საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ახალი ვაქცინა შეაჩერებს დაავადებას, რომელიც დღეში 600 ბავშვს კლავს
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 20:57:00
მეცნიერებმა ახალი ვაქცინა გამოიგონეს. მისი დახმარებით, დიარეული დაავადების მკურნალობა იქნება შესაძლებელი. ეს დაავადება ძირითადად აფრიკაშია გავრცელებული და ამ დაავადებით, დღეში 600-მდე ბავშვი იღუპება.მეცნიერების განცხადებით, ახალი ვაქცინაციის მეშვეობით, პრაქტიკული სამედიცინო გზების გამოყენებით, მილიონობით ბავშვის სიცოცხლე გადარჩება.აღნიშული ვაქცინა, კონკრეტულად როტავირუსთან საბრძოლველადაა შექმნილი. 5 წლამდე ბავშვების გარდაცვალების მიზეზი კი, ძირითადად დიარეა ხდება. ახალი ვაქცინა ორგანიზაცია "ექიმებმა საზღვრებს გარეშე" შექმნეს.როგორც ამბობენ, ვაქცინა აქამდე არსებულ წამლებთან შედარებით ყველაზე იაფი იქნება. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინას არ სჭირდება სამაცივრე პირობებში შენახვა. ეს ნიუანსი განსაკუთრებით დაეხმარება იმ სოფლებს, სადაც შუქი არ აქვთ.​სანამ ვაქცინა მასშტაბურად ჩაეშვება, მისი ლიცენცზია "მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ" უნდა დაადასტუროს.
წაკითხვა
​ლონდონის ტერაქტს გადარჩენილი: "თავს ხელახლა დაბადებულად ვგრძნობ" - [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 20:05:00
ფრანცისკო ლოპესს ლონდონის ტერაქტის დღეს თავდამსხმელის ხალიდ მასუდის მანქანა დაეჯახა. ის ღმერთის მადლიერია, რადგან გადარჩა და ამბობს, რომ თავს ხელახლა დაბადებულად გრძნობს.26 წლის ფრანცისკო ლოპესმა წმინდა ტომასის საავადმყოფოს მაღაზიაში საკუთარი ცვლა დაამთავრა, როდესაც ხალიდ მასუდი მანქანით დაეჯახა. იგი მძიმედ დაზიანდა და კიდურებისა და ფეხების ოპერაცია დასჭირდა. ​ფრანცესკო პორტუგალიიდანაა, მაგრამ ბოლო 15 წელიწადია ლონდონში ცხოვრობს. მისი თქმით, ის იღბლიანია, რადგან სასწრაფო დახმარებამ ძალიან ოპერატიულად და კარგად იმუშავა. 22 მარტს განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი. რამდენიმე ათეული ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული, ორი მათგანი კი მძიმე მდგომარეობაშია. 52 წლის ხალიდ მასუდი ავტომობილით ვესტმინსტერის სახლთან ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, შემდეგ ავტომობილიდან გადმოვიდა და პოლიციის თანამშრომელი დანით დაჭრა. თავდამსხმელს პოლიციის მეორე თანამშრომელმა ცეცხლი გაუხსნა და მოკლა. 
წაკითხვა
თურქეთის დასავლეთ სანაპიროსთან 11 მიგრანტი დაიღუპა
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 21:50:00
11 ადამიანი დაიხრჩო მიგრანტთა ნავის ჩაძირვის შედეგად თურქეთის დასავლეთ სანაპიროსთან, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს. გასაბერ ნავზე მყოფი ცხრა ადამიანი გადაარჩინეს. როგორც BBC წერს, გარდაცვლილთა შორის ხუთი ბავშვია. გავრცელებული ინფორმაციით, მიგრანტები წარმოშობით სირიიდან არიან. სავარაუდოდ, ისინი საბერძნეთის კუნძულებამდე აპირებდნენ მისვლას. 
