საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

„ბენდელას თასის" გათამაშება ფეხბურთში დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2016-12-26 18:57:00
დასრულდა „ბენდელას თასის" გათამაშება ფეხბურთში. ტრადიციულ ტურნირში, წელს, მონაწილეობას 2005 წელს დაბადებულ მოზარდებში 20 გუნდი იღებდა. მათ შორის, „ლენქორანის" და „ნალჩიკის" გუნდები.ფინალურ შეხვედრაში, ერთმანეთს „საბურთალოს" და „დინამოს აკადემია" დაუპირისპირდნენ. თამაში საბურთალოელებმა ანგარიშით 2-0 მოიგეს. გოლები გიორგი ლობჟანიძემ და გიორგი გეგუჩაძემ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ „საბურთალოს" ტურნირის განმავლობაში არცერთი ბურთი არ მიუღია საკუთარ კარში. შეჯიბრის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი, ჩემპიონი გუნდის წევრს, სანდრო ავალიანს გადაეცა.
წაკითხვა
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, წლის საუკეთესო სპორტსმენს დღეს დაასახელებს
გამოქვეყნებულია: 2016-12-26 18:56:00
დღეს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო, წლის საუკეთესო სპორტსმენს დაასახელებს. ასევე, ღონისძიებაზე გამოვლინდებიან რჩეულები ცხრა სხვადასხვა ნომინაციაში. მათ შორის: საუკეთესო ახალგაზრდა სპორსტსმენი, პარასპორტსმენი ქალი და კაცი, საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში, წლის მწვრთნელი, მსაჯი, გუნდი და ასევე, საუკეთესო ფედერაცია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის სპორტსმენის პრიზი, რიოს ოლიმპირი თამაშების ტრიუმფატორს, ლაშა ტალახაძეს გადასცა. ქართველი ძალოსანი დღევანდელ ცერემონიაზეც მთავარი პრიზის მიღების ფავორიტია. ასევე, ღონისძიებაზე დაწესებულია შვიდი სპეციალური პრიზი. დაჯილდოების ცერემონია 20 საათზე დაიწყება.
წაკითხვა
დღეიდან, კვლავ შეგიძლიათ ხმა მისცეთ ზაზა ფაჩულიას - #NBAVOTE ZazaPachulia
გამოქვეყნებულია: 2016-12-25 19:13:00
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 2017 წლის ყველა ვარსკვლავის მატჩისთვის, რომელიც 19 თებერვალს ნიუ ორლეანში გაიმართება, მონაწილეთა შერჩევა წელსაც იმართება. გულშემატკივრებთან ერთად, სასტარტო ხუთეულებს ჟურნალისტები და კალათბურთელებიც აირჩევენ. დღეს, 20:00 საათიდან 16 იანვრის ჩათვლით, კვლავ შეგიძლიათ ხმა მისცეთ ქართველ სპორტსმენს ზაზა ფაჩულიას. ხმის მიცემა 24 საათში ერთხელ შესაძლებელია შემდეგი მეთოდებით:NBA.com/vote ან ანდროიდისა და IOS-ისთვის შექმნილი ნაციონალური საკალათბურთო აპლიკაციის მეშვეობით;Twitter - #NBAVOTE და სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარი (მაგალითად #NBAVOTE ZazaPachulia);Facebook - #NBAVOTE და სასურველი კალათბურთელის სახელი და გვარი (მაგალითად #NBAVOTE ZazaPachulia);
წაკითხვა
აჭარაში ოფროუდის ღია ტურნირი პირველად ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 2016-12-25 16:30:00
ოფროუდის მოყვარულებმა საკუთარი შესაძლებლობები აჭარაში გამოსცადეს. ღია ტურნირი პირველად ჩატარდა და სულ 15 მონაწილე იყო. გამარჯვებულებს სიმბოლური მედლები და სიგელები გადაეცათ. ტურნირის ორგანიზატორი აჭარის საავტომობილო ფედერაციაა. ორგანიზატორების თქმით, შეჯიბრი ტრადიციული იქნება და მომავალ წელსაც გაიმართება. 
წაკითხვა
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი არჩეულია - პოსტს ისევ ლერი ხაბელოვი დაიკავებს
გამოქვეყნებულია: 2016-12-23 21:01:00
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი არჩეულია. მომდევნო ოთხი წლით პოსტს ისევ ლერი ხაბელოვი დაიკავებს. ირაკლი მეძმარიაშვილმა, რომელიც ხაბელოვის ერთადერთი კონკურენტი იყო, 57 ხმა მიიღო. საარჩევნო პროცესმა მშვიდად ჩაიარა. 
