საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ევროპის პარლამენტის ახალ პრეზიდენტად ანტონიო ტაიანი აირჩიეს
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 00:57:00
იტალიელი ანტონიო ტაიანი ევროპის პარლამენტის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 63 წლის ტაიანი იტალიის ყოფილი პრეზიდენტის სილვიო ბერლუსკონის სპიკერი და ევროკომისარი იყო. მან იტალიელი ჯანი პიტელა დაამარცხა და გერმანელ მარტინ შულცს ჩაანაცვლებს. ხმის მიცემის პროცედურა ოთხ ეტაპად ჩატარდა. პიტელასა და ტაიანის გარდა კიდევ ოთხი კანდიდატი იღებდა მონაწილეობას, თუმცა ბოლო ეტაპზე მხოლოდ ორი კანდიდატი გავიდა.ტაიანიმ 351 ხმა მიიღო, ხოლო სოციალისტმა პიტელამ - 282. 
წაკითხვა
ვიეტნამელი ძმების გასაოცარი რეკორდი - 90 საფეხურის ავლა თავით-თავზე დგომით
გამოქვეყნებულია: 2017-01-18 00:45:00
ესპანეთის ქალაქ ხირონაში, ორმა ვიეტნამელმა ძმამ ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა — ისინი ყველაზე მეტ საფეხურზე ისე ავიდნენ, რომ ერთი მათგანი მეორეს თავზე თავით ედგა. ცირკის წყვილმა — გიანგ ქუოკ ნგჰიეპმა და გიანგ ქუოკ კომ წმინდა მარიამის საკათედრო ტაძრის 90-საფეხურიანი კიბე თავით-თავზე, წონასწორობის დაცვით აიარეს.გასაოცარი სიძლიერისა და სტაბილურობის დემონსტრაციის დროს, ერთი მამაკაცი კიბეებზე ადის, მეორე კი თავდაყირა, მის თავზე დგას საკუთარი თავით.კიბის ბოლო საფეხურამდე მისაღწევად ძმებს 52 წამი დასჭირდათ. წინა მსგავსი რეკორდი ჩინელ წყვილს ეკუთვნის. მათ 2014 წელს მხოლოდ 25 საფეხური აიარეს.მოვლენას ესწრებოდა ქალაქ ხირონის მერი მარტა მადრენასი, რომელმაც ძმებს გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში მოხვედრა მიულოცა.გინესის მსოფლიო რეკორდებთან საუბრისას, ერთ-ერთმა ძმამ, გიანგ ქუოკმა აღნიშნა: „ამ ყველაფრის მისაღწევად ჩვენ 15 წელი დაგვჭირდა. ხანდახან ვფიქრობდი, რომ მეტს აღარ გავაგრძელებდი, მაგრამ არა, ჩვენ ვაგრძელებთ, წინ მივიწევთ და ვძლევთ ყოველგვარ შიშსა და საფრთხეს“.მისივე თქმით, მათი დამღლელი სავარჯიშო რეჟიმი სავსეა ინციდენტებით,  მიღებული აქვთ არაერთი დაზიანება.„მინდა მსოფლიოში ყველას დავუმტკიცო, რომ ადამიანის შესაძლებლობები შეუზღუდავია“, — ამბობს რეკორდსმენი.წყარო: guinnessworldrecords.com
წაკითხვა
ნიგერიულმა საჰაერო ხომალდმა შეცდომით მოქალაქეებზე მიიტანა იერიში - დაღუპულია 50 ადამიანი
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 22:07:00
ნიგერიული საჰაერო ხომალდის იერიშის შედეგად 50 სამოქალაქო პირი გარდაიცვალა და 100-ზე მეტი დაშავდა. შემთხვევა ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოხდა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC სამხედრო სამსახურის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს. „წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის მათი ორგანიზაციის ექვსი თანამშრომელია. შემთხვევა ნიგერია-კამერუნის საზღვართან მოხდა, სადაც ქვეყნის არმია ტერორისტულ დაჯგუფება „ბოკო ჰარამს“ ებრძვის.როგორც არმიის სპიკერმა განაცხადა, საჰაერო ხომალდის მფრინავს შეცდომა მოუვიდა და ამბოხებულების ნაცვლად სამოქალაქო პირებზე მიიტანა იერიში. 
