საზოგადოებრივი
104.5 FM
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 18:15:00
დასავლეთ საქართველოს რეგიონებში სტიქიის შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან. ბათუმში 5 ბალიანი შტორმია. ძლიერმა ქარმა უნივერსიტეტის ძველ კორპუსს სახურავი გადახადა. პრობლემებია წყალმომარაგებაში. ზარალის დათვლას ცდილობენ გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტებში. სტიქიამ დააზიანა გზები, ხიდები, ჯებირები. დატბორილია საკარმიდამო ნაკვეთები და სახლები. 
წაკითხვა
სტიქია აჭარაში - რეგიონში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა შეიქმნა
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 16:09:00
ამ დრომდე ძლიერი წვიმა და ქარია აჭარაში. სტიქიამ რეგიონში ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების პრობლემა შექმნა.18 ოჯახი ევაკუირებულია საცხოვრებელი სახლებიდან. ფიქსირდება 5 ბალიანი შტორმი.აჭარაში არსებულ ვითარებას მერაბ წულუკიძე გაგვაცნობს.
წაკითხვა
სინოპტიკოსების პროგნოზით, უხვი ნალექი ქვეყნის მასშტაბით დღეს ისევ შენარჩუნდება
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 12:04:00
უხვი ნალექი ქვეყნის მასშტაბით დღეს ისევ შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ვარაუდით, ძლიერ წვიმა მოსალოდნელი არ არის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მაღალმთიან რაიონებში მოთოვს. სპეციალისტები გამოდარებას 18 ოქტომბრიდან ელოდებიან.
წაკითხვა
გურიაში სტიქიის შედეგებს ითვლიან
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 12:01:00
გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგებს ითვლიან. შექმნილია საგანგებო შტაბები, რომლებიც უწყვეტ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.სტიქიამ დააზიანა გზები, ხიდები, ჯებირები. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები ბჟუჟი და სუფსა. მოსახლეობას დაეტბორა საკარმიდამო ნაკვეთები. განსაკუთრებით რთული ვითარება კი იყო სურების ხეობაში, სოფელ ლესაში, აცანასა და აკეთში. ჩოხატაურის სოფლებში ამ დრომდე მუშაობს სპეციალური ტექნიკა.ამ დროისათვის გურიაში არ წვიმს.
წაკითხვა
სტიქია აჭარაში - ბათუმში 5-ბალიანი შტორმია
გამოქვეყნებულია: 2017-10-17 11:58:00
სტიქია აჭარაში - ბათუმში 5-ბალიანი შტორმია. ახალი ბულვარის სანაპიროზე პრომინადები თითქმის მთლიანად დაფარულია გამორიყული ხეებითა და ნაშალი მასალით.ძლიერმა ქარმა უნივერსიტეტის ძველ კორპუსის სახურავი გადახადა.მერაბ წულუკიძის რეპორტაჟი.
წაკითხვა
ჩოხატაურში ძლიერი წვიმის შედეგად სახლები, ქუჩები და გზები დაიტბორა
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 12:52:00
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად სახლები, ქუჩები და გზები დაიტბორა. სურების ხეობაში დაზიანებულია ახალი გზა, რომლის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება.„გამგეობის შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები გასულები არიან შემთხვევის ადგილებზე. ჯერჯერობით ზარალის ოდენობა უცნობია“, - განაცხადა ჩოხატაურის გამგებლის მოვალეობის შესრულებელმა თამაზ ჯინჭარაძემ. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო შტაბი საგანგებო რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
წაკითხვა
აჭარის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 12:10:00
ძლიერი წვიმაა აჭარის მთიანეთში. მეწყერი ჩამოწვა სოფლების დიდაჭარის, ჩაოს, სტეფანაშვილების, მერჩხეთის, დეკანაშვილების სასოფლო გზებზე. ამ დროისთვის სოფლების ნაწილში გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანებით არის შესაძლებელი. მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები. რთული მდგომარეობაა სოფელ ჩაოში, სადაც სოფელთან მისასვლელი გზა იმდენად ჩაიხერგა, რომ საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები ალტერნატიული გზის გაყვანაზე მუშაობენ.„სამი დღეა კოკისპირულად წვიმს. ნალექი იმდენად დიდია, რომ სანიაღვრე არხები ვერ იტევს წყალს და გადმოდის გზის სავალ ნაწილზე, რამაც გზებზე მეწყრული მოვლენები გამოიწვია. მოძრაობა აღდგენილია დიდაჭარის, სტეფანაშვილების, მერჩხეთის და დეკანაშვილების მიმართულებით. იქ დილიდან მუშაობს მძიმე ტექნიკა. შედარებით რთული სიტუაციაა სოფელ ჩაოში, სადაც ალტერნატიული გზის გაყვანა გვიწევს. ძლიერმა ქარმა სახურავი გადახადა საცხოვრებელს სოფელ ქედლებში. ამ დროისთვის, დროებით, ე.წ. ბრეზენტით გადავხურეთ, გამოდარებისთანავე ოჯახს შესაბამისად დავეხმარებით“, - განაცხადა პირველ არხთან ხულოს გამგებლის მოადგილემ ლაშა ბოლქვაძემ.უამინდობის გამო, რამდენიმე ასეულ აბონენტს ხულოში ელექტროენერგია შეუწყდა. ამასთან, სააღმზრდელო პროცესი სამ საბავშვო ბაღში შეწყდა.
