საზოგადოებრივი
104.5 FM

ძიება თარიღის მიხედვით

საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში ჩატარდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-14 19:12:00
საფეხბურთო ეროვნული ლიგის მე-7 ტურის ბოლო შეხვედრა ქუთაისში ჩატარდა. იმერულ დერბიში ტორპედომ საჩხერის ჩიხურას უმასპინძლა და ვიცე-ჩემპიონი 2:1 დაამრცხა. როგორც მოსალოდნელი იყო შეხვედრა უკომპრომისო იყო. არბიტრს 8 ყვითელი და 1 წითელი ბარათის ჩვენება მოუხდა. მატჩის მე-9 წუთზე სტუმრები გიორგი ივანიშვილმა დააწიანურა. 5 წუთში "ჩიხურას" კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც გოლად გიორგი კუხიანიძემ გარდასახა. მეორე ნახევრის დასაწყისში მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია ლევან კაკუბავას.  რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება "ტორპედომ" თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე შეძლო. კუხიანიძემ თავური დარტყმით დუბლი შეასრულა და თავის გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა.       7 ტურის შემდეგ "ტორპედო" 12 ქულით მეოთხე პოზიციაზეა, "ჩიხურას" კი 2 ქულით ნაკლები აქვს და ჯერჯერობით მხოლოდ მეხუთეა.                                        სატურნირო ცხრილის სათავეში კი 15 ქულით "დინამო თბილისია".
წაკითხვა
დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში დღეს დასრულდა
განახლებულია: 2017-04-14 19:11:00
დღეს დასრულდა, დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში. ძიუდოს აკადემიაში გამართული შეჯიბრი ქართველი მოკრივეების ტრიუმფით აღინიშნა. შეგახსენებთ, რომ ასპარეზობაში გერმანიის, რუსეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ისრაელის და სომხეთის ნაკრების მოკრივეები მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ დღეს გამართული სხვადასხვა წონითი კატეგორიის 10 ფინალიდან, ათივეში იყო ქართველი სპორტსმენი, საიდანაც 5 ოქროს და 5 ვერცხლის მედალი მოიპოვეს. რაღა თქმა უნდა საერთო არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაშიც საქართველო პირველი იყო. საქართველოს კრივის ფედერაციის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეჯიბრი ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და შესაძლებელია, უმაღლესი კატეგორიის  რანგი მიენიჭოს
წაკითხვა
პორტუგალია, შვედეთი და ჩეხეთი - საქართველოს მეტოქეები ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე
განახლებულია: 2017-04-13 20:50:00
პორტუგალია, შვედეთი და ჩეხეთი - ეს გუნდები ერგო მეტოქეეებად საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე. დღეს, სასტუმრო ჰუალინგში ჩატარებული წილისწყრის შედეგად, 8 ნაკრები ორ ჯგუფში გადანაწილდა. შეგახსენებთ, რომ კონტინენტის პირველობას 2-დან 15 ივლისის ჩათვლით, საქართველო უმასპინძლებს. ჩატარებული კენჭისყრის დეტალებზე ნინო გაბელიას სიუჟეტში
წაკითხვა
საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ლიგაში მე-7 ტურის ორი შეხვედრა დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-13 18:59:00
საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ლიგაში, დღეს, მეშვიდე ტურის ორი შეხვედრა უკვე დასრულდა. დინამო თბილისმა საკუთარ მოედანზე, გათამაშების აუტსაიდერი, ქობულეთის შუქურა მიიღო და დიდი ანგარიშით 5-0 დაამარცხა. თბილისელთა შემადგენლობიდან ჰეტ ტრიკი ბაჩანა არაბულმა შეასრულა, თითო გოლი კი გიორგი პაპუნაშვილის და საბა ლობჟანიძის ანგარიშზეა. ამ მოგებით, კახა კაჭარავას გუნდმა 15 ქულა მოაგროვა და ჩემპიონატში ლიდერობა მოიპოვა.აღსანიშნავია, რომ ეს დინამოს ზედიზედ მეოთხე გამარჯვება გამოდგა. დღესვე, ფოთის კოლხეთმა 1-2 წააგო მოქმედ ჩემპიონ სამტრედიასთან. მეშვიდე ტურს, ქუთაისის ტორპედოს და საჩხერის ჩიხურას მატჩი დაასრულებს, რომელიც 20 საათზე დაიწყება.