წაკითხვა
თურქეთში ახალი წლის ღამეს მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი დააკავეს
განახლებულია: 2017-01-17 21:22:00
თურქეთში ახალი წლის ღამეს მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი დააკავეს. მთავარი ეჭვმიტანილი უზბეკეთის მოქალაქეა, რომელმაც დაკითხვაზე დანაშაულის ჩადენა უკვე აღიარა. თურქი სამართალდამცველები დაკავებული პირის სავარაუდო მოკავშირეების გამოსავლენად საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ. თურქეთის ხელისუფლება ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე საუბრობს. 
წაკითხვა
ბელარუსში ყინვას 47 ადამიანი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 21:22:00
ბელარუსში ყინვას  47 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა ელენა სავკომ განაცხადა. მისივე თქმით, დაღუპულთა უმრავლესობა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. სულ, ბოლო 2 თვის განმავლობაში, კლინიკებში გაყინვის ნიშნებით 1200-მდე ადამიანი მოხვდა. 230 მათგანს სტაციონარული მკურნალობა ჩაუტარდა.
წაკითხვა
პუტინმა ტრამპის წინააღმდეგ ყალბი ცნობების გამავრცელებლები მეძავებს შეადარა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 21:17:00
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ყალბი ცნობების გამავრცელებლები მეძავებს შეადარა. კრემლის ლიდერი აცხადებს, რომ ტრამპის წინააღმდეგ აგორებული სკანდალის არ სჯერა. პუტინის ფიქრობს, რომ გარკვეულ ძალებს არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის ძირის გამოთხრა სურთ და ვაშინგტონში “კიევის მაიდანის” განმეორებას გეგმავენ. დონალდ ტრამპის წინააღმდეგ რუსეთში არსებულ კომპრომატებს რუსეთის პრეზიდენტმა აშკარად ყალბი ცნობა უწოდა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულ სპეცსამსახურებს ტრამპზე სექსუალური სახის კომპრომატები აქვთ, რამდენიმე დღის წინ ამერიკულ მედიაში გავრცელდა. 
წაკითხვა
იგორ დოდონი: მოლდოვამ შესაძლოა 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ანულირება მოახდინოს
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 21:10:00
მოლდოვამ შესაძლოა 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების ანულირება მოახდინოს და სანაცვლოდ ევრაზიულ კავშირთან ითანაშმრომლოს, – ეს განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა იგორ დოდონმა მოსკოვში ვიზიტის დროს გააკეთა. პრეზიდენტის თქმით, უახლოეს რამდენიმე კვირაში ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს დაიწყებს. "იმისთვის, რომ ევრაზიულ კავშირთან თანამშრომლობის კუთხით მომდევნო ნაბიჯი გადავდგათ, საჭირო იქნება რამდენიმე შეთანხმების, მათ შორის 2014 წელს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტის გადახედვა,  შესაძლოა ანულირებაც“, აცხადებს მოლოდოვის პრეზიდენტი. მისი თქმით,  ევროკავშირთან გაფორმებულმა შეთანხმებამ მოლდოვას სარგებელი არ მოუტანა. ქვეყანამ დაკარგა რუსული ბაზარი და ასევე შემირდა ექსპორტი ევროკავშირთან. გარდა ამისა დოდონმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა, განიხილოს იმის შესაძლებლობა რომ მოლდოვამ ევრაზიულ კავშირში დამკვირვებლის სტატუსი მიიღოს
წაკითხვა
ტერეზა მეი: გადაწყვეტილება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ საბოლოოდ პარლამენტმა უნდა მიიღოს
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 18:58:00
გადაწყვეტილება ბრიტანეთის ევროკავშირიდან გამოსვლის შესახებ საბოლოოდ პარლამენტმა უნდა მიიღოს,- ეს ბრიტანეთის პრემიერმინისტრის განცხადებაა. ტერეზა მეი ამბობს, რომ  ბრიტანეთს არ შეუძლია ნაწილობრივ იყოს ევროკავშირის წევრი. ამიტომ ქვეყნის ასოცირებული წევრობა ორგანიზაციაში გამორიცხულია. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ პირად კონტროლზე აიყვანს ემიგრაციის ნაკადს. ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესში ლონდონი ასვე უარს იტყვის ერთიან ბაზარზე და ის ახალ სავაჭორ შეთანხმებებს გააფრომებს როგორც ევროკავშირის წევრ, ასევე სხვა ქვეყნებთან. ტერეზა მეის თქმით, ევროკავშირიდან ბრიტანეთის გამოსვლა ქვეყნისთვის უნდა გახდეს გაძლიერების საწყისი ეტაპი. .პრემიერმა განმარტა, რომ რეფერენდუმის შედგები არ ნიშნავს, რომ ბრიტანეთი არ იზიარებს ევროპულ ღირებულებებს, მისი თქმით, ბრიტანეთი ტოვებს ევროკავშირს და არა ევროპას. ტერეზა მეი პირობას დებს, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან თვდაცვისა და დაზვერვის საკითხებში აქტიურად  გააგრძელებს მუშაობას. 