წაკითხვა
ფოთში საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 11:52:00
ფოთში საშტორმო მდგომარეობაა გამოცხადებული. ღელვის სიმძლავრე 6 ბალს შეადგენს. ფოთის რამდენიმე უბანს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამასთან, ქარმა დააზიანა ხეები. „მობილიზებულია ყველა სამსახური. პრობლემის შემთხვევაში, შესაბამისი სამსახურები რეაგირებისთვის მზად არიან“, - განაცხადა მერის მოადგილემ, ნიკა გრიგოლიამ.სინოპტიკოსების ცნობით, ფოთში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.
წაკითხვა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარია მოსალოდნელი
გამოქვეყნებულია: 2017-10-16 08:58:00
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ქარი 20-25მ/წმ სიჩქარით იქროლებს. სააგენტოს ცნობით, ზოგიერთ რაიონში ქარის სიჩქარემ შესაძლოა 30 მ/წმ-ს მიაღწიოს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოში აცხადებენ, ზღვისპირა რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი და ზღვაზე ძლიერი შტორმი. „ქვეყნის დასავლეთ ნაწილის მაღალმთიან რაიონებში მოსალოდნელია ქარბუქი. თოვა გაგრძელდება ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. ძლიერმა ნალექმა შესაძლებელია ცალკეული მდინარეებზე წყალმოვარდნა და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს“,- აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წაკითხვა
15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი
გამოქვეყნებულია: 2017-10-13 14:20:00
15 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები და მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში. 
წაკითხვა
ხვალიდან საქართველოში ტემპერატურა 25 გრადუსამდე მოიმატებს
გამოქვეყნებულია: 2017-10-04 11:16:00
საქართველოში ხვალიდან გამოიდარებს. კარგი ამინდი კვირის ბოლომდე შენარჩუნდება. ამის შესახებ პირველ არხს გარემოს ეროვნული სააგენტოს, ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში განუცხადეს. ცენტრის ხელმძღვანელის, სვეტლანა ნიორაძის თქმით, დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგ რაიონში წვიმა და ნისლი შენარჩუნდება, თუმცა უკვე ხვალიდან ტემპერატურა 15°-20°-მდე მოიმატებს, დედაქალაქში ხვალ 17 °-ია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოში კი ხვალ ტემპერატურა 20-25°-მდე მოიმატებს.„6 ოქტომბრიდან უკვე მოიმატებს ტემპერატურა, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. 6 ოქტომბერს დასავლეთში ტემპერატურა 23°- 28°, აღმოსავლეთში კი 16°-21° იქნება. 7 ოქტომბერს დასავლეთში 25°- 30°, აღმოსავლეთში კი 20°-25° სითბოა ნავარაუდევი. 8-შიც მაღალი ტემპერატურა იქნება, 31°-მდე შეიძლება იყოს დასავლეთში, აღმოსავლეთ საქართველოში კი 227° მდე“, - აღნიშნავს სინოპტიკოსი.