წაკითხვა
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, პირველი შეხვედრები დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-13 18:57:00
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, პირველი შეხვედრები დასრულდა და მეტ-ნაკლებად ყველა წყვილში ინტირგა შენარჩუნებულია. გუშინ ჩატარებული სამი მატჩიდან, ყველაზე აფიშირებული, ბაიერნის და რეალის დაპირისპირება გახლდათ. სამეფო გუნდმა ალიანს არენაზე 2-1 მოიგო და საპასუხო შეხვედრას საკმაოდ საგრძნობი უპირატესობით ხვდება. გუშინვე, ატლეტიკომ, მინიმალური სხვაობით ლესტერს მოუგო, ხოლო მონაკომ სტუმრად დურტმუნდის ბორუსიას აჯობა. მატჩების პერიპეტიების შესახებ ნახეთ ნიკა ბერაძის სიუჟეტი.
წაკითხვა
19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების მეტოქეები „ა“ ჯგუფში ჩეხეთის, შვედეთისა და პორტუგალიის ნაკრებები იქნებიან
გამოქვეყნებულია: 2017-04-13 15:22:00
საქართველოს 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე „ა“ ჯგუფში ჩეხეთის, შვედეთისა და პორტუგალიის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს. „ბე“ ჯგუფში გერმანია ინგლისი ბულგარეთი და ჰოლანდია იქნებიან. ევროპის ჩემპიონატის კენჭისყრა დღეს თბილისში გაიმართა. ტურნირს საქართველო 2-დან 15 ივლისამდე უმასპინძლებს.
წაკითხვა
კრიშტიანუ რონალდო პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საკლუბო ტურნირზე 100 გოლი გაიტანა
გამოქვეყნებულია: 2017-04-13 10:25:00
საფეხბურთო კლუბ მადრიდის „რეალის“  თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ უეფა-ს საკლუბო ტურნირში ისტორიულ შედეგს მიაღწია. პორტუგალიელმა 100 გოლი დააგროვა.რონალდუმ პირველი გოლი 2005 წლის 9 აგვისტოს „დებრეცენთან“ შეხვედრაში გაიტანა. 11 წლისა და რვა  თვის შემდეგ კი 32 წლის ფეხბურთელმა მიუნჰენის „ბაიერნთან“ გატანილი ორი გოლით ისტორიულ შედეგს მიაღწია.12 აპრილს მადრიდის „რეალმა“  ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ  შეხვედრაში მიუნჰენის „ბაიერნი“ 2:1 დაამარცხა.
წაკითხვა
31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს
განახლებულია: 2017-04-12 21:01:00
31 მაისიდან 18 ივნისის ჩათვლით, საქართველო მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებს. მსოფლიო რაგბიში მნიშვნელობით მეორე ტურნირში 12 საუკეთესო ნაკრები გუნდი მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის უმცროსი ბორჯღალოსნებიც. ასპარეზობის ჯგუფური ეტაპი თბილისსა და ქუთაისში გაიმართება. ფინალური მატჩი მიხელ მესხის სტადიონზე შედგება. ტურნირის დაწყებამდე ტრადიციულად მასპინძელ ქვეყანაში მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის თასის მოგზაურობა იღებს სტარტს. მატჩებზე დასაწრები ბილეთების ონლაინ- რეალიზაცია დღეიდან იწყება. საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი პარტნიორია "თი-ბი-სი ბანკი". მსოფლიო ჩემპიონატისთვის საჭირო ინფრასტრუქტურული პირობების შექმნაში დიდი როლი შეასრულა ფონდმა "ქართუმ". "ქართუ ჯგუფის" მიერ სარაგბო ბაზების, მოედნების და სპორტსმენებისთვის განკუთვნილი სასტუმროების მშენებლობისთვის გაწეული ხარჯი 100 მილიონ ლარს აღწევს.
