საზოგადოებრივი
104.5 FM
სამხედრო ამბოხი თურქეთში
AP: თურქეთში ათობით მედიასაშუალება დაიხურა
გამოქვეყნებულია: 2016-07-27 23:30:00
„ასოშიეთიდ პრესის" ინფორმაციით, თურქეთში ათობით მედიასაშუალება დაიხურა, მათ შორის 45 გაზეთი და 16 ტელემაუწყებელი. ამ ინფორმაციას სააგენტო თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ფოტო: AFP
წაკითხვა
თურქეთის ხელისუფლებამ გამოცემა „ზამანის“ 47 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა
გამოქვეყნებულია: 2016-07-27 17:56:00
თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოცემის „ზამანის“ 47 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა. BBC-ის ცნობით, ყველა მათგანი აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ, ფეთჰულა გიულენთან კავშირში არის ეჭვმიტანილი. თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ორდერის გაცემის შემდეგ, დააკავეს სულ მცირე ერთი ჟურნალისტი. დაკავებული „ზამანის“ ყოფილი თანამშრომელი სახინ ალპაია. ორშაბათს თურქეთში 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცეს, აქედან 16 - დაკითხვის მიზნით. თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით დააკავეს, ან სამსახურიდან დაითხოვეს 60 000-ზე მეტი ადამიანი.
წაკითხვა
აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი თურქეთის პრეზიდენტს ავტორიტარიზმში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-26 12:55:00
აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი თურქეთის პრეზიდენტს ავტორიტარიზმში ადანაშაულებს. ამის შესახებ გიულენმა წერილი გამოცემა ,,ნიუ იორკ თაიმსში’’ გამოაქვეყნა. თურქი ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ ანკარა ვაშინგტონის დაშანტაჟებას ცდილობს. წერილში ნათქვამია, რომ თუ აშშ თურქეთს გიულენს არ გადასცემს, თურქეთი ისლამისტების წინააღმდეგ კოალიციის მხარდაჭერის შეწყვეტით იმუქრება, რაც შანტაჟის ნიშნებს შეიცავს. ,,დამაჯერებელი მტკიცებულებებისა და სამართლიანი სასამართლოს პერსპექტივის არარსებობის მიუხედავად, ერდოღანის მიზანი ჩემი ექსტრადიციაა” – წერს გიულენი. სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლება სწორედ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს და აშშ-დან მის ექსტრადიციას ითხოვს.  
წაკითხვა
თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული პირები დააკავა
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 12:28:00
თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენის ე.წ. მარჯვენა ხელი, ჰალის ჰანჯი დააპატიმრა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰალის ჰანჯი თურქეთის ტერიტორიაზე სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე ორი დღით ადრე შევიდა. სამართალდამცველებმა ერზურუმში ფეთჰულა გიულენის ნათესავიც დააპატიმრეს და ანკარაში გადაიყვანეს. სწორედ ფეთჰულა გიულენს მოიაზრებს პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან. პრეზიდენტის პოლიტიკური ოპონენტი უკვე 16 წელია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ამბოხში მონაწილეობას უარყოფს.
წაკითხვა
თურქეთის პრეზიდენტის დაცვის 283 წევრი დააკავეს
განახლებულია: 2016-07-23 16:30:00
პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაცვის 283 წევრი დააკავეს.  გავრცელებული ინფორმაციით, მიზეზი მათი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში შესაძლო მონაწილეობა გახდა. ამ დრომდე, ქვეყნის მასშტაბით,  თანამდებობიდან 60 ათასამდე ადამიანია გათავისუფლებული. დაკავებულ და დათხოვნილ საჯარო მოსამსახურეებს შორის 9 ათასზე მეტი პოლიციელი, 3 ათასი მოსამართლე და 6 ათასი სამხედროა. სამსახურიდან ასევე დაითხოვეს სკოლის მასწავლებლები და ლექტორები.
წაკითხვა
თურქეთში ბრალის წარდგენის გარეშე დაპატიმრების ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა
განახლებულია: 2016-07-23 16:29:00
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ხელი მოაწერა  კანონს, რომლის მიხედვითაც,  ბრალის წარდგენის გარეშე დაპატიმრების ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა. გარდა ამისა, ერდოღანმა, ქვეყნის მასშტაბით, 1 000-ზე მეტი კერძო სკოლის დახურვის განკარგულება გასცა . ერდოღანის გადაწყვეტილებით, საქმიანობას შეწყვეტს ასევე 1 229 საქველმოქმედო საზოგადოება და ფონდი, 35 სამედიცინო დაწესებულება, 19 პროფკავშირი, ფედერაცია და კონფედერაცია. ასევე, 15 კერძო უმაღლესი სასწავლებელი.
