საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

სამხედრო ამბოხი თურქეთში
ერდოღანი: რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ახალი კონსტიტუციის შემუშავება
გამოქვეყნებულია: 2016-10-02 12:32:00
„რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს ახალი კონსტიტუციის შემუშავება“, - ეს თურქეთის პრეზიდენტის განცხადებაა, რომელიც მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა. უზენაეს კანონზე მუშაობა, მმართველი პარტიის მოთხოვნით, ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ განახლდა. ყველზე გახმაურებულ ცვლილებებს შორისაა სიკვდილით დასჯის წესის აღდგენა, რომელიც თურქეთში აქტიურად განიხილება.
წაკითხვა
თურქეთის სპორტის სამინისტროდან 322 ადამიანი გაათავისუფლეს
გამოქვეყნებულია: 2016-09-29 12:43:00
სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმესთან კავშირის ბრალდებით, თურქეთის სპორტის სამინისტროდან 322 ადამიანი გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“ ავრცელებს. სამხედრო ამბოხის მცდელობისა და ფეთჰულა გიულენთან კავშირის ბრალდებით, სულ 32 000 ადამიანია დაკავებული. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულთა საქმეების განსახილველად, თურქეთის ხელისუფლებას სასამართლო დარბაზები არ ჰყოფნის.
წაკითხვა
თურქეთის უშიშროების საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი
გამოქვეყნებულია: 2016-09-29 12:29:00
თურქეთის უშიშროების ეროვნულმა საბჭომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას დაუჭირა მხარი. შეხვედრას ქვეყნის პრეზიდენტი ესწრებოდა. საბჭოს მიაჩნია, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ქვეყანაში დემოკრატიის დაცვას უზრუნველყოფს და თურქეთის მოქალაქეთა თავისუფლებისა და უფლებების დაცვის აღდგენას დაეხმარება. საგანგებო მდგომარეობა თურქეთში 20 ივლისს გამოცხადდა, მას შემდეგ, რაც 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა მოხდა. უშიშროების საბჭოზე ასევე გაჟღერდა ინიციატივა - 15 ივლისი დემოკრატიისა და თავისუფლების დღედ გამოცხადდეს.
წაკითხვა
თურქეთის ხელისუფლებამ სამსახურიდან კიდევ 7 669 პოლიციელი და ჟანდარმერიის 323 თანამშრომელი გაათავისუფლა
გამოქვეყნებულია: 2016-09-02 12:45:00
თურქეთის ხელისუფლებამ სამსახურიდან კიდევ 7 669 პოლიციელი და ჟანდარმერიის 323 თანამშრომელი გაათავისუფლა. ყველა მათგანი ეჭვმიტანილია სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. მთავრობის ოფიციალურ განკარგულებაში აღნიშნულია, რომ იმ მოსამართლეებსა და პროკურორებს, რომლებმაც თანამდებობები საკუთარი ნებით დატოვეს, შეუძლიათ სამსახურში დაბრუნდნენ, თუ შესაბამისი განცხადებით უწყებას უახლოესი ორი თვის განმავლობაში მიმართავენ. 16 ივლისის ამბოხის მცდელობის შემდეგ თურქეთის სასამართლო ორგანოებიდან 3300-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს. სახელწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში შეიარაღებულ ძალებში, იუსტიციის ორგანებში, განათლების სამინისტროსა და სხვა სტრუქტურებში მასობრივი წმენდა და დაკავებები მიმდინარეობს. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებით, სულ 40 ათასამდე ადამიანი დააკავეს, მათგან 20 ათასს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს. 
წაკითხვა
სუს: თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი პირები საქართველოში არ იმყოფებიან
გამოქვეყნებულია: 2016-08-18 16:34:00
„თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი პირები საქართველოში არ იმყოფებიან“, - განცხადებას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აკეთებენ. შეგახსენებთ, თურქული გამოცემა „დეილი საბაჰის“ ინფორმაციით, 49 წლის ადილ ოკსუზი, რომელსაც ხელისუფლება ფეთჰულა გიულენთან კავშირსა და სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდეს. გამოცემის ინფორმაციით, ოკსუზი, კიდევ ერთ ეჭვმიტანილთან ერთად, საქართველოში ნახეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად, ამ ინფორმაციას არ ადასტურებს ოფიციალური ანკარაც. 
