საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

ხანძარი საოკუპაციო ხაზთან
განახლებულია: 2017-03-30 16:15:00
ხანძარი საოკუპაციო ხაზთან - ცეცხლი სოფელ მერეთსა და ოკუპირებულ სოფელ ქსუისს შორის მინდორს და ვაშლის ბაღებს უკიდია. ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან ცეცხლის ჩაქრობას სახანძრო ბრიგადები ცდილობენ. ხანძარს ებრძვიან საოკუპაციო ხაზს მიღმა მყოფი რუსი სამხედროებიც. ამ წუთებში სახანძრო მანქანა ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდანაც გამოჩნდა. 
წაკითხვა
ბერინგის ზღვაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ კამჩატკაზე ცუნამის განგაში გამოაცხადდა
გამოქვეყნებულია: 2017-03-29 12:37:00
ბერინგის ზღვაში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ კამჩატკაზე სეისმოლოგებმა ცუნამის განგაში გამოაცხადეს. მიწისძვრის სიმძლავრემ 6,7 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი დასახლება უსტ-კამჩატკისგან 85 კილომეტრში მდებარეობდა. სეისმოლოგები ვარაუდობენ, რომ ცუნამის შემთხვევაში, ტალღების სიმაღლე 1,5 – 2 მეტრზე მეტი არ იქნება. ცუნამი უსტ-კამჩატსკის რაიონს და დასახლება ნიკოლსკოეს ემუქრება.
წაკითხვა
წაქცეული ხეები და სახურავების გარეშე დარჩენილი სახლები - გრიგალი თბილისში
განახლებულია: 2017-03-21 20:44:00
ძლიერი ქარის მძიმე კვალი თბილისში - დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი და ავტომობილი.  წაქცეულია ხეები. გრიგალის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების განგრიგი არ შეცვლილა. უამინდობამ პრიბლემები შექმნა რუსთავსა და გორშიც. მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო სიტუაციების სამსახურში ასეულობით გამოძახება დაფიქსირდა. 
წაკითხვა
32 მეტრი წამში - თბილისში ღამით ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია
გამოქვეყნებულია: 2017-03-21 10:07:00
ღამით ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. სინოპტიკოსების განცხადებით, ქარის სიჩქარე ღამის განმავლობაში 32 მეტრი წამში დაფიქსირდა. ქარი აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღესაც შენარჩუნდება. სინოპტიკოსების ინფორმაციით,  დედაქალაქში  23 მარტიდან გამოიდარებს და ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს.
წაკითხვა
წაქცეული ხეები, გადახდილი სახურავები - ძლიერი ქარი თბილისში
გამოქვეყნებულია: 2017-03-21 12:05:00
ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში  200-ზე მეტი გამოძახება შევიდა. მერიის შესაბამისი სამსახურები მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდნენ. ძლიერმა ქარმა დედაქალაქში რამდენიმე ხე წააქცია, სახლებს სახურავები გადახადა და სარეკლამო ბანერები დააზიანა. დაშავებულები არ არიან. სამტრედიის ქუჩაზე სახურავიდან ჩამოვარდნილი სამშენებლო მასალა ავტომბილს დაეცა. ქალაქში გატარდა პრევენციული ღონისძიებები, მოიჭრა რამდენი გამხმარი ხე,, რომლის წაქცევის საფრთხეც არსებობდა. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენლები და რაიონის გამგებელი ქალაქის სხვადასხვა უბნებში იმყოფებოდნენ, სადაც უამინდობამ პრობლემები შექმნა. 
წაკითხვა
სამტრედიის ქუჩაზე სახლის სახურავიდან ჩამოცვენილი სამშენებლო მასალა ავტომობილს დაეცა
გამოქვეყნებულია: 2017-03-20 23:25:00
ძლიერი ქარის შედეგად, სამტრედიის ქუჩაზე სახლის სახურავიდან სამშენებლო მასალა ჩამოცვივდა, რომელიც ავტომობილს დაეცა და დააზიანა. მომხდარის შედეგად, არავინ დაშავებულა. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები. სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, დღის მეორე ნახევარში, ძლიერი ქარის გამო, გამოძახებებმა იმატა და დედაქალაქის თითქმის ყველა უბნიდან დაფიქსირდა. ამ დროისთვის დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ქალაქში გატარდა პრევენციული ღონისძიებებიც - მოიჭრა რამდენი გამხმარი ხე, რომლის წაქცევის საფრთხეც არსებობდა. შეგახსენებთ, თბილისში ქარის სიმძლავრემ რამდენიმე საათის წინ გრიგალის ნიშნულს მიაღწია, თუმცა სინოპტიკოსების განცხადებით, პიკი გადავლილია. მათივე თქმით, აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერი ქარი შენარჩუნდება, რომლის სიმძლავრე ხვალ, დღის მეორე ნახევრიდან შესუსტდება.
