საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ტრამპის მხარდამჭერთა მცირე ჯგუფმა ჰოლივუდში აქცია გამართა
გამოქვეყნებულია: 2017-02-27 03:55:00
ტრამპის მხარდამჭერთა მცირე ჯგუფმა ჰოლივუდში, „დოლბის“ თეატრთან ახლოს, სადაც „ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონია უნდა გაიმართოს, საპროტესტო აქცია გამართა. დემონტრაციაზე 10-მდე ადამიანი ტრამპის პლაკატებით და ბანერებით შეიკრიბა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, მათი პროტესტი „ჰოლივუდის ელიტის“ წინააღმდეგაა მიმართული. დემონტრანტები სკანდირებდნენ: „სელებრითებო, ჩვენს ნაცვლად ნუ საუბრობთ“, „ჰოლივუდო, ნუ დაგვყოფ ჩვენ“. მათი განცხადებით, „ჰოლივუდის ელიტა“ ამერიკის დაყოფას ცდილობს. „დოლბის“ თეატრთან გაშლილ წითელი ხალიჩაზე კი ვარსკვლავების ნაკადი არ წყდება. დაჯილდოების ცერემონია თბილისის დროით დაახლოებით 05:30 საათზე დაიწყება. წყარო: LA Timesფოტო: Brittny Mejia/LA Times
წაკითხვა
ვინ გახდება „ოსკარების“ გამარჯვებული - გააკეთე ტესტი
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 21:58:00
ჰოლივუდის მთავარი ღამის დადგომამდე რამდენიმე საათი რჩება. ამერიკის კინოაკადემიის ოსკარების 89-ე დაჯილდოების ცერემონიალი დოლბის თეატრში გაიმართება. საქართველოს დროით, პირდაპირი ეთერი ღამის 2 საათზე დაიწყება. თუმცა, სანამ გამარჯვებულები გამოვლინდებიან, ჩვენ "ოსკარების" ტესტს გთავაზობთ. მიეცით ხმა თქვენთვის სასურველ ნომინანტს და გაიგეთ, გამართლდება თუ არა ქართველი აუდიტორიის მოლოდინი. ტესტში მხოლოდ მნიშვნელოვანი ნომინაციებია წარმოდგენილი.
წაკითხვა
"ტიტანიკში" ერთ-ერთი როლის შემსრულებელი ბილ პექსტონი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 20:45:00
მსახიობი ბილ პექსტონი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი გულზე ქირურგიულ ოპერაციას ემსხვერპლა. ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები იტყობინებიან. ​მსახიობი გარდა "ტიტანიკისა" თამაშობდა ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორიცაა: "ტერმინატორი" და "უცხოპლანეტელები". იგი აგრეთვე თამაშობდა CBS-ისა და ABC-ის პოპულარულ სერიალებში.​ბილ პექსტონი გარდა მსახიობისა, რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერიც გახლდათ. მას ბოლო პერიოდში გული აწუხებდა, რის შედეგადაც საავადმყოფოში აღმოჩნდა. მსახიობმა ქირურგიული ჩარევა ვერ გადაიტანა.იხილეთ მსახიობის ფილმოგრაფია.​
წაკითხვა
"სამეფო კარის თამაშების" გოლიათი მსახიობი და ბრიტანეთის ყველაზე მაღალი მამაკაცი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 20:22:00
"სამეფო კარის თამაშების" გოლიათი მსახიობი და ბრიტანეთის ყველაზე მაღალი მამაკაცი გარდაიცვალა.​ბრიტანეთის ყველაზე მაღალი მამაკაცი და "სამეფო კარის თამაშებში" გოლიათის როლის შემსრულებელი ნეილ ფინგლეტონი 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალება გულის შეტევამ გამოიწვია. ​მსახიობი პოპულარული სერიალით "სამეფო კარის თამაშები" გახდა. იგი HBO-ს პოპულარულ სერიალში გინგანტის როლს ასახიერებდა. იგი სერიალშიც, ბოლო სეზონის ბოლო სერიაში დაიღუპა.​მსახიობი აგრეთვე პროფესიონალი კალათბურთელიც გახდლათ. თუმცა, ბოლო პერიოდში მეტწილად სამსახიობო კარიერით იყო დაკავებული. ​მისი სიმაღლე 2 მეტრი და 34 სანტიმეტრი იყო.