წაკითხვა
უხვი ნალექის გამო ქობულეთში 30-ზე მეტი სახლი დაიტბორა - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში
გამოქვეყნებულია: 2017-10-03 13:02:00
ქობულეთში ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია. წვიმა დილიდან შეწყდა და ქუჩებიც დატბორილი წყლისგან გათავისუფლდა.უხვი ნალექის გამო 30-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი დაიტბორა. რამდენიმე სოფელში კი მეწყერიც ჩამოწვა. მერაბ წულუკიძის ჩართვა სტიქიის ზონიდან.
წაკითხვა
5 ოქტომბრიდან საქართველოში გამოიდარებს
განახლებულია: 2017-10-02 15:17:00
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის განცხდებით, წვიმიანი ამინდები საქართველოში კიდევ ორი დღე გაგრძელდება. თუმცა, 5 ოქტომბრიდან გამოიდარებს. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღანელმა პირველ არხს განუცხადა, წვიმა მოსალოდნელია, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. მაღალმთიან ზონებში კი, ითოვებს. „დასავლეთ საქართველოში, დაბლობში 12-17გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოში კი -10-15 გრადუსი. რაც შეეხება თბილისს, ტემპერატურა 15 გრადუსი იქნება. წვიმიანი ამინდები კიდევ ორი დღე გაგრძელდება. ხუთი ოქტომბრიდან კი, როგორც დედაქალაქში, ასევე მთელ საქართველოში გამოიდარებს“, - განაცხადა ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის ხელმძღვანელმა, სვეტლანა ნიორაძემ.
წაკითხვა
ქობულეთის სოფლებში მეწყრის გამო, ორმა ოჯახმა სახლები დროებით დატოვა
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 12:49:00
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩამოწოლილი მეწყრის გამო, ორი ოჯახმა საცხოვრებელი სახლები დროებით დატოვა და ახლობლებთან გადავიდნენ საცხოვრებლად . პრობლემები სტიქიამ სოფელ ლეღვისა და წყავროკის მცხოვრებლებს შეუქმნა. გუშინ გვიან ღამით მოსული ძლიერი წვიმის გამო მეწყრული პროცესები რვა სოფელში განვითარდა. „ექვს სახლთან ჩამოწვა მეწყერი, ორი ოჯახი წყავროკადან და ლეღვადან დროებით გავხიზნეთ. მალე გეოლოგები ჩამოვლენ დამეწყრილ ადგილებში და დეტალურად შეისწავლიან არსებულს სიტუაციას. მეწყერი ექვს სახლთან ჩამოწვა, თუმცა ამ დროისთვის ყველას გახიზვნის საჭიროება არ არის“, - განაცხადა პირველ არხთან ქობულეთის გამგებელმა, სულხან ევგენიძემ. მეწყერმა პრობლემები შექმნა ქაქუთის, ლეღვას, წყავროკის, აჭყვისთავის, მუხაესტატეს, ალამბარისა და ცეცხლაურის სასოფლო გზებზე. ამჟამად გზის გაწმენდით სამუშაოებს 17 ერთეული მძიმე ტექნიკა ასრულებს. გამგეობის ინფორმაციით, სოფლების ცენტრებამდე მისასვლელი გზები გაწმენდილია.
წაკითხვა
ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა
გამოქვეყნებულია: 2017-09-28 11:00:00
ძლიერი წვიმის შედეგად, ქობულეთის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვა. წყავროკასა და ლეღვაში მეწყერმა პრობლემები საცხოვრებელ სახლებსაც შეუქმნა. მიწის მასა სამ სახლთან ახლოს ჩამოწვა, რის გამოც ერთმა ოჯახმა თავი ნათესავს შეაფარა. მეწყერი ხუთი სოფლის ცენტრალურ და შიდა სასოფლო გზებზე განვითარდა. დაახლოებით ნახევარი საათით ჩაკეტილი იყო ქობულეთი-ოზურგეთის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალიც. სტიქიის კერებთან მძიმე ტექნიკა მუშაობს.