წაკითხვა
იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი წრის დასკვნითი ტურის შეხვედრები ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 2016-12-23 19:12:00
იტალიის საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი წრის დასკვნითი ტურის შეხვედრები ჩატარდა. ბოლო ხუთი თამაშიდან მეოთხე მატჩი მოიგო "რომამ".ლუჩანო სპალეტის გუნდმა, გუშინ საკუთარ სტადიონ ოლიმპიკოზე ვერონას "კიევო" დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ, თავიდან სტუმრები დაწინაურდნენ, ზუსტად დე გუზმანმა დაარტყა. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე, შტეფან ელ შაარავმა წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევრში, რომაელები სრულ სათამაშაო უპირატესობას დაეუფლნენ და კიდევ ორჯერ აიღეს მეტოქის კარი. 52-ზე ჯერ ბოსნიელმა ედინ ჯეკომ გაიტანა, ხოლო, 93-ე წუთზე, არგენტინელმა დიეგო პეროტიმ თამაშს საბოლოო წერტილი დაუსვა. 3-1 ჯალ-როსის გამარჯვება. რომამ სერია “ა”-ს პირველი წრე 38 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა.
წაკითხვა
ნიკა კაჭარავას მორიგი გოლი კვიპროსის ჩემპიონატში
გამოქვეყნებულია: 2016-12-23 19:10:00
ნიკა კაჭარავას მორიგი გოლი კვიპროსის ჩემპიონატში.საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, "ეთნიკოსის" ბომბარდირია.მე-16 ტურში გამართულ შეხვედრაში, კაჭარავამ აელის წინააღმდეგ ჯერ საგოლე გადაცემა შეასრულა, ხოლო 35-ე წუთზე ეფქტური თავური დარტყმით თავადაც გაიტანა.შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 2-2 დასრულდა. "ეთნიკოსი" კვიპროსის ჩემპიონატში 18 ქულით მეცხრე ადგილზეა. ნიკა კაჭარავას კი, უკვე 9 გოლი მოაგროვდა და მთლიანად ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირია.
წაკითხვა
"გოლდენ სტეიტში" გადასვლის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ ამ გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა
გამოქვეყნებულია: 2016-12-23 19:06:00
"გოლდენ სტეიტში" გადასვლის შემდეგ ზაზა ფაჩულიამ ამ გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა დღეს, დილით "ბრუკლინ ნეტსის" დამარცხებაში უდიდესი წვლილი შეიტანა. ზაზამ 15 ქულა, 14 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. ეს მისი, მეორე ორმაგი დუბლია ოკლენდელების რიგებში. მარგი ქმედების კოეფიციენტის მიხედვით, ქართველი ცენტრი, ერთ-ერთი საუკეთესო იყო ორივე გუნდში."უორიორზმა" თამაში 117-101 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში კვლავ პირველ ადგილზეა. სტივ კერის გუნდი მორიგ მატჩს ზეგ "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
წაკითხვა
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს კვლავ ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს
გამოქვეყნებულია: 2016-12-23 19:01:00
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, კვლავ ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს. სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" გამართულ საარჩევნო, საანგარიშო ყრილობაზე, ხმის უფლების მქონე 135 დელეგატიდან 78-მა მხარი ხაბელოვს დაუჭირა. მეორე კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა კი 57 ხმა მიიღო.უნდა აღინიშნოს, რომ არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა და არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია.დღესვე, ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა წლის საუკეთესო სპორტსმენად, რიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი ლაშა ტალახაძე დაასახელა
წაკითხვა
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს
გამოქვეყნებულია: 2016-12-23 16:19:00
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. მას ისევ ლერი ხაბელოვი უხელძღვანელებს საარჩევნო ყრილობა სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. ნიკა ბერაძე დეტალებით
წაკითხვა
ლერი ხაბელოვი ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად აირჩიეს
გამოქვეყნებულია: 2016-12-23 15:56:00
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად ლერი ხაბელოვი აირჩიეს, მან 78 მიიღო, ხოლო მეორე კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილმა - 57.არჩევნები ფარული კენჭისყრით ჩატარდა. წესის მიხედვით, არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, თუ მას ხმა მისცა ხმის უფლების მქონე დამსწრე დელეგატთა ნახევარზე მეტმა.დელეგატებს შორის არიან სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები. ასევე ოლიმპიური ჩემპიონები და 5 არაოლიმპიური სახეობა. ასევე დელეგატებად არიან რეგისტრირებული განსაკუთრებული დამსახურებისთვის ნონა გაფრინდაშვილი, ჯანო ბაგრატიონი და თენგიზ გაჩეჩილაძე. სულ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის არჩევნებში ხმის უფლების მქონე 136 დელეგატი მონაწილეობდა. ლერი ხაბელოვი საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს 4 წლის ვადით უხელმძღვანელებს. 
