიკის სახელწმიფო მდივნის პოსტი ტრამპის  ინაუგურუაციიდან რამდენიმე დღეში დაიკავა. ის 69 წლისაა.
წაკითხვა
თურქეთში დაკავებული ჟურნალისტების ხმაურიანი სასამართლო პროცესი დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 20:36:00
თურქეთში დაკავებული ჟურნალისტების ხმაურიანი სასამართლო პროცესი დაიწყო. ბრალდებულთა სკამზე გაზეთ ჯუმურიეთის თანამშრომლები სხედან. მათ ტერორისტებთან კავშირში ადანაშაულებენ. უფლებადამცველების განცხადებით, დღევანდელი პროცესი თავისუფალ მედიაზე მთავრობის თავდასხმის კიდევ ერთი ნათელი მაგალითია. ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ჟურნალისტები ტერორისტებთან თანამშრომლობდნენ. როგორ აღნიშნეს მედიის თავისუფლების დღე თურქეთში - ვრცლად ჩვენს სიუჟეტში. 
წაკითხვა
იტალიაში დონალდ ტრამპის ნიღბიანი მძარცველები დააკავეს [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 20:33:00
იტალიაში დააკავეს ორი ბოროტმოქმედი, რომლებსაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ნიღბები ეკეთათ. La Repubblica-ს ცნობით, ასეთ ფორმაში გამოწყობილი დამნაშავეები რამდენიმე ბანკს დაესხნენ თავს. სამართალდამცველების ცნობით, ისინი ბანკომატებს სპეციალური ნივთიერებით აფეთქებდნენ. საგამოძიებო უწყების განცხადებით, ბოროტმოქმედები კვალის არევას ოსტატურად ახერხებდნენ და ათზე მეტი ბაკის გაძარცვა შეძლეს.პოლიციამ მათი იდენტიფიცირება უკვე შეძლო. მძარცველები ძმები ივან და ვიტორიო ლაფორეები აღმოჩნდნენ, რომელთა მამაც ასევე ძარცვის მუხლით ციხეში იხდის სასჯელს. სათვალთვალო კამერებში ჩანს, რომ მძარცველებს დანაშაულის მომენტში დონალდ ტრამპის ნიღაბი უკეთიათ.
წაკითხვა
მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სანქციები რუსეთს - აშშ-ი ახალ კანონპროექტზე მუშაობს
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 20:11:00
მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შეერთებული შტატების მორიგი პოზიტიური გზავნილი და ერთი დღე კონგრესის კანონპროექტის კენჭისყრამდე. დოკუმენტში, რომელიც პრეზიდენტის ხელმოწერის შემთხვევაში კანონად იქცევა, ყირიმის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსიაზეცა საუბარია. ამერიკა ცალსახად გმობს რუსეთის მიერ 2008 წელს გაფორმებული შეთანხმების პირობების დარღვევას. დოკუმენტის მთავარი ნაწილი კი რუსეთისთვის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისთვის დამატებითი სანქციების მიღებას გულისხმობს. კონგრესის შემუშავებულ ინიციატივაზე განსხვავებული პოზიცია აქვს ევროკავშირს.ქეთი ქაშაკაშვილის სიუჟეტი.
წაკითხვა
„ნორმანდიული ოთხეულის“ მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგების გარეშე დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 20:07:00
საფრანგეთის, რუსეთის, უკრაინისა და გერმანიის ლიდერების სატელეფონო მოლაპარაკებები დასრულდა. ემანუელ მაკრონი, ანგელა მერეკელი, პეტრო პოროშენკო და ვლადიმირ პუტინი შეთანხმდენენ, რომ აგვისტოში „ნორმანდიული ოთხუელის“ მონაწილე სახელწმიფოთა საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება.ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა. „მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის, მძიმე ტექნიკის გაყვანისა და ძალების დაშორიშორების მნიშვნელობა. ეს უნდა განხორციელდეს ეუთოს სამეთვალყურეო მისიის 24 საათიანი მონიტორინგის ქვეშ“ - ნათქვამია უკრაინის ლიდერის პრესსამსახურის განცხადებაში.საუბრის დროს ანგელა მერკელმა და ემანუელ მაკრონმა აღნიშნეს რომ დაუშვებელია ისეთი განცხადებების გაკეთება, რომლებიც ძირს უთხრის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. კერძოდ ეს ეხება სეპარატისტების მიერ გახმიანებულ „მალოროსიის“ შექმნის იდეას.თავის მხრივ უკრაინის პრეზიდნეტმა კიდევ ერთხელ მოითხოვა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში გაეროს მშვიდობისმყოფელების გაგზავნა და მოუწოდა რუსეთს დაუყოვნებლის შეწყვიტოს აგრესული ქმედებები.როგორც კრემლის პრესსამსახურში აცხადებენ, ვლადიმირ პუტინმა დეტალურად განმარტა რუსეთის პოზიცია მინსკის შეთანხმების თითოეული დებულების მიმართ.საფრანგეთის ლიდერმა კი „ტვიტერის“ გვერდზე სატელეფონო საუბრის ამსახველი ვიდეო გამოქვეყნა და აღნიშნა, რომ მოლპარაკებების დროს მხარეებმა უკრაინის კრიზისის გადასაჭრელად ერთად მუშაობის სურვილი კიდევ ერთხელ დაადასტურეს.