წაკითხვა
რომის პაპმა პედოფილიაში ბრალდებული მღვდლები შეიწყალა
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 18:20:00
რომის პაპმა ფრანცისკემ პედოფილიაში ბრალდებულ სასულიერო პირებს სასჯელი შეუმსუბუქა. როგორც გამოცემა ABC იუწყება, პაპი მიიჩნევს რომ ეკლესია ყველაზე საშიში დამნაშავეების მიმართაც მოწყალე უნდა იყოს.ერთ-ერთი იტალიელი მღვდელი, მაურო ინზოლი, რომელიც პაპმა შეიწყალა, მოგვიანებით იტალიის კრიმინალურმა სასამართლომ 12 წლის ბავშვთან ურთიერთობაში დამნაშავედ ცნო. შესაბამისად მას მეორე სასამართლოც ელოდება.​მაურო ინზოლის საქმეა ერთ-ერთია მრავალთაგან, სადაც პაპმა ვატიკანის კონგრეაციის რწმენის დოქტრინა გადალახა და მღვდლებს ეკლესიიდან განდევნა ააცილა.კანონიკური სამართლის იურისტებმა AP-ს განუცხადეს, რომ პედოფილიაში მსჯავრდებულ მღვდლებს საჯარო ღვთისმსახურება აეკრძალათ და მთელი სიცოცხლის განმავლობაში ლოცვა დაეკისრათ."პაპს ესმის, რომ უამრავი მსხვერპლისთვის და გადარჩენილთათვის მისი მოწყალება შესაძლოა რთული გასაგები იყოს, მაგრამ მან იცის, რომ სახარების გზავნილი შეწყალების შესახებ არის მკურნალობისა და მადლის წყარო" - განაცხადა ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა გრეგ
წაკითხვა
რიო დე ჟანეიოროში ხუთდღიანი ბრაზილიური კარნავალი დაიწყო
განახლებულია: 2017-02-26 16:26:00
ბრაზილია მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ და დიდ კარნავალს მასპინძლობს.  ერთ-ერთი ყველაზე ნათელი, ფერადი, ემოციური და თავბრუდამხვევი შოუ ექვს დღეს გასტანს.  ამ პერიოდში მილიონობით ტურისტი სტუმრობს ქვეყანას. ყველაზე სანახაობრივი კი რიო დე ჟანეიროში გამართული კარნავალია, სადაც სამბას ყველაზე ცნობილი სკოლების წარმომადგენლები მაყურებლის მოხიბვლას ცდილობენ. კარნავალის ფარგლებში წარმოდგენილია სხვადასხვა სახის პერფორმანსები და თეატრალური დადგმები. რიოს კარნავალის განუყოფელი ნაწილია ცეკვა და მუსიკა. კარნავალის ფარგლებში ერთმანეთს სამბას საუკეთესო სკოლები ეჯიბრებიან.  
წაკითხვა
ნიუ ორლეანში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხალხის ნაკადში შეიჭრა - დაშავებულია 28 ადამიანი
განახლებულია: 2017-02-26 16:25:00
ამერიკაში, ნიუ ორლეანში მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხალხის ნაკადში შეიჭრა. ბოლო მონაცემებით, დაჭრილია 28 ადამიანი, მათგან 21 საავადმყოფოში გადაიყვანეს. 5 დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია. ავტომობილის მძღოლი დაკავებულია. პოლიციაში დარწმუნებულები არიან, რომ ის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ტერაქტის ვერსია ამ ეტაპზე არ განიხილება. 
წაკითხვა
დონალდ ტრამპი თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე დასწრებას არ აპირებს
განახლებულია: 2017-02-26 16:24:00
დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის ვახშამზე დასწრება არ ისურვა. „ვახშამს არ დავესწრები. კარგი საღამოს გატარებას გისურვებთ,“- წერს ტრამპი სოციალურ ქსელში, თუმცა საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზს არ ასახელებს. საინფორმაციო სააგენტო როიტერსის ინფორმაციით, ვახშამი 29 აპრილს არის დაგეგმილი.