წაკითხვა
ვინ იქნება საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ახალი პრეზიდენტი
გამოქვეყნებულია: 2016-12-23 12:18:00
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს ახალი პრეზიდენტი ეყოლება. საარჩევნო ყრილობა ამ წუთებში  მიმდინარეობს. ნიკა ბერაძე დეტალებით.
წაკითხვა
„ჩიკაგო ბულზის" მეოთხე მარცხი ბოლო ხუთ შეხვედრაში
გამოქვეყნებულია: 2016-12-22 19:00:00
„ჩიკაგო ბულზის" მეოთხე მარცხი ბოლო ხუთ შეხვედრაში. ფრენკ ჰოიბერგის გუნდი მიმდინარე თვეში არასტაბილურ თამაშს განგრძობს.დღეს, დილით, რეგულარული სეზონის მორიგ მატჩში, ჩიკაგოელებმა საკუთარ დარბაზში „ვაშინგტონ ვიზარდსთან" წააგეს.სტუმრებმა გადამწყვეტ უპირატესობას უკანასკნელ მეოთხედში მიაღწიეს და საბოლოოდ, თამაში ანგარიშით 107-97 მოიგეს.„ვიზარდსის" შემადგენლობაში, ჯონ ვოლი და ბრედლი ბილი გამოირჩნენ, რომლებმაც ჯამში 44 ქულა გააკეთეს. ეს მიმდინარე სეზონში, ვაშინგტონის მე-13 გამარჯვება გამოდგა. დედაქალაქური გუნდი აღმოსავლეთ კონფერენციაში, პლეი ოფის ზონაში არ იმყოფება. „ჩიკაგო ბულზი" კი მეექვსე ადგილამდე ჩამოქვეითდა.
წაკითხვა
გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი წრე დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2016-12-22 18:59:00
გერმანიის ბუნდესლიგაში პირველი წრე დასრულდა. ზამთრის ჩემპიონი მიუნხენის „ბაიერნია". რეკორდმაისტერმა, გუშინ, საკუთარ ალიანს არენაზე, სეზონის აღმოჩენა და ერთ-ერთი ლიდერი, „ლაიპციგი" დიდი ანგარიშით დაამარცხა.კარლო ანჩელოტის გუნდმა საქმე პირველივე ტაიმში დაამთავრა, რომელშიც მეტოქის კარი, სამჯერ აიღო. გოლები ტიაგო ალკანტარამ, ჩაბი ალონსომ და რობერტ ლევანდოვსკიმ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ სტუმრები 30-ე წუთზე ათი კაცით დარჩნენ მოედანზე.თამაშის მეორე ნახევარში აღარაფერი შეცვლილა და ბავარიელებმა 3-0 გაიმარჯვეს.მიუნხენელებმა პირველი წრე, ლიდერის რანგში 39 ქულით დაასრულეს. „ლაიპციგს" აქტივში 36 ქულა აქვს და მეორე ადგილზეა, მესამეზე კი ჯერჯერობით ბერლინის „ჰერტაა".ბუნდესლიგის გათამაშება მომავალი წლის 20 იანვარს განახლდება.  
წაკითხვა
საკალათბურთო ევროლიგაში „ბასკონია" წარმატებულ თამაშს განაგრძობს
გამოქვეყნებულია: 2016-12-22 18:58:00
საკალათბურთო ევროლიგაში წარმატებულ თამაშს განაგრძობს თორნიკე შენგელიას „ბასკონია".ესპანურმა გუნდმა, გუშინ, მორიგ ტურში საკუთარ მოედანზე ბარსელონა დაამარცხა.თორნიკე შენგელიას ძირითად ხუთეულში არ უთამაშია. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, 12 წუთში 5 ქულა და 5 მოხსნა გააკეთა.ვიტორიელთა რიგებში, საუკეთესო ფრანგი გამთამაშებელი როდრიგ ბობუა გახლდათ, 19 ქულით.„ბარსაში" 18 ქულა და 7 მოხსნა, ხორვატი ცენტრის ანტე ტომიჩის მონაგარია.საბოლოოდ, დაძაბული მატჩი „ბასკონიელებმა" ანგარიშით 65-62 მოიგეს და სატურნირო ცხრილში, პირეოსის „ოლიმპიაკოსთან" ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებენ.ესპანური გუნდი მორიგ შეხვედრას, ხვალ, ათენში, ადგილობრივი „პანათინაიკოსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
წაკითხვა
ბენდელას თასის გათამაშებაზე მეოთხედფინალისტები დღეს გამოვლინდებიან
გამოქვეყნებულია: 2016-12-22 18:57:00
ბენდელას თასის გათამაშებაზე მეოთხედფინალისტები დღეს გამოვლინდებიან.ტრადიციული ტურნირი, წელს 26-ედ ტარდება და მასში 2005 წელს დაბადებულ მოზარდთა 20 გუნდი მონაწილეობს.თბილისის, გორის, ქუთაისის, ბათუმის, საჩხერის, ბოლნისის და სამტრედიას გუნდებთან ერთად, შეჯიბრში ნალჩიკის და ლენქორანის გუნდებიც გამოდიან.ამ წუთისთვის ცნობილია, რომ ჯგუფური ეტაპი უკვე დასძლიეს დინამოს აკადემიამ, 35-ე საფეხბურთო სკოლამ და საბურთალომ.ბენდელას თასის გათამაშების, ფინალური შეხვედრა კვირას გაიიმართება.