წაკითხვა
სამხედრო ამბოხის მცდელობის შემდეგ თურქეთის პირველი პირი დაზვერვაში გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს
განახლებულია: 2016-07-22 20:17:00
სამხედრო ამბოხის მცდელობის შემდეგ თურქეთის პირველი პირი დაზვერვაში გამოვლენილ ხარვეზებზე საუბრობს. რეჯებ ტაიპ ერდოღანი, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ფონზე, კიდევ ერთ რადიკალურ ნაბიჯს დგამს და ქვეყნის არმიაში რეფორმირების დაწყებას აანონსებს. პრეზიდენტის ქმედებების გამო, ოფიციალური ანკარა ევროკავშირიდან მორიგ მწვავე გზავნილებს იღებს. ევროპელი ლიდერების გაფრთხილებების მიუხედავად, ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები სიკვდილით დასჯის შესაძლო აღდგენის საკითხს დღის წესრიგიდან არ ხსნიან. 
წაკითხვა
თურქეთის ხელისუფლება არმიის რეფორმირებას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 18:25:00
თურქეთის ხელისუფლება არმიის რეფორმირებას იწყებს. ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სპეცსამსახურებში ხარვეზები აჩვენა, რაც სწრაფად უნდა აღმოიფხვრას. სამთვიანი საგანგებოი მდგომარეობის გამოცხადების გამო, თურქეთი ევროკავშირის კრიტიკის ობიექტია. თუმცა პრეზიდენტი ერდოღანი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათს არ ნიშნავს და მოქალაქეებს შეზღუდვები არ ექნებათ.
წაკითხვა
თურქეთის ხელისუფლება არმიის რეფორმირებას იწყებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 12:35:00
თურქეთის ხელისუფლება არმიის რეფორმირებას იწყებს. ქვეყნის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა სპეცსამსახურებში ხარვეზები გამოავლინა, რაც სწრაფად უნდა აღმოიფხვრას. სამთვიანი საგანგებოი მდგომარეობის გამოცხადების გამო, თურქეთი ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის ობიექტია. თუმცა პრეზიდენტი ერდოღანი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობა კომენდანტის საათს არ ნიშნავს და მოქალაქეებს შეზღუდვები არ ექნებათ.
წაკითხვა
საქართველოში დემირელის სახელობის კოლეჯი და მისი პარტნიორი სკოლების ერთობლივი განცხადება
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 12:15:00
ერთობლივ განცხადებას ავრცეელებენ საქართველოში დემირელის სახელობის კოლეჯი და მისი პარტნიორი სკოლები. სასწავლებლები ემიჯნებიან ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ აქტივობას და გაჟღერებულ ბრალდებებზე სამართლებრივ რეაგირებას გეგმავენ. როგორც სკოლების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, სკოლებში სწავლება მიმდინარეობს საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სასწავლო პროგრამის მიხედვით და სკოლების ფუნქციონირება რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. შეგახსენებთ, გასულ კვირას ტელეკომპანიებისთვის მიცემულ ინტერვიუში თურქეთის გენერალურმა კონსულმა ფეთჰულა გიულენთან კავშირში მყოფი სასწავლებლები ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. 
წაკითხვა
სამხედრო გადატრიალების მცდელობის მონაწილეებისთვის სტამბოლის მერი ცალკე სასაფლაოს მოწყობას გეგმავს
გამოქვეყნებულია: 2016-07-22 10:29:00
სამხედრო გადატრიალების მცდელობის მონაწილეებისთვის სტამბოლის მერი ცალკე სასაფლაოს მოწყობას გეგმავს. თურქული მედიის ინფორმაციით, მან უკვე გამოყო ტერიტორია, რომელსაც “მოღალატეთა სასაფლაოს” უწოდებენ. ქვეყნის ტერიტორიაზე სიკვდილით დასჯის შემოღების ინიციატივას აქტიურად განიხილავენ. სასჯელის უმაღლესი ზომის შეცვლის შემთხვევაში კი, ოფიციალური ანკარა ბრიუსელიდან გაფრთხილებას იღებს. 