წაკითხვა
ვეტო ორ სადავო კანონზე - პოლონეთის პრეზიდენტმა გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 18:25:00
პოლონეთის პრეზიდენტი სასამართლოს რეფორმის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ ორ სადავო კანონს ვეტოს ადებს. საუბარია უზენაესი სასამართლოს რეფორმისა და იუსტიციის ეროვნული საბჭოს შესახებ. ეს კანონპროექტი მმართველმა პარტიამ მიიღო, პარლამენტში მისი დამტკიცების შემდეგ კი პოლონეთში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო. მოსახლეობა მიიჩნევს, რომ სასამართლო დამოუკიდებლობა საფრთხეშია. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან, თუმცა ქვეყნის პირველ პირს მესამე ვეტოსაც სთხოვენ. 
წაკითხვა
ყირიმის ანექსია, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია - აშშ-ი რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე მსჯელობს
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 18:10:00
მორიგი სანქციები რუსეთს შეერთებული შტატებიდან. კონგრესი რუსეთთან ერთად, შეზღუდვებს ირანს და ჩრდილოეთ კორეასაც უწესებს. რეზოლუციაში, რომელიც კონგრესმა მოამზადა, ყირიმის ანექსიაზე, ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაციაზეა საუბარი. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთი განაგრძობს 2008 წლის შეთანხმების პირობების დაღვევას. როდის უნდა უყარონ კენჭი კანონპროექტს - ქეთი ქაშაკაშვილი თემის დეტალებით.
წაკითხვა
შვეიცარიაში ბენზოხერხით შეიარაღებულმა მამაკაცმა ხუთი ადამიანი დაჭრა
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 15:19:00
შვეიცარიაში ბენზოხერხით შეიარაღებულმა მამაკაცმა ხუთი ადამიანი დაჭრა.თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. როგორც Blick-ი იუწყება, ინციდენტი გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ შაფჰაუზენში მოხდა. პოლიცია დამნაშავეს ეძებს. სამართალდამცავებს ქალაქის ცენტრი გადაკეტილი აქვთ. დაჭრილი ხუთი ადამიანიდან ორი მძიმე მდგომაროებაშია.
წაკითხვა
როკ ვარსკვლავმა ელის კუპერმა ცნობილი ამერიკელი მხატვრის ენდი უორჰოლის დაკარგული ნამუშევარი აღმოაჩინა
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 13:26:00
როკ ვარსკვლავმა ელის კუპერმა ცნობილი ამერიკელი მხატვრის ენდი უორჰოლის დაკარგული ნამუშევარი აღმოაჩინა. როგორც თავად კუპერი ამბობს ნახატი 40 წლის განმავლობაში მის კარადაში ინახებოდა, თუმცა მან ამის შესახებ არაფერი იცოდა. საუბარია 1964 წელს შექმნილ ნამუშევარზე სახელწოდებით „პატარა ელექტრო სკამი“, ელის კუპერი და ენდი უორჰოლი 1970-იან წლებში დამეგობრდნენ. როგორც მუსიკოსის მენეჯერი Guardian-თან საუბრისას ყვება, ამერიკელი მხატვარი დაესწრო კონცერტს, რომელზეც ელის კუპერი ელექტრო სკამზე მღეროდა. უორჰოლის ნახატი 1953 წელს ერთ-ერთ ციხეში გადაღებული ფოტოს მიხედვით არის შექმნილი. მასზე ის სკამია აღბეჭდილი, რომელზეც საბჭოთა კავშირის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებულები სიკვდილით​ დასაჯეს. აღნიშნული ნახატის რამდენიმე ვერსია არსებობს. 2015 წელს მწვანე ფერის „პატარა ელექტრო სკამი“ აუქციონზე 11 მილიონ დოლარად გაიყიდა.