წაკითხვა
საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში ერთი საფეხურით წინ წაიწია
გამოქვეყნებულია: 2016-12-22 18:56:00
საქართველოს ნაკრებმა ფიფა-ს რეიტინგში ერთი საფეხურით წინ წაიწია და ამჟამად, 281 ქულით, 118-ე ადგილზე იმყოფება.„ჯვაროსნებს", დეკემბერში მატჩი არ ჩაუტარებიათ, თუმცა, მცირედით დაწინაურება მაინც შეძლეს.შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ ვაისის გუნდი, 23 იანვარს დუბაიში, ამხანაგურ შეხვედრას, უზბეკეთის ეროვნულ გუნდთან გამართავს, რომელიც რეიტინგში, ჩვენზე გაცილებით წინა არის და 62-ე პოზიციას იკავებს.რაც შეეხება საუკეთესო სამეულს, აქ ცვლილება არ მომხდარა. პირველზე არგენტინაა, მეორეზე ბრაზილია, ხოლო მესამე ადგილზე გერმანია იმყოფება.
წაკითხვა
"გოლდენ სტეიტ უორიორზმა" NBA-ს რეგულარულ სეზონში 25-ე მატჩი მოიგო
განახლებულია: 2016-12-21 19:25:00
"გოლდენ სტეიტ უორიორზმა" NBA-ს რეგულარულ სეზონში 25-ე მატჩი მოიგო.ოკლენდელებმა, დღეს საკუთარ „ორეკლ არენაზე“, „იუტა ჯაზი“ დაამარცხეს.გამარჯვებულთა გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყო ზაზა ფაჩულია. ქართველმა ცენტრმა, 2 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.საუკეთესო, ორივე გუნდში სტეფ კარი გახლდათ, უკანახაზელმა 25 ქულით დაასრულა შეხვედრა. კევინ დურანტის მონაგარმა, 22 ქულა შეადგინა.თამაში "უორიორზმა" 104-74 მოიგო.კალიფორნიელები მორიგ მატჩს, ზეგ "ბრუკლინ ნეტსის" წინააღმდეგ, სტუმრად ჩაატარებენ.
წაკითხვა
ლევან მჭედლიძემ იტალიის სერია A-ში მორიგი გოლი გაიტანა
განახლებულია: 2016-12-21 19:24:00
ლევან მჭედლიძემ იტალიის სერია A-ში მორიგი გოლი გაიტანა. მისმა "ემპოლიმ", სამწუხაროდ, ბერგამოს "ატალანტასთან" 1-2 დათმო . ქართველმა ფორვარდმა სტუმრები მეორე ტაიმის დებიუტში, ეფექტური გოლით დააწინაურა. შეგახსენებთ, რომ მჭედლიძემ, იტალიის ჩემპიონატის წინა ტურში „კალიარისთან“ დუბლი შეასრულა.ამ ეტპაზე "ემპოლი" სატურნირო ცხრილში 14 ქულით მე-17 ადგილზეა. ტოსკანური კლუბი მორიგ შეხვედრას, სერია A-ში შვიდ იანვარს საკუთარ მოედანზე სიცილიური "პალერმოს" წინააღმდეგ ჩაატარებს.
წაკითხვა
წყალბურთში საქართველოს საუკეთესო გუნდები გამოვლინდებიან
განახლებულია: 2016-12-21 19:23:00
წლის ბოლოს, ტრადიციულად, წყალბურთში საქართველოს საუკეთესო გუნდები გამოვლინდებიან, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში.მიმდინარე სეზონის მიწურულს 2003 წლამდე ტურნირის ფინალს რუსთავმა უმასპინძლა, რომელშიც "არენამ" "ბათუმი" დაამარცხა.17 წლამდე წყალბურთელთა შორის, მესამე ადგილისთვის შეხვედრა "თბილისსა" და "საჩხერეს" შორის ანგარიშით       დასრულდა თბილისელთა სასარგელოდ.ამ წუთებში კი ფინალურ მატჩში, ერთმანეთს, "ივერია" და "არენა" ხვდებიან.
წაკითხვა

უახლესი