საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

1-ლი სექტემბრის შუაღამიდან უკრაინაში ფრონტის ხაზზე ცეცხლი შეწყდება
გამოქვეყნებულია: 2016-09-01 19:31:00
დონბასის კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაზე მომუშავე საკონტაქტო ჯგუფის შეთანხმების შესაბამისად, 1 სექტემბრის შუაღამიდან ფრონტის ხაზზე არცერთი მხარე აღარ ისვრის  - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. „მსურს მოგილოცოთ, რომ 12 საათსა და ხუთი წუთიდან სიჩუმის რეჟიმი მოქმედებს და არავინ აღარ ისვრის“ - აღნიშნა პეტრო პოროშენკომ კიევში პოლიტექნიკურ ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ისაუბრეს დღეს დონეცკის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაშიც. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე, 26 აგვისტოს მიაღწიეს.  
წაკითხვა
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
გამოქვეყნებულია: 2016-09-01 17:29:00
უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კიევის ე.წ. „შავ სიაში“ დამატებით 259 ფიზიკური და 46 იურიდიული პირი მოხვდა. ამის შესახებ უკრაინის ვიცეპრემიერმა სტეპან კუბივმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამას გარდა, ვიცეპრემიერის თქმით, მთავრობამ გაახანგრძლივა უკვე მოქმედი სანქციები 388 ფიზიკური და 105 იურიდიული პირის წინააღმდეგ. კუბივს არ დაუკონკრეტებია, თუ ვინ დაემატა უკრაინის „შავ სიას“. 2016 წლის მაისში უკრაინის პრეზიდენტმა სიაში რუსული უმსხვილესი მედიასაშუალებების 17 ხელმძღვანელის სახელიც დაამატა.  
წაკითხვა
თავდასხმა ტაქსის მძღოლზე თბილისში
განახლებულია: 2016-08-10 20:09:00
სისხლის სამართლის საქმეა აღძრული თბილისში მომხდარ ინციდენტზე. დაკავებულია ორი პირი, რომლებიც ტაქსის მძღოლზე თავდასხმაში არიან ბრალდებულები. შემთხვევა გამსახურდიას გამზირზე დღეს, დილით მოხდა. ტაქსის მძღოლს მგზავრებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. 53 წლის დაზარალებული მამაკაცი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.   
წაკითხვა
უფლებადამცველები უკრაინასა და დონბასის სეპარატისტებს ადამიანების უკანონო დაკავებაში ადანაშაულებენ
გამოქვეყნებულია: 2016-07-21 17:33:00
საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები „ამნესთი ინთერნეიშენალი“ და „ჰუმან რაითს ვოჩი“ უკრაინის ხელისუფლებასა და დონბასის სეპარატისტებს ადამიანების უკანონო დაკავებასა და წამებაში ადანაშაულებენ. ორივე ორგანიზაციის მოხსენება დაზარალებულების, მათი ოჯახის წევრებისა და ადვოკატების 40 ინტერვიუს მოიცავს. მოხსენების ავტორები აღნიშნავენ, რომ უკრაინის ხელისუფლება ადამიანებს სეპარატისტებთან კავშირის ბრალდებით აკავებს, დონბასის სეპარატისტები კი დაკავებულებს ბრალად ხელისუფლების სასარგებლოდ ჯაშუშობას სდებენ.  
წაკითხვა
ნატო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეჟიმების დახმარება
გამოქვეყნებულია: 2016-07-10 16:50:00
ნატო რუსეთს მოუწოდებს, შეწყვიტოს აღმოსავლეთ უკრაინის სეპარატისტული რეჟიმების პოლიტიკური, სამხედრო და ფინანსური დახმარება. ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ვარშავაში, ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის შემდეგ, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ალიანსი, ასევე, მოუწოდებს რუსეთს, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას ყირიმის ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შესახებ, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი არ ცნობს. ნატო, ასევე, მოითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას კონფლიქტის ზონაში და მინსკის შეთანხმების რეალიზაციას.
წაკითხვა
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს ბოლო 24 საათში 3 სამხედრო ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2016-06-19 19:45:00
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს გასული 24 საათის განმავლობაში სამი სამხედრო ემსხვერპლა, ერთი მძიმედ დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფლიქტის ზონაში ვითარება ბოლო რამდენიმე დღეა დაძაბულია. სეპარატისტები უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგ მსხვილკალიბრიან შეიარაღებას იყენებენ.
წაკითხვა
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 34 ათასი სამხედრო განალაგა
გამოქვეყნებულია: 2016-05-24 18:41:00
რუსეთმა უკრაინის საზღვართან 34 ათასი სამხედრო განალაგა. ინფორმაციას უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბის პრესცენტრი, სადაზვერვო მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. დაზვერვის ინფორმაციით, აქედან 6 500 რუსი სამხედრო დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიაზე იმყოფება. ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ ქვეყნის საზღვართან მობილიზებულია ასევე, დიდი ოდენობით სამხედრო ტექნიკა.
წაკითხვა
"ნორმანდიულმა ოთხეულმა” აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე სატელეფონო საუბრისას იმსჯელა
გამოქვეყნებულია: 2016-05-24 16:59:00
გერმანიის, საფრანგეთის, უკრაინისა და რუსეთის ლიდერებმა უკრაინის აღმოსავლეთში არსებულ ვითარებაზე სატელეფონო საუბრისას იმსჯელეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ,,ნორმანდიულმა ოთხეულმა” დონბასში ეუთო-ს საპოლიციო მისიის შეყვანის ინიციატივას დაუჭირა მხარი და აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციების დაწყების მზადყოფნა გამოთქვა. ანგელა მერკელმა, ფრანსუა ოლანდმა, პეტრო პოროშენკომ და ვლადიმერ პუტინმა უსაფრთხოების საკითხებზე და კონფლიქტის ზონაში ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადების პროცესზე იმსჯელეს და ორივე საკითხზე თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
წაკითხვა
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს ქართველი სამხედრო ემსხვერპლა
გამოქვეყნებულია: 2016-05-01 12:55:00
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს კიდევ ერთი ქართველი ემსხვერპლა. რევაზ წიკლაური დონეცკის მახლობლად, ქალაქ აბიევკაში, ანტიტერორისტული ოპერაციის დროს დაიღუპა. შენობას, სადაც ის იმყოფებოდა, ჭურვი დაეცა. ქართველი ჯარისკაცი თელავის რაიონის სოფელ ლაფანყურიდან იყო, ბოლო 13 წელი კი უკრაინაში, ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. წიკლაური საკონტრაქტო ჯარში მსახურობდა და 90-ე სადესანტო მოიერიშე ბატალიონის წევრი იყო. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, რევაზ წიკლაურს უკრნაინაში, ოთხშაბათს დაკრძალავენ.
წაკითხვა
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დონბასში ვიზიტისას ფრონტზე არსებულ ვითარებას გაეცნო
გამოქვეყნებულია: 2016-03-28 19:35:00
უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დონბასში, ანტიტერორისტული ოპერაციების ზონაში, ჩავიდა და ფრონტზე არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. პოროშენკომ, დონბასში ვიზიტის დროს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო შენაერთების ახალი მეთაურიც წარადგინა.  
წაკითხვა
“მოამბის” გადამღები ჯგუფი იმ სახლში იმყოფებოდა, სადაც პეტრიაშვილზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს
განახლებულია: 2016-03-08 12:10:00
ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებას მისი უფლებადამცველი, ოჯახის წევრები და თანაპარტიელები ითხოვენ. ლევან სამუშია აცხადებს, რომ სხეულის განზრახ დაზიანება განზრახ მკვლელობის მცდელობით უნდა შეიცვალოს. “მოამბის” გადამღები ჯგუფი ბორჯომში იმ სახლშიც იმყოფებოდა, საიდანაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჩატარებული სპეცოპერაციისას, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის ბრალდებით, ლევან მექვაბიშვილი დააკავა. სახლის მცხოვრებლებისთვის დაკავებულის ვინაობა უცნობია. ისინი აცხადებენ რომ დაკავებული სახლში ქირით ცხოვრობდა.
წაკითხვა
უკრაინული მედია: პრორუსმა სეპარატისტებმა 24 საათის განმავლობაში 52-ჯერ გახსნეს ცეცხლი
გამოქვეყნებულია: 2016-03-06 16:53:00
უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პრორუსმა სეპარატისტებმა გასული 24 საათის განმავლობაში 52-ჯერ გახსნეს ცეცხლი. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამთავრობო ძალების პოზიციების მიმართულებით სეპარატისტებმა მსხვილკალიბრიანი შეიარაღებიდან დონეცკში 37-ჯერ, მარიუპოლში 10-ჯერ და ლუგანსკში 5-ჯერ გახსნეს ცეცხლი. ანტიტერორისტული ოპერაციების შტაბის ცნობით, დაიღუპა ორი და დაიჭრა 5 უკრაინელი სამხედრო. სეპარატისტების მხრიდან მსხვერპლი 30-ს აღწევს.
წაკითხვა
დაკავება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით
გამოქვეყნებულია: 2016-01-06 12:39:00
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში მამაკაცი დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 201 აბი ე.წ. „ექსტაზი“ ამოიღეს, ნარკოლოგიური შემოწმებით დაკავებულს "ბუპრენორფინის" და "მარიხუანის" მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. 
წაკითხვა
2015 წლის მთავარი მოვლენები მსოფლიო მასშტაბით
გამოქვეყნებულია: 2015-12-31 20:20:00
წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები მსოფლიო მასშტაბით: გახშირებული ტერაქტები, გახმაურებული მკვლელობები, ავიაკატასტროფები, საომარი მოქმედებები. 2015 განსაკუთრებით მძიმე საფრანგეთისთვის აღმოჩნდა, რომელიც წლის დასაწყისში და დასასრულს ტერორისტთა სამიზნე გახდა. მასშტაბური ტერაქტების სერიას ასეულობით ადამიანი ესმხვერპლა. მკვეთრად გაზრდილი საფრთხეების გამო, მსოფლიოს მთავარი გამოწვევა წელსაც ტერორიზმი იყო. საერთაშორისო ყურადღების ცენტრში რჩებოდა უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში მიმდინარე შეტაკაბებიც - მინსკის ცნობილი ღამის და მსოფლიოს ლიდერთა რამდენიმესაათიანი მოლაპარაკების მიუხედავად, ბელარუსის დედაქალაქში მიღწეული შეთანხმება, რუსეთის გამო, ამ დრომდე მხოლოდ ფურცელზე რჩება. 2015-მა მსოფლიოს თავი NASA-ს სენსაციური აღმოჩენებითაც დაამახსოვრა.
წაკითხვა
პოროშენკო - ვიზალიბერალიზაცია სერიოზული ინსტრუმენტია იმისათვის, რომ დონბასი და ყირიმი დავიბრუნოთ
გამოქვეყნებულია: 2015-12-21 17:42:00
„შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა სერიოზული ინსტრუმენტია იმისათვის, რომ დონბასი და ყირიმი დავიბრუნოთ“, - ეს უკრაინის პრეზიდენტის განცხადებაა. „ვიზალიბერალიზაციის პროცესმა ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს იმის მოტივაცია უნდა მისცეს, რომ აირჩიონ თავისუფლება, დემოკრატია, ინვესტიციები და სხვა უპირატესობები, ან უნდა ისხდნენ ოკუპირებულ ყირიმში უმუშევრად და არსად გასვლის საშუალება არ ეძლეოდეთ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
წაკითხვა
პუტინი - მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამის სურვილს კიევიდან ვერ ვხედავთ
გამოქვეყნებულია: 2015-12-17 17:02:00
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინასთან ურთიერთობებსა და დონბასის სამხედრო კონფლიქტზეც ისაუბრა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, სამხედრო კონფლიქტით რუსეთი დაინტერესებული არ არის. „არასდროს გვითქვამს, რომ დონბასში არიან ადამიანები, რომლებსაც შეხება არ აქვთ სამხედრო სფეროსთან, მაგრამ იქ რუსეთის რეგულარული არმია არ იმყოფება. აქ დიდი განსხვავებაა“, - აღნიშნა პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტმა, ასევე, განაცხადა, რომ უკრაინა სარგებლობდა ნულოვანი ტარიფებით თავისუფალ სავაჭრო სივრცეში, მაგრამ ევროკავშირთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში წერია, რომ უკრაინის ტერიტორიაზე არსებული პროდუქცია ევროკავშირის სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. ამის გამო, პირველი იანვრიდან ეკონომიკური კავშირები უკრაინასთან გაუარესდება. ვლადიმერ პუტინი დონბასის არჩევნებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ პირველ მეორე ადგილებზე ოპოზიციური ბლოკები გავიდნენ. „მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ამის სურვილს კიევიდან ვერ ვხედავთ. კონფლიქტის გადაწყვეტა რეგიონში მოსახლეობის ლიკვიდაციის გზით არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა პუტინმა.
წაკითხვა
პოროშენკო - აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება ისევ იძაბება
გამოქვეყნებულია: 2015-11-16 18:48:00
უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში ვითარება ისევ იძაბება. პეტრო პოროშენკო ამბობს, რომ ვითარების ესკალაცია შესამჩნევია და თუ უკრაინელი სამხედროების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, მათ უფლება ეძლევათ, საპასუხო ცეცხლი გახსნან. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბოლო პერიოდში უკრაინელმა სამხედროებმა სეპარატისტების ოთხი სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფი გაანადგურეს.
წაკითხვა
უკრაინა რუსეთისგან ტრილიონ დოლარს მოითხოვს
გამოქვეყნებულია: 2015-10-15 17:48:00
უკრაინა რუსეთისგან ტრილიონ დოლარს მოითხოვს. უკრაინის პრემიერმინისტრის განცხადებით, კიევი რუსეთთან იურიდიული ომისთვის ემზადება. ანექსირებული ყირიმისა და განადგურებული დონბასისთვის კომპენსაციის საკითხის გარდა, მხარეებს შორის სასამართლო დავა, შესაძლოა, იმის გამოც დაიწყოს, რომ რუსეთი უკრაინის ვალის რესტრუქტურიზაციაზე უარს აცხადებს. იაცენიუკის განცხადების კომენტირებისას, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ მოსკოვის პოზიცია არ შეცვლილა. რაც შეეხება კომპენსაციის საკითხს, პესკოვის თქმით, ყირიმი რუსეთის ტერიტორიაა.
წაკითხვა
კიევმა ლუგანსკიდან შეიარაღების გაყვანის პროცესი დაიწყო
გამოქვეყნებულია: 2015-10-05 17:50:00
ოფიციალურმა კიევმა ლუგანსკის ოლქიდან 100 მილიმეტრზე ნაკლები კალიბრის მქონე შეიარაღების გაყვანის პროცესი დაიწყო. ამ ინფორმაციას სამხედრო ოპერაციების შტაბის პრესცენტრი ავრცელებს. საუბარია შეხების ხაზიდან 15 კილომეტრის მოშორებით „ტ-64“ და „ტ-72“ ტიპის ტანკების, ასევე, ტანკსაწინააღმდეგო დანადგარებისა და 85 მილიმეტრის კალიბრის მქონე ტყვიამფრქვევების სინქრონულად გატანაზე. პროცესი ეუთოს სპეციალური სადამკვირვებლო მისიის მონიტორინგით ხორციელდება. 100 მილიმეტრზე ნაკლები კალიბრის შეიარაღების გაყვანის შესახებ შეთანხმებას ნორმანდიულმა ოთხეულმა პარასკევს პარიზში გამართულ შეხვედრაზე მოაწერა ხელი. უკრაინული მხარის განცხადებით, პროცესი ორ ეტაპად განხორციელდება და 41 დღეში დასრულდება.
წაკითხვა
ეუთო-მ დონეცკში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საბრძოლო ტექნიკა აღმოაჩინა
განახლებულია: 2015-10-04 19:39:00
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიამ დონეცკში, სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 20-ზე მეტი ტანკი და საბრძოლო ტექნიკა აღმოაჩინა. მისიის მიერ მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ტანკები მარიუპოლის მიმდებარედ, დასახლებულ პუნქტებში აღმოაჩინეს. ასევე, ფიქსირდება 26 ჯავშანტექნიკა და 15 სატვირთო მანქანა, რომელიც მინსკის შეთანხმების მიხედვით, შეხების ხაზიდან უკვე გატანილი უნდა იყოს. შეგახსენებთ, დღეს კიევმა შეხების ხაზიდან 100 მილიმეტრზე ნაკლები კალიბრის მქონე შეიარაღების გატანის 41-დღიანი პროცესი დაიწყო.
წაკითხვა

უახლესი