წაკითხვა
თურქეთში დაკავებების სერია გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2016-08-15 16:57:00
თურქეთში მასშტაბური დაკავებების სერია გრძელდება. ამჯერად სამართალდამცველები სტამბოლის სასამართლოებსა და იუსტიციის სასახლეში შევიდნენ, იმ 173 პირის დასაკავებლად, რომელთა მიმართაც დაკავების ორდერები გამოიცა. მათ, ისევე როგორც ათასობით სხვა დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს, სამხედრო გადატრიალების მცდელობის მხარდაჭერა ან მასში მონაწილეობა ედებათ ბრალად. დაკავებულები დაკითხვისთვის პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, სამართალდამცველებმა მასშტაბური რეიდების დროს სულ 35 000 პირი დააკავეს.
წაკითხვა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 208 დიპლომატი გაიწვია - მათგან 32-მა თურქეთში დაბრუნებაზე უარი თქვა
გამოქვეყნებულია: 2016-08-13 12:19:00
სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 208 დიპლომატი გაიწვია. მათგან 32-მა თურქეთში დაბრუნებაზე უარი თქვა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მათი ექსტრადირების მიზნით, უწყება იმ ქვეყნებთან მუშაობს, სადაც აღნიშნული პირები იმყოფებიან. სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ თურქეთში 60 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, დააპატიმრეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს. თურქეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი ამერიკაში მცხოვრები ფეთჰულა გიულენია. გიულენი აღნიშნულ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
წაკითხვა
თურქეთის ვიცეპრემიერი: სამხედრო ამბოხში მონაწილე 200-ზე მეტი ადამიანი ძებნაში იმყოფება
გამოქვეყნებულია: 2016-08-09 13:23:00
სამხედრო ამბოხში მონაწილე 200-ზე მეტი ადამიანი ძებნაში იმყოფება – განცხადება ამის შესახებ თურქეთის ვიცეპრემიერმა გააკეთა. მისი თქმით, ძებნა გამოცხადდა 186 სამხედრო მოსამსახურეზე, რომელთა შორის 10 გენერალია. თურქეთის მთავრობაში ამბობენ, რომ ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულთა შორის 10 ადამიანი უცხოეთის მოქალაქეა, თუმცა მათი ეროვნება არ ხმაურდება. ჩაშლილი ამბოხის შემდეგ თურქეთში 3 ათასი სამხედრო მოსამსახურეა დაკავებული. გამოცხადდა სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა, დააკავეს ათობით ჟურნალისტი და მედიის ასზე მეტი ობიექტი დახურეს.
წაკითხვა
იუსტიციის სამინისტროს ბრალდებებს სიცრუედ აფასებენ "ნაციონალურ მოძრაობაში"
განახლებულია: 2016-08-09 10:08:00
იუსტიციის სამინისტროს  ბრალდებებს სიცრუედ აფასებენ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში". ოპოზიციაში განმარტავენ, რომ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სრული ინფორმაცია მიეწოდა. მათ შორის სასამართლოს სტატისტიკური მონაცემები, ვიდეომასალა და არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები წარეგდინა. "ნაცმოძრაობაში" აცხადებენ, რომ სტრასბურგის სასამართლომ, აღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, ,,საქართველო-რუსეთის წინააღმდეგ” საქმეზე დაადგინა, რომ უკანონო დეპორტირებული 4 600-ზე მეტი მოქალაქე იყო. ოპოზიცია იუსტიციის სამინისტროს საპირისპირო ბრალდებებს უყენებს და უწყებას უმოქმედობაში ადანაშუალებს. პარტიაში აცხადებენ, რომ იუსტიციის სამინისტრო დაზარალებულებისთვის კომპენსაციის მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციას არ აგროვებს.  უწყებას ვადა პირველ სექტემბერს ეწურება. 
წაკითხვა
სტამბოლის სასამართლომ ფეთჰულა გიულენის დაკავების ოფიციალური ორდერი გასცა
გამოქვეყნებულია: 2016-08-04 21:06:00
სტამბოლის სასამართლომ აშშ-ში მცხოვრები მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის დაკავების ოფიციალური ორდერი გასცა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. თურქეთის ხელისუფლების მტკიცებით, გასულ თვეში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის ორგანიზატორი სწორედ გიულენია. თურქმა მაღალჩინოსნებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ვაშინგტონმა გიულენი თურქულ მხარეს უნდა გადასცეს. თავად გიულენი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან რაიმე კავშირს უარყოფს.