წაკითხვა
თურქეთში მასობრივი საკადრო წმენდა გრძელდება
განახლებულია: 2016-07-20 20:10:00
თურქეთში  ძალოვანი უწყებები, სასამართლო სისტემა, სკოლები და საგანმანათლებლო დაწესებულებები თანამშრომლებისგან თითქმის დაცლილია. ბოლო მონაცემებით, 50 000-ს აღწევს იმ პირთა სია, რომლებიც სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს. მასობრივი საკადრო წმენდის მთავარ მოტივად ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები გიულენის მხარდაჭერა და მასთან შესაძლო კავშირების არსებობაა. სწორედ თურქეთიდან 17 წლის წინ წასულ საზოგადო მოღვაწეს, ფედჰულაჰ გიულენს ადანაშაულებს ოფიციალური ანკარა გადატრიალების მცდელობის ორგანიზებაში. საჯარო მოხელეების დევნის და მათთვის დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, თურქეთში ამბოხის მცდელობაში ეჭვმიტანილთა სასამართლო პროცესი დაიწყო.        ,,მოამბე” თურქეთიდან - ნოდარ ჩაჩუამ დაათვალიერა დღეს ანკარაში ის ადგილები, რომლებიც 15 ივლისის ღამეს სამხედროების მიერ იყო ბლოკირებული.
წაკითხვა
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში დაკავებები 45 ათას ადამიანს შეეხო
განახლებულია: 2016-07-20 18:05:00
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში განხორციელებული დაკავებები მთლიანობაში 45 ათას ადამიანს შეეხო. ერდოღანის ბრძანებით, ათასობით ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს. საუბარია სამხედროებზე, პოლიციელებზე, მასწავლებლებზე, უნივერსიტეტის დეკანებსა და ჟურნალისტებზე. პრეზიდენტის ბრძანებით, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის 9 ათასი თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს ათას 500, პრემიერის აპარატის კი 250-მდე თანამშრომელი. უფლებამოსილება შეუწყდა 3 ათას თურქ მოსამართლეს. ხელისუფლება მათ აშშ-ში მცხოვრებ ფეთჰულა გიულენთან კავშირში ადანაშაულებს, რომელსაც ოფიციალური ანკარა გადატრიალების შესაძლო ორგანიზატორად მიიჩნევს. გიულენი ბრალდებას უარყოფს.
წაკითხვა
BBC: სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლების მხრიდან დევნა 45 000 ადამიანს შეეხო
განახლებულია: 2016-07-20 12:11:00
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის ხელისუფლების მხრიდან დევნა მთლიანობაში 45 000 ადამიანს შეეხო. “ბი-ბი-სის” ცნობით,  პრეზიდენტ ერდოღანის ბრძანებით, ათასობით ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს ან სამსახურებრივი მოვალეობები სრულიად შეუწყვიტეს. სიაშია სამხედროები, პოლიციელები, მასწავლებლები, უნივერსიტეტის დეკანები დაჟურნალისტები მოხვდნენ. ერდოღანის ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თითქმის 9 000 თანამშრომელი, ფინანსთა სამინისტროს 1 500, პრემიერმინისტრის ოფისიდან კი 250-მდე თანამშრომელი დააკავეს. სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება შეუწყდა 3 ათას თურქ მოსამართლეს. ხელისუფლება მათ საქმიანობაში  აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის კვალს ხედავს, რომელსაც ანკარა გადატრიალების შესაძლო ორგანიზატორად მიიჩნევს. გიულენი აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.
წაკითხვა
მასობრივი საკადრო წმენდა თურქეთის სახელმწიფო უწყებებიდან - ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობაში დაკავებულთა სიკვდილით დასჯას არ გამორიცხავს
განახლებულია: 2016-07-19 20:09:00
მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება თურქეთი. სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან ოთხი დღის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტი სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ერდოღანი უშვებს ალბათობას, რომ ამბოხის მცდელობისთვის დაკავებულები სიკვდილით დასაჯოს. თუმცა სასჯელის უმაღლესი ზომის აღსადგენად დეპუტატთა შესაბამისი ინიციატივის დამტკიცებაა საჭირო. სწორედ სიკვდილით დასჯის საკითხის და ეჭვმიტანილთა მასობრივი დაკავებებების გამო ოფიციალური ანკარა ბრიუსელიდან მორიგ მწვავე გზავნილს იღებს. ქვეყანა ევროპასთან უვიზო რეჟიმს, წელს, სავარაუდოდ,, ვეღარ მიიღებს. სიტყვიერი მიმართვის შემდეგ თურქეთის ხელისუფლებისგან წერილობით განცხადებას იღებს ვაშინგტონი, რომელსაც ანკარა სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში დადანაშაულებული გიულენის ექსტრადირებას სთხოვს. 