წაკითხვა
სინოპტიკოსები: ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია, თუმცა პიკი გადავლილია
გამოქვეყნებულია: 2017-03-20 22:48:00
თბილისში, აეროპორტის ტერიტორიაზე ქარის სიმძლავრემ რამდენიმე საათის წინ გრიგალის ნიშნულს მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრში დაუდასტურეს. ცენტრის უფროსის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, დაფიქსირდა ხანმოკლე დაქროლვა, რომლის სიჩქარე 32 მეტრი წამში იყო, რაც გრიგალის კატეგორიას განეკუთვნება. კიდევ ერთი მაღალი მაჩვენებელი, 24 მეტრი წამში დაფიქსირდა ვაშლიჯვრის ჰიდრომეტეოროლოგიურ სადგურზე. თუმცა, სინოპტიკოსების თქმით, პიკი ამ დროისთვის გადავლილია და აღარ განმეორდება. აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ქარი შენარჩუნდება დღეს ღამით და ხვალ დილითაც, ზოგან ძლიერი, 20-25 მეტრი წამში, თუმცა მისი სიმძლავრე ხვალ საღამოსთვის შესუსტდება. სინოპტიკოსების განცხადებით, საქართველოში 23 მარტიდან გამოიდარებს და ტემპერატურა 16 გრადუსს მიაღწევს. საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით კი, დღის მეორე ნახევარში გამოძახებებმა იმატა და დედაქალაქის თითქმის ყველა უბნიდან დაფიქსირდა. ამ დროის მონაცემებით, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. ამ წუთისთვის ერთ-ერთი წერტილი, სადაც სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ, სამტრედიის ქუჩაა. აქ ქარის შედეგად სახლის სახურავიდან ჩამოცვენილი სამშენებლო მასალა ავტომობი
წაკითხვა
თბილისში ძლიერი ქარის შედეგად ორ მანქანას ხე დაეცა
გამოქვეყნებულია: 2017-03-20 17:45:00
თბილისში ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში რამდენიმე გამოძახება შევიდა.როგორც საზოგადოებრივ მაუწყებელს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დიღომში, „გუდვილთან“ ავტომობილს ხე დაეცა.მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა მუხათგევრდის სასაფლაოსთანაც. შემთხვევების შედეგად არავინ დაშავებულა.ამასთან, როგორც სააგენტოში აცხადებენ, ძირითადად გამოძახებების მიზეზი ხის ტოტების მოტეხვაა.„ყველა გამოძახებაზე ოპერატიული რეაგირება ხდება, მაშველები ადგილზე მუშაობენ“,- განაცხადეს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში.ასევე ძლიერი ქარია გორშიც. როგორც „მოამბის“ კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ძლიერმა ქარმა გორში შენობებს სახურავი გადახადა.
წაკითხვა
ნაქერალის უღელტეხილზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
გამოქვეყნებულია: 2017-02-23 10:22:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72  (ნაქერალის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
წაკითხვა
თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
განახლებულია: 2017-02-19 12:11:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, გზის რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული. დეპარტამენტის ცნობით, ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამავე გზის კმ35-კმ55 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ1-კმ140 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ამავე გზის კმ126-კმ140 (უწერა-შოვი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე და ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ125 (თეკალი-ბენიერი) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ყინვა, ლიპყინული და ინტენსიური თოვა), ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის კმ87-კმ106 მონაკვეთზე, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110–კმ146) მონაკვეთზე და ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდე
წაკითხვა
შეზღუდული მოძრაობა ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე - დიდთოვლობა აჭარაში
განახლებულია: 2017-02-17 16:35:00
თოვს აჭარაშიც. უკვე რამდენიმე საათია მოძრაობა შეზღუდულია ბათუმი-ქობულეთის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე. მიზეზი გზების მოყინვა გახდა. პრობლემებია მაღალმთიან აჭარაშიც, სადაც თოვლის საფარმა 2-ნახევარ მეტრს მიაღწია.მერაბ წულუკიძე დეტალებით ციხისძირიდან. 
წაკითხვა
უხვმა ნალექმა იმერთში პრობლემები შექმნა
გამოქვეყნებულია: 2017-02-17 16:30:00
დიდთოვლობა რეგიონებში. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა იმერთში. ჩაიკეტა ტყიბულის რაიონის რამდენიმე სოფელთან დამაკავშირებელი გზები. რთული ვითარებაა ქუთაისშიც- ირმა ჭოლაძე დეტალებით. 