წაკითხვა
სად იცხოვრებენ ობამები თეთრი სახლის დატოვების შემდეგ - ფოტოამბავი
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 18:54:00
დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ობამების ოჯახი თეთრ სახლს დაემშვიდობება და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდება. თუმცა, ისინი ძველ სახლში ვერ დაბრუნდებიან, რადგან მათი უფროსი ქალშვილი საშა ჯერ კიდევ ვაშინგტონში სწავლობს, ამიტომ ობამებს რამდენიმე წელი კვლავ დედაქალაქში მოუწევთ ცხოვრება.ობამები კალორამაში გადაცხოვრდებიან, რომელიც Washington DC-ისგან სულ რამდენიმე მილის დაშორებით მდებარეობს. ამ ადგილას ძირითადად დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ცხოვრობენ.ობამები 9 საძინებლიან და 8 აბაზანიან ბინას ქირაობენ. ადრე ამ ბინაში კლინტონის პრეს-მდივანი და მისი მეუღლე ცხოვრობდნენ, რომლებიც აპარტამენტში 5.3 მილიონ დოლარს იხდიდნენ.ახლა კი, გადავხედოთ ბინას, სადაც ობამები იცხოვრებენ.
წაკითხვა
ვინ დაესწრება საქართველოდან ტრამპის ინაუგურაციას - ღონისძიების დეტალები
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 18:44:00
ისევე, როგორც აშშ-ის წინა პრეზიდენტების ინაუგურაციებისას, ამჟამადაც, ღონისძიებაზე მხოლოდ ელჩები არიან მიწვეულნი. სხვა ქვეყნების პრეზიდენტებს აშშ-დან მოსაწვევებს არ უგზავნიან.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე გაკეთდა განცხადება იმის თაობაზე, რომ პროტოკოლის მიხედვით, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას არც ერთი უცხო ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს დელეგაცია არ დაესწრება.  მათივე თქმით, ცერემონიას ესწრებიან მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში აკრედიტებული დიპლომატიური მისიები და არა მიწვეული სტუმრები.ამავე თემაზე, კომენტარი გააკეთა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავამ.„ეს არის ჩვეულებრივი პროტოკოლი. როგორც ხდებოდა ტრადიციულად, ზუსტად იმავენაირად უკეთებენ ორგანიზაციას ამჯერადაც ინაუგურაციის ცერემონიალს. ასე რომ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველო არ ესწრება. ისევე, როგორც სხვა ქვეყნების დელეგაციები არ ესწრებიან, ასევეა საქართველოც“, - განმარტა ქაცარავამ.შესაბამისად, ცერემონიაში აშშ-ში საქართველოს ელჩი  დავით ბაქრაძე მიიღებს მონაწილეობას.აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ამერიკელები სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ - ღონისძიებები 19-21 იანვარს გაიმართება.
