საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

იტალიაში მაშველებმა კიდევ ერთი ბავშვი გადაარჩინეს
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 15:56:00
იტალიის კუნძულ ისკიაზე მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი, 11 წლის ჩირო ამოიყვანეს. ბავშვის გადარჩენას სამაშველო სამსახური სამი საათის განმავლობაში ცდილობდა.ბიჭი სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში მოათავსა.ორი საათის წინ, მაშველებმა ნანგრევებიდან ჩიროს ძმა, მატიასი ამოიყვანეს. ინფორმაცია სამაშველო სამსახურმა სოციალურ ქსელ Twitter-ში გაავრცელა.ძმები მატიასი და ჩირო მიწისძვრის დროს საკუთარ ოთახში იმყოფებოდნენ. სამაშველო ოპერაციის პროცესში ბიჭებს სპეციალური ხვრელის საშუალებით, საიდანაც ჰაერი შედიოდა, წყლით სავსე ბოთლები მიაწოდეს.მაშველებმა რამდენიმე საათის წინ 7 თვის ბავშვიც გადაარჩინეს.იტალიის სამხრეთით კუნძულ ისკიაზე 4-ბალიანი მიწისძვრის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, 39 დაშავდა.
წაკითხვა
იტალიაში მაშველები ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ამოყვანას ცდილობენ
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 15:29:00
იტალიის კუნძულ ისკიაზე მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვი, მატიაში ამოიყვანეს, მისი ძმის, ჩიროს გადარჩენას კი ამ წუთებში ცდილობენ. სამაშველო სამსახური ადასტურებს, რომ ბავშვი ცოცხალია.ძმები მატიასი და ჩირო მიწისძვრის დროს საკუთარ ოთახში იმყოფებოდნენ. სამაშველო ოპერაციის პროცესში, სანამ მათ ნანგრევებიდან ამოიყვანდნენ, ბიჭებს სპეციალური ხვრელის საშუალებით, საიდანაც ჰაერი მიეწოდებოდათ, წყალი მიაწოდეს. მაშველებმა მატიასი ნანგრევებიდან ორი საათის წინ ამოიყვანეს, რის შესახებაც სამაშველო სამსახურმა სოციალურ ქსელ Twitter-ში დაწერა.ბავშვებმა სახლის ნანგრევებში რამდენიმე საათი გაატარეს. იტალიური პრესის ინფორმაციით, მატიასის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.მაშველებმა რამდენიმე საათის წინ, 7 თვის ბავშვი და მისი 4 წლის ძმაც გადაარჩინეს.იტალიის სამხრეთით კუნძულ ისკიაზე 4 ბალიანი მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 39 დაშავდა.წყარო: CBS, Washington Post
წაკითხვა
ავსტრალიის ზოოპარკში თეთრი კოალა დაიბადა
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 14:52:00
ავსტრალიაში, ქვინსლენდის ზოოპარკში უიშვიათესი ჯიშის თეთრი ფერის კოალა დაიბადა.ზოოპარკის ადმინისტრაციამ მედიასთან განაცხადა, რომ კოალას ბეწვის შეფერილობა ალბინოსობით არ არის გამოწვეული, არამედ დედის მხრიდან რეცესიული გენის გამოვლინებაა.„ასეთ კოალას ველურ ბუნებაში თავის გადარჩენა გაუჭირდებოდა, რადგან მტაცებლებისთვის ადვილად შემჩნევია. დღეს მსოფლიოში თეთრი კოალები ძალიან ცოტანი არიან.“ - აღნიშნა ქვინსლენდის ზოოლოგიური პარკის ვეტერინარმა როზი ბუტმა.მისი თქმით, ექიმები ამას „ვერცხლის გენს“ უწოდებენ. ბოლო 30 წლის განმავლობაში ავსტრალიაში ზოოლოგებს თეთრი ფერის კოალა არ დაუფიქსირებიათ.ახალშობილი კოალასათვის ჯერჯერობით სახელი არ შეურჩევიათ.წყარო: BBC
წაკითხვა
ტერორისტული გაერთიანება „თალიბანი“ აშშ-ს სამხედრო კონტინგენტს დაემუქრა
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 13:43:00