წაკითხვა
გერმანიაში ავტომობილი ფეხით მოსიარულეების ზონაში შევარდა - დაღუპულია ერთი ადამიანი
განახლებულია: 2017-02-26 16:23:00
სამი ადამიანი დაშავდა გერმანიის ქალაქ ჰეიდელბერგში ავტომობილის ფეხით მოსიარულეთა ზონაში შევარდნის შედეგად, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავცრელებს. მოგვიანებით, ერთ-ერთი მათგანი საავადმყოფოში გარდაიცვალადანით შეიარაღებულ თავდამსხმელს პოლიციამ ესროლა და დაჭრა. ჯერჯერობით, უცნობია, რა მოტივით დაეჯახა მძღოლი ფეხით მოსიარულეებს.როგორც BBC იუწყება, სამართალდამცავების ვარაუდით, თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და ეს არ ყოფილა ტერორიზმის შემთხვევა. პოლიცია, ამ ეტაპზე, ვერ ადასტურებს, რომ ჰეიდელბერგში მომხდარ თავდასხმაში ეჭვმიტანილს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. მომხდართან დაკავშირებით, მიმდინარეობს გამოძიება. წყარო: BBC
წაკითხვა
რუსეთში ოპოზიციონერი აქტივისტი ილდარ დადინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 16:20:00
რუსეთში ოპოზიციონერი აქტივისტი ილდარ დადინი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ოპოზიციის აქტივისტი მიტინგების ჩატარების შესახებ კანონის დარღვევაში იყო ბრალდებული. მას ორწლინახევრით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. 
წაკითხვა
ამერიკის „დემოკრატიულმა პარტიამ” ნაციონალური კომიტეტის ახალ თავმჯდომარედ ტომ პერესი დანიშნა
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 16:26:00
ამერიკის „დემოკრატიულმა პარტიამ” ნაციონალური კომიტეტის ახალ თავმჯდომარედ ტომ პერესი დანიშნა. პერესი ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში შრომის მინისტრის თანამდებობას იკავებდა და ხმის მიცემის მეორე ტურში მცირე უპირატესობით გაიმარჯვა. მას ხმა 235 დელეგატმა მისცა. ახალმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლის დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ, პარტია კრიზისშია. პერესმა ტრამპს ამერიკის ისტორიაში ყველაზე ცუდი ლიდერი უწოდა.
წაკითხვა
მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 16:19:00
მოსკოვსა და რუსეთის სხვა ქალაქებში ბორის ნემცოვის ხსოვნისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს.ოპოზიციონერი პოლიტიკოსი 2015 წლის 27 თებერვალს, მოსკოვის ცენტრში კრემლთან ახლოს მოკლეს.გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის ორგანიზატორი ყოფილი ოფიცერი რუსლან მუხუდინოვია. მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. 
წაკითხვა
The Telegraph: ერაყში, ქალაქ მოსულის მახლობლად მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს
განახლებულია: 2017-02-26 12:19:00
ერაყში, ქალაქ მოსულის მახლობლად მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, - ინფორმაციას ტელეგრაფი ავრცელებს. გამოცემის თანახმად, სამარხი იმ გზაზე იპოვეს, რომელიც ბაღდადს მოსულთან აკავშირებს. "ეს ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე დიდი, მასობრივი სამარხია, რომელიც ერაყში „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობას უკავშირდება. რამდენადაც ვიცი, ეს არა მხოლოდ სამარხი, არამედ ის ადგილია, სადაც ადამიანებს კლავდნენ", - განაცხადა ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია ჰიუმან რაითს ვოჩის თანამშრომელმა.
წაკითხვა
ბარაკ ობამას ნიუ-იორკის ქუჩაში აპლოდისმენტებით შეხვდნენ
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 12:18:00
ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას ნიუ-იორკის ქუჩაში აპლოდისმენტებით შეხვდნენ. ობამამ ბიზნესცენტრი მოინახულა, რომელიც ქალაქში ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე მდებარეობს. მას ადგილზე გამვლელები შეხვდნენ, რომლებიც ამერიკის ყოფილი ლიდერის სახელს სკანდირებდნენ. 
წაკითხვა
სირიელი ოპერატორი, რომლის ფილმი ოსკარზეა წარდგენილი, აშშ-ში არ შეუშვეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 12:18:00
სირიელ ოპერატორ ჰალედ ჰატიბს, რომლის ფილმი სირიაში მოქმედ ჰუმანიტარულ ორგანიზაცია „თეთრ ჩაფხუტებზე“ ოსკარზეა წარდგენილი, ამერიკაში ჩასვლის უფლება არ მისცეს. გავრცელებული ინფორმაციით, 21 წლის ოპერატორს ამერიკის ვიზა მისცეს, მაგრამ ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსის“ ბორტზე ასვლისას შეაჩერეს. თვითმფრინავი სტამბოლიდან ლოს-ანჟელესის მიმართულებით მიფრინავდა. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების დეპარტამენტმა ჰატიბს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა, მიზეზად კი მასზე არსებული „უარყოფითი ინფორმაცია" დასახელდა.