წაკითხვა
თურქეთში დაკავებულთა რაოდენობა 26 000-ს აღწევს
განახლებულია: 2016-08-04 17:09:00
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ჩაშლის შემდეგ, დღეის მონაცმებით, 26 000 ადამიანი დაიჭირეს, მათგან 14 000 ახლა ციხეშია. 74 562 ადამიანის პასპორტი კი ანულირებულია. ამ ინფორმაციას თურქული სააგენტოები ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.
წაკითხვა
თურქეთში დაკავებები გრძელდება, დასავლეთი კი ოფიციალურ ანკარას აკრიტიკებს
განახლებულია: 2016-08-01 21:10:00
სამთვიანი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, თურქეთში სამხედრო ამბოხში ეჭვმიტანილ სამხედრო მოსამსახურეებს კვლავ აკავებენ. დღეს დილით, ტყეში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სპეცრაზმის თანამშრომლები აიყვანეს, რომლებსაც პრეზიდენტის დაკავების მცდელობა ედებათ ბრალად. პარალელურად, არმიის რიგებიდან ჯარისკაცებს ათავისუფლებენ. თურქეთის ხელისუფლების ქმედებებს დასავლეთი აკრიტიკებს, თუმცა ანკარა შენიშვნებს არ იღებს და ბრიუსელისგან ვიზალიბერალიზაციის დაწესებას ითხოვს.
წაკითხვა
თურქეთში გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი 11 სამხედრო დააკავეს
გამოქვეყნებულია: 2016-08-01 17:27:00
თურქეთში სპეცდანიშნულების ძალების წევრები დააკავეს, რომლებიც სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობის მიღებაში არიან ეჭვმიტანილი. როგორც „ბი-ბი-სი“ წერს, არსებული ინფორმაციით, ჯგუფს ევალებოდა, გადატრიალების დროს თურქეთის პრეზიდენტის დაკავება. სამხედროების ჯგუფი ქალაქ მარმარისთან, ტყეში იპოვეს, რის შემდეგაც ჩატარდა მათი დაკავების სპეცოპერაცია. ადგილობრივ სააგენტ „ანადოლუს“ ცნობით, შაბათ-კვირას თურქეთში დააკავეს 11 სამხედრო, მათ შორის მაიორი, რომელიც გადატრიალების ერთ-ერთ ორგანიზატორად მიიჩნევა.   
წაკითხვა
თურქეთის არმიაში საკადრო წმენდა გრძელდება
გამოქვეყნებულია: 2016-08-01 10:37:00
თურქეთის ხელისუფლება არმიის რიგებში წმენდას აგრძელებს. თურქული მედიის ინფორმაციით, სამხედრო ამბოხთან კავშირის ბრალდებით, შეიარაღებული ძალების რიგებიდან კიდევ 1389 ჯარისკაცი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულ ადამიანებს შორის არიან მაღალჩინოსნები, მათ შორის პრეზიდენტის მთავარი სამხედრო მრჩეველი, გენერალური შტაბის ადიუტანტი და თავდაცვის სამინისტროს მთავარი მდივანი. ერდოღანი აცხადებს, რომ შეიარაღებული ძალები პრეზიდენტის მკაცრ კონტროლს დაექვემდებარებიან. პარალელურად, გერმანიის ქალაქ კიოლნში, თურქეთის პრეზიდენტის მხარდასაჭერად, 50 000-მდე ეთნიკურმა თურქმა დემონსტრაცია გამართა.
წაკითხვა
ერდოღანი თურქეთში ყველა სამხედრო აკადემიას ხურავს
გამოქვეყნებულია: 2016-07-31 16:01:00
თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყნის ტერიტორიაზე ყველა სამხედრო აკადემიის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. სანაცვლოდ, ერდოღანი ეროვნული სამხედრო უნივერსიტეტების გახსნას გეგმავს. პრეზიდენტის განცხადებით, ეს შეიარაღებული ძალების სტრუქტურული რეფორმების ნაწილია, რომელიც ხელისუფლებამ ქვეყანაში სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ მიიღო. როგორც ცნობილია, სამხედრო შენაერთების მეთაურები და პოლკოვნიკები თავდაცვის მინისტრს დაექვემდებარებიან. ამ დროისთვის შეიარაღებული ძალების ოპერატიული ხელმძღვანელობის უმაღლესი ორგანო გენერალური შტაბია. 