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას ავღანეთში ახალი სტრატეგიის შემუშავების შესახებ, ტერორისტული გაერთიანება „თალიბანი“ მუქარით გამოეხმაურა.საერთაშორისო სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, „თალიბანის“ ერთ-ერთმა ლიდერმა,ზაბიულა მუჯახიდმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სჯობს ავღანეთის ტერიტორიიდან ჯარი დროულად გაიყვანოს.21 აგვისტოს დონალდ ტრამპმა არლინგტონში ფორტ-მაიერის სამხედრო ბაზაზე ყოფნისას განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ავღანეთში ახალი სტრატეგია შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ავღანეთში მყოფი ამერიკელი ჯარისკაცების უფლებამოსილება გაიზრდება, ასევე გაფართოვდება სამხედრო კონტინგენტი. მას ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია, თუმცა მანამდე Associated Press და New-York Times წერდა, რომ ამერიკა ავღანეთში დამატებით 4 ათასამდე ჯარისკაცს გაგზავნის, რაც პრეზიდენტს განცხადებაში არ დაუდასტურებია.ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალური მდივანი. ამერიკის შეერთებული შტატების ახალ სტრატეგიას ასევე დადებითად აფასებს ავღანეთის მთავრობა.წყარო: Reuters, New-York Times, Associated Press
წაკითხვა
NATO-ს გენერალური მდივანი მიესალმა ტრამპის გადაწყვეტილებას ავღანეთის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედრო კონტინგენტის გაზრდის შესახებ
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 12:39:00
NATO-ს გენერალური მდივანი ტრამპის გადაწყვეტილებას მიესალმა. საუბარია აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ავღანეთის შესახებ შემუშავებულ ახალ სტრატეგიას, რომელიც ავღანეთის ტერიტორიაზე ამერიკელი სამხედრო კონტინგენტის გაზრდას ითვალისწინებს.„NATO ავღანეთის ერთგულია და ჩვენ ველოდებით მოლაპარაკებებს, როგორც აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ისე ჩვენს მოკავშირეებთანაც“, - აცხადებს სტოლტენბერგი თავის განცხადებაში.მისვე თქმით, NATO-ს ავღანეთში ამჟამად ჰყვს 12 000 სამხედრო და 15 ქვეყანა მზადაა საკუთარი კონტრიბუცია გაზარდოს.
წაკითხვა
აშშ-ის მოსახლეობამ მზის სრული დაბნელება იხილა
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 12:25:00
აშშ-ის მოსახლეობამ მზის სრული დაბნელება იხილა. ჩრდილოეთ ამერიკის ტერიტორია მთვარისგან წარმოქმნილმა უზარმაზარმა ჩრდილმა დაფარა. მთვარე დედამიწასა და მზეს შორის ჩადგა, რამაც მზის დაბნელება გამოიწვია. მზის დაბნელებას მილიონობით ადამიანი სპეციალური დამცავი სათვალეებით ადევნებდა თვალს. ყველაზე ხანგრძლივი დროით, 2 წუთის განმავლობაში მზის სრული დაბლენების ხილვა წყნარი ოკენის სანაპიროზე მდებარე დასახლებულ პუნქტ ლინკოლნ-სითიდან იყო შესაძლებელი. 
წაკითხვა
პენსილვანიის შტატში მატარებლების შეჯახების შედეგად 33 ადამიანი დაშავდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 11:27:00
აშშ-ში, პენსილვანიის შტატში მატარებლების შეჯახების შედეგად 33 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press ავრცელებს. ინციდენტი ქალაქ აფერ-დერბიში მოხდა. ჩქაროსნული მატარებელი რკინიგზის სადგურზე მდგარ ცარიელ მატარებელს შეეჯახა. ქალაქის მერის განცხადებით, ოთხი ადამიანი სერიოზული ტრავმებით ჰოსპიტალიზებულია.