წაკითხვა
18 თებერვალს ღამით ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი
გამოქვეყნებულია: 2017-02-17 14:35:00
ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაეცემა და ამაღამ ძლიერი ყინვა იქნება, ამის შესახებ საზოგადოებრივს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ, განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში შენარჩუნდება თოვლი, ქარი და ქარბუქი, უმეტესად დასავლეთ საქართველოში და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში. როგორც სვეტლანა ნიორაძემ აღნიშნა, ღამით შეწყდება თოვა და ქარიც ჩადგება. დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა -3-დან -8-მდე დაეცემა. მისი თქმით, მოსალოდნელმა ყინვამ, შესაძლოა, ციტრუსოვანი კულტურები დააზიანოს. ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის უფროსის ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 -8, ხოლო დღისით +5 +10 გრადუსი იქნება. მთაში ღამით -7 -12, მაღალ მთაში -15 -20 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით ტემპერატურა -4-დან +1 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში უნალექო ამინდია მოსალოდნელი ხვალაც და ზეგაც, იქროლებს სუსტი ქარი. ბარში ტემპერატურა ღამით -5 -10-მდე დაეცემა, ხოლო დღისით +2-დან +7-მდე მოიმატებს. თბილისში დღე უნალექოდ ჩაივლის, იქნება სუსტი ქარი, ღამით ჰაერის ტემპერატურა -6, ხოლო დღისით +5 იქნება. ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამსახურის ინფორმაციით, 19 თებერვლიდან დღისით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და ყინვა შესუსტდება. 
წაკითხვა
რა პრობლემები შექმნა დიდთოვლობამ იმერეთში
განახლებულია: 2017-02-17 12:16:00
დიდთოვლობა იმერეთში. უხვი ნალექის გამო შეფერხება იყო ქუთასის საერთაშორისო აეროპორტში, სადანაც კიევის მიმართულებით რეისი, ცუდი ხილვადობის გამო, 2 საათის დაგვიანებით შესრულდა.  კიდევ  რა პრობლემები შექმნა დიდთოვლობამ რეგიონში - ქუთაისიდან ირმა ჭოლაძე მოგვაწვდის ბოლო ინფორმაციას. 
წაკითხვა
ნაქერალის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გამოქვეყნებულია: 2017-02-16 16:26:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, ძლიერი ქარბუქისა და ზვავსშიშროების გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 (ნაქერალის უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამავე გზის კმ10-კმ34 აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
წაკითხვა
ძევრი-ტყიბულის მონაკევთზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
გამოქვეყნებულია: 2017-02-16 15:11:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ16-კმ29 (ძევრი-ტყიბული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.  დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
წაკითხვა
საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული
გამოქვეყნებულია: 2017-02-16 10:05:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე დაწესებულია მოძრაობის სპეციალური რეჟიმები: ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 10-კმ72 (სოფ.ორპირი-ამბროლაური) მონაკვეთზე, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის კმ1-კმ140 მონაკვეთზე და ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-188 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ყინვა, ლიპყინული და ინტენსიური თოვა), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110–კმ146) მონაკვეთზე  და ახალციხე-ნინოწმინდის(სომხეთის  საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ138–კმ158  (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოგიწოდებთ, იმოძრაოთ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტითა და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
წაკითხვა
სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე თოვაა მოსალოდნელი
განახლებულია: 2017-02-13 12:24:00
უამინდობა საქართველოში. სინოპტიკოსების პროგნოზით, დღეიდან საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე თოვაა მოსალოდნელი.   სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს რამდენიმე დღის განმავლობაში პროგნოზირებენ. ღამით მოსალოდნელია ყინვაც. ითოვებს თბილისშიც. 
წაკითხვა
საავტომობილო გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვები მოქმედებს
გამოქვეყნებულია: 2017-02-13 09:42:00
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმებია დაწესებული: ინტენსიური თოვისა და ლიპყონულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ72 (ნაქერალის უღელტეხილი) მონაკვეთზე და ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ71-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ყინვა, ლიპყინული და ინტენსიური თოვა), კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის როდიონოვკა(ფარავანი)-ნინოწმინდის (კმ110–კმ146) მონაკვეთზე  და ახალციხე-ნინოწმინდის (სომხეთის  საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდა-სომხეთის საზღვარი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. 
წაკითხვა
უახლოეს დღეებში საქართველოში კვლავ თოვლი და დაბალი ტემპერატურაა მოსალოდნელი
განახლებულია: 2017-02-12 16:01:00
დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. აღმოსავლეთ საქართველოში მაქსიმალური ტემპერატურა დღეს 3-4 გრადუსი იქნება. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, დღეს აქ წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო ჰაერი 6-7 გრადუსამდე გათბება, თუმცა ხვალიდან სინოპტიკოსები აქაც თოვლს პროგნოზირებენ. სინოპტიკოსები დღეს ღამით ყინვას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვარაუდობენ. მაღალმთიან რაიონებში ჰაერის ტემპერატურა -18 გრადუსამდე დაეცემა. შავი ზღვის სანაპიროზე მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით. სინოპტიკოსების პროგნოზით, არამდგრადი ამინდი 17 თებერვლამდე შენარჩუნდება.
წაკითხვა

უახლესი