წაკითხვა
ერდოღანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაური დაადანაშაულა
განახლებულია: 2016-07-30 16:26:00
თურქეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირში შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის მეთაური დაადანაშაულა. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იტყობინება. ერდოღანის მტკიცებით, გენერალმა მეამბოხეებს მხარდაჭერა გამოუცხადა და თურქეთი სამხედრო მაღალჩინოსნების დაკავების გამო გააკრიტიკა. ამერიკელი გენერალი თურქეთის პრეზიდენტის ბრალდებას უკვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან მას არანაირი კავშირი არ აქვს. 
წაკითხვა
AP: თურქეთში ათობით მედიასაშუალება დაიხურა
გამოქვეყნებულია: 2016-07-27 23:30:00
„ასოშიეთიდ პრესის" ინფორმაციით, თურქეთში ათობით მედიასაშუალება დაიხურა, მათ შორის 45 გაზეთი და 16 ტელემაუწყებელი. ამ ინფორმაციას სააგენტო თურქეთის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს. ფოტო: AFP
წაკითხვა
თურქეთის ხელისუფლებამ გამოცემა „ზამანის“ 47 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა
გამოქვეყნებულია: 2016-07-27 17:56:00
თურქეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი გამოცემის „ზამანის“ 47 თანამშრომლის დაკავების ორდერი გასცა. BBC-ის ცნობით, ყველა მათგანი აშშ-ში მცხოვრებ მქადაგებელ, ფეთჰულა გიულენთან კავშირში არის ეჭვმიტანილი. თურქეთის სახელმწიფო სააგენტო „ანადოლუს“ ცნობით, ორდერის გაცემის შემდეგ, დააკავეს სულ მცირე ერთი ჟურნალისტი. დაკავებული „ზამანის“ ყოფილი თანამშრომელი სახინ ალპაია. ორშაბათს თურქეთში 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გასცეს, აქედან 16 - დაკითხვის მიზნით. თურქეთში მომხდარი სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, ქვეყნის მასშტაბით დააკავეს, ან სამსახურიდან დაითხოვეს 60 000-ზე მეტი ადამიანი.
წაკითხვა
აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი თურქეთის პრეზიდენტს ავტორიტარიზმში ადანაშაულებს
გამოქვეყნებულია: 2016-07-26 12:55:00
აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენი თურქეთის პრეზიდენტს ავტორიტარიზმში ადანაშაულებს. ამის შესახებ გიულენმა წერილი გამოცემა ,,ნიუ იორკ თაიმსში’’ გამოაქვეყნა. თურქი ოპოზიციონერი ფიქრობს, რომ ანკარა ვაშინგტონის დაშანტაჟებას ცდილობს. წერილში ნათქვამია, რომ თუ აშშ თურქეთს გიულენს არ გადასცემს, თურქეთი ისლამისტების წინააღმდეგ კოალიციის მხარდაჭერის შეწყვეტით იმუქრება, რაც შანტაჟის ნიშნებს შეიცავს. ,,დამაჯერებელი მტკიცებულებებისა და სამართლიანი სასამართლოს პერსპექტივის არარსებობის მიუხედავად, ერდოღანის მიზანი ჩემი ექსტრადიციაა” – წერს გიულენი. სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლება სწორედ ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს და აშშ-დან მის ექსტრადიციას ითხოვს.  
წაკითხვა
თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენთან დაკავშირებული პირები დააკავა
გამოქვეყნებულია: 2016-07-24 12:28:00
თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენის ე.წ. მარჯვენა ხელი, ჰალის ჰანჯი დააპატიმრა. გავრცელებული ინფორმაციით, ჰალის ჰანჯი თურქეთის ტერიტორიაზე სამხედრო გადატრიალების მცდელობამდე ორი დღით ადრე შევიდა. სამართალდამცველებმა ერზურუმში ფეთჰულა გიულენის ნათესავიც დააპატიმრეს და ანკარაში გადაიყვანეს. სწორედ ფეთჰულა გიულენს მოიაზრებს პრეზიდენტი ერდოღანი სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან. პრეზიდენტის პოლიტიკური ოპონენტი უკვე 16 წელია შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და ამბოხში მონაწილეობას უარყოფს.
წაკითხვა

უახლესი