წაკითხვა
ურეკში, ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე კერძო სახლი დაიტბორა
გამოქვეყნებულია: 2017-09-27 21:29:00
ურეკში, ძლიერი წვიმის გამო, რამდენიმე კერძო სახლი დაიტბორა. როგორც პირველ არხს ოზურგეთის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ ყაზაიშვილმა განუცხადა, ამ დროისთვის, ურეკს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება. „ჩვენი ინფორმაციით, ორი ოჯახია დატბორილი. მობილიზებულია ყველა სამსახური. ურეკს ელექტროენერგია სრულად მიეწოდება. განსაკუთრებული პრობლემები არ შექმნილა“- განაცხადა არჩილ ყაზაიშვილმა.ურეკში ძლიერი წვიმა, დაახლოებით, ორი საათის წინ დაიწყო. 
წაკითხვა
სინოპტიკოსების ცნობით, დღეს საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება
გამოქვეყნებულია: 2017-09-27 08:53:00
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 27 სექტემბრის საღამოდან საქართველოში ამინდი მკვეთრად შეიცვლება. „27 სექტემბერს საღამოდან 29 სექტემბრამდე საქართველოს ტერიტორიაზე ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, ელჭექი, წვიმა, ზოგან ძალიან ძლიერი, მაღალმთიან ზონაში ზოგან თოვლი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი“ - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია, ცალკეულ მდინარეებზე წყალმოვარდნები გამოიწვიოს.
წაკითხვა
წაღვერის ტყეში ხანძრი ლიკვიდირებულია
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 12:23:00
წაღვერის ტყეში ხანძრი სრულად არის ლიკვიდირებული. მეხანძრეები ცალკეული კერებს ამუშავებენ. ვერტმფრენები დღეს მხოლოდ დაზვერვით სამუშაოებს ჩაატარებენ. სტიქიას მაშველები  4 დღის განმავლობაში ებრძოდნენ. პროცესში 4 ვერტმფრენი იყო ჩართული. 
წაკითხვა
ძლიერი სეტყვა კახეთში - თელავის რაიონში ზარალს ითვლიან
გამოქვეყნებულია: 2017-09-26 12:20:00
კახეთში ზარალს ითვლიან. ძლიერმა სეტყვამ და ქარმა თელავის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფელი დააზარალა. ართანაში, ნაფარეულში, გულგულაში, ვარდისუბანსა და კურდღელაურში სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და ვენახებია განადგურებული. 
წაკითხვა
რას ნიშნავს მაღლა აწეული მუშტი მიწისძვრის შემდეგ მიმდინარე სამაშველო სამუშაოების დროს
გამოქვეყნებულია: 2017-09-24 17:28:00
მეხიკოში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, სამაშველო სამუშაოების ამსახველ ფოტოებში ხშირად ჩანდნენ ადამიანები, რომელთაც მაღლა აწეული ხელები მუშტად ჰქონდათ შეკრული. „ბი-ბი-სის“ განმარტებით, ეს მაშველების სასიგნალო ნიშანია და სიჩუმეს ნიშნავს. როცა ადამიანები ნანგრევებში არიან მოყოლილი და მათი პოვნა მხოლოდ ხმითაა შესაძლებელი, მაშველები ხელებს მაღლა წევენ და მუშტად კრავენ. ამ „სიგნალს“ გარშემომყოფებიც უერთდებიან და გარშემო სრული სიჩუმე წამიერად დგება. ასეთი საშუალებით მაშველები დაზარალებულის ხმის მიხედვით ცდილობენ მისი ადგილმდებარეობის გამოცნობას და შველას. არსებობს კიდევ ორი სასიგნალო ნიშანი: მაღლა აწეული ხელი გაშლილი მტევნით, რომელიც ნიშნავს - არავინ გაინძრეს ადგილიდან. ეს მნიშვნელოვანი ჟესტია მაშველებისთვის - როცა ისინი სახიფათო მონაკვეთზე მუშაობენ. მეორე კი მაღლა აწეული საჩვენებელი თითია, რაც ნიშნავს - მუშაობას დავუბრუნდეთ. ამ „სიგნალს“ მაშველები იყენებენ, როცა ნანგრევებში მოქცეული გადარჩენილის ადგილსამყოფელი დაზუსტდება ან საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ ნანგრევებიდან არავის ხმა არ ისმის. 
წაკითხვა