წაკითხვა
ამსტერდამში, ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 17:04:00
ჰოლანდიის დედაქალაქ ამსტერდამში, ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვის გამო, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ,,ევრონიუსის” ცნობით, დედაქალაქის მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდება შუაღამით 4 საათზე მოხდა და დენის გარეშე 364 ათასი ოჯახი დარჩა.საერთო ჯამში, ელექტოენერგია მილიონამდე ადამიანს არ მიეწოდება. ამსტერდამში შეფერხებულია სატრანსპორტო მომსახურება, გადატვირთული ზარების გამო კი მობილური ოპერატორების ქსელებს პრობლემები შეექმნა. ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხების მიზეზი უცნობია. ადგილობრივი კომუნალური კომპანიის ინფორმაციით, 165 ათას მომხმარებელს დენის მიწოდება აღუდგა.
წაკითხვა
ევროპარლამენტი ახალ თავმჯდომარეს ირჩევს
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 16:59:00
ევროპარლამენტი ახალ თავმჯდომარეს ირჩევს. არჩევნები დღეს გაიმართება. კენჭისყრა ასამბლეის პლენარულ სესიაზე ჩატარდება. მოქმედმა თავმჯდომარემ მარტინ შულცმა ნოემბერში განაცხადა, რომ პოსტის დატოვებას აპირებდა. ის 2017 წლის გერმანიის არჩევნებში სოციალ-დემოკრატების პარტიული სიით მიიღებს მონაწილეობას. ახალი თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატი განიხილება. ესენი არიან: სახალხო პარტიის წარმომადგენელი ანტონიო ტაიანი, სოციალისტი ჯანი პიტელა და ლიბერლი გი ვერჰოფსტადი.
წაკითხვა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2016 წელი შეაჯამა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 16:57:00
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა 2016 წელი შეაჯამა. პრესკონფერენცია ლავროვის სიტყვით დაიწყო, სადაც მან საერთაშორისო ტერორიზსა და ღირებულებების ექსპანსიაზე ისაუბრა. გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ამერიკელები რუსი დიპლომატების გადაბირებას ცდილობდნენ, ლავრვმა ტრამპის ადამინისტრაციაზეც ისაუბრა და ისინი ასტანაში სირიის საკითხზე დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.
წაკითხვა
თურქეთში ღამის გასართობ კლუბზე თავდასხმაში მთავარმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 16:53:00
თურქეთში ახალი წლის ღამის გასართობ კლუბზე განხორციელებულ თავდასხმაში მთავარმა ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. თურქმა სამართალდამცველებმა ღამის კლუბ "რეინაში" მომხდარი თავდასხმის ორგანიზატორი, უზბეკური წარმოშობის აბდულგადირ მაშარიპოვი გასულ ღამეს დააკავეს. ის პოლიციამ სტამბოლის ერთ-ერთ გარეუბანში სპეცოპერაციის შედეგად აიყვანა. მაშარიპოვის დასაკავებლად კონტროლის კამერებიდან 7500 საათის ხანგრძლივობის ჩანაწერების ანალიზი მოხდა. მის დასაკავებლად ჩართული იყო ორი ათასამდე პოლიციელი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ახლობლის ბინაში 2 კვირის განმავლობაში იმალებოდა. მასთან ერთად, პოლიციამ კიდევ 4 პირი დააკავა. სტამბოლის ღამის კლუბში 1 იანვრის ღამეს განხორციელებულ თავდასხმას 39 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკავების დეტალებზე სტამბოლის გუბერნატორმა ისაუბრა.
წაკითხვა
ეგვიპტეში, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განხორციელებულ თავდასხმას 8 სამართალდამცველის სიცოცხლე ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:21:00
ეგვიპტეში, საკონტროლო გამშვებ პუნქტზე განხორციელებულ თავდასხმას 8 სამართალდამცველის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა უწყების განცხადებით, ორივე თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. შემთხვევა ვადი-ელ-ჰედიდის პროვინნიაში ორშაბათს, საღამოს მოხდა. თავდასხმის შედეგად დაშავდა კიდევ 3 პოლიციელი. გასულ კვირას სინას ნახევარკუნძულზე დანაღმული ავტომობილის აფეთქებას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.