წაკითხვა
პოლონეთის პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმის შესახებ სადავო კანონს ვეტო დაადო
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 12:51:00
პოლონეთის პრეზიდენტმა სასამართლო რეფორმის შესახებ სადავო კანონს ვეტო დაადო. ანჯეი დუდამ გადაწყვეტილება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე მიიღო. საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების ახალ წესს, რომელსაც ოპოზიცია მკაცრად აკრიტიკებს. ანტისამთავრობო აქციების მონაწილეების თქმით, ახალი კანონი სასამართლოს დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნიდა.პოლონეთის პარლამენტმა სადავო კანონპროექტები 24 ივლისს მიიღო, თუმცა ძალაში შესვლამდე საჭირო იყო პრეზიდენტის ხელმოწერა.პოლონეთის მთავრობის ინიცირებულ სასამართლო რეფორმას მკაცრად აკრიტიკებენ ევროკავშირშიც. ბრიუსელში ვარშავის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაც არ გამორიცხეს.
წაკითხვა
ტერაქტი ქაბულში - გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა
განახლებულია: 2017-07-24 12:36:00
ქაბულში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. ამ ინფორმაციას სააგენტო როიტერსი ავღანეთის ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დაშავებულია 42 ადამიანი, მათგან რამდენიმეს მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ სამი ავტომობილი და 15 შენობა დააზიანა. ტერაქტის მოტივი სამართალდამცველებისთვის ამ ეტაპზე უცნობია. ტერაქტზე პასუხიმგებლობა მოძრაობა თალიბანმა აიღო.
წაკითხვა
ძლიერი წყალდიდობა იაპონიაში - ევაკუირებულია 500 ადამიანი
განახლებულია: 2017-07-24 12:35:00
იაპონიაში, აკიტას პრეფექტურაში ძლიერი წყალდიდობის გამო, 500 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საინფორმაციო სააგენტო კიოდოს ინფორმაციით, პრეფექტურის 17 მუნიციპალიტეტიდან დატბორილია 485 სახლი. წყალდიდობის გამო პარალიზებულია რკინიგზა, დატბორილია ქალაქების დამაკავშირებელი მაგისტრალებიც. შეგახსნებთ, ივლისის დასაწყისში ფუკიოკასა და იოტას პრეფექტურებში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 10 ამ დრომდე უგზუკვლოდ დაკარგულად ითვლება.
წაკითხვა
იორდანიაში ისრაელის საელჩოზე თავდასხმა მოხდა - დაღუპულია ორი პირი
განახლებულია: 2017-07-24 12:31:00
იორდანიაში ისრაელის საელჩოზე თავდასხმა მოხდა. დაღუპულია იორდანიის ორი მოქალაქე, ორი დაჭრილის მდგომარეობა კი მძიმეა. გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები ავეჯის კომპანიაში მუშაობდნენ და საელჩოში სროლამდე რამდენიმე წუთით ადრე შევიდნენ. თავდასხმის მოტივი მედიისთვის ამ დრომდე უცნობია. ისრაელის საელჩო ერთ-ერთ საცხოვრებელ უბანში მდებარეობს. დიპლომატიური მისიის შენობასთან ახლა უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. ისრაელი მომხდართან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
წაკითხვა
დონალდ ტრამპი: სამწუხაროა, რომ „რესპუბლიკელები“ არაფერს აკეთებენ საკუთარი პრეზიდენტის დასაცავად
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 12:28:00
ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ რესპუბლიკური პარტია მას არასაკმარისად უჭერს მხარს. ძალიან სამწუხაროა, რომ რესპუბლიკელები, ისინიც კი ვისაც ევალება ჩემი მხარდაჭერა, თითქმის არაფერს აკეთებენ საკუთარი პრეზიდენტის დასაცავად,-ეს განცხადება დონალდ ტრამპმა საკუთარი თვითერის გვერდის საშუალებით გაავრცელა. ტრამპი თვლის, რომ  ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის საკითხზე რესპუბლიკელები პრეზიდენტს დემოკრატიული პარტიის თავდასხმიდან არ იცავენ. 