წაკითხვა
ეხმარება თუ არა რუსეთი თალიბანს - რას პასუხობს მოსკოვი ბრალდებებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 22:04:00
რუსეთმა უარყო ნატოს ბრალდება, რომ რუსეთი, შესაძლოა, თალიბანს საიდუმლოდ ეხმარებოდეს, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.როგორც ნატოს გენერალმა გენ კურტის სკაპაროტიმ ვაშინგტონში კანონმდებლებს განუცხადა, მოსკოვი, შესაძლოა, ექსტრემისტული ჯგუფებისთვის ავღანეთში დახმარებას გზავნიდეს.ავღანეთში კრემლის სპეციალური წარმომადგენელი ზამირ კაბულოვი აღნიშნულ ბრალდებას გამოეხმაურა და მას სრული სიცრუე უწოდა.ნატოს გენერალს რუსეთის წინააღმდეგ ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარუდგენია და აღნიშნული განცხადების გარდა, სენატის წევრებისათვის დამატებითი ინფორმაცია არ მიუწოდებია.
წაკითხვა
ლონდონში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა
განახლებულია: 2017-03-24 12:38:00
ლონდონში ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი  ისევ გაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გვიან ღამით საავადმყოფოში 75 წლის დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა. ლონდონის ცენტრში კი გვიან, ღამით გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად მოქალქეები შეიკრიბნენ. წუთიერი დუმილის შემდეგ აქციის მონაწილეებმა სანთლები დაანთეს. ქალაქის მერმა ტერაქტის შედეგად დაღუპული ადამიანების სახელები ამოიკითხა.  
წაკითხვა
რუსეთმა რელიგიური ორგანიზაცია „იეჰოვას მოწმეების“ საქმინობა შეაჩერა
განახლებულია: 2017-03-24 12:45:00
რუსეთმა რელიგიური ორგანიზაცია „იეჰოვას მოწმეების“ საქმინობა შეაჩერა. აღნიშნული ორგანიზაცია რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ იმ რელიგიური და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაერთიანების სიაში შეიყვანა, რომლებიც ექსტრემისტულ საქმიანობას ეწევიან.  საბოლოო გადაწყვეტილებას  5 აპრილს რუსეთის უზენაესი  სასამართლო  მიიღებს. 
წაკითხვა
პრინცი ჯორჯი სკოლაში სწავლას სექტემბრიდან დაიწყებს
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 23:22:00
დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი პრინც ჯორჯს ლონდონის კერძო დაწყებით სკოლაში მიიყვანს, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. Thomas's Battersea - ეს არის მოსამზადებელი სკოლა, რომელიც სამეფო ოჯახის რეზიდენციასთნ ახლოს მდებარეობს. როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელმა ბენ ტომასმა განაცხადა, მისთვის ძალიან დიდი პატივია, რომ მათ სკოლაში პრინცი ისწავლის. „ჩვენი სკოლის მოსწავლეები პრინც ჯორჯს სექტემბერში მოუთმენლად ელოდებიან“, - განაცხადა ბენ ტომასმა. პრინცი ჯორჯი, ამ დროისათვის, ნორფოლკში საბავშვო ბაღში დადის. იმ კერძო სკოლის გადასახადი, სადაც სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა უნდა ისწავლოს, 6 000 ფუნტი სტერლინგია. პრინცესა შარლოტა, რომელიც მაისში 2 წლის გახდება, საბავშვო ბაღში სიარულს ზაფხულიდან დაიწყებს. წყარო: BBC
წაკითხვა
ჩეჩნეთში ამბოხებულთა დაჯგუფება სამხედრო ნაწილს თავს დაესხა
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 12:41:00
თავდასხმა ჩეჩნეთში - ამბოხებულთა დაჯგუფება თავს სამხედრო ნაწილს დაესხა. შეტაკებისას 6 თავდამსხმელი დაიღუპა. 2-მა კი, სავარაუდოდ, მიმალვა შეძლო. მსხვერპლია რუსულ მხარესაც. დაღუპული და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობას რუსეთის ანტიტერორისტული სამსახური ჯერჯერობით არ ასახელებს.
წაკითხვა
სამხრეთკორეული მედია: ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბირთვული იარაღის გამოსაცდელად მზადება დაასრულა
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 12:55:00
ჩრდილოეთ კორეამ ახალი ბირთვული იარაღის გამოსაცდელად  მზადება დაასრულა – ამ ინფორმაციას სამხრეთკორეული მედია ავრცლებს. მათი ინფორმაციით, სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები, ამერიკის ძალებთან ერთად, ყურადღებით აკვირდება ჩრდილოეთ კორეის მოქმედებებს და მათ ბირთვულ ობიექტებს. მედიაში ვარაუდობენ, რომ ფხენიანმა ბირთვული ცდა შესაძლოა თვის ბოლოს  ჩაატაროს. სამუშაოები ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პოლიგონზე მიმდინარეობს.