წაკითხვა
აშშ-ში 83 წლის ასაკში ცნობილი ასტრონავტი იუჯინ სერნანი გარდაიცვალა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:21:00
აშშ-ში 83 წლის ასაკში ცნობილი ასტრონავტი იუჯინ სერნანი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა. სერნანი ცნობილი ექსპედიციის მონაწილეა, რომელიც მთვარეზე ბოლოჯერ იმყოფებოდა. ასტრონავტი იუჯინ სერნანი კოსმოსურ ვოიაჟში სულ 3-ჯერ მონაწილეობდა, მთვარეზე მისია კი 2-ჯერ შეასრულა.   
წაკითხვა
5 დაღუპული, 15 დაშავებული - თავდასხმა მექსიკაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:16:00
სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა მექსიკაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად. წინასწარი ინფორმაციით, შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა, რასაც პანიკა მოჰყვა. შემთხვევა კურორტ პლაია-დელ კარმენზე კანკუნიდან 70 კილომეტრის დაშორებით მოხდა. დაღუპულთა შორის 3 უცხოელი და უსაფრთხოების სამსახურის 2 თანამშრომელია. 
წაკითხვა
დიარბაქირის პროვინციაში განხორციელებულ თავდასხმას 3 სამართალდამცველი ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:14:00
თურქეთში, დიარბაქირის პროვინციაში განხორციელებულ თავდასხმას 3 სამართალდამცველი ემსხვერპლა. დაშავებულია10-ზე მეტი ადამიანი. შემთხვევა საუნივერსიტეტო დასახლების სიახლოვეს მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ტერორისტებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა გზის სავალ ნაწილზე, პოლიციის ავტომობილის გავლამდე რამდენიმე წუთით ადრე დაამონტაჟეს. ტერაქტზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, ძალოვანი უწყება მომხდარს ქურთ სეპარატისტებს უკავშირებს.
წაკითხვა
2014 წელს გაუჩინარებული მალაიზიური ბოინგის სამძებრო სამუშაოები შეწყდა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:11:00
2014 წელს გაუჩინარებული მალაიზიური ბოინგ ,,ემ-ეიჩ 370”-ის სამძებრო სამუშაოები შეწყდა. თვითმფრინავის ბორტზე 239 ადამიანი იმყოფებოდა. მალაიზიის, ჩინეთისა და ავსტრალიის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ინდოეთის ოკეანეში 120 ათას კვადრატულ კილომეტრზე დაკარგული თვითმფრინავის ძებნა უშედეგოდ დასრულდა. ავიაკატასტროფის დროს დაღუპული ადამიანების ნათესავები გადაწყვეტილებას უპასუხისმგებლოს უწოდებენ. აქამდე აღმოჩენილი ოცი ნაწილიდან, მხოლოდ შვიდის იდენტიფიცირება მოხდა. მალაიზიური ავიახაზების კუთვნილი ბოინგი კუალა ლუმპური-პეკინის რეისს ასრულებდა.
წაკითხვა
ენტონი სკარამუჩი: აშშ-სა და რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა სჭირდებათ, რათა შეძლონ უკეთესი შეთანხმების მიღწევა
გამოქვეყნებულია: 2017-01-17 13:10:00
შეერთებულ შტატებსა და რუსეთს მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა სჭირდებათ, რათა შეძლონ იმაზე უკეთესი შეთანხმების მიღწევა, ვიდრე ერთმანეთის წინააღმდეგ შემოღებული სანქციებია. ამის შესახებ არჩეული პრეზიდენტის მრჩეველმა ენტონი სკარამუჩიმ განაცხადა. მისი თქმით, დონალდ ტრამპს რუსეთთან საერთო ინტერესების შესახებ საკუთარი ხედვა გააჩნია. ,,შესაძლოა ერთი წლის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებასთან უკეთესი ურთიერთობები გვქონდეს. მე არ ვამბობ, რომ ეს მოხდება. ვინ იცის რა გარემოებები ან ფაქტები იქონიებს გავლენას ჩვენს ურთიერთობებზე, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ ეს გვსურს”, – აცხადებს სკარამუჩი სააგენტო ,,ტასსთან” ინტერვიუში. 
წაკითხვა

უახლესი