წაკითხვა
უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დღეს სამი მატჩი ჩატარდება
გამოქვეყნებულია: 2017-04-12 19:12:00
უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში დღეს დაგეგმილი ორი მეოთხედფინალური შეხვედრის ნაცვლად, სამი მატჩი ჩატარდება. როგორც ცნობილია, გუშინ დორტმუნდის "ბორუსიას" და ფრანგული "მონაკოს" თამაში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაღმების აფეთქების გამო დღეისთვის გადაიდო. აღნიშნული დაპირისპირება თბილისის დროით 20 საათსა და 45 წუთზე დაიწყება, ხოლო "ბაიერნი"- "რეალის" და "ატლეტიკო"-"ლესტერის" შეხვედრები ტრადიციულ დროს, 22 საათსა და 45 წუთიდან აიღებს სტარტს. სამივე შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი და მეორე არხი შემოგთავაზებთ. 
წაკითხვა
საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ლიგაში მეშვიდე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა
გამოქვეყნებულია: 2017-04-12 19:07:00
საქართველოს საფეხბურთო ეროვნულ ლიგაში მეშვიდე ტურის ერთი შეხვედრა გაიმართა. გათამაშების ლიდერმა, თბილისის "ლოკომოტივმა" გორის "დილას" უმასპინძლა. მიხეილ მესხის სახელობის  სათადარიგო სტადიონზე გამართული მატჩი საკმაოდ შედეგიანი და დრამატული გამოვიდა. თავიდან რიბეირუს გოლით გორელები იგებდნენ. ამის შემდეგ "ლოკომოტივმა" მეტოქეს სამი ბურთი გაუტანა და კომფორტული უპირატესობა აიღო. დუბლი ირაკლი სიხარულიძემ გაიფორმა, რომელიც ბომბარდირთა დავაში, 8 გოლით დაწინაურდა. ერთი გოლი კი გავაშელიშვილის ანგარიშზეა. 67-ე წუთზე სტუმართა ბრაზილიელმა ლეგიონერმა რიბეირუმ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის კარი. ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ, უკნასაკნელ წუთზე ფლავიო ნუბიომ თამაშის საბოლოო შედეგი დააფიქსირა. ფრე 3-3. "ლოკომოტივი" ეროვნულ ლიგაში 14 ქულით ჯერჯერობით პირველ პოზიციას ინარჩუნებს. გორის "დილა" კი ამ ეტაპზე, მეშვიდე ადგილზე იმყოფება. ტურის დანარჩენი მატჩები, ხვალ ჩატარდება
წაკითხვა
მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი წყალბურთში დასრულდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-12 19:06:00
დასრულდა მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი წყალბურთში. საწყლოსნო კომპლექს "ოლიმპიკში" საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერი იტალიის ნაკრები მიიღო. მატჩის ყველა პერიოდი, გადამწყვეტის გარდა, ფრედ დასრულდა. სტუმრებმა შეხვედრის მიწურულს მოახერხეს უპირატესობის მოპოვება და მინიმალური სხვაობით 13:12 მოიგეს. ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ყველაზე მეტი 3-3 ბურთის გატანა ზუკა რურუამ და მარკო ელაჩამ შეძლეს. 
წაკითხვა
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-12 19:02:00
საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებს. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა გუშინ ნახევარფინალში იაპონიის ნაკრები დიდი სხვაობით, ანგარიშით 42-17 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ჩვენები 25-17-ს იგებდნენ. მეორე ნახევარში კი, მეტოქეს 18-0 აჯობეს. დავით ჩავლეიშვილის გუნდი ფინალში ტურნირის მასპინძელ საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა 15 აპრილს გაიმართება
წაკითხვა
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფშია
გამოქვეყნებულია: 2017-04-12 19:01:00
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფშია. თბილისში გამართული საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდი ავთანდილ ასათიანის გუნდმა დაუმარცხებლად ჩაატარა და ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა. ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა ფრედ 2:2 ითამაშა იტალიასთან, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მეხუთე პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლები 0-2-ს აგებდნენ, თუმცა, თოდუამ და კაკაბაძემ ორჯერ აიღეს მეტოქის კარი და ჩვენმა ნაკრებმა სასურველ შედეგს მიაღწია. პლეი-ოფის წილისყრა 6 ივლისს გაიმართება. მატჩები კი სექტემბრში შედგება. ევროპის ჩემპიონატი. 30 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ჩატარდება.
წაკითხვა
აფეთქების შედეგად ფეხბურთელ მარკ ბარტრას ხელი დაუზიანდა
გამოქვეყნებულია: 2017-04-12 00:12:00
გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მომხდარი სამი აფეთქების შედეგად, საფეხბურთო კლუბ დორტმუნდის „ბორუსიას“ ავტობუსი დაზიანდა, რომელსაც ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მიჰყავდა. BBC -ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად მხოლოდ ერთი ფეხბურთელი მარკ ბარტრა დაშავდა - მას ხელი დაუზიანდა. მედიასაშუალების ცნობით, აფეთქების შემდეგ ავტობუსის ფანჯრები ჩაიმსხვრა. ინციდენტის მიზეზი, ამ დროისათვის, უცნობია. საქმეს პოლიცია იძიებს. აფეთქების გამო დორტმუნდის „ბორუსია“- „მონაკოს" თამაში 12 აპრილისთვის გადაიდო. საფეხბურთო მატჩი ადგილობრივი დროით 18:45 საათზე გაიმართება.როგორც საფეხბურთო კლუბის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, სხვა ფეხბურთელები უსაფრთხოდ არიან. მათივე ინფორმაციით, აფეთქება კლუბის სტადიონიდან 10 კილომეტრში მოხდა. ინციდენტის მიზეზი უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.დორტმუნდის „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში „მონაკოს“ უნდა შეხვედროდა. 
წაკითხვა
დორტმუნდის „ბორუსია“ „მონაკოს“ მხარდამჭერებს ღამის გასათევს სთავაზობს
გამოქვეყნებულია: 2017-04-11 23:54:00
დორტმუნდის „ბორუსიას“ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საფეხბურთო კლუბი „მონაკოს“ მხარდამჭერებს, საჭიროების შემთხვევაში, საცხოვრებლით უზრუნველყოფს.როგორც „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, „მონაკოს“ მხარდამჭერებმა, თუ მათ ღამის გასათევი დასჭირდებათ, უნდა გამოიყენონ ჰაშტეგები: #bedforawayfans. #bvbasmგერმანიის ქალაქ დორტმუნდში მომხდარი აფეთქების გამო, დორტმუნდის „ბორუსია“- „მონაკოს" თამაში 12 აპრილისთვის გადაიდო. საფეხბურთო მატჩი ადგილობრივი დროით 18:45 საათზე გაიმართება.გერმანიის ქალაქ დორტმუნდში მომხდარი აფეთქების შედეგად დაზიანდა ავტობუსი, რომელსაც დორტმუნდის „ბორუსიას“ ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის მატჩზე მიჰყავდა, ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. დაშავებულთა შორის არის მოთამაშე მარკ ბარტრა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც საფეხბურთო კლუბის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, სხვა ფეხბურთელები უსაფრთხოდ არიან. მათივე ინფორმაციით, აფეთქება კლუბის სტადიონიდან 10 კილომეტრში მოხდა. ინციდენტის მიზეზი უცნობია. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.დორტმუნდის „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში გამართულ შეხვედრაში „მონაკოს“ უნდა შეხვედროდა. 
წაკითხვა
იტალია - საქართველო 2:2 - საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად პლეი-ოფში ითამაშებს
გამოქვეყნებულია: 2017-04-11 19:40:00
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა დაძაბულ ბრძოლაში იტალიის ნაკრებთან ფრედ, 2:2 ითამაშა.მატჩს იტალიელები 2-ბურთიანი სხვაობით იგებდნენ, თუმცა ქართველმა სპორტსმენებმა თამაშის შემოტრიალება შეძლეს და ანგარიში გაათანაბრეს.საქართველოს ნაკრებმა შეინარჩუნა ევროპის ჩემპიონატზე თამაშის შანსი, ჩვენი ნაკრები ევრო2018-ის საგზურისთვის პლეი-ოფში იბრძოლებს.ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა უდანაკარგოდ იასპარეზა, ჩვენმა გუნდმა შოტლანდიის, ისრაელისა და შვეიცარიის ნაკრებები დაამარცხა, მეორე ეტაპზე კი სამივე მატჩი, ნიდერლანდებთან, ბელარუსთან და იტალიასთან &
წაკითხვა
NBA-ს მიმდინარე რეგულარული სეზონის დასრულებამდე, ერთი ტურია დარჩენილი
განახლებულია: 2017-04-11 19:21:00
"ენ-ბი-ეის" მიმდინარე რეგულარული სეზონის დასრულებამდე, ერთი ტურია დარჩენილი. დასავლეთ კონფერენციაში რვავე მეოთხედფინალისტი გამოვლენილია.  სეზონის საუკეთესო გუნდმა "გოლდენ სტეიტ უორიორზმა" დღეს დილით საკუთარ ორეკლ არენაზე "იუტა ჯაზთან" წააგო, ანგარიშით 99-105. ზაზა ფაჩულიამ, ძირითადში 25 წუთი ითამაშა და გუნდს, 8 ქულა 6 მოხსნა და 3 პასი შესძინა. გამარჯვებულ ჯაზმენებში საუკეთესო შედეგი, 20 ქულა, ჯორჯ ჰილს ჰქონდა. "იუტა" სეზონს მეხუთე ადგილზე ასრულებს და პლეიოფში "ლოს ანჯელეს კლიპერსთან" გაარკვევს ურთიერთობას. "გოლდენ სტეიტის" მეტოქე კი "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" იქნება, რომელმაც უკვე გაინაღდა მერვე ადგილი. პლეი-ოფი 15 აპრილს დაიწყება
წაკითხვა
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია
განახლებულია: 2017-04-11 19:20:00
საქართველოს 20 წლამდე მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში მიმდინარე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალშია. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მეოთხედფინალში კანადის ნაკრები დიდი ანგარიშით 43-3 დაამარცხეს. დავით ჩავლეიშივილის გუნდის მეტოქე, იაპონიის 20 წლამდე ნაკრები იქნება, რომელმაც, თავის მხრივ, ბელგიას 36-10 მოუგო. საქართველო-იაპონიის შეხვედრა, დღეს თბილისის დროით 21 საათზე დაიწყება
წაკითხვა
ქართველმა ჰოკეისტებმა სამხრეთ აფრიკის ნაკრები ანგარიშით 6-5 დაამარცხეს
განახლებულია: 2017-04-11 19:18:00
საქართველოს ყინულის ჰოკეის ნაკრები ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე დევიზიონში, ასპარეზობს. პირველ ტურში, ქართველმა ჰოკეისტებმა სამხრეთ აფრიკის ნაკრები, ანგარიშით 6-5 დაამარცხეს, დღეს კი, სამწუხაროდ, ლუქემბურგთან წააგეს 4-6. ჩვენი ნაკრები ამ ეტაპზე, ჯგუფში მეორე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრაში კი, 13 აპირლს არაბეთის გაერთიანებული საემიროების გუნდს დაუპირისპირდება. შეგახსენებთ, რომ მეორე დივიზიონის საგზურისთვის მხოლოდ ჯგუფების გამარჯვებულები იბრძოლებენ.
წაკითხვა
უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება - დღეს მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ორი მატჩი ჩატარდება
განახლებულია: 2017-04-11 19:17:00
უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშება, გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. დღეს მეოთხედფინალური ეტაპის პირველი ორი მატჩი ჩატარდება. ტურინში "იუვენტუსი" "ბარსელონას" უმასპინძლებს, ხოლო დოტმუნდის "ბორუსია", "მონაკოს" მიიღებს. გუნდების მზადების და წინასამატჩო პრესკონფერენციების შესახებ ნახეთ სიუჟეტში
წაკითხვა

უახლესი