წაკითხვა
ჰონგ-კონგში ტროპიკულ შტორმ „ჰატოს“ ელოდებიან
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 11:19:00
ჰონგ-კონგი ტროპიკული შტორმის დასახვედრად ემზადება. სტიქიას 23 აგისტოს დილისთვის ელოდებიან. ტროპიკული შტორმი „ჰატო“ ქალაქიდან 540 კილომეტრში ზღვაში წარმოიქმნება, მიმართულებას სანაპიროსკენ აიღებს და თანდათან გაძლიერდება. სტიქიის გამო შესაძლოა ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე წინასაბაზრო ვაჭრობა გაუქმდეს. ავიაკომპანიები ფრენების შეფერხებას ელოდებიან.
წაკითხვა
აშშ-ის ფლოტმა მსოფლიოს მასშტაბით ოპერაციების განხორციელება დროებით შეწყვიტა
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 11:14:00
ამერიკის შეერთებული შტატების ფლოტმა მსოფლიოს მასშტაბით ოპერაციების განხორციელება დროებით შეწყვიტა. ამის მიზეზი გუშინ სინგაპურში მომხდარი შემთხვევა სახელდება, რა დროსაც ამერიკული სამხედრო გემი „ჯონ მაკკეინი“ ნავთობის ტანკერს შეეჯახა. მომხდარის დრო 10 სამხედრო მოსამსახურე დაიკარგა. მათი სამძებრო ოპერაცია გრძელდება. როგორც პენტაგონში აცხადებენ, შეჯახების გამო წყნარი ოკეანეში დისლოცირებული ხომალდების შემოწმება დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ამერიკულ სამხედრო გემს წელს უკვე მეოთხედ შეემთხვა მსგავსი ინციდენტი. როგორც აშშ-ის ფლოტის ხელმძღვანელობაში აცხადებენ, მომხდარის გამოძიება დროულად და ეფექტურად უნდა მოხდეს. ამის გამო ფლოტის ოპერაციები მთელი მსოფლიოს მასშტაბით 2 დღით შეჩერდება.
წაკითხვა
ჩინეთის ქალაქ ნენძიანს ტორნადომ გადაუარა [ვიდეო]
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 11:06:00
ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ნენძიანს ტორნადომ გადაუარა. შემთხვევა თვითმხილველებმა ვიდეოკამერით გადაიღეს. ტორნადომ ათამდე სახლს სახურავი ახადა და რამდენიმე მანქანა დააზიანა. ადგილორივი მედიის ინფორმაციით, ტორნადო დაახლოებით 10 წუთს გაგრძელდა.
წაკითხვა
როსტოვში მასშტაბური ხანძრის შედეგად დაზარალდა 218 ოჯახი და დაშავდა 58 ადამიანი
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 10:57:00
როსტოვში მასშტაბური ხანძრის შედეგად 58 ადამიანი დაშავდა. მათგან 9 ჰოსპიტალიზებულია. დამწვარია 120 საცხოვრებელი სახლი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, დაზარალდა 218 ოჯახი.ძლიერი ხანძარი როსტოვის იმ რაიონში, სადაც ძირითადად კერძო სახლები მდებაროებს გუშინ გაჩნდა. მოგვიანებით ცეცხლი მაღალსართღულიან კორპუსებსაც გადაედო.ხანძრის ლოკალიზება და შემდეგ ლიკვიდაცია მას შემდეგ მოხერხდა, რაც მეხანძრეების დასახმარებლად ავიაცია გააგზავნეს. ცეცხლი ჩაქრობაში სამი ვერტმფრენი და სამი თვითმფრინავი მონაწილეობდა.მომხდარის გამო როსტოვის ოლქში საგანგებო მდგომაროების რეჟმი იყო გამოცხადებული.დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ქალაქში გახსნეს სპეციალური ცენტრი, რომელსაც 500-მდე მოქალაქემ მიმართა.მოროდიორობის თავიდან აცილების მიზნით, ღამის განმავლობაში როსტოვში 400-ზე მეტი პოლიციელი, 350 გვარდიელი და 174 სამხედრო მოსამსახურე პატრულირებდნენ.საგანგებო სიტუაციების სამსახურში ხანძრის გაჩენის მიზეზი უკვე დაასახელეს. მათი თქმით, ცეცხლი დასახლებასთან ახლოს მდებარე ნაგავსაყრელზე გაჩნდა. მათივე თქმით, არ არის გამორიცხული რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს.