წაკითხვა
თურქეთში 15 000 მასწავლებელს სწავლების უფლება აეკრძალა
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 20:04:00
სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, თურქეთში „წმენდა“ გრძელდება. ამჯერად, სწავლების უფლება შეუჩერდა 15 000-ზე მეტ მასწავლებელს.განათლების მინისტრის განცხადებით, აღნიშნული მასწავლებლები ფეთჰულაჰ გიულენთან კავშირში არიან შემჩნეულნი, რომელსაც თურქეთის ხელისუფლება სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.თავის მხრივ, გადატრიალების მცდელობაში ყოველგვარ ჩართულობას უარყოფს აშშ-ში მცხოვრები გიულენი. თურქეთის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, რეგისტრაცია ასევე შეუჩერდა ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტების 1500-ზე მეტ დეკანს.პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა უკვე დადო გიულენის მხარდამჭერთა წინააღმდეგ გარკვეული ქმედებების გატარების პირობა. მასობრივ „წმენდაში“ ასევე მოჰყვა თურქეთის არმია, სასამართლო, უსაფრთხოებისა და სამოქალაქო სერვისების სექტორები:■ დაკავებულია 6000 სამხედრო მოსამსახურე■ სამსახურიდან გათავისუფლებულია პოლიციის 9000 ოფიცერი■ უფლებამოსილება შუეჩერდა 3000 მოსამართლეს■ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციიდან გაათავისუფლეს 250-ზე მეტი თანამშრომელი.■ პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, წლიური შვებულება აკერძალა 3 მლნ საჯარო მოხელესფეთჰულაჰ გიულენთან კავშირის ბრალდებით, თურქეთის მედიის რეგულირების ორგანომ ლიცენზია გაუუქმა 24 რადიოსა და ტელეარხს.წყარო: BBC
წაკითხვა
სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანკარის საპრეზიდენტო სასახლესთან აფეთქება მოხდა
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 20:02:00
 რამდენიმე წუთის წინ სოციალური ქსელით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანკარის საპრეზიდენტო სასახლესთან აფეთქება მოხდა. თუმცა უცნობია, იყო თუ არა ეს ტერორისტული აქტი. მომხდარზე წერს "როიტერიც". --
წაკითხვა
ერდორანი ათასობით ადამიანის სიკვდილით დასჯაზე საუბრობს და კონსტიტუციის შესაცვლელად პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდება
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 17:32:00
საერთაშორისო ზეწოლის და მსოფლიო ლიდერების მოწოდებების მიუხედავად, თურქეთის პრეზიდენტი უკან დახევას არ აპირებს. სამხედრო ამბოხში მონაწილე პირების დაკავებები გრძელდება, პარალელურად, ერდორანი ათასობით ადამიანის სიკვდილით დასჯაზე საუბრობს და კონსტიტუციის შესაცვლელად პარლამენტის გადაწყვეტილებას ელოდება. ევროკავშირმა უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ წელს თურქეთი ვიზალიბერალიზაციას არ უნდა ელოდოს. 
წაკითხვა
მონაწილეობდა თუ არა თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების უკვე ყოფილი მეთაური სამხედრო გადატრიალების მცდელობაში
განახლებულია: 2016-07-19 16:19:00
მონაწილეობდა თუ არა თურქეთის სამხედრო საჰაერო ძალების უკვე ყოფილი მეთაური აკინ ოზთურქი სამხედრო გადატრიალებაში - თურქული სახელმწიფო არხი ამბობს, რომ ოზთურქმა მონაწილეობა აღიარა. დამოუკიდებელი მედიასაშუალებები საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებენ. ოზთურქისა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 100 გენერლის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი უკვე დაიწყო.
წაკითხვა
თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა პრეზიდენტის პრესსპიკერმა
გამოქვეყნებულია: 2016-07-19 16:17:00
თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა ტრადიციულ ბრიფინგზე  პრეზიდენტის პრესსპიკერმა. ეკა მიშველაძის განცხადებით, პრეზიდენტმა მხარდაჭერა გამოუცხადა თურქეთის სამოქალაქო, დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას. მიშველაძის თქმით, 16 ივლისს მოვლენათა განვითარების მიხედვით, ღამის სამ საათზე უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის დახმარების გზები განიხილეს. 
წაკითხვა