წაკითხვა
ყირგიზეთში ოპოზიციური პარტიის ლიდერი დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-26 12:14:00
ყირგიზეთში ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ომურბეკ ტეკებაევი დააკავეს. პარლამენტის წევრი ბიშკეკის, მანასის აეროპორტში აიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის ლიდერი ამ ეტაპზე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. მისი მხარდამჭერები კი დღეს საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. 25 თებერვალს ყირგიზეთის პროკურატურამ ტეკებაევის წინააღმდეგ საქმე აღძრა. მას ბრალი კორუფციასა და თაღლითობაში ედება. 
წაკითხვა
აშშ-ის პრეზიდენტი ე.წ. ისლამური სახელმწიფოს განადგურების პირობას დებს
განახლებულია: 2017-02-25 20:30:00
აშშ-ის პრეზიდენტი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს” განადგურების პირობას დებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა კონსერვატორთა კონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ისლამისტები ბოლომდე გავანადგუროთ. ამავე დროს, ჩვენი საზღვრებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული’’, - აღნიშნა ტრამპმა. 
წაკითხვა
CNN: წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე არ შეუშვეს
განახლებულია: 2017-02-25 20:29:00
წამყვანი ამერიკული მედიასაშუალებები: “სი-ენ-ენი”, “ნიუ იორკ თაიმსი” და “ლოს ანჯელეს თაიმსი” თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე არ შეუშვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია “სი-ენ-ენი" ავრცელებს. შეზღუდვა შეეხო ბრიტანულ “ბი-ბი-სისაც”. „დარბაზში შესვლისას მე თეთრი სახლის თანამშრომელმა გამაჩერა და მითხრა, რომ სიაში არ ვარ“, - განაცხადა “სი-ენ-ენის”კორესპონდენტმა. თეთრი სახლი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენიმე მედიასაშუალებას არასაწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ. აშშ-ის პრეზიდენტი “თვითერის” გვერდზე წერს, რომ ყალბი მედია სიმართლეს შეგნებულად არ ამბობს, რაც ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს.  
წაკითხვა
ერაყის სამთავრობო არმიამ „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან მოსულის გათავისუფლების გადამწყვეტი ოპერაცია დაიწყო
განახლებულია: 2017-02-25 20:28:00
ერაყის სამთავრობო არმიამ საერთაშორისო ტერორისტული ორგნიზაცია ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებისგან ქალაქ მოსულის გათავისუფლების გადამწყვეტი ოპერაცია დაიწყო. ერაყელი სამხედროები ისლამისტების პოზიციებს ქალაქის დასავლეთ რაიონებში ბომბავენ. სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას მშვიდობიანი მოსახლეობა ქალაქს ტოვებს და სამთავრობო ჯარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადადის. ქალაქ მოსულს რადიკალი ისლამისტები 2014 წლიდან აკონტროლებენ. 
წაკითხვა
ქურთი რეპორტიორი გადაღების პროცესში მოკლეს
გამოქვეყნებულია: 2017-02-25 20:23:00
ქურთი რეპორტიორი ერაყის ქალაქ მოსულიში გადაღების პროცესში მოკლეს, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. შიფა გარდი ერაყის ქურთული მედიასაშუალების Rudow-ს რეპორტიორი იყო. ის ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მიერ კონტროლირებული ტერიტორიისაკენ ერაყის სამხედრო ძალების გადაადგილებას აშუქებდა, რა დროსაც ბომბი აფეთქდა და ჟურნალისტი იმსხვერპლა. Rudow-ს ინფორმაციით, 30 წლის გარდიმ დაამსხვრია სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ საომარ ზონებში, ძირითადად, მამაკაცი ჟურნალისტები მუშაობდნენ. გარდი ტელეარხზე ყოველდღიური საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო, ხოლო ბოლო პერიოდში, მოსულიში ომის გაშუქება დაიწყო. შემთხვევის შედეგად გადარჩა გარდის თანმხლები ოპერატორი, რომელიც დაჭრილია და საავადმყოფოშია გადაყვანილი. ერაყის სამხედრო ძალები მოსულის დასავლეთ ნაწილში შევიდნენ, რომელსაც ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ჯიჰადისტები აკონტროლებენ. წყარო: BBC
წაკითხვა

უახლესი