წაკითხვა
უკრაინაში, ჟიტომირის ოლქში ბუნებრივი ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლი 120 ჰექტარ ფართობს მოედო
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 10:56:00
უკრაინაში, ჟიტომირის ოლქში ბუნებრივი ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლი 120 ჰექტარ ფართობს მოედო.უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ჟიტომირის ოლქში ბუნებრივი ნაკრძალის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.პოლესკის ბუნებრივი ნაკრძალის ტერიტორიაზე ცეცხლი ტყის მასივს გაუჩნდა. ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში 229 ადამიანი და 43 ერთეული ტექნიკა მონაწილეობდა, მათ შორის მი-8 ტიპის ვერტმფრენი და ორი სახანძრო თვითმფრინავი. ამასთან, უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი მძვინვარებს დნეპროპეტროვსკის ოლქის, პავლოგრადსკის ტყეშიც. 40 ჰექტარ ფართობზე გავრცელებულ ცეცხლს 178 ადამიანი 18 ერთეული ტექნიკის გამოყენებით უკვე მეორე დღეა აქრობს. სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ავიაციაც.
წაკითხვა
დონალდ ტრამპის სტრატეგია ავღანეთში
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 09:47:00
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთის შესახებ სტრატეგია წარადგინა. ტრამპმა ვირჯინიაში მდებარე, ფორტ-მაიერის სამხედრო ბაზიდან ისაუბრა.მისი თქმით, თეთრი სახლი აღარ დაასახელებს კონტინგენტის რაოდენობას ან ნებისმიერი სამხედრო ოპერაციის დაწყებისა და დასრულების თარიღებს. ამავე დროს, დონალდ ტრამპი აძლევს პენტაგონს უფლებას, რამდენიმე ათასით გაზარდოს ავღანეთში ამერიკელი სამხედროების რიცხვი. თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ არასდროს დაასახელებს კონტინგენტის ზუსტ რაოდენობას.„ჩვენ არ ვისაუბრებთ სამხედროების რიცხვზე ან სამხედრო აქტივობებასთან დაკავშირებულ ჩვენს გეგმებზე. ამ მომენტიდან ჩვენს სტრატეგიას განსაზღვრავს ადგილზე შექმნილი პირობები და არა თვითნებური გრაფიკი. ამერიკის მტრებმა არასდროს უნდა იცოდნენ ჩვენი გეგმების შესახებ და არასდროს უნდა სჯეროდეთ, რომ ჩვენს წასვლას დაელოდებიან“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.ამჟამად აშშ-ს ავღანეთში დაახლოებით 8400 სამხედრო ჰყავს ავღანეთში დისლოცირებული. CNN-ის ცნობით, სამხედრო მეთაურები „თალიბანის“ წინააღმდეგობის გასარღვევად დამატებით რამდენიმე ათასი ჯარისკაცის გაგზავნას ითხოვენ. დამატებით ძალებს ორი მოვალეობა ექნებათ - ანტიტერორისტულ მისიებში მონაწილეობა და ავღანეთის ძალების მომზადება.დონალდ ტრამპის ახალი სტრატეგიის თანახმად, აშშ-ის სამხედრო მეთაურების უფლებამოსილება ფართოვდება და მათ „თალიბანსა“ და ავღანეთში სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებზე თავდასხმის უფლებას აძლევს.„მიკრომენეჯმენტი ვაშინგტონიდან არ იგებს ბრძოლებს. ამ მკვლელებმა უნდა იცოდნენ, რომ ვერსად დაიმალებიან, რომ ამერიკული ძალისთვის და ამერიკული იარაღისთვის მიუწვდომელი ადგილი არ არსებობს. შურისძიება იქნება სწრაფი და მძლავრი“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ამერიკელი სამხედროები ავღანეთში გამარჯვებამდე დარჩებიან.