წაკითხვა
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი 24 მარტს რუსეთში ჩავა
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 12:43:00
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი მარინ ლე პენი 24 მარტს რუსეთში ჩავა. „საფრანგეთის პარტია "ეროვნული ფრონტის" ლიდერი და პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი, რუსეთს პირადად ჩემი მოწვევით 24 მარტს ეწვევა, როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი და საპარლამენტო ჯგუფის კოორდინატორი საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტიდან", - განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წარმომადგენელმა. ლეონიდ სლუცკის თქმით, მარინ ლე პენი ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა კომიტეტის შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, ასევე სახელმწიფო სათათბიროს ხელმძღვანელობას შეხვდება.
წაკითხვა
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი: სირიის ქალაქ რაქას გათავისუფლების ოპერაცია უახლოეს დროში დაიწყება
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 19:15:00
ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს” მიერ კონტროლირებული სირიის ქალაქ რაქას გათავისუფლების ოპერაცია უახლოეს დროში დაიწყება. ამის შესახებ საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა  განაცხადა. „ეს იქნება ძალიან მძიმე ბრძოლა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს“,- აღნიშნა ძალოვანი უწყების ხელმძღვანელმა. 22 მარტს რაქაში დესანტი ამერიკელებმა გადასხეს. ამ დროისათვის ისლამისტთა დედაქალაქად წოდებულ რაქას სიახლოვეს 100-მდე ამერიკელი სპეცრაზმელია ბაზირებული.  
წაკითხვა
ფრანსუა ფიიონმა საფრანგეთის პრეზიდენტი ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში დაადანაშაულა
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 16:57:00
საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატმა, ფრანსუა ფიიონმა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში და „ჩრდილოვანი კაბინეტის“ შექმნაში დაადანაშაულა. აღნიშნულის შესახებ ფრანსუა ფიიონმა ტელეარხ ,,ფრანს 2”-ის ეთერში განაცხადა. „ამ დღეებში გამოვა წიგნი, რომელშიც ნათქვამია თუ როგორ იღებს ფრანსუა ოლანდი თავის კაბინეტში მისთვის საინტერესო პირების სატელეფონო მოსმენის მონაცემებს. მსგავსი პრაქტიკა აბსოლუტურად მიუღებელი და არაკანონიერია“, - განაცხადა ფრანსუა ფიიონმა. პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადებას პრეზიდენტი გამოეხმაურა, ბრალდებები უარყო და აღნიშნა, რომ არსებობს ღირსება და პასუხისმგებლობა, რომელსაც ყველამ პატივი უნდა სცეს და ამას ფრანსუა ფიიონი ვერ აკმაყოფილებს.
წაკითხვა
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა დენის ვორონენკოვის მკვლელის ვინაობა დაასახელა
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 16:50:00
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა, ანტონ გერაშენკომ რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, დენის ვორონენკოვის მკვლელის ვინაობა დაასახელა. „დენის ვორონენკოვის მკვლელი უკრაინის მოქალაქე პაველ პარშოვია, რომელიც 1988 წელს ქალაქ სევასტოპოლში დაიბადა“, - ამის შესახებ ანტონ გერაშენკომ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა. გერშენკომ ასევე დაადასტურა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ვორონენკოვის მკვლელი ერთი წლის განმავლობაში ეროვნულ გვარდიაში მსახურობდა, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია და ეროვნული გვარდიის რიგები 2016 წლის აგვისტოში დატოვა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატის დენის ვორონენკოვის მკვლელი მიღებული ჭრილობების შედეგად, საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ყოფილი დეპუტატი დენის ვორონენკოვი კიევის ცენტრში გუშინ მოკლეს. დენის ვორონენკოვი უკრაინაში 2016 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა. მან ასევე ჩვენება მისცა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის საქმესთან დაკავშირებით. ყოფილ დეპუტატზე რუსეთში ფედერალური ძებნა იყო გამოცხადებული. 
წაკითხვა
ახალი დეტალები ლონდონის ცენტრში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 16:49:00
ლონდონის ცენტრში მომხდარი ტერორისტული აქტის საქმეზე პოლიციამ კიდევ ორი ადამიანი დააკავა. საერთო ჯამში, ,,სკოტლენდ იარდის”თანამშრომლებმა კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში 10 ადამიანი დააკავეს, ერთი ქალი კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 22 მარტს განხორციელებული თავდასხმის შედეგად, დაღუპულია 5 ადამიანი, მათ შორის თავდამსხმელი. რამდენიმე ათეული ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული, ორი მათგანი კი მძიმე მდგომარეობაშია. 52 წლის ხალიდ მასუდი ავტომობილით ვესტმინსტერის სახლთან ფეხით მოსიარულეებს დაეჯახა, შემდეგ ავტომობილიდან გადმოვიდა და პოლიციის თანამშრომელი დანით დაჭრა. თავდამსხმელს პოლიციის მეორე თანამშრომელმა ცეცხლი გაუხსნა და მოკლა. 
წაკითხვა
„ფრანს პრესი“: ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან ახლოს ორი ნავი ჩაიძირა
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 16:53:00
ხმელთაშუა ზღვაში, ლიბიის სანაპიროსთან ახლოს ორი ნავი ჩაიძირა, იუწყება სააგენტო „ფრანს პრესი“. სააგენტოს ინფორმაციით, ნავებში სულ მცირე 250 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც შესაძლოა დაიღუპნენ. მაშველებმა ლიბიის სანაპიროდან 24 კილომეტრის დაშორებით ორი ჩაძირული ნავი აღმოაჩინეს. ზღვიდან ხუთი ცხედარი ამოიტანეს. 2016 წელს ხმელთაშუა ზღვის მარშრუტით იტალიაში 180 ათასი ადამიანი ჩავიდა, ძირითადად - აფრიკელი მიგრანტები. 2016 წელს 5 ათასამდე მიგრანტი დაიღუპა ან დაიკარგა. 
წაკითხვა
პუტინი: რუსეთს არანაირად არ სურს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 19:06:00
რუსეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საფრანგეთთან ურთიერთობებს და არანაირად არ სურს ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტია “ეროვნული ფრონტის” ლიდერ მარინ ლე პენთან მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.  „ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ საფრანგეთთან ურთიერთობებს. ამავდროულად ვცდილობთ თანაბარი ურთიერთობები გვქონდეს როგორც მოქმედი ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ საფრანგეთში ახლა წინასაარჩევნო კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. საფრანგეთის “ეროვნული ფრონტის” ლიდერი მოსკოვში სახელმწიფო დუმის მიწვევით იმყოფება. მან შეხვედრები სათათბიროს სპიკერთან და დეპუტატებთან უკვე გამართა.  
წაკითხვა
ევროკომისიის პრეზიდენტი: დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა დაახლოებით 58 მილიარდი ევრო დაუჯდება
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 19:10:00
ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან-კლოდ იუნკერის განცხადებით, დიდ ბრიტანეთს ევროკავშირიდან გასვლა დაახლოებით 58 მილიარდი ევრო დაუჯდება.  „ჩვენ ზუსტად უნდა გამოვითვალოთ თუ რა ვალდებულებები ჰქონდა დიდ ბრიტანეთს აღებული და შემდეგ კი ანგარიში უნდა დაფაროს ბრიტანეთმა“, - აღნიშნა იუნკერმა. მისი თქმით, აღნიშნული თანხა მოიცავს იმ პროექტების ღირებულებას, რომლის დაფინანსებას დიდი ბრიტანეთი დათანხმდა, ასევე ევროკავშირის იმ თანამდებობის პირების პენსიებს, რომლებიც ბრიტანეთის ევროკავშირში წევრობისას მუშაობდნენ. 
წაკითხვა
ჰოსნი მუბარაქი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა
გამოქვეყნებულია: 2017-03-24 19:15:00
6-წლიანი პატიმრობის შემდეგ ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტი თავისუფალია . ჰოსნი მუბარაქი სააპელაციო სასამართლომ პატიმრობიდან 2 მარტს გაათავისუფლა. ამის შემდეგ ის ქაიროს სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა. მუბარაქს ბრალი მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევასა და ლიკვიდაციაში ედებოდა.
წაკითხვა

უახლესი