წაკითხვა
„ნორმანდიული ოთხეულის“ ფორმატის წევრი ქვეყნების პირველ პირებს შორის სატელეფონი საუბარი დღეს შედგება
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 12:29:00
დღეს, უკრაინის კრიზისის მოგვარების მიზნით შექმნილი ნორმანდიული ოთხეულის ფორმატის წევრი ქვეყნების პირველ პირებს შორის სატელეფონი საუბარია დაგეგმილი. ბოლო სატალეფონო საუბარი ლიდერებს შორის 18 აპრილს შედგა. მაშინ მათ განაცხადეს, რომ კრიზისის მოგვარების ერთადერთი გზა მინსკის შეთანხმების შესრულებაა. შეგახსენებთ, ნორმანდიული ოთხეულის ქვეყნების ლიდერები ერთმანეთს თვის დასაწყისში ჰამბურგში, დიდი ოცეულის სამიტზე შეხვდნენ. მაშინ მხარეები შეთანხმდნენ, რომ აღმოსავლეთ ევროპასა და მსოფლიოში სტაბილურობის აღსადგენად უკრაინის კრიზისი უნდა დასრულდეს, რისთვისაც ნორმანდიული ოთხეულის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის ყველა პუნქტის განხორციელება აუცილებელ პირობას წარმოადგენს.
წაკითხვა
ევროკავშირი ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე პასუხს ამზადებს
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 12:16:00
ევროკავშირი ვაშინგტონის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებზე პასუხს ამზადებს.“Financial Times”-ის ინფორმაციით, ბრიუსელში უკმაყოფილოები არიან, რომ აშშ-ის კონგრესი მოსკოვის წინაააღმდეგ სანქციებს ევროკავშირთან შეთანხმების გარეშე ამკაცრებს. როგორც ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, ამან შესაძლოა, ევროკავშირის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.ჟურნალისტების ინფორმაციით, ევროკომისიის პრეზიდნეტმა, ჟან კლოდ იუნკერმა, სასწრაფოდ მოითხოვა საპასუხო ზომების შემუშავება, იმ შემთხვევისთვის, თუ ვაშინგტონის ანტირუსული სანქციები ევროპულ ენერგეტიკულ და სხვა კომპანიებს დააზარალებს.როგორც “Financial Times”-ის მიერ მოპოვებულ დოკუმენტშია ნათქვამი, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება აშშ-ის პრეზიდნეტისაგან „საჯარო დაპირების მოთხოვნა“, რომელშიც ტრამპი დაადასტურებს, რომ ახალი შეზღუდვები ევროკავშირის ინტერესებს არ შეეხება. ასევე განიხილება ევროკავშირის ტერიტორიაზე აშშ-ის სანქციების მოქმედების შეზღუდვის შესაძლებლობაც.ბრიუსელის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ახალი სანქციების შემოღების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსული და ევროპული ენერგეტიკული კომპანიების საერთო პროექტების განხორციელება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. პირველ რიგში საუბარია გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ზე.აშშ-ის კონგრესის წევრები რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე 22 ივლისს შეთანხმდნენ. კანონპროექტის კენჭისყრა 25 ივლისს უნდა გაიმართოს.
წაკითხვა
აშშ-ის პრეზიდენტის სიძეს დღეს დაკითხავენ
გამოქვეყნებულია: 2017-07-24 11:27:00
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სიძეს დღეს დაკითხავენ. ჯარედ კუშნერს სენატის დაზვერვის კომიტეტში დაგეგმილ დახურულ შეხვედრაზე კითხვებს დაუსვამენ . კანონმდებლების ყველაზე დიდი ინტერესს იწვევს დონალდ ტრამპის მრჩევლის და სიძის შეხვედრა რუს ადვოკატ ნატალია ვესელნიცკაიასთან. აღნიშნულ მოლაპარაკებებს ესწრებოდა ტრამპის შვილი და მისი საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელიც პოლ მანაფორტიც. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტისა და მისი გარემოცვის გარშემო სკანდალი უკვე თითქმის 7 თვეა გრძელდება. ტრამპის საარჩევნო შტაბის წევრებს რუსეთთან კავშირში ადანაშაულებენ, რასაც ისინი კატეგორიულად უარყოფენ.
წაკითხვა

უახლესი