წაკითხვა
იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-22 08:14:00
იტალიაში კუნძულ ისკიაზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. გარდაცვლილია 2 ადამიანი. კიდევ 10 მოქალაქე სავარაუდოდ ნანგრევებშია მოყოლილი. მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვია.დაკარგულების პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. კიდევ 25 მოქალაქე მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მოათავსეს. დაზუსტებული ცნობებით კუნძულ ისკიაზე 4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა გუშინ ღამით მოხდა. სტიქიის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა. შედეგად დანგრეულია შენობები. მათ შორის ისტორიული ეკლესიაც. ღამის განმავლობაში მიწისქვეშა ბიძგები 10-ჯერ განმეორდა. მთავრობამ მოქალაქეებს ღამის გათენება ქუჩაში გაშლილ კარვებში ურჩია. კუნძულის მცხოვრებლებს არ მიეწოდებათ ელექტროენერგია. ადგილობრივი მაშველების დასახმარებლად უკვე გაგზავნილია დამატებითი ძალები.კუნძული ისკია ნეაპოლთან ახლოს მდებარეობს და ტრადიციულად მას უამრავი ტურისტი სტუმრობს. კუნძულზე სულ 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს.
წაკითხვა
ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონას ტერაქტის შემსრულებელი სავარაუდოდ, ლიკვიდირებულია
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 19:15:00
ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონას ტერაქტის შემსრულებელი სავარაუდოდ, ლიკვიდირებულია. ესპანური მედია წერს, რომ სპეცოპერაცია ბარსელონას დასავლეთით მდებარე დასახლებაში ჩაატარეს. გავრცელებული ცნობით, 22 წლის მაროკოელ იუნეს აბუიაქუბს ყალბი „შაჰიდის ქამარი“ ეკეთა. მედიასაშუალებები სამართალდამცავებზე დაყრდნობით წერენ, რომ ინციდენტი სან სადურნი დე ანოიას მუნიციპალიტეტში ქალაქ სუბირატსში მოხდა. პოლიცია დამატებით ცნობებს უახლოეს ხანში გაავრცელებს.შეგახსნებთ, რომ მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, ბარსელონას ტერაქტის შემსრულებელი დაკავებულია.
წაკითხვა
მედიის ინფორმაციით, ბარსელონაში ტერაქტის შემსრულებელი დაკავებულია
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 18:54:00
ბარსელონაში ტერაქტის შემსრულებელი დაკავებულია. ცნობას გაზეთი La Vanguardia ავრცელებს.როგორც გამოცემა წერს, იუნის აბუიაქუბი ბარსელონას სიახლოვეს მდებარე დასახლებულ პუნქტ სან სადურნი დე ანოიაში აიყვანეს.პოლიცია მას ოთხი დღე ეძებდა.იუნეს აბუიაქუბი მართავდა იმ ფურგონს, რომელიც გამვლელებს შეეჯახა. ბოლო ცნობებით, ტერაქტს 15 მოქალაქე ემსხვერპლა. 50-ზე მეტი კვლავ საავამდყოფოში რჩება.
წაკითხვა
თურქეთმა და ირანმა ქურთების მუშათა პარტიის წინააღმდეგ შესაძლოა, ერთობლივი ოპერაცია ჩაატარონ
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 18:38:00
თურქეთმა და ირანმა ქურთების მუშათა პარტიის წინააღმდეგ შესაძლოა, ერთობლივი ოპერაცია ჩაატარონ. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურთან საკითხის განხილვის შემდეგ განაცხადა. ირანის გენერალური შტაბის მეთაური თურქეთს გასულ კვირას ეწვია. ეს ორი ქვეყნის ისტორიაში მაღალ დონეზე გამართული პირველი შეხვედრა იყო. ერდოღანის განცხადებით, ქურთების მუშათა პარტიას ირანში ფილიალი აქვს სახელწოდებით, „ქურთების თავისუფალი ცხოვრების პარტია“. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ორგანიზაციები ზიანს აყენებენ როგორც თურქეთს - ისე ირანს. 2015 წლის ივლისში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევის შემდეგ, ქურთების მუშათა პარტიასთან შეიარაღებულ კონფლიქტს 900–მდე თურქი სამხედრო და სამართალდამცველი, 300-მდე კი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. ამავე პერიოდში თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ქურთების მუშათა პარტიის 10 ათასამდე წევრი გაანეიტრალეს. 
წაკითხვა
მექაში ერთ-ერთი სასტუმროდან 600-მდე მომლოცველის ევაკუაცია განხორციელდა
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 18:33:00
მექაში ერთ-ერთი სასტუმროდან, ხანძრის გამო, 600-მდე მომლოცველის ევაკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი 15-სართულიანი შენობის სავენტილაციო სისტემაში გაჩნდა. სასტუმროში ძირითადად თურქეთიდან და იემენიდან ჩასული პილიგრიმები იყვნენ განთავსებული, რომლებიც მექაში ჰაჯიზე დასასწრებად იმყოფებიან. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის მიზეზი უცნობია. აღსანიშნავია, რომ მუსლიმური ჰაჯი წელს 30-აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით აღინიშნება.
წაკითხვა
ირანის პრეზიდენტი რიტორიკას ცვლის - აშშ-სა და ირანს შორის ბოლოდროინდელი დაპირისპირების მიზეზები
განახლებულია: 2017-08-21 18:30:00
ირანის პრეზიდენტი რიტორიკას ცვლის. სულ რაღაც 6 დღის წინ ჰასან როუჰანი შტატების ახალი სანქციების გამო, ბირთვული შეთანხმებიდან გასვლით იმუქრებოდა. ახლა კი საკუთარი ქვეყნის პარლამენტსა და საერთაშორისო საზოგადოებას როუჰანი არწმუნებს, რომ არ დაუშვებს ქვეყნის იზოლაციას, ირანის პრიორიტეტს კი ბირთვული შეთახმების შენარჩუნება და ვაშინგტონისგან მისი დაცვა წარმოადგენს.  შეერთებულ შტატებსა და ირანს  შორის ბოლოდროინდელი დაპირისპირების მიზეზები, სალომე თორაძის  სიუჟეტში.
წაკითხვა
ბრიუსელის ცენტრში, მსუბუქი ავტომანქანა ფეხით მოსიარულეებში მაღალი სიჩქარით შეიჭრა
გამოქვეყნებულია: 2017-08-21 18:15:00
ბრიუსელის პოლიცია ნახევარი საათის განმავლობაში ცდილობდა მსუბუქი ავტომანქაანის დაკავებას, რომელიც  ქალაქის ცენტრში,  ფეხით მოსიარულეთა უბანში მაღალი სიჩქარით შეიჭრა. ამის შესახებ ბელგიური, ფრანგულენოვანი ტელეკომპანია RTBF იუწყება. ტელეკომპანიის ინფორმაციით,  პატრულმა ავტომანქანის შეჩერება სცადა, თუმცა მძღოლი არ დაემორჩილა, რის შემდეგაც პოლიციის ცენტრალურმა საოპერატორო პულტმა განგაშის სიგნალით დამატებითი ნაწილები გამოიძახა. როდესაც პოლიციელებმა ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე  ავტომობილის ბლოკირება შეძლეს, აღმოჩნდა, რომ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და პოლიციელებისგან მიმალვა სცადა იმის შიშით, რომ მართვის მოწმობას ჩამოართმევდნენ.
წაკითხვა