საზოგადოებრივი
104.5 FM
სამხედრო ამბოხი თურქეთში
თურქეთის პრეზიდენტმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია CNN-ს
განახლებულია: 2016-07-19 16:11:00
თურქეთის პრეზიდენტმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია CNN-ს. ჟურნალისტი დაინტერესდა, სად იმყოფებოდა თურქეთის პრეზიდენტი იმ ღამეს და როგორ მოახერხა თავის დაღწევა. ტელეკომპანიის ჟურნალისტმა 15 ივლისის ღამე გაიხსენა, კონკრეტულად ერდოღანის პირდაპირი ჩართვა "სი-ენ-ენ თურქის" ეთერში, რომელიც თურქეთში მოქმედი თავისუფალი მედიასაშუალებაა, ჟურნალისტმა ჰკითხა ერდოღანს - დააფასა თუ არა მან თავისუფალი მედიის მნიშვნელობა პირადი გამოცდილების შემდეგ.  
წაკითხვა
სტამბოლის სასამართლომ პუტჩში მონაწილეობისთვის 300-მდე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 16:10:00
და რა ხდება თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით - სტამბოლის სასამართლომ პუტჩში მონაწილეობისთვის 300-მდე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. დაკავებულთა რაოდენობა  იზრდება ისევე, როგორც სიკვდილით დასჯის შემოღების მომხრეთა რიცხვი. სტამბოლში ოთარ გიორგაძე მუშაობს. 
წაკითხვა
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა 3 მლნ საჯარო მოხელეს წლიური შვებულება აუკრძალა
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 14:43:00
თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა, სამთავრობო ბრძანების საფუძველზე, მთელი ქვეყნის მასშაბით, საჯარო სექტორში დასაქმებული სამ მილიონზე მეტი ადამიანისათვის წლიური შვებულება აკრძალა.ბრძანება თურქეთის მთავრობის ბიულეტინში გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ შემდეგ შეტყობინებამდე წლიური შვებულება აკრძალულია და ის საჯარო მოხელეები, რომლებიც უკვე იმყოფებიან შვებულებაში, სამსახურებს რაც შეუძლება ჩქარა უნდა დაუბრუნდნენ.ტელეკომპანია  NTV-ის ცნობით, საჯარო სექტორში დასაქმებულებს ასევე აეკრძალათ საზღვარგარეთ გამგზავრება. სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, აღნიშნული გადაწყვეტილების პარალელურად, მასობრივი წმენდა მიმდინარეობს თურქეთის სამოქალაქო სერვისების სექტორში, სასამართლოში, პოლიციასა და შეიარაღებულ ძალებში.თურქეთის ახალი ამბების სახელმწიფო სააგენტო Anadolu-ს ცნობით, შინაგან საქმეთა მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა დაახლოებით 9000-ზე მეტი ადამიანი.წყარო: The Independent
წაკითხვა
სამხედრო პუტჩის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ თურქეთში დაკავებების სერია გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 12:07:00
სამხედრო პუტჩის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ თურქეთში დაკავებების სერია გრძელდება. ადგილობრივი მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა აკინ ოზთურქმა გადატრიალების ორგანიზებაში მონაწილეობა აღიარა. შეიარაღებული ძალების 100 გენერლის საქმეს კი უკვე სასამართლო განიხილავს. 
წაკითხვა
ჯოშ ერნესტი: ვაშინგტონი ანკარას, როგორც ნატო-ს მოკავშირეს, აფასებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 10:12:00
ვაშინგტონი ანკარას, როგორც ნატო-ს მოკავშირეს, აფასებს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯოშ ერნესტმა ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე განაცხადა, რომელიც ამბოხის მცდელობის გამო ალიანსში თურქეთის წევრობის საკითხს მოიცავდა. სახელმწიფო დეპარმანტის განცხადებით, რაც შეეხება ფეთჰულა გიულენს, რომლის ექსტრადიციასაც, თურქეთის ხელისუფლება ითხოვს, მშვიდად ცხოვრობს და ამერიკის კანონებს არ არღვევს. ამიტომ აშშ-ის ხელისუფლება ექსტრადიციაზე ოფიციალური მოთხოვნის მიღების შემდეგ მის სამხედრო ამბოხში შესაძლო მონაწილეობის საკითხს შეისწავლის. ანკარაში მიაჩნიათ, რომ სწორედ  ფეთჰულა გიულენი დგას 15 ივლისს განვითარებული მოვლენების უკან. 
წაკითხვა
გიუნტერ ეტინგერი: განვითარებული მოვლენების გამო, ევროკავშირი თურქეთს მიმდინარე წელს უვიზო რეჟიმს არ მიანიჭებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 10:08:00
სამხედრო გადატრიალების მცდელობისა და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების  გამო, ევროკავშირი თურქეთს მიმდინარე წელს უვიზო რეჟიმს არ მიანიჭებს,- ამის შესახებ ევროკომისარმა გიუნტერ ეტინგერმა განაცხადა. მისი თქმით, ერდოღანმა ევროკავშირის მიერ წამოყენებული ყველა პირობა უნდა შეასრულოს. კერძოდ, ქვეყანაში უნდა დამყარდეს კანონის უზენაესობა. და ქვეყანა არ უნდა იშორებდეს ათასობით მისთვის უსარგებლო მოსამართლეს.  ევროკომისრის თქმით, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა მნიშვნელოვანი ელემენტია ქვეყანაში. 
წაკითხვა
თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა გადატიალების ორგანიზებაში მონაწილეობა აღიარა
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 10:05:00
თურქეთის საჰაერო ძალების ყოფილმა მეთაურმა, აკინ ოზთურქმა  გადატიალების ორგანიზებაში მონაწილეობა აღიარა. მეთაურისა და კიდევ 100 გენერლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო. თურქეთში დაკავებების სერია გრძელდება. ამჯერად ხელისუფლებამ ის მფრინავები დააკავა, რომელთაც გასული წლის ნოემბერში რუსული ავიაგამანადგურებელი ჩამოაგდეს. მათ ბრალი, ისევე როგორც 6 ათასამდე მანამდე დაკავებულ სამხედროებსა და სახელმწიფო მოხელეებს, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ედებათ. პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი კი 15 ივლისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს იხსენებს და აცხადებს, რომ ის ახლა მკვდარი ტყვე იქნებოდა, მარმარისის სასტუმრო 15 ივლისის ღამეს 10 წუთით ადრე რომ არ დაეტოვებინა. პრეზიდენტის თქმით, ამბოხის მონაწილეებმა მისი დაცვის ორი თანამშრომელი მოკლეს.
წაკითხვა
დაკავებები თურქეთში - ოფიციალური ანკარა საერთაშორისო საზოგადოებისგან გაფრთხილებას იღებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-18 18:17:00
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, თურქეთში მიმდინარე მასობრივი დაკავებები, შესაძლოა, ქვეყნის ხელისუფლებას პარტნიორებთან ურთიერთობის ფასი დაუჯდეს. ერდოღანი მსოფლიო ლიდერებისგან გაფრთხილებას იღებს. საერთაშორისო საზოგადოება ოფიციალურ ანკარას დემოკრატიულ ღირებულებებს, კანონის უზენაესობას ახსენებს და ალიანსის წევრობის დაკარგვაზე საუბრობს. დაკავებულია 6 000-მდე სამხედრო, მათ შორის 103 გენერალია.
წაკითხვა
თურქეთში კიდევ 103 გენერალი დააკავეს, ევროკავშირში კი ოფიციალურ ანკარასთან კითხვები აქვთ
გამოქვეყნებულია: 2016-07-18 16:10:00
თურქეთში პუტჩის მცდელობასთან კავშირის ბრალდებით, კიდევ 103 გენერალი დააკავეს. სამხედრო გადატრიალებაში ეჭვმიტანილთა აყვანის სპეცოპერაციები გრძელდება. ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან ევროკავშირის მაღალჩინოსნები. ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას დასაკავებელ პირთა სიები წინასწარ ჰქონდა მომზადებული.
წაკითხვა
სასწრაფოდ
თურქეთმა შესაძლოა ნატოს წევრობა დაკარგოს - ჯონ კერის გაფრთხილება
გამოქვეყნებულია: 2016-07-18 16:09:00
თურქეთმა შესაძლოა ნატოს წევრობა დაკარგოს თუკი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყანა დემოკრატიის პრინციპებს გადაუხვევს, — ამის შესახებ თურქეთს ამერიკის შეერთებული შტატები აფრთხილებს. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, თურქეთის ხელისუფლებას „დემოკრატიული მმართველობისკენ“ მკაცრად მოუწოდა  აშშ-მა და ევროკავშირმა.ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელ ფედერიკა მოგერინთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ აღნიშნა, რომ „ამერიკა თურქეთის არჩეული ხელისუფლების მხარეს დგას“, მაგრამ „მოვუწოდებთ თურქეთის ხელისუფლებას, მტკიცედ დაიცვას დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტები და პატივი სცეს ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და კანონის უზენაესობას“. წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, თურქეთში 8000 პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვეს. ქვეყნის მასშტაბით, არმიიდან და სასამართლო სისტემიდან სულ 6000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. ფედერიკა მოგერინმა დაგმო ერდოღანის სურვილი ქვეყანაში სიკვდილით დასჯის შემოღების შესახებ და განაცხადა, რომ მსგავსი კანონმდებლობით, ევროკავშირს ვერცერთი ქვეყანა ვერ შეუერთდება, რასაც ჯონ კერიმ დაამატა, რომ „ნატო ასევე მოითხოვს დემოკრატიისადმი პატივისცემას“. „რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს ვუჭერთ ამბოხების შემოქმედთა წარდგომას სასამართლოს წინაშე, თუმცა ამ ყველაფერში საჭიროა სიფრთხილე, რათა პროცესი დემოკრატიის პრინცპიებს არ გასცდეს“, — აღნიშნა ჯონ კერიმ.წყარო: The Independent
წაკითხვა
თურქეთში 8000 პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვეს
გამოქვეყნებულია: 2016-07-18 14:32:00
წარუმატებელი სამხედრო გადატრიალების შემდეგ, თურქეთში 8000 პოლიციელი სამსახურიდან დაითხოვეს.აღნიშნული ქმდებეით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი „წმენდის ოპერაციას“ აგრძელებს მას შემდეგ, რაც სამხედროებმა მისი ხელისუფლების დამხობა სცადეს.ანკარასა და სტამბოლში ძალადობრივი შეტაკებების შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით, არმიიდან და სასამართლო სისტემიდან სულ 6000-ზე მეტი ადამიანი დააპატიმრეს. გადატრიალების მცდელობას 290 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.წყარო: The Independent
წაკითხვა
აშშ-ის ელჩი თურქეთში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება
გამოქვეყნებულია: 2016-07-18 12:38:00
თურქეთში განვითარებულ მოვლენებს იან კელი ეხმაურება. შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ ამერიკული მხარე მტკიცედ უჭერს მხარს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას და მომხრეა, რომ პუტჩის მცდელობაზე ჩატარდეს დეტალური გამოძიება.
წაკითხვა
შეტაკებები თურქეთში
გამოქვეყნებულია: 2016-07-18 10:06:00
შეტაკებები მოხდა თურქეთში, სტამბოლის აეროპორტის სიახლოვესა და კონიას ავიაბაზასთან. სამართალდამცველებს ის პირები დაუპირისპირდნენ, რომელთა დასაკავებლადაც პოლიცია იყო მისული. გამაფრთხილებელი გასროლის შედეგად, მოწინააღმდეგეები პოლიციას ჩაბარდნენ. სტამბოლში უსაფრთხოების საგანგებო ზომები იქნა მიღებული. უშიშროების სამსახურმა ვერტმფრენების გაუფრთხილებლად ჩამოგდების ბრძანება გასცა. სტამბოლში გადაისროლეს სპეცრაზმი და სპეცტექნიკა მეზობელი პროვინციებიდან, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებსა და ქალაქის ქუჩებში განთავსდა. სამართალდამცველებმა სამხედრო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ასევე, პრეზიდენტის სამხედრო მრჩეველი, ალი იაზიჯიც. სახელმწიფო ღალატის ბრალდებით დაკავებული 13 სამხედრო კი სასამართლოში გადაიყვანეს.
წაკითხვა
თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყანაზე კონტროლი სრულად აღადგინა, დაკავებულია 6 000-მდე სამხედრო
გამოქვეყნებულია: 2016-07-17 16:08:00
თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მასშტაბით კონტროლი სრულად აღადგინა. ამ დროისთვის გაქცეულია სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე პირთა ნაწილი. გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში, ამბოხის ორგანიზების ბრალდებით, 6 000-მდე ადამიანი დააკავეს. ევროკავშირი თურქეთში მასშტაბურ რეპრესიებს პროგნოზირებს. თურქეთის პრეზიდენტი კი ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი პოლიტიკური ოპონენტის, ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციას სთხოვს.
წაკითხვა
ერდოღანი აშშ-ისგან ფეთჰულა გიულენის ექსტრადიციას ითხოვს - ბოლო ინფორმაცია თურქეთიდან
გამოქვეყნებულია: 2016-07-17 12:05:00
თურქეთის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მისი პოლიტიკური ოპონენტის, ფეთჰულა გიულენის ექსტრადიცია მოსთხოვა. რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განცხადება სტამბოლში გააკეთა. მთელი ღამის განმავლობაში ტაქსიმის მოედანზე ასობით ადამიანი იყო შეკრებილი და სამხედრო გადატრიალების აღკვეთას ზეიმობდა. პარალელურად, გრძელდება ამბოხებულების დაკავების ოპერაცია. თურქეთში მუშაობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი. ოთარ გიორგაძე სტამბოლიდან.
წაკითხვა
ვინ არის ფეთჰულა გიულენი - სამხედრო ამბოხში თურქეთის ხელისუფლების მთავარი ეჭვმიტანილი
გამოქვეყნებულია: 2016-07-16 20:10:00
ფეთ-ჰულა გიულენი - სამხედრო ამბოხში თურქეთის ხელისუფლების მთავარი ეჭვმიტანილი. ერდოღანის ძველი მეგობარი და ახლა მისი მთავარი მოწინააღმდეგე. 75 წლის გიულენი სათავეში უდგას მოძრაობა “ჰიზმეთს”, რომელიც ისლამის თანამედროვე ფორმის გამავრცელებლად ითვლება. ვინ  არის ამერიკაში მცხოვრები იმამი თამთა - რუხაძემ გადაავლო თვალი მის ბიოგრაფიასა და საქმიანობას. 
წაკითხვა
სამხედრო გადატრიალების მცდელობა თურქეთში -"მოამბის" კითხვებს საქართველოში თურქეთის ელჩმა უპასუხა
გამოქვეყნებულია: 2016-07-16 20:09:00
"მოამბის" კითხვებს საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ ქურუმქჩუმ უპასუხა.
წაკითხვა
4 ამბოხი 1960 წლიდან და სამხედრო გადატრიალებების ქრონოლოგია თურქეთში
გამოქვეყნებულია: 2016-07-16 20:09:00
4 ამბოხი 1960 წლიდან - სამხედრო გადატრიალება თურქეთისთვის პირველი არ არის. ხელისუფლების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლა მოქალაქეებს არაერთხელ უცდიათ. ისტორიული დაუმორჩილებლობა და სამხედრო გადატრიალებების ქრონოლოგია ქეთევან ბერაიას სიუჟეტში. 
წაკითხვა
სამხედრო ამბოხი თურქეთში და საქართველოში გამართული უშიშროების საბჭოს სხდომა
გამოქვეყნებულია: 2016-07-16 20:05:00
მეზობელ ქვეყანაში არეულობამ საქართველოზეც მოახდინა გავლენა. გვიან ღამით საგანგებოდ შეიკრიბა უშიშროების საბჭო. სხდომაზე ხელისუფლებამ, მოქალაქეების უსაფრთხოების მიზნით, შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება მიიღო, როგორც სახმელთო, ისე საზღვაო საზღვარზე ჩაიკეტა საჰაერო სივრცე. მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა ქართული მედია. ამ დროისთვის სასაზღვრო გამტარ პუნქტებში დაწესებული ყველა შეზღუდვა მოხსნილია.  
წაკითხვა
თურქეთში მიმდინარე მოვლენებს აშშ-ში ეხმაურებიან - ფეთჰულა გიულენის საწინააღმდეგო აქცია დღეს ფილადელფიაში იგეგმება
გამოქვეყნებულია: 2016-07-16 20:04:00
ფეთჰულა გიულენის საწინააღმდეგო აქცია დღეს ფილადელფიაში იგეგმება. თურქეთის მთავრობა მას შეიარაღებული გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში სდებს ბრალს და მის გადაცემას ითხოვს. თურქეთში განვითარებულ მოვლენებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ეხმაურებიან„ამერიკის ხმის“ ჟურნალისტი მაია ქვარცხავა სპეციალურად "მოამბისთვის" ვაშინგტონიდან